Facebook Twitter

#ბს-1130(კს-20) 25 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ქეთევან ცინცაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – გ. ც-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

მოსარჩელეები – ლ. ჯ-ა, ლ. ც-ე, კ. ბ-ი, ა. ჩ-ი, ე. პ-ე, ქ. მ-ი, დ. კ-ე

მესამე პირები – თავმჯდომარეობის კანდიდატები: 1) დ. ა-ი, 2) ბ. ი-ი, 3) გ. გ-ე, 4) დ. ე-ე, 5) დ. კ-ე, 6) დ. ლ-ა, 7) ო. მ-ი, 8) ვ. ო-ი, 9) ე. ჩ-ე, 10) ი. ჭ-ა, 11) ვ. ჯ-ი; სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პირები: 1) პ. ა-ე, 2) ბ. ა-ა, 3) ი. ბ-ი, 4) ქ. ბ-ე, 5) ზ. ბ-ე, 6) ი. გ-ი, 7) თ. გ-ი, 8) ა. გ-ე, 9) ხ. გ-ი, 10) ი. დ-ე, 11) გ. თ-ე, 12) ტ. თ-ე, 13) გ. კ-ი, 14) ნ. კ-ე, 15) ზ. კ-ე, 16) მ. კ-ე, 17) მ. კ-ი, 18) ნ. ლ-ა, 19) რ. მ-ი, 20) დ. მ-ე, 21) მ. ნ-ე, 22) მ. ნ-ე, 23) ზ. რ-ი, 24) გ. ს-ე, 25) გ. სვ-ე, 26) გ. სი-ა, 27) გ. ტ-ი, 28) ნ. ფ-ი, 29) ქ. ქ-ა, 30) თ. ქ-, 31) ი. ყ-ი, 32) ვ. ყ-ი, 33) ც. ც-ი, 34) დ. ძ-ი, 35) კ. წ-ი, 36)ო. ჭ-ე, 37) ს. ჯ-ე; სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის არჩევნებში მონაწილე ადვოკატი კანდიდატები: 1) დ. ა-ა, 2) მ. ა-ე, 3) გ. ბ-ე, 4) თ. ბ-ე, 5) ი. ბ-ე, 6) ი. გ-ა, 7) კ. გ-ი, 8) გ. გ-ე, 9) მ. გ-ი, 10) თ. ე-ე, 11) ბ. ი-ა, 12) დ. კ-ი, 13) ი. კ-ა, 14) ა. ლ-ა, 15) ნ. მ-ე, 16) გ. მ-ი, 17) ი. მა-ე, 18) ი. მ-ე, 19) ც. ო-ი, 20) კ. ჟ-ი, 21) ი. ს-ი, 22) გ. ტ-ი, 23) თ. ტ-ი, 24) ქ. უ-ი, 25) გ. ფ-ი, 26) ხ. ფ-ი, 27) ა. ქ-ე, 28) მ. ყ-ი, 29) პ. შ-ე, 30) ზ. შ-ე, 31) რ. ჩ-ე, 32) ა. ჩ-ი, 33) ხ. ჩ-ე, 34) ლ. ძ-ი, 35) თ. ჭ-ი, 36) ე. ხ-ე; სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის არჩევნებში მონაწილე არაადვოკატი კანდიდატები: 1) ბ. ბ-გ-ი, 2) ბ. ბ-ი, 3) ნ. ვ-ი, 4) თ. თ-ა, 5) ნ. მ-ი, 6) ა. ფ-ი, 7) ი. შ-ა, 8) გ. ჩ-ი, 9) ა. ხ-ე, 10) გ. ჯ-ი; სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები: 1) დ. ა-ი, 2) მ. ა-ი, 3) გ. ბ-ე, 4) ლ. ბ-ა, 5) ნ. კ-ი, 6) მ. კ-ე, 7) რ. კ-ი, 8) ა. მ-ე, 9) გ. მ-ი, 10) თ. მ-ი, 11) გ. ნ-ი, 12) ფ. ს-ი, 13) ნ. ქ-ა, 14) მ. ყ-ი, 15) ნ. შ-ე; ხმის დამთვლელი კომისიის შემადგენლობა: 1) თ. მ-ი, 2) მ. კ-ი, 3) ი. ა-ი, 4) დ. დ-ე, 5) ლ. ა-ი, 6) ი. პ-ი, 7) ა. მ-ი, 8) გ. ქ-ე, 9) დ. ქ-ი, 10) დ. მ-ი, 11) ა. მ-ი, 12) ბ. კ-ი, 13) ო. მ-ე, 14) ი. გ-ა, 15) მ. თ-ი

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 20 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს ლ. ჯ-ამ, ლ. ც-ემ, კ. ბ-მა, გ. ც-ემ, ა. ჩ-მა, ე. პ-ემ, ქ. მ-მა და დ. კ-ემ მოპასუხის - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიმართ.

მოსარჩელეებმა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხმის დამთვლელი კომისიის 2017 წლის 10 დეკემბრის #1 ოქმის, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2017 წლის 9 დეკემბრის საერთო კრების #1 ოქმისა და 2017 წლის 16 დეკემბრის დანართი #1-ის - 2017 წლის 9 დეკემბრის საერთო კრებაზე ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის და სარევიზიო კომისიის არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების არარად აღიარება მოითხოვეს.

2018 წლის 25 იანვარს ლ. ჯ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრთა 2017 წლის 2 დეკემბრის საერთო კრების #2 ოქმისა და მისი დანართი #1-ის - არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ თავმჯდომარეობის კანდიდატები: 1) დ. ა-ი, 2) ბ. ი-ი, 3) გ. გ-ე, 4) დ. ე-ე, 5) დ. კ-ე, 6) დ. ლ-ა, 7) ო. მ-ი, 8) ვ. ო-ი, 9) ე. ჩ-ე, 10) ი. ჭ-ა, 11) ვ. ჯ-ი; სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პირები: 1) პ. ა-ე, 2) ბ. ა-ა, 3) ი. ბ-ი, 4) ქ. ბ-ე, 5) ზ. ბ-ე, 6) ი. გ-ი, 7) თ. გ-ი, 8) ა. გ-ე, 9) ხ. გ-ი, 10) ი. დ-ე, 11) გ. თ-ე, 12) ტ. თ-ე, 13) გ. კ-ი, 14) ნ. კ-ე, 15) ზ. კ-ე, 16) მ. კ-ე, 17) მ. კ-ი, 18) ნ. ლ-ა, 19) რ. მ-ი, 20) დ. მ-ე, 21) მ. ნ-ე, 22) მ. ნ-ე, 23) ზ. რ-ი, 24) გ. ს-ე, 25) გ. სვ-ე, 26) გ. სი-ა, 27) გ. ტ-ი, 28) ნ. ფ-ი, 29) ქ. ქ-ა, 30) თ. ქ-, 31) ი. ყ-ი, 32) ვ. ყ-ი, 33) ც. ც-ი, 34) დ. ძ-ი, 35) კ. წ-ი, 36)ო. ჭ-ე, 37) ს. ჯ-ე; სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის არჩევნებში მონაწილე ადვოკატი კანდიდატები: 1) დ. ა-ა, 2) მ. ა-ე, 3) გ. ბ-ე, 4) თ. ბ-ე, 5) ი. ბ-ე, 6) ი. გ-ა, 7) კ. გ-ი, 8) გ. გ-ე, 9) მ. გ-ი, 10) თ. ე-ე, 11) ბ. ი-ა, 12) დ. კ-ი, 13) ი. კ-ა, 14) ა. ლ-ა, 15) ნ. მ-ე, 16) გ. მ-ი, 17) ი. მა-ე, 18) ი. მ-ე, 19) ც. ო-ი, 20) კ. ჟ-ი, 21) ი. ს-ი, 22) გ. ტ-ი, 23) თ. ტ-ი, 24) ქ. უ-ი, 25) გ. ფ-ი, 26) ხ. ფ-ი, 27) ა. ქ-ე, 28) მ. ყ-ი, 29) პ. შ-ე, 30) ზ. შ-ე, 31) რ. ჩ-ე, 32) ა. ჩ-ი, 33) ხ. ჩ-ე, 34) ლ. ძ-ი, 35) თ. ჭ-ი, 36) ე. ხ-ე; სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის არჩევნებში მონაწილე არაადვოკატი კანდიდატები: 1) ბ. ბ-გ-ი, 2) ბ. ბ-ი, 3) ნ. ვ-ი, 4) თ. თ-ა, 5) ნ. მ-ი, 6) ა. ფ-ი, 7) ი. შ-ა, 8) გ. ჩ-ი, 9) ა. ხ-ე, 10) გ. ჯ-ი; სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები: 1) დ. ა-ი, 2) მ. ა-ი, 3) გ. ბ-ე, 4) ლ. ბ-ა, 5) ნ. კ-ი, 6) მ. კ-ე, 7) რ. კ-ი, 8) ა. მ-ე, 9) გ. მ-ი, 10) თ. მ-ი, 11) გ. ნ-ი, 12) ფ. ს-ი, 13) ნ. ქ-ა, 14) მ. ყ-ი, 15) ნ. შ-ე; ხმის დამთვლელი კომისიის შემადგენლობა: 1) თ. მ-ი, 2) მ. კ-ი, 3) ი. ა-ი, 4) დ. დ-ე, 5) ლ. ა-ი, 6) ი. პ-ი, 7) ა. მ-ი, 8) გ. ქ-ე, 9) დ. ქ-ი, 10) დ. მ-ი, 11) ა. მ-ი, 12) ბ. კ-ი, 13) ო. მ-ე, 14) ი. გ-ა, 15) მ. თ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შუამდგომლობა ადმინისტრაციული საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანების შესახებ; ადმინისტრაციული საქმე ლ. ჯ-ას, ლ. ც-ის, კ. ბ-ის, გ. ც-ის, ა. ჩ-ის, ე. პ-ის, ქ. მ-ის, დ. კ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიმართ და ადმინისტრაციული საქმე ლ. ჯ-ას სარჩელისა გამო მოპასუხე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიმართ ერთად განხილვისათვის გაერთიანდა ერთ წარმოებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ას, ლ. ც-ის, კ. ბ-ის, გ. ც-ის, ა. ჩ-ის, ე. პ-ის, ქ. მ-ისა და დ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ჯ-ამ, გ. ც-ემ, ლ. ც-ემ და ა. ჩ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2020 წლის 24 ივლისის განჩინებით, აპელანტებს ლ. ჯ-ას, გ. ც-ეს და ლ. ც-ეს სააპელაციო საჩივარზე 2020 წლის 27 აპრილს #1587978249 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ოდენობით დამადასტურებელი ქვითრის დედნის სახით წარდგენა და სააპელაციო საჩივრის ავტორების მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლის წარდგენა დაავალა, რამდენი მხარეც არის საქმეში. აღნიშნული ხარვეზების შესავსებად, სააპელაციო პალატამ აპელანტებს 10 (ათი) დღის ვადა განუსაზღვრა.

აპელანტებმა 2020 წლის 11 აგვისტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და სააპელაციო საჩივრის ავტორების ლ. ჯ-ას, ლ. ც-ის და გ. ც-ის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, გ. ც-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტ (მოსარჩელე) გ. ც-ეს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ...ას ქ. #40, მე-9 სართული და ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს თ. ვ-ეს 2020 წლის 13 აპრილს, მან კი სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარადგინა 2020 წლის 28 აპრილს, კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით.

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ საპროცესო უფლება არ იქნა რეალიზებული სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 14 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ც-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მსოფლიოში არსებული პანდემიიდან და რეგულაციებიდან გამომდინარე, მან (გ. ც-ე), ლ. ჯ-ამ და ლ. ც-ემ სააპელაციო საჩივარი საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით, 2020 წლის 27 აპრილს წარმოადგინეს. დოკუმენტის ატვირთვა მოხდა ყოველგვარი შეფერხების გარეშე, თუმცა მისი სტატუსი იყო „მოლოდინის რეჟიმში“. იმავე დღეს, აპელანტები რამდენჯერმე დაუკავშირდნენ საქალაქო სასამართლოს დოკუმენტის სტატუსის თაობაზე. ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების წარმომადგენელმა მათ დაუდასტურა სისტემაში ტექნიკური ხარვეზის არსებობა, რაც სისტემის სატესტო რეჟიმში მუშაობით იყო განპირობებული, ასევე აპელანტებს დაუდასტურეს, რომ დოკუმენტის გაგზავნის თარიღი იყო 2020 წლის 27 აპრილი. გადამოწმების მიზნით, შემდგომი კომუნიკაციის დროს აპელანტებს აცნობეს, რომ დოკუმენტის რეგისტრაცია მოხდებოდა 2020 წლის 28 აპრილის თარიღით, თუმცა ამავდროულად აპელანტებს დაპირდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამსახური გააკეთებდა როგორც წერილობით, ასევე ზეპირსიტყვიერ განმარტებას დოკუმენტის შემოსვლის თარიღთან დაკავშირებით. მიუხედავად აღნიშნულისა, გ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციით გამოწვეული შეზღუდვები და აღნიშნული შემთხვევა უნდა გაუთანაბრდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაწესს, რომლის მიხედვითაც თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორმა 2020 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოტანილი განცხადებით კერძო საჩივარზე წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულება. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ჯგუფის ...ის, რ. ქ-ის 2020 წლის 1 ოქტომბრის წერილი #800/2570-03-ო, რომლითაც დასტურდება, რომ აპელანტების მიერ დოკუმენტი თავდაპირველად 2020 წლის 27 აპრილს, 14 საათსა და 27 წუთზე გაიგზავნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა ჩაითვალოს კანონით დადგენილ ვადაში შეტანილად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, გ. ც-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ც-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამასთან, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტულურ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გ. ც-ეს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ...ას ქ. #40, მე-9 სართული და ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს თ. ვ-ეს 2020 წლის 13 აპრილს. გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 14 აპრილს და ამოიწურა 2020 წლის 27 აპრილს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი კი, სააპელაციო საჩივარზე დასმული თბილისის საქალაქო სასამართლოს შტამპის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილია 2020 წლის 28 აპრილს.

გ. ც-ემ, მის მიერ წარმოდგენილ კერძო საჩივარში, მიუთითა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის შეტანა განახორციელა საერთო სასამართლოების საქმის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, 2020 წლის 27 აპრილს. ტექნიკური პრობლემის არსებობის გამო, გაგზავნილ დოკუმენტს მიენიჭა სტატუსი „მოლოდინის რეჟიმში“. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, აღნიშნული სტატუსის შეუცვლელობის გამო, კერძო საჩივრის ავტორი დაუკავშირდა საქალაქო სასამართლოს რომ მოგვიანებით სტატუსი აუცილებლად შეიცვლებოდა.

კერძო საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა, რომ გადამოწმების მიზნით განხორციელებული შემდგომი კომუნიკაციის დროს მას აცნობეს, რომ დოკუმენტის რეგისტრაცია მოხდებოდა 2020 წლის 28 აპრილის თარიღით, თუმცა ამავდროულად აპელანტებს მოუწოდეს ფაილისთვის კომენტარის დართვისკენ და აპელანტებს დაპირდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამსახური გააკეთებდა როგორც წერილობით, ასევე ზეპირსიტყვიერ განმარტებას დოკუმენტის შემოსვლის თარიღთან დაკავშირებით. მიუხედავად აღნიშნულისა, გ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციით გამოწვეული შეზღუდვები და აღნიშნული შემთხვევა უნდა გაუთანაბრდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაწესს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულ მუხლში არსებული დანაწესი ცალსახად ემსახურება მხარეებისთვის მაქსიმალურ ხელშეწყობას და მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. გარკვეულ შემთხვევაში, მაგალითად როდესაც სასამართლოს სამუშაო საათები დამთავრებულია, სუბიექტმა კი სასამართლოში დოკუმენტის წარდგენა ვერ მოასწრო, მას შეუძლია საპროცესო მოქმედება ფოსტის ან ტელეგრაფის მეშვეობით შეასრულოს. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ კანონმდებლობა მაქსიმალურად ცდილობს საპროცესო სუბიექტების ხელშეწყობას და სამუშაო დროითა და საათებით ფორმალურად არ შემოსაზღვრავს სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას, კანონმდებლობა სასამართლოსთვის მიმართვის მაქსიმალურად მოქნილ შესაძლებლობებს ითვალისწინებს, რაც მხარეებისთვის თუ სხვა დაინტერესებული პირებისთვის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. სასამართლო დაცვის ძირითადი უფლება ფორმალურად სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას ნიშნავს, შინაარსობრივად კი ადამიანის სრულყოფილ, ყოვლისმომცველ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს.

აღნიშნულ შემთხვევაში, მსოფლიოში წარმოქმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დისტანციურ რეჟიმში მუშაობამ განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა და მსოფლიო მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. არსებული შეზღუდვების და რეგულაციების პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მოხდეს მაქსიმალური ხელშეწყობა და იმგვარი პირობების შექმნა, რაც უზრუნველყოფს პირებისთვის ზედმეტი გართულებებისგან თავისუფალი სამუშაო სივრცის არსებობას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ დისტანციური მუშაობის რეჟიმი იყოს მაქსიმალურად მოქნილი და დაახლოვებული ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმთან, რათა შენარჩუნდეს საჯარო დაწესებულებების ხელმისაწვდომობისა და მუშაობის ხარისხი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ განსაკუთრებით არსებული პანდემიიდან და დისტანციურ რეჟიმში მუშაობიდან გამომდინარე, როდესაც ელექტრონულად განხორციელებულმა მოქმედებებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, საერთო სასამართლოების ოფიციალურ, საქმის ელექტრონული სისტემით დოკუმენტის შესაბამის ვადაში გაგზავნა, საკითხის შეფასების დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული.

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფოსტისთვის ან ტელეგრაფისთვის ვადის უკანასკნელი დღის 24 საათამდე დოკუმენტის ჩაბარება, ვადაში ჩაბარებულად ითვლება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ანალოგიური მიდგომა უნდა გავრცელდეს საერთო სასამართლოებისთვის საქმის ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტის ჩაბარებაზე, ვინაიდან იგი ფოსტისთვის/ტელეგრაფისთვის დოკუმენტის ჩაბარების შესაძლებლობის უზრუნველყოფით მხარისთვის სასამართლოს მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაციის იდენტურ ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული გარემოებაც საკითხის განხილვის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2020 წლის 8 ოქტომბერს, დამატებითი მტკიცებულების სახით, გ. ც-ემ წარმოადგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ჯგუფის ...ის, რ. ქ-ის 2020 წლის 1 ოქტომბრის წერილი #800/2570-03-ო, რომელიც განმარტავს, რომ სისტემის მომხმარებლის ... მიერ 2020 წლის 27 აპრილს, 14 საათსა და 27 წუთზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მისამართით ფიქსირდება დოკუმენტის (სააპელაციო საჩივარი) გაგზავნის ფაქტი, რომელსაც „გზავნილი“ სტატუსი არ მიუღია. წერილში ასევე მითითებულია, რომ მომხმარებლის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებასთან კომუნიკაციის შედეგად მოხდა ტექნიკური დახმარების გაწევა და დოკუმენტის დაბრუნება მომხმარებლისათვის „დაბრუნებულ“ სტატუსში, რათა თავიდან მომხდარიყო გაგზავნა სასამართლოში გასწორებული ფორმატით. ვინაიდან ზემოაღნიშნულმა პროცედურებმა მოითხოვა დამატებითი დრო, დოკუმენტის გაგზავნა მოხდა მეორე სამუშაო დღეს, 2020 წლის 28 აპრილს და დოკუმენტს შესაბამისად მიენიჭა ახალი თარიღი (28.04.2020).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ჯგუფის ...ის, რ. ქ-ის 2020 წლის 1 ოქტომბრის წერილი #800/2570-03-ო, მართალია მიუთითებს დოკუმენტის აპელანტებისთვის დაბრუნებისა და დოკუმენტის 2020 წლის 28 აპრილს ხელახალი რეგისტრაციის შესახებ, თუმცა სასამართლოსთვის მთავარია იმ გარემოების ოფიციალური დადასტურება, რომ კერძო საჩივრის ავტორის და დანარჩენი აპელანტების მხრიდან, სააპელაციო საჩივრის თავდაპირველი წარდგენა მოხდა 2020 წლის 27 აპრილს, კანონმდებლობით დადგენილ 14-დღიან ვადაში. დოკუმენტის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების არსებობა კი, რომელიც მხარის ბრალეული ქმედებით არ იყო გამოწვეული არ უნდა გახდეს მხარეთა საპროცესო უფლებების უკანონო შეზღუდვის საფუძველი.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ც-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 სექტემბრის განჩინება, რომლითაც განუხილველად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გ. ც-ის სააპელაციო საჩივარი და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ც-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 სექტემბრის განჩინება და საქმე გ. ც-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ქ. ცინცაძე