საქმე #ბს-658(კ-19) 25 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
სხდომის მდივანი – ანა ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) – სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე); წარმომადგენელი – ა. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სს „ე...ი“ (სს „...ის“ უფლებამონაცვლე); წარმომადგენელი – ა. კ-ე
მესამე პირი – სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფლებამონაცვლე); წარმომადგენელი – ნ. შ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2015 წლის 22 მაისს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სს „...ის“ მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ განახორციელა შპს „ა...ის“ საქმიანობის ინსპექტირება 2008 წლის 1 ნოემბრიდან - 2011 წლის აპრილამდე საანგარიშო პერიოდზე, რაზედაც 2012 წლის 30 მაისის აქტისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 25 თებერვლის #04/14339 წერილის საფუძველზე, დაწესებულებას განესაზღვრა ფულადი ვალდებულება 20 641.60 ლარის ოდენობით. დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სამედიცინო და საფინანსო დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევა-ნაკლოვანებები: არ არის შესრულებული 0-5 წლის ჩათვლით ბავშვების ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული რიგი ღონისძიებები; 60 წლის და ზევით პაციენტების ამბოლატორიულ ბარათებში არსებული ჩანაწერი მწირია და სრულყოფილად ვერ ასაბუთებს პაციენტის ქრონიკული დაავადების მართვას; სრულად არ არის ჩატარებული პროგრამით გათვალისწინებული შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურეობა, მომსახურების ღირებულება მოთხოვნილია არა აცრა-ვიზიტის, არამედ განხორციელებული ინფექციების რაოდენობის მიხედვით; არ არის ჩატარებული საჭირო გამოკვლევები და კონსულტაციები ან ვიზიტები განხორციელებულია პროგრამით დადგენილი ვადის დარღვევით, ან მომსახურება გაწეულია ანტენატალური ვაუჩერის გაცემამდე, გამოკვლევების პასუხები არ არის დათარიღებული და ხელმოწერილი, არასწორად არის შევსებული პაციენტთა აღრიცხვის ჟურნალი.
მოსარჩელის მითითებით, გამოვლენილი დარღვევებიდან გამომდინარე, შპს „ა...ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 20 641.60 ლარი, მათ შორის: ა) პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსახლეობის ზოგადი ამბულატორიული დახმარების ფარგლებში - 3436.29 ლარი; ბ) ფთიზიატრიული ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული დახმარების კომპონენტის ფარგლებში - 368.02 ლარი; გ) ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი 6-60 წ.წ დიაბეტიან და ონკოინკურაბელურ პაციენტთა მომსახურების ფარგლებში - 263.26 ლარი; დ) დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იმუნიზაციის კომპონენტი (აცრა-ვიზიტების) ქვეკომპონენტის ფარგლებში - 6598.00 ლარი; ე) სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურების კომპონენტის ფარგლებში 9976.03 ლარი.
მოსარჩელის აღნიშვნით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, 2011 წლის 1 აპრილიდან - 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში განახორციელა შპს „ა...ის“ ინსპექტირება, რაზედაც 2012 წლის 9 ივნისის აქტის საფუძველზე, დაწესებულებას განესაზღვრა ფულადი ვალდებულება 12 564.65 ლარის ოდენობით. დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სამედიცინო და საფინანსო დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევა-ნაკლოვანებები: პაციენტებს გადახდილი აქვთ პროგრამით დადგენილი თანაგადახდის წილზე მეტი ოდენობის თანხები, პაციენტის რეჰოსპიტალიზაცია განპირობებულია მათივე არასწორი მომსახურებით; გამოვლენილია არასრული და უხარისხო მომსახურება, პაციენტის კრიტიკული მდგომარეობის დაუდასტურებლობა, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა, დიაგნოზის დაუდასტურებლობა კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების მონაცემებით; აგრეთვე, სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოვლენილია არასრული გამოკვლევები და კონსულტაციები.
მოსარჩელის მითითებით, აღნიშნულ საინსპექციო პერიოდში შპს „ა...ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 12 564.65 ლარი, მათ შორის: ა) მოსახლეობის სტაციონარული დახმარების სახელმწიფო ბავშვთა დახმარების კომპონენტის ფარგლებში - 1 345.45 ლარი; ბ) მოსახლეობის ურგენტული მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში - 10 676.20 ლარი; გ) სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურების კომპონენტის ფარგლებში - 543.00 ლარი.
ამას გარდა, მოსარჩელის განმარტებით, შპს „ა...ას“ გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზების გადამოწმების შედეგად ასანაზღაურებელი აქვს 12.70 ლარი. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ 2015 წლის 14 მაისის #04/33753 წერილით, სს „...ს“ გაეგზავნა შეტყობინება დაკისრებული თანხის ნებაყოფლობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურების თაობაზე.
ამდენად, მოსარჩელემ მოპასუხე შპს „ა...ის“ უფლებამონაცვლის - სს „...ისათვის“ 33 218.95 ლარის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 იანვრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი სს „...ის“ მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სენაკის რაიონულ სასამართლოს.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი შპს „...ის“ მიმართ; მოპასუხე შპს „...ს“ (ს/კ ...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 33 218.95 ლარის გადახდა დაეკისრა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ შპს „ა...ა“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე საინსპექციო პერიოდში (2008 წლის 1 ნოემბრიდან - 2008 წლის 1 აპრილამდე, 2011 წლის 1 აპრილიდან - 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) ახორციელებდა პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის ზოგადი ამბულატორიული დახმარებას, ფთიზიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული დახმარების კომპონენტის ფარგლებში, ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი 6-60 წწ. დიაბეტიან და ონკოინკურაბელური პაციენტთა მომსახურებას, დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იმუნიზაციის კომპონენტის ფარგლებში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებას.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2012 წლის 30 მაისისა და 2012 წლის 9 ივნისის შემოწმების აქტების საფუძველზე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 30 მაისის #02-210/მ ბრძანების საფუძველზე, კომისიამ განახორციელა შპს „ა...ის“ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება 2008 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდში. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 4 მაისის #02-210/მ ბრძანების საფუძველზე, კომისიამ განახორციელა შპს „ა...ის“ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება 2008 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 1 აპრილამდე და 2011 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის #01-1/ნ ბრძანებით დამტკიცებული „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, პროგრამების ფარგლებში მომსახურების დაფინანსება ხორციელდება კანონმდებლობისა და/ან მომსახურების/საქონლის მიმწოდებელთან საჭიროებისამებრ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ 2011 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საინსპექციო პერიოდში შპს „ა...ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 12 564.65 ლარი, მათ შორის: ა) მოსახლეობის სტაციონალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა დახმარების კომპონენტის ფარგლებში - 1345.45 ლარი; გ) მოსახლეობის ურგენტანული მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში - 10676.20 ლარი; ვ) „სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის“ ფარგლებში - 543.00 ლარი.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის #01-1/ნ ბრძანებით დამტკიცებული „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები: ა) შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი; ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება; გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა. ამავე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ პროგრამის მოსარგებლისთვის ამავე პროგრამის/კომპონენტის/ ქვეკომპონენტის ფარგლებში გასაწევი იმ მომსახურების არასრულად გაწევის შემთხვევა (როგორც ეს განსაზღვრულია მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით), რომელსაც ითვალისწინებს პროგრამა და კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მიმწოდებელი, ითვალისწინებს ჯარიმას, სარევიზიო პერიოდში განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის 10%-ს. ამავე ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება (განმახორციელებელი დაწესებულება, რეგულირების სააგენტო) ვალდებულია: ა) განახორციელოს პროგრამების ზედამხედველობა განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში; დ) ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან არაჯეროვნად შესრულებისას დააკისროს მიმწოდებელს ფინანსური ჯარიმა დადგენილი წესის შესაბამისად.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მითითებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანი მხოლოდ მაშინ ანაზღაურდება, თუკი პირი მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ, პირის მოქმედება იყო განზრახი ან გაუფრთხილებელი (ანუ ბრალეული), უშუალოდ ამ მართლსაწინააღმდეგო, განზრახმა ან გაუფრთხილებელმა (ბრალეულმა) მოქმედებამ ზიანი მიაყენა სხვა პირს, კერძოდ შელახა პირის ქონებრივი ან/და არაქონებრივი უფლებები ან/და კანონით დაცული ინტერესები. დელიქტით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად აუცილებელია, რომ ზემოხსენებული სამივე პირობა არსებობდეს ერთდროულად.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სამივე პირობა, შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა დამდგარი მატერიალური ზიანი. ამასთან, სარჩელით მოთხოვნილი ზიანის თანხის ოდენობა დასაბუთებული იყო, მოსარჩელე მოითხოდა სწორედ იმ ოდენობის თანხის ანაზღაურებას (2895.72 ლარის ოდენობით), რა რაოდენობის ანაზღაურებაც სახელმწიფოს მიერ გაიცა - შპს „ა...აზე“ 2009 წლის 1 მაისიდან 2012 წლის 1 იანვრამდე სიანსპექციო პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ინსპექტირებისა და ადმინისტრირების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო. ამასთან, სასამართლოს შეფასებით, საგულისხმო იყო ის გარემოება, რომ შემოწმების აქტში მითითებულის საპირისპირო დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი არ იყო.
რაც შეეხება მოპასუხე მხარის არგუმენტაციას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენდა სამ წელს. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებული იყოს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშვება იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის თაობაზე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის #01-1/ნ ბრძანებით დამტკიცებული „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ბრძანების მე-12 მუხლზე, რომლის მიხედვით, ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 წლის ვადაში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს მიმწოდებლების მიერ გაწეული მომსახურების რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით. რევიზია ითვალისწინებს მიმწოდებელ დაწესებულებაში სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას. რეგულირების სააგენტოს სარევიზიო ჯგუფი მიმწოდებლისგან ითხოვს საჭირო დოკუმენტაციას და ახორციელებს მის დეტალურ შემოწმებას, ხოლო დაწესებულება ვალდებულია სარევიზიო ჯგუფს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია. რევიზიის დასრულების შემდეგ დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ სარევიზიო ჯგუფის წევრები და მიმწოდებელი მხარის პასუხისმგებელი პირები. აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, აქტის საფუძველზე მიმწოდებელს დაეკისრება ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „ა...ის“ სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება 2008 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 1 აპრილამდე, ასევე 2011 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საინსპექციო პერიოდზე ჩატარდა 2012 წლის 30 ივნისს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 4 მაისის #02-210/მ ბრძანების საფუძველზე, რა დროსაც გამოვლენილ იქნა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2015 წლის 22 მაისს.
2012 წლის 15 ნოემბრის წერილით, მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეს ეცნობა ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნების ვალდებულების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა სწორად, თუმცა სამართლებრივად არასწორი შეფასება მისცა მათ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის პოზიციით, სამედიცინო დაწესებულების ვალდებულება თანხის დაბრუნების თაობაზე წარმოშობილი იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის #01-1/ნ ბრძანების პირობების დარღვევის გამო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის #492 დადგენილების (იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2012 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე - (ამოქმედდა 2012 წლის 1 იანვრიდან)) მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ ამ დადგენილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება გაგრძელდეს „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის #01-1/ნ ბრძანების შესაბამისად.
სააპელაციო პალატის მითითბით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 4 მაისის #02-210/მ ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ განახორციელა შპს „ა...ის“ (ს/კ ...) სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება 2008 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 1 აპრილამდე და 2011 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდში, ხოლო ამავე სააგენტოს უფროსის 2012 წლის 30 მაისის #02-210/მ ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ განახორციელა შპს „ა...ის“ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება 2008 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 1 აპრილამდე და 2011 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის სადავო არ იყო ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, სათანადო ანაზღაურების მიღების მიზნით, მიმწოდებელი (სამედიცინო დაწესებულება) ყოველთვიურად უგზავნიდა სააგენტოს განხორციელებული შესრულებების (გაწეული მომსახურების) შესაბამის სამედიცინო და ფინანსურ დოკუმენტაციას, რის საფუძველზეც, იგი იღებდა მომსახურების ღირებულებას (თანხას). აღნიშნული ფაქტები დასტურდება თვით შემოწმების აქტებითაც.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის #01-1/ნ ბრძანების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის შედეგად დაკისრებული საჯარიმო სანქციების შესრულება აღიარებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ხანდაზმულია, მიუხედავად იმისა, პირმა იცოდა თუ არა თავისი უფლების დარღვევის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ასრულებს სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და გამორიცხავს სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს სხვათა უფლების შელახვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, კერძოდ, იმ მომენტთან, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი მოსარჩელეს აწევს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეებს წარმოეშვათ უფლება-მოვალეობები, შეეხებოდა 2008-2011 წლებში მომსახურების გაწევას, ჯანდაცვის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევას, რა შემთხვევაშიც, მოქმედებდა ზემოთ მითითებული ნორმით დადგენილი სასარჩელო მოთხოვნის 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ შპს „ა...ასა“ (უფლებამონაცვლე სს „...ი“) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (მიმწოდებელს) შორის 2008 წელს (ისევე როგორც 2009 და 2010, და 2011 წლებში) გაფორმდა ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ. თითოეული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ აღემატებოდა 1 წელს. ხელშეკრულებები დასრულდა - მხარეთა შორის შეთანხმებული მომსახურება განხორციელდა და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები წარედგინა სოციალური მომსახურების სააგენტოს, სამედიცინო დაწესებულებას გადაეცა მომსახურების საფასური.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის #01-1/ნ ბრძანებით დამტკიცებული 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების წესის მე-12 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 წლის ვადაში, რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ სამედიცინო დაწესებულების შემოწმება ჩატარდა 2012 წლის 7 მაისიდან - 2012 წლის 30 მაისის ჩათვლით, აქტები მომზადებულ იქნა 2012 წლის 30 მაისსა და 9 ივნისს. შემოწმება შეეხო 2008 წლის 1 ნოემბრიდან - 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს (სამედიცინო დაწესებულების მხრიდან, აღნიშნულ პერიოდში მოქმედი, ზემოთ ჩამოთვლილი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას), ხოლო სარჩელი (დათარიღებული 2015 წლის 18 მაისით) სასამართლოში შეტანილ იქნა 2015 წლის 22 მაისს.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა 2008 წლის იანვარში დადებული ხელშეკრულებისთვის დაიწყო 1 წლის შემდეგ, ანუ 2009 წლის იანვრიდან და ამოიწურა - 2012 წლის იანვარში; 2009 წლის იანვარში დადებულ ხელშეკრულებაზე დავის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა გავიდა 2013 წლის იანვარში, ხოლო 2010 წლის იანვრის ხელშეკრულებზე - 2014 წლის იანვარში, ხოლო 2011 წლის აპრილში დადებულ ხელშეკრულებაზე - 2015 წლის აპრილში.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების გამო, მოსარჩელის მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდებოდა სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სარჩელი აღძრა 2015 წლის 22 მაისს, - 2008-2011 წლების ხელშეკრულებების დასრულებიდან 3 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება იდენტურ დავებზე საქართველოს საერთო სასამართლოთა სისტემაში ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკისაგან.
კასატორის მითითებით, აქტები გაფორმდა 2012 წლის 9 ივნისსა და 30 მაისს - წერილები აღიარებული ვალდებულების შესრულებაზე გაგზავნილ იქნა 2012 წლის 15 ნოემბერს (#04/71052) და 2015 წლის 14 მაისს (#04/33753). საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის #01-1/ნ ბრძანების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კლინიკა ვალდებული იყო ზედამხედველობის შედეგად დაკისრებული საჯარიმო სანქციების შესრულება უზრუნველეყო აღიარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, სარჩელი კი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2015 წლის 22 მაისს.
კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის #ბს-944-904(კ-09) განჩინებაზე, რომელშიც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.“
კასატორი განმარტავს, რომ ვინაიდან მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება ის დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ხანდაზმულობის ვადის დენა მიმდინარეობს სააგენტოს მიერ მხარის მიმართ წერილობითი შეტყობინებებიდან და არა რეგულირების აქტების გაფორმების თარიღიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის საოქმო განჩინებებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, სს „...ის“ უფლებამონაცვლედ - სს „ე...ი“, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფლებამონაცვლედ -სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, 2012 წლის 30 მაისის შემოწმების აქტისა და მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებები:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 30 მაისის #02-210/მ ბრძანების საფუძველზე, კომისიამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. ჩ-ი - კონტროლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (...ე), ნ. ქ-ი - კონტროლის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, განახორციელა შპს „ა...ის“ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება 2008 წლის 1 ნოემბრიდან, 2011 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდში.
საინსპექციო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რეგისტრაციის თარიღი - 16.03.2000წ., რეგისტრაციის ნომერი 16/7.
შპს „ა...ა“ ახორციელებდა და ახორციელებს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებს დედათა და ბავშვთა მომსახურების სახელმწიფო პროგრამის სფეროში შემდეგი ხელშეკრულებების საფუძვლით:
- 2008 წლის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამას 2008 წლის 15 დეკემბრის #2დ18382301შ ხელშეკრულების საფუძველზე;
- 2008 წლის სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ორსულთა ანტენატალურ მეთვალყურეობას სამედიცინო მომსახურებას 2008 წლის 15 დეკემბრის #2დ18382301შ ხელშეკრულების გაგრძელება - 2009 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, 2009 წლის 22 იანვრის #2დ18382301 ხელშეკრულების საფუძველზე;
- 2009 წლის სამედიცინო მომსახურების სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამეანო მომსახურების ანტენატალურ მეთვალყურეობას 2009 წლის 1 სექტემბრის #2დ18382301 ხელშეკრულების საფუძველზე;
- 2010 წლის სამედიცინო მომსახურების სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამეანო მომსახურების ანტენატალურ მეთვალყურეობას 2010 წლის 20 მაისის #2დ18382301 ხელშეკრულების საფუძველზე;
- 2008 წლის დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმუნიზაციის კომპონენტის მიხედვით 6-დან 27 წლამდე ასაკის ჩათვლით მოსახლეობაში წითელა წითურას საწინააღმდეგო აცრების ჩატარებას 2008 წლის 21 ოქტომბრის #5ი18382301 ხელშეკრულების საფუძველზე;
- 2008 წლის დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმუნიზაციის კომპონენტის აცრა-ვიზიტების ჩატარებას 2008 წლის 14 ნოემბრის #5ი18382301შ ხელშეკრულების საფუძველზე;
- 2008 წლის სახელმწიფს მიერ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით იმუნიზაციის კომპონენტის აცრა-ვიზიტების ქვეკომპონენტის მიხედვით სამედიცინო მომსახურებას 2008 წლის 14 ნოემბრის #5ი18382301შ ხელშეკრულების გაგრძელება - 2009 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, 2009 წლის 30 ოქტომბრის #5ი18382301 ხელშეკრულების საფუძველზე;
- 2008 წლის სახელმწიფს მიერ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით იმუნიზაციის კომპონენტის აცრა-ვიზიტების ქვეკომპონენტის მიხედვით სამედიცინო მომსახურებას 2009 წლის 30 ოქტომბრის #5ი29382301შ/1 ხელშეკრულების გაგრძელება - 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, 2010 წლის 4 იანვრის #5ი29382301შ/1 ხელშეკრულების საფუძველზე;
- 2010 წლის დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმუნიზაციის კომპონენტის აცრა-ვიზიტების ჩატარებას 2010 წლის 1 მარტის #5ი20382301შ/ ხელშეკრულების საფუძველზე;
შპს „ა...ა“ ახორციელებდა და ახორციელებს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებს ფთიზიატრიული მომსახურების სფეროში შემდეგი ხელშეკრულებების საფუძვლით:
- 2009 წლის ფთიზიატრიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფთიზიატრიული ამბულატორიული დახმარების კომპონენტის მიხედვით, ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოსა და მიმწოდებელს შორის 2009 წლის 6 ივლისს გაფორმებული #2ტ89382301შ ხელშეკრულების საფუძველზე;
- 2010 წლის ფთიზიატრიული მომსახურების მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფთიზიატრიული ამბულატორიული დახმარების კომპონენტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების განხორციელება 2010 წლის 1 მარტის #2ტ80382301შ ხელშეკრულების საფუძველზე;
- 2011 წლის ტუბერკულოზის მართვის პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელება 2011 წლის 1 აპრილის #2ტ81382301შ/1 ხელშეკრულების საფუძველზე.
შპს „ა...ა“ ახორციელებდა და ახორციელებს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებს ზოგადი ამბულატორიული მომსახურების სფეროში შემდეგი ხელშეკრულებების საფუძვლით:
- სამედიცინო მომსახურეობის სხვა სახელმწიფო პროგრამების პირველადი ჯანდაცვის 2008 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურების ქვეკომპონენტის მიხედვით სამედიცინო მომსახურების განხორციელებას 2008 წლის 1 ნოემბრის #2ა2382801შ ხელშეკრულების საფუძველზე;
- პირველადი ჯანდაცვის სახელწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის მიხედვით, 3 წლის ზემოთ ქვეყნის მოსახლეობის (გარდა იმ ოჯახის წევრებისა, რომლებიც დარეგისტრირდნენ „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში“ 2008 წლის 31 მარტიდან 1 დეკემბრამდე და ამავდროულად, მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე) პირველადი ჯანდაცვით მომსახურებით უზრუნველყოფა 2009 წლის 7 აპრილის #2ა59382301შ ხელშეკრულების საფუძველზე;
- 2009 წლის პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის, ზოგადი ამბულატორიული მომსახურების ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის, ზოგადი ამბულატორიული მომსახურების ქვეკომპონენტის მიხედვით სამედიცინო მომსახურეობის განხორციელება 2009 წლის 7 ოქტომბრის #2ა09382801 ხელშეკრულების საფუძველზე;
- 2009 წლის პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის, ზოგადი ამბულატორიული მომსახურების ამბულატორიული მომსახურების ქვეკომპონენტის მიხედვით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურეობის განხორციელება 6-60 წწ. დიაბეტიან და ონკოინკურაბელურ პაციენტთა მიმართ 2009 წლის 7 ოქტომბრის #2ა09382301შ/2 ხელშეკრულების საფუძველზე;
- 2010 წლის პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის მიხედვით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურეობის განხორციელება 2010 წლის 1 მარტის #2ა00382801შ/1 ხელშეკრულების საფუძველზე;
- 2010 წლის პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის მიხედვით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურეობის განხორციელება 6-60 წწ. დიაბეტიან და ონკოინკურაბელურ პაციენტთა მიმართ 2010 წლის 1 მარტის #2ა00382801შ/2 ხელშეკრულების საფუძველზე.
შპს „ა...ა“ ახორციელებდა და ახორციელებს 0-3 წლამდე ბავშვთა სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამას შემდეგი ხელშეკრულებების საფუძვლით:
- 2009 წლის სამედიცინო მომსახურების სხვა სახელმწიფო პროგრამების ბავშვთა სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 3 წლამდე ასაკის ბავშვთა მიმართ წინამდებარე ხელშეკრულების დანართი #1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების განხორციელება 2009 წლის 1 იანვრიდან - 2009 წლის 18 თებერვლის ჩათვლით, 2009 წლის 1 აპრილის #2ბ79382801შ1 ხელშეკრულების საფუძველზე;
- 2009 წლის სამედიცინო მომსახურების სხვა სახელმწიფო პროგრამების ბავშვთა სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 3 წლამდე ასაკის ბავშვთა ასაკის მიმართ (გარდა იმ ოჯახის წევრებისა, რომლებიც დარეგისტრირდნენ „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში“ 2008 წლის 31 მარტიდან, 1 დეკემბრამდე და ამავდროულად, მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70000-ზე) წინამდებარე ხელშეკრულების დანართი #1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების განხორციელება 2009 წლის 19 თებერვლიდან 2009 წლის სახელწიფო პროგრამების დამტკიცებამდე და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, 2009 წლის 1 აპრილის #2ბ99382801შ ხელშეკრულების საფუძველზე.
2008 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 1 აპრილამდე „ა...ის“ საინსპექციო პერიოდში, იმუნიზაციის კომპონენტის ფარგლებში (აცრა-ვიზიტი) მოთხოვნილია 8498.00 ლარი, მიღებულია 8494.00. საინსპექციო პერიოდში სულ ჩატარებულია 1896 აცრა-ვიზიტი, საშუალოდ - 77%. დაწესებულებას ზედმეტად მოთხოვნილი აქვს 6598 ლარი.
2011 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შპს „ა...ის“ საინსპექციო პერიოდში, იმუნიზაციის კომპონენტის ფარგლებში (აცრა-ვიზიტი) მოთხოვნილია 500 ლარი, მიღებულია 467.00. სულ ჩატარებულია 571 აცრა-ვიზიტი, საშუალოდ - 81.8%.
2008 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 1 აპრილამდე შპს „ა...ის“ საინსპექციო პერიოდში, პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში მოთხოვნილია 96607.29 ლარი, მიღებულია 78303.99 ლარი. ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში 2008 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 1 აპრილამდე „ა...ა“ ახორციელებდა 5 სამედიცინო ჯგუფით (2 პედიატრიული და 3 თერაპიული ჯგუფი) - ემსახურებოდა 1531 ბენეფიციარს, აქედან 0-6 წლამდე - 391 ბავშვი, საინსპექციო პერიოდში აყვანილია -165, მათ შორის დაბადებულია 148, სხვა უბნიდან გადმოვიდა 7, მოიხსნა აღრიცხვიდან 231 ბავშვი. 01.04.2011 წლის მონაცემებით აღრიცხვაზე იმყოფებოდა 311 ბავშვი.
60 წლის და ზევით აღრიცხვაზე იმყოფებოდა 1209 ბენეფიციარი, ახლად აყვანილი - 47, მოკვდა 32 პაციენტი, გადავიდა სხვა უბანზე - 26. 01.04.2011 წლის მონაცემებით აღრიცხვაზე იმყოფებოდა 1220 ბენეფიციარი.
საინსპექციო პერიოდში შპს „ა...ის“ მიერ პროგრამით მიღებულია 4806 პაციენტი, აქედან ექიმთან ვიზიტი - 4050, ბინაზე ვიზიტი - 756.
2008 წლის 1 მაისიდან 2011 წლის 1 აპრილამდე საინსპექციო პერიოდში შპს „ა...აში“ დაწესებულების მიერ წარმოდგენილი საფინანსო და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლით, დადგინდა, რომ არ არის შესრულებული 0-5 წლის ჩათვლით ბავშვების ამბულატორიული მომსახურეობის კომპონენტით გათვალიწინებული ღონისძიებები, კერძოდ, სმენის და მხედველობის სკრინინგი, მწვავე და ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკა აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე (ოფთალმოსკოპია, ოტოსკოპია, პიკფლუომეტრია, სფიგმომანომეტრია) (მაგ. ამბულატორიული ბარათები #07/03, #07/30, #07/14, #07/08, #07/33, #08/12, #08/24, #09/28, #09/25), რიგ შემთხვევებში 60 წლის და ზევით პაციენტების ამბულატორიულ ბარათებში (#334, #702, #80, #220, #1641, #160) არსებული ჩანაწერი მწირია და სრულყოფილად ვერ ასაბუთებს პაციენტის ქრონიკული დაავადების მართვას, რაც გათვალისწინებულია მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში; სრულად არ არის ჩატარებული პროგრამით გათვალისწინებული შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურეობა - ექიმთან ვიზიტების, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების სავალდებულო რაოდენობები, მაგალითად, ამბულატორიული ბარათები #1476, #48, #25, #7774, #241.
სამედიცინო მომსახურების არასრულად მიწოდების გამო, სამედიცინო დოკუმენტაციის არაჯეროვნად შევსების და სახელწიფო პროგრამით და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ღონისძიებების (ტესტ-ჩხირების გამოკვლევით უზრუნველყოფა, შარდის ანალიზი, პერიფერიულ სისხლში გლუკოზის განსაზღვრა, ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში) შეუსრულებლობის გამო, შპს „ა...ამ“ სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს საინსპექციო პერიოდში გადარიცხული თანხის - 78303.99 ლარის 1% - 783.03 ლარი;
„სააგენტოსა“ და „დაწესებულებას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, დაწესებულებამ „ყოველი პროგრამის (კომპონენტის) მიხედვით, მომსახურების შესრულებისათვის დანახარჯთა დადასტურების მიზნით, ცალ-ცალკე უნდა აწარმოოს პროგრამით“ (კომპონენტით) გახარჯული მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საგნების, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ღონისძიებების (პროცედურების, მანიპულაციების), მათ შორის საოპერაციო მასალის, ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევების აღრიცხვა სპეციალურ ზონარგაყრილ, დანომრილგვერდიან ჟურნალში, ცალ-ცალკე საანგარიშო პერიოდში“. 2008-2011წწ, #2ა2382301შ, #2ა59382301შ, #2ა09382801შ/1, #2ა00382301შ/1 ხელშეკრულებების პირობების თანახმად, „ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის“ მიხედვით დადგენილი პირობის (პირობების) უხეში დარღვევის შემთხვევაში, რომელიც დაფიქსირებულია სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ინსპექტირების აქტით, მიმწოდებელი შემსყიდველს უხდის ჯარიმას დარღვევის ცალკეულ პუნქტებზე საინსპექციო პერიოდში პროგრამით (კომპონენტით, ქვეკომპონენტით) შესრულებული სამედიცინო მომსახურების ღირებულების 1%-ის ოდენობით.
დაწესებულების მიერ წარმოებული შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისას გამოვლინდა, რომ შპს „ა...ამ“ არ აწარმოა ცალ-ცალკე საანგარიშო პერიოდზე და პროგრამის კომპონენტების მიხედვით სადიაგნოსტიკო და კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევების ჟურნალი, რითაც დაირღვა კლინიკისა და სააგენტოს შორის არსებული #2ა2382801შ, #2ა59382301შ, #2ა09382301შ/1, #2ა00382301შ/1 ხელშეკრულებების 10.5.8 პუნქტით განსაზღვრული პირობები, კერძოდ, მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესი, რის გამოც სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 78303.99 ლარის 1% - 783.03 ლარი.
2008 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 1 აპრილამდე საინსპექციო პერიოდში, პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში შპს „ა...ის “ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 1566.06 ლარი.
2011 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საინსპექციო პერიოდში, დაწესებულების მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შპს „ა...ის“ მიერ, პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში მოთხოვნილია 18702.70 ლარი, მიღებულია 18702.30 ლარი.
2011 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საინსპექციო პერიოდში შპს „ა...ი“ დაწესებულების მიერ წარმოდგენილი საფინანსო და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლით, დადგინდა, რომ არ არის შესრულებული 0-5 წლის ჩათვლით ბავშვების ამბულატორიული მომსახურეობის კომპონენტით გათვალიწინებული ღონისძიებები, კერძოდ, სმენის და მხედველობის სკრინინგი, მწვავე და ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკა აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე (ოფთალმოსკოპია, ოტოსკოპია, პიკფლუომეტრია, სფიგმომანომეტრია) (მაგ. ამბულატორიული ბარათები #10/24, #08/53, #08/13, #07/14, #08/12, #08/24, #08/16, #08/54, #08/68, #9/18, #09/01, #9/09, #10/09, #10/13); რიგ შემთხვევებში 60 წლის და ზევით პაციენტების ამბოლატორიულ ბარათებში (#3776, #620, #242, #173, #433) არსებული ჩანაწერი მწირია და სრულყოფილად ვერ ასაბუთებს პაციენტის ქრონიკული დაავადების მართვას, რაც გათვალისწინებულია მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში; სრულად არ არის ჩატარებული პროგრამით გათვალისწინებული შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურეობა - ექიმთან ვიზიტების, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების სავალდებულო რაოდენობები, მაგალითად, ამბულატორიული ბარათები #80008, #740, #918, #523, #1357, #8254, #3766.
„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის #01-1/ნ ბრძანების მე-14 მუხლის, მე-14 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ პროგრამის მოსარგებლისათვის ამავე პროგრამის ფარგლებში გასაწევი იმ მომსახურების არასრულად გაწევის შემთხვევაში, რომელსაც ითვალისწინებს პროგრამა და კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მიმწოდებელი, ითვალისწინებს ჯარიმას, სარევიზიო პერიოდში განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის 10%-ს. აღნიშნულ შემთხვევაში, კლინიკის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს გადარიცხული თანხის - 18702.30 ლარის 10%-ს - 1870.23 ლარს.
სულ, 2008 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საინსპექციო პერიოდში, შპს „ა...ის“ მიერ პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 3436.29 ლარი.
2008 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 31 მარტის ჩათვლით საინსპექციო პერიოდში, შპს „ა...ას“ დიაბეტიანი და ონკოინკურაბელური პაციენტების ამბულატორიული მომსახურების პროგრამით, მოთხოვნილია 4202.00 ლარი, მიღებულია - 4201.60 ლარი.
2008 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 31 მარტის ჩათვლით საინსპექციო პერიოდში, შპს „ა...ის“ ენდოკრინოლოგიურ კაბინეტში 6-დან 60 წლამდე აღრიცხვაზე იმყოფებოდა შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 62 ადამიანი, საინსპექციო პერიოდში აღრიცხვიდან მოიხსნა 2, აღრიცხვაზე აყვანილია 13, გარდაიცვალა 1 ავადმყოფი. 2011 წლის 1 აპრილის მონაცემებით, აღრიცხვაზე იმყოფებოდა 72 ავადმყოფი, მათ შორის, შაქრიანი დიაბეტი ტიპი I – 18 პაციენტი, ტიპი II – 42, აქედან ტიპი II ინსულინდამოუკიდებელი 12 პაციენტი, ტიპი II ინსულინმომხმარებელი 30 პაციენტი. პაციენტების #154, #723, #22, #348, #267, #307, #591, #8910, #449, #334, #579, #48, #255, #305, #60, #589, #611, #449, #411, #305, #601, #73, #761, #35, #968, #429, #836, #750, #936, #1218, #15, #1535, #131, #3714, #1476, #162, #345, #847, #3635, #495, #312, #393, #1081, #637, #4462, #511 სამედიცინო ბარათების შესწავლით გამოვლინდა, რომ პროგრამული პაციენტებისათვის სრულად არ არის გატარებული პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევები, კერძოდ, გლუკოზის განსაზღვრა კაპილარულ სისხლში - 65 შემთხვევაში, ცილის განსაზღვრა შარდში - 62 შემთხვევაში, კრეატინინის განსაზღვრა სისხლში - 72 შემთხვევაში, ე.კ.გ. – 65 შემთხვევაში, ოფთალმოლოგის კონსულტაცია - 54 შემთხვევაში.
სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, დაწესებულებამ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადარიცხოს მიღებული თანხის 4201.60 ლარის 1% X5 – 210.05 ლარი.
დაწესებულების მიერ წარმოებული შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისას გამოვლინდა, რომ შპს „ა...ა“ არ აწარმოებდა ცალ-ცალკე საანგარიშო პერიოდზე და პროგრამის კომპონენტების მიხედვით სადიაგნოსტიკო და კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევების ჟურნალს, რითაც დაირღვა კლინიკასა და სააგენტოს შორის არსებული #2ა09382301შ/2, #2ა00382301შ/1, #2ა00382301შ/2 ხელშეკრულებების პირობები, კერძოდ, მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესი, რის გამოც პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 4201.60 ლარის 1% - 42.01ლარი.
2008 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 1 აპრილამდე საინსპექციო პერიოდში, ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი 6-60 წ.წ. დიაბეტიან და ონკოინკურაბელურ პაციენტთა მომსახურეობის კომპონენტის ფარგლებში, შპს „ა...ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 252.06 ლარი.
2011 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საინსპექციო პერიოდში შპს „ა...ას“ დიაბეტიანი და ონკოინკურაბელური პაციენტების ამბულატორიული მომსახურების პროგრამით მოთხოვნილი აქვს 1509.20 ლარი, მიღებული აქვს 112 ლარი.
პაციენტების #35, #968, #750, #1081, #937, #4462, #5117, #636, #267, #79, #22, #463, #348, #267 ბარათების შესწავლით გამოვლინდა, რომ პროგრამული პაციენტებისათვის სრულად არ არის ჩატარებული პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევები, კერძოდ, გლუკოზის განსაზღვრა კაპილარულ სისხლში - 43 შემთხვევაში, ცილის განსაზღვრა შარდში - 56 შემთხვევაში, კრეატინინის განსაზღვრა სისხლში - 19 შემთხვევაში, ე.კ.გ - 12 შემთხვევაში, ოფთალმოლოგის კონსულტაცია - 9 შემთხვევაში.
„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელწმიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის #01-1/ნ ბრძანების მე-14 მუხლის, მე-14 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ პროგრამის მოსარგებლისათვის ამავე პროგრამის ფარგლებში გასაწევი იმ მომსახურების არასრულად გაწევის შემთხვევაში, რომელსაც ითვალისწინებს პროგრამა და კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მიმწოდებელი, ითვალისწინებს ჯარიმას, სარევიზიო პერიოდში განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის 10%-ს. აღნიშნულ შემთხვევაში, კლინიკის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს გადარიცხული თანხის - 112 ლარის 10%-ს - 11.20 ლარს.
სულ, 2008 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საინსპექციო პერიოდში, ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი 6-60 წწ. დიაბეტიან და ონკოინკურაბელურ პაციენტთა მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, შპს „ა...ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 263.26 ლარი.
დაწესებულების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შპს „ა...ა“ 2008 წლის 1 ნოემბრიდან, 2011 წლის 31 მარტის ჩათვლით, მონაწილეობდა ფთიზიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესრულებაში. 2008 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 31 მარტის ჩათვლით, საინსპექციო პერიოდში, დაწესებულების მიერ ფთიზიატრიული ამბულატორიული დახმარების კომპონენტის ფარგლებში მოთხოვნილია 20569 ლარი, მიღებულია 20569 ლარი.
დაწესებულების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ...ის ფთიზიატრიულ კაბინეტში სულ რეგისტრირებულია 76 პაციენტი, აქედან ახალი შემთხვევა - 57, წარსულში ნამკურნალევი - 15, ფილტვგარეშე ფორმა - 9, მათ შორის, 2 ბავშვი, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ - 3. პაციენტების #26, #67, #29, #30, #15, #3, #25, #88, #73, #57, #48, #89, #32, #16, #51, #32, #37, #53, #33, #60, #39, #36, #34, #13, #44, #55, #89, #77, #89, #45, #1, #60, #7, #3, #79, #84, #10, #121, #133, #130, #141, #94, #129, #116, #77, #102, #10, #92, #118, #101 ამბულატორიული სამედიცინო ბარათების შესწავლისას გამოვლინდა, რომ საინსპექციო პერიოდში არ იყო ჩატარებული გულ-მკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა 93 შემთხვევაში, სისხლის საერთო ანალიზი - 44 შემთხვევაში, ნახველის კულტურალური გამოკვლევა - 8 შემთხვევაში, ნახველის ბაქტერიოსკოპული გამოკვლევა - 15 შემთხვევაში.
სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუსრულებლობის გამო, დაწესებულებამ ფთიზიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა აანაზღაუროს გადმორიცხული თანხის - 20569 ლარის 1%, რაც შეადგენს 205.69 ლარს.
2011 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ფთიზიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული დახმარების კომპონენტის ფარგლებში დაწესებულების მიერ მოთხოვნილი და მიღებულია 8728.70 ლარი, მიღებულია 8116.70.
დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაცით, ...ის ფთიზიატრიულ კაბინეტში სულ რეგისტრირებულია 28 პაციენტი, აქედან, ახალი შემთხვევა - 19, წარსულში ნამკურნალევი - 1, ფილტვგარეშე - 1, მკურნალობა შეწყვეტის შემდეგ 3მგბ(+). პაციენტების #37, #74, #67, #46, #31, #14, #39, #35, #25 ამბოლატორიული ბარათების შესწავლისას გამოვლინდა, რომ სრულად არ ჩატარებულა პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები, კერძოდ, 11 შემთხვევაში - გულ-მკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, 6 შემთხვევაში - სისხლის საერთო ანალიზი, 5 შემთხვევაში - ნახველის კულტურალური გამოკვლევა, 7 შემთხვევაში - ნახველის ბაქტერიოსკოპული გამოკვლევა.
„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელწმიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის #01-1/ნ ბრძანების მე-14 მუხლის, მე-13 პუნქტის შესაბამისად, თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, რევიზიისას საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თვის ლიმიტით გათვალისწინებული თანხის 2%-ით. შვიდ შემთხვევაში არ იყო ჩატარებული პროგრამით გათვალისწინებული ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები, რის გამოც დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 8116.70 ლარის 2% - 162.23 ლარი.
სულ, 2008 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საინსპექციო პერიოდში, შპს „ა...ის“ მიერ ფთიზიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული დახმარების კომპონენტის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 368.02 ლარი.
2008 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 1 აპრილამდე სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამეანო მომსახურების სახელწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის მიხედვით, სამედიცინო მომსახურების განხორციელება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა-ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის მიხედვით 01.01.2008-01.04.2011 წწ. საინსპექციო პერიოდში სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის ფარგლებში დაწესებულების მიერ მოთხოვნილია 15922 ლარი, მიღებულია 15256 ლარი.
01.11.2008-01.04.2011 წწ. საინსპექციო პერიოდში სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის ფარგლებში დაწესებულების მიერ ასანაზღაურებლად წარდგენილი იყო სულ 1115 ვიზიტი, კერძოდ:
- 5455 ნოზოლოგიური კოდით (I ვიზიტი) 313 შემთხვევა; -5456 ნოზოლოგიური კოდით (II ვიზიტი) 242 შემთხვევა;
- 5457 ნოზოლოგიური კოდით (III ვიზიტი) 272 შემთხვევა;
- 5458 ნოზოლოგიური კოდით (IV ვიზიტი) 288 შემთხვევა.
2011 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 31 დეეკემბრამდე საინსპექციო პერიოდში ასანაზღაურებლად წარდგენილია სულ 262 ვიზიტი, კერძოდ:
- 5445 ნოზოლოგიური კოდით (I ვიზიტი) 60 შემთხვევა;
- 5456 ნოზოლოგიური კოდით (II ვიზიტი) 59 შემთხვევა;
- 5457 ნოზოლოგიური კოდით (III ვიზიტი) 75 შემთხვევა; -5458 ნოზოლოგიური კოდით (IV ვიზიტი) 68 შემთხვევა.
„ორსულის ან მელოგინის ინდივიდუალური ბარათების“ შესწავლით გამოვლინდა, რომ საინსპექციო პერიოდში არ ჩატარებულა პროგრამით გათვალისწინებული შემდეგი გამოკვლევები და კონსულტაციები: (2008 წლის ნოემბერი, დეკემბერი):
I ვიზიტი - არ ჩატარებულა თერაპევტის კონსულტაცია 18 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 36 ლარს, სისხლის საერთო ანალიზი - 2 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 7.82 ლარს, შარდის საერთო ანალიზი - 2 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 7.68 ლარს, სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივი მეთოდით - 12 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 28.32 ლარს, B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა - 7 შემთხვევაში, სწრაფი, მარტივი მეთოდით, რაც თანხობრივად შეადგენს 23.94 ლარს, აივ ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი/მარტივი მეთოდით - 11 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 37.62 ლარს, სისხლის ჯგუფის და რეზუსის განსაზღვრა - 6 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 27.60 ლარს, საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა 3 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 13.95 ლარს.
II ვიზიტი - ვადის დარღვევით ჩატარებულია 8 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 72 ლარს, მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია - 1 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 2 ლარს, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია - 1 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 6 ლარი.
III ვიზიტი - ვადის დარღვევით ჩატარებულია 2 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 14 ლარს, მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია - 2 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 4 ლარს, ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში - 4 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 3.72 ლარი, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში - 3 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 9.21 ლარი.
IV ვიზიტი - ვადის დარღვევით ჩატარებულია 2 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 14 ლარს, მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია - 1 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 1.40 ლარს, ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში - 2 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 1.86 ლარი, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში - 1 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 3.07 ლარი.
01.11.08-01.01.09 საინსპექციო პერიოდში, „სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 314.19 ლარი.
2009 წელი: I ვიზიტი - არ ჩატარებულა თერაპევტის კონსულტაცია 121 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 242 ლარს, სისხლის საერთო ანალიზი - 7 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 27.37 ლარს, შარდის საერთო ანალიზი - 8 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 30.72 ლარს, სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივი მეთოდით - 20 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 47.20 ლარს, B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა - 25 შემთხვევაში, სწრაფი, მარტივი მეთოდით, რაც თანხობრივად შეადგენს 85.50 ლარს, აივ ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი/მარტივი მეთოდით - 28 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 95.76 ლარს, სისხლის ჯგუფის და რეზუსის განსაზღვრა - 15 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 69 ლარს, საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა - 10 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 46.50 ლარს.
II ვიზიტი - ვადის დარღვევით ჩატარებულია 40 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 360 ლარს, არ ჩატარებულა მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია - 34 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 204 ლარი.
III ვიზიტი - ვადის დარღვევით ჩატარებულია 8 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 56 ლარს, არ ჩატარებულა ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში 20 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 18.60 ლარი, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში - 18 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 55.26 ლარი.
IV ვიზიტი - ვადის დარღვევით ჩატარებულია 3 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 21 ლარს, მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია - 1 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 2 ლარს, ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში - 15 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 13.95 ლარი, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში - 16 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 49.12 ლარი.
01.01.09-01.01.10 საინსპექციო პერიოდში, „სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 1423.98 ლარი.
2010 წელი: I ვიზიტი - არ ჩატარებულა თერაპევტის კონსულტაცია 116 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 232 ლარს, სისხლის საერთო ანალიზი - 20 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 78.20 ლარს, შარდის საერთო ანალიზი - 22 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 84.48 ლარს, სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივი მეთოდით 29 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს - 68.44 ლარს, B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა - 29 შემთხვევაში, სწრაფი, მარტივი მეთოდით, რაც თანხობრივად შეადგენს 99.18 ლარს, აივ ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი/მარტივი მეთოდით - 29 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 99.18 ლარს, სისხლის ჯგუფის და რეზუსის განსაზღვრა - 19 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 87.40 ლარს, საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა - 23 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 106.95 ლარს.
II ვიზიტი - ვადის დარღვევით ჩატარებულია 21 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 189 ლარს, არ ჩატარებულა მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია - 35 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 210 ლარი.
III ვიზიტი - ვადის დარღვევით ჩატარებულია 4 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 28 ლარს, მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია - 2 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 4 ლარს, ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში - 10 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 9.30 ლარი, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში - 12 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 36.84 ლარი.
IV ვიზიტი - ვადის დარღვევით ჩატარებულია 4 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 28 ლარს, არ ჩატარებულა ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში - 17 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 1.86 ლარი, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში - 1 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 15.81 ლარი, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში - 18 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 55.26 ლარი.
01.01.10-01.01.11 საინსპექციო პერიოდში, „სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 1432.04 ლარი.
2011 წელი (1 აპრილამდე): I ვიზიტი - არ ჩატარებულა თერაპევტის კონსულტაცია 31 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 62 ლარს, სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივი მეთოდით - 4 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 9.44 ლარს, B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა - 3 შემთხვევაში, სწრაფი, მარტივი მეთოდით, რაც თანხობრივად შეადგენს 10.26 ლარს, აივ ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი/მარტივი მეთოდით - 18 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 61.56 ლარს, საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა - 2 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 9.30 ლარს.
II ვიზიტი - ვადის დარღვევით ჩატარებულია 2 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 18 ლარს, არ ჩატარებულა მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია 11 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 66 ლარი.
III ვიზიტი - ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში 5 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 4.65 ლარი, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში 6 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 18.42 ლარი.
IV ვიზიტი - არ ჩატარებულა ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში 10 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 9.30 ლარი, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში - 11 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 33.77 ლარი.
01.01.11-01.04.11 საინსპექციო პერიოდში, „სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 302.70 ლარი.
სულ 01.11.08-01.04.11 წწ. საინსპექციო პერიოდში, (#2დ18382301შ, #2დ18382301შ/1) ხელშეკრულებებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, გაანგარიშებისა და ანაზღაურების წესის სხვადასხვა პირობების დარღვევის გამო, შპს „ა...ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 3472.91 ლარი.
სამედიცინო დოკუმენტაციის არაჯეროვნად და უხარისხოდ შეფასების გამო, შპს „ა...ამ“ სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს 2008 წლის ნოემბრიდან 2011 წლის 1 აპრილამდე საინსპექციო პერიოდში გადმორიცხული თანხის 15256 ლარის 1%, რამაც შეადგინა 152.56 ლარი.
01.01.08-01.04.11 საინსპექციო პერიოდში, „სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 3778.03 ლარი.
2011 წლის 1 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ჩატარებული ვიზიტების, დაწესებულების მიერ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოთხოვნილია 3245 ლარი, ანაზღაურებულია 3065 ლარი.
„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ მიმწოდებელმა პროგრამის მოსარგებლეს, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება გაუწია არასრულად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობით ვინაიდან, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება არასრულად არის მიწოდებული, ამიტომ, „ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში აღადგინოს) 6 138 ლარი.
01.11.08-01.01.12 წწ საინსპექციო პერიოდში, „სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 9 976.03 ლარი.
2008 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე საინსპექციო პერიოდში შპს „ა...ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 20 641.60 ლარი, მათ შორის:
ა) პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსახლეობის ზოგადი ამბულატორიული დახმარების ფარგლებში - 3 436.29 ლარი;
ბ) ფთიზიატრიული ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული დახმარების კომპონენტის ფარგლებში - 368.02 ლარი;
გ) ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი 6-60 წ.წ დიაბეტიან და ონკოინკურაბელური პაციენტთა მომსახურების ფარგლებში - 263.26 ლარი;
დ) დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იმუნიზაციის კომპონენტი (აცრა-ვიზიტების) ქვეკომპონენტის ფარგლებში - 6 598.00 ლარი;
ე) „სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურების კომპონენტის“ ფარგლებში - 9 976.03 ლარი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 15 ნოემბრის #04/71052 წერილით სს „ა...ას“ ეცნობა, რომ შემოწმებისას გამოვლინდა, რომ დაწესებულების მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევით ზედმეტად მოთხოვნილია თანხა 20 641.60 ლარის ოდენობით, რაც ექვემდებარება დაბრუნებას.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, 2012 წლის 9 ივნისის შემოწმების აქტისა და მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 4 მაისის #02-210/მ ბრძანების საფუძველზე, კომისიამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. ჩ-ი - კონტროლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (...ე), ნ. ქ-ი - კონტროლის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, განახორციელა შპს „ა...ის“ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება 2011 წლის 1 აპრილიდან, 2011 წლის 31 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდში. კომისია მუშაობდა 2012 წლის 7 მაისიდან 30 მაისამდე.
საინსპექციო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რეგისტრაციის თარიღი - 16.03.2000წ., რეგისტრაციის ნომერი 16/7.
01.04.11-01.01.12წწ სამეანო მომსახურების სახელწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის მიხედვით, 01.04.2011-31.12.2011 წწ. საინსპექციო პერიოდში სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის ფარგლებში დაწესებულების მიერ მოთხოვნილია 318 ლარი, მიღებულია 244 ლარი.
დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ცნობების მიხედვით, ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის ფარგლებში დაწესებულების მიერ ასანაზღაურებლად წარდგენილი იყო სულ 22 ვიზიტი, კერძოდ:
- 5455 ნოზოლოგიური კოდით (I ვიზიტი) 6 შემთხვევა;
- 5456 ნოზოლოგიური კოდით (II ვიზიტი) 7 შემთხვევა;
- 5457 ნოზოლოგიური კოდით (III ვიზიტი) 6 შემთხვევა;
- 5458 ნოზოლოგიური კოდით (IV ვიზიტი) 3 შემთხვევა.
ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ საინსპექციო პერიოდში არ ჩატარებულა პროგრამით გათვალისიწინებული სამედიცინო მომსახურებები: 5 შემთხვევაში არ არის ჩატარებული პროგრამით გათვალისწინებული (I ვიზიტით) გამოკვლევები და კონსულტაციები: არ ჩატარებულა თერაპევტის კონსულტაცია 3 შემთხვევაში, აივ ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი/მარტივი მეთოდით - 1 შემთხვევაში, საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა - 1 შემთხვევაში. 2 შემთხვევაში არ არის ჩატარებული პროგრამით გათვალისწინებული (IV ვიზიტით) გათვალისწინებული პროგრამები: ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში - 1 შემთხვევაში, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში - 1 შემთხვევაში.
„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ მიმწოდებელმა პროგრამის მოსარგებლეს, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება გაუწია არასრულად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობით ვინაიდან, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება არასრულად არის მიწოდებული, ამიტომ, „ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში აღადგინოს) 543 ლარი.
გაწეული მომსახურების - I ვიზიტის ღირებულება შეადგენს 32 ლარს, მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა აღადგინოს) 480 ლარი (5 შემთხვევის შესაბამისი); გაწეული მომსახურების - III ვიზიტის ღირებულება შეადგენს 7 ლარს, მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა აღადგინოს) 32 ლარი (1 შემთხვევის შესაბამისი); გაწეული მომსახურების - IV ვიზიტის ღირებულება შეადგენს 7 ლარს, მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა აღადგინოს) 42 ლარი (2 შემთხვევის შესაბამისი).
საინსპექციო პერიოდში, „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამის“ (ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტი) ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 543 ლარი.
2011 წლის 1 აპრილიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე საინსპექციო პერიოდში შპს „ა...ის“ მიერ სამედიცინო მომსახურება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაეწია 42 ბენეფიციარს. მოსახლეობის ურგენტული მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2011 წლის 1 აპრილიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე საინსპექციო პერიოდში მოთხოვნილია 11 669.84 ლარი, მიღებულია 9 771.18 ლარი.
„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ მიმწოდებელმა პროგრამის მოსარგებლეს, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება გაუწია არასრულად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობით ვინაიდან, პაციენტთა #276, #277, #278 ბარათების მიხედვით ირკვევა, რომ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება არასრულად და უხარისხოდ არის მიწოდებული, ამიტომ, „ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში აღადგინოს) 3 642.72 ლარი.
პაციენტთა #294, #453 ბარათების მიხედვით, ირკვევა, რომ ძირითადი დიაგნოზი არ დასტურდება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული კლინიკო- ლაბორატორიული მონაცემებით, დამძიმებულია , ამიტომ, „ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში აღადგინოს) 1197.90 ლარი.
პაციენტთა #782, #640, #720, #511, #625, #714 ბარათების მიხედვით, ირკვევა, რომ მიმწოდებელმა მოსარგებლეს გადაახდევინა პროგრამით გათვალისწინებული თანაგადახდის ოდენობაზე მეტი თანხა, ამიტომ, „ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში აღადგინოს) 5385.00 ლარი.
პაციენტთა #279, #511 ბარათების მიხედვით, ირკვევა, რომ მომსახურება გაწეულია იმ დიაგნოზით, რომელიც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამით ან/და მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით, ამიტომ, „ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში აღადგინოს) 10 676.20 ლარი.
მოსახლეობის სტაციონალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა სამედიცინო დახმარების კომპონენტის ფარგლებში, 2011 წლის 1 აპრილიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საინსპექციო პერიოდში შპს „ა...ის“ მიერ სამედიცინო მომსახურება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაეწია 74 პაციენტს. ბავშვთა სამედიცინო დახმარების კომპონენტის ფარგლებში, საინსპექციო პერიოდში დაწესებულების მიერ მოთხოვნილია 8 474.53 ლარი, მიღებულია 7 656.93 ლარი.
„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #01-1/ნ (07.03.2011) ბრძანების მე-14 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ რევიზიისას გამოვლინდა, რომ მიმწოდებელმა მოსარგებლეს პროგრამით გათვალისწინებული თანაგადახდის ოდენობაზე მეტი თანხა გადაახდევინა, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას შემთხვევის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.
პაციენტთა #475, #693 ბარათების მიხედვით, ირკვევა, რომ მიმწოდებელმა მოსარგებლეს გადაახდევინა პროგრამით გათვალისწინებული თანაგადახდის ოდენობაზე მეტი თანხა, ამიტომ, „ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში აღადგინოს) 722.25 ლარი.
„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „თუ დასტურდება, რომ სამედიცინო დაწესებულებისათვის პროგრამით მოსარგებლის მიმართვა/გარდაცვალება განპირობებულია ამ სამედიცინო დაწესებულებაში მანამდე ჩატარებული არასრული ან/და უხარისხო სამედიცინო დახმარებით“, ასანაზღაურებელი თანხა სრულად უკან დაბრუნების საფუძველია.
პაციენტის სამედიცინო #269 ბარათის მიხედვით, ირკვევა, რომ სამედიცინო დაწესებულებისათვის პროგრამით მოსარგებლის მიმართვა განპირობებულია ამ სამედიცინო დაწესებულებაში მანამდე ჩატარებული არასრული ან/და უხარისხო სამედიცინო დახმარებით“, ამიტომ, „ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში აღადგინოს) 1345.45 ლარი.
2011 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საინსპექციო პერიოდში შპს „ა...ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 12 564.65 ლარი, მათ შორის:
ა) მოსახლეობის სტაციონალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა დახმარების კომპონენტის ფარგლებში - 1345.45 ლარი.
გ) მოსახლეობის ურგენტანული მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში - 10 676.20 ლარი.
ვ) „სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურების კომპონენტის“ ფარგლებში 543.00 ლარი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მითითებით, სამედიცინო დაწესებულების ვალდებულება თანხის დაბრუნების თაობაზე წარმოიშვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის #01-1/ნ ბრძანების პირობების დარღვევის გამო.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის #492 დადგენილების (იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2012 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე - (ამოქმედდა 2012 წლის 1 იანვრიდან)) მე-10 პუნქტის თანახმად, თუ ამ დადგენილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება გაგრძელდეს „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის #01-1/ნ ბრძანების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ ინსპექტირება მოიცავდა 2008 წლის 1 ნოემბრიდან - 2011 წლის 1 აპრილამდე და 2011 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს, რა დროსაც დადგინდა, რომ მოპასუხე კომპანია ვალდებული იყო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაეხადა 20 641.60 ლარი (30.05.2012 წ. აქტით) და 12 564.65 ლარი (09.06.2012 წ. აქტით).
დადგენილია, რომ სს „ე...ის“ (სს „...ის“ უფლებამონაცვლე) წინამორბედის - შპს „ა...ის“ მიერ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მომსახურება ხორციელდებოდა 2008-2011 წლებში დადებული რამდენიმე ხელშეკრულებების საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა ერთ წელს არ აღემატებოდა. ამასთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 4 მაისის #02-210/მ ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ განახორციელა შპს „ა...ის“ (ს/კ ...) სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება 2008 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 1 აპრილამდე და 2011 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდში, ხოლო ამავე სააგენტოს უფროსის 2012 წლის 30 მაისის #02-210/მ ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ განახორციელა შპს „ა...ის“ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება 2008 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 1 აპრილამდე და 2011 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2008-2009, 2009-2010 და 2010-2011 წლების ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები არ ადგენდა ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან მიმწოდებლების მიერ გაწეული მომსახურების რევიზიისათვის განსაზღვრულ კონკრეტულ ვადას. მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, უფრო კონკრეტულად, 2008 წლიდან 2012 წლამდე დროის მონაკვეთში, რევიზიისათვის განკუთვნილი ვადა პირველად „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის #01-1/ნ ბრძანებით იქნა გათვალისწინებული, კერძოდ, ამ ბრძანებით დამტკიცებული „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრა, რომ ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 წლის ვადაში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს მიმწოდებლების მიერ გაწეული მომსახურების რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით. ამასთან, ამავე წესისა და პირობების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის შედეგად დაკისრებული საჯარიმო სანქციების შესრულება აღიარებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საკასაციო სასამართლო უპირველესად განმარტავს, რომ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობები გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. განსხვავებით კლასიკური სამოქალაქოსამართლებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობებისაგან, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობების შესრულება პროგრამით მოსარგებლე თითოეული პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაში გამოიხატება. პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებათა, თავად პროგრამით მოსარგებლე პირთა და გასაწევ სამედიცინო მომსახურებათა სიმრავლე კი საგრძნობლად ართულებს ადმინისტრაციულ ორგანოთა მხრიდან სამედიცინო დაწესებულებების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხარისხის ხშირ, პერმანენტულ კონტროლს. შესაბამისად, პერიოდული გეგმიური რევიზია წარმოადგენს სახელშეკრულებო პირობების ჯეროვანი შესრულების შემოწმების გონივრულ გზას. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებასა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის გაფორმებული სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციფიკა გამოიხატება ასევე შემთხვევათა ანაზღაურების თავისებურებაშიც. კერძოდ, გაწეული მომსახურების ანაზღაურება ხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო ის, რომ შემთხვევა არასწორად იქნა ანაზღაურებული, შესაძლებელია დადგინდეს მარტოოდენ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ინსპექტირების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ასეთი სპეციფიკური ბუნება გადამწყვეტ როლს იძენს ხანდაზმულობის ათვლის მომენტის განსაზღვრაში, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
თუმცა საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, 2008-2009, 2009-2010 და 2010-2011 წლებში მოქმედი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით განცალკევებით არ იყო გათვალისწინებული ამგვარი რევიზიისათვის განკუთვნილი კონკრეტული ვადა. შესაბამისად, პროგრამის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით ცალსახად არ განისაზღვრებოდა დროის ის ზუსტი მონაკვეთი, რომელშიც უნდა გამოვლენილიყო სამედიცინო დაწესებულების მიერ სახელშეკრულებო პირობების დარღვევა. ამდენად, მითითებული, კერძოდ, 2008, 2009 და 2010 წლების ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების პერიოდში, რევიზიისათვის განკუთვნილი კონკრეტული ვადის არარსებობის პირობებში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სახელშეკრულებო ხანდაზმულობის 3-წლიანმა ვადამ მოიცვა როგორც ინსპექტირების განხორციელების, აგრეთვე, რევიზიის შედეგებზე დაყრდნობით, სამედიცინო დაწესებულებისათვის მოთხოვნის წარდგენისა და შემდგომში სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადაც. ამდენად, 2008, 2009 და 2010 წლების ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს თითოეული სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულებიდან, უფრო კონკრეტულად, 2008 წლის იანვარში დადებული ხელშეკრულებისთვის 1 წლის შემდეგ, ანუ 2009 წლის იანვრიდან, 2009 წლის იანვარში დადებულ ხელშეკრულებაზე 2010 წლიდან, ხოლო 2010 წლის იანვრის ხელშეკრულებაზე - 2011 წლიდან. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, მითითებული ხელშეკრულებების საფუძველზე სარჩელის წარდგენის ვადა, შესაბამისად, 2012, 2013 და 2014 წლებში ამოიწურა.
რაც შეეხება 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის #01-1/ნ ბრძანებით „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების“ დამტკიცების შედეგად, 2011 წლის დაამკვიდრა 2011 წლის პროგრამის ადმინისტრირების ახალი წესი. კერძოდ, მითითებული წესისა და პირობების მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრა, რომ ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 წლის ვადაში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს მიმწოდებლების მიერ გაწეული მომსახურების რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიზანშეწონილად მიიჩნევს განსაზღვროს მითითებული ბრძანების მოქმედების ფარგლები, კერძოდ, თავად ბრძანების სახელწოდებაც - „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, ცხადყოფს, რომ იგი არეგულირებდა მხოლოდ 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ამ ბრძანებით განსაზღვრული სამართლებრივი ნორმები არ ადგენდა წინა წლებში მოქმედი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესებსა და პირობებს. უფრო კონკრეტულად, უშუალოდ რევიზიის ვადებთან მიმართებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის #01-1/ნ ბრძანებით განისაზღვრა, რომ რეგულირების სააგენტო უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა არა ბრძანების ამოქმედებამდე უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში სხვადასხვა წლებში მოქმედი პროგრამების ფარგლებში გაწეულ მომსახურებათა რევიზია, არამედ უზრუნველეყო უშუალოდ 2011 წლის პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ უკვე ანაზღაურებული შემთხვევების რევიზია შემდგომი 3 წლის განმავლობაში. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე სამედიცინო დაწესებულების განმარტებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოხსენებული ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის მოპასუხეს უკვე გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, რის გამოც მის მიმართ მოხმობილი დანაწესი ვერ გავრცელდებოდა. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის #01-1/ნ ბრძანება თავისი ბუნებით წარმოადგენს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ექვემდებარება ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გასაჩივრებას. ამგვარი შესაძლებლობის არსებობის მიუხედავად, სამედიცინო დაწესებულებას სადავოდ არ გაუხდია 3-წლიანი ვადით რეგულირების სააგენტოს რევიზიის უფლებით აღჭურვის დამდგენი ნორმა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული წარმოადგენდა პროგრამის ადმინისტრირების ზოგად წესსა და პირობას, სამედიცინო დაწესებულებისათვის მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო ის სამართლებრივი შედეგები, რომელიც შესაძლოა ამ ნორმის უშუალოდ მის მიმართ გავრცელებას სამომავლოდ გამოეწვია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2011 წლის პროგრამის მოქმედების მთელს პერიოდზე ადმინისტრაციულ ორგანოებს უფლება ჰქონდათ განეხორციელებინათ მოპასუხე სამედიცინო დაწესებულების რევიზია ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში.
რაც შეეხება აღნიშნულ პერიოდზე ხანდაზმულობის საკითხს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის #ბს-590-590(კ-18) გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ „სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, კერძოდ, კანონმდებლობა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ვადებით ზღუდავს და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით უფლების დაცვის ხანდაზმულობის შესაბამის ვადებს განსაზღვრავს. შესაბამისად, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თავის მხრივ, უფლების დაცვის - სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რის შედეგადაც განსახილველი უფლების ჭრილში სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ინარჩუნებს.“
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე #ბს-312-308(კ-14)), სადაც განიმარტა, რომ „…საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზე, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს – შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს დროის გაურკვეველ პერიოდს. მას აქვს დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისას კი მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.“
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის არსებით მნიშვნელობას იძენს იმის დადგენა, როდის უნდა დაწყებულიყო 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევებისათვის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნის წარმოშობა და, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, კერძოდ, პირის მიერ საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტის შეტყობასთან. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის თავისებურებათა გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამედიცინო დაწესებულების ინსპექტირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამოვლენისათვის. ასეთი შემოწმების გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას, შეიტყოს სამედიცინო დაწესებულების მიერ სახელშეკრულებო პირობების არაჯეროვანი შესრულების ან/და შეუსრულებლობის შესახებ. ამდენად, რევიზიისათვის განკუთვნილი 3-წლიანი ვადა ითვლება უფლების შესაძლო დარღვევის შეტყობის პერიოდად, ასეთი რევიზიის განხორციელების შემდგომ კი, წარმოიშობა მიმწოდებლის მიერ დაკისრებული სანქციების შესრულების ვალდებულება (ბრძანების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის შედეგად დაკისრებული საჯარიმო სანქციების შესრულება აღიარებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა), ხოლო მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, იწყება სასამართლოსათვის მიმართვის 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის დენა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ნაწილში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, რამდენადაც პროგრამის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო 2012 წლის 4 მაისსა და ამავე წლის 30 მაისს გამოცემული ბრძანებების საფუძველზე, უფლებამოსილი იყო აღნიშნულ პერიოდზე განეხორციელებინა სახელშეკრულებო ვალდებულებების ინსპექტირება და ამ გზით შეეტყო, დაარღვია თუ არა სამედიცინო დაწესებულებამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ბრძანება ითვალისწინებს სამედიცინო დაწესებულების მხრიდან დაკისრებული საჯარიმო სანქციების შესრულების 30-დღიან პერიოდს. ამდენად, უფლების დარღვევის და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტად უნდა ჩაითვალოს ის დრო, როდესაც ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარისათვის ცხადი გახდა მეორე მხარის მხრიდან ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული საჯარიმო სანქციების ნებაყოფლობითი შეუსრულებლობა. გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებას შესაბამისი თანხის გადახდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ შემოწმების შედეგად 2012 წლის 30 მაისისა და 2012 წლის 9 ივნისის შემოწმების აქტების საფუძველზე მოეთხოვა, პროგრამის მიმწოდებლის მხრიდან დაკისრებული სანქციების შეუსრულებლობის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი გახდა აღნიშნული საჯარიმო სანქციების ნებაყოფლობითი შესრულებისათვის დადგენილი 30-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი კი სასამართლოს წარედგინა 2015 წლის 22 მაისს, 2011 წლის ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამების მიზნებისათვის, სარჩელის წარდგენის 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის დაცვით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას მხედველობაში უნდა მიიღოს საკასაციო სასამართლოს განმარტებები 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ნაწილში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი სარჩელი 2011 წლის პროგრამების ადმინისტრირების ნაწილში არ იქნა ხანდაზმულად მიჩნეული, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ნაწილში უნდა იმსჯელოს წარდგენილი სარჩელის მატერიალური საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საპროცესო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე