Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-278(კ-21) 12 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ფ. რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.01.2021წ. გადაწყვეტილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.01.2021წ. გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.07.2020წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ფ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ფ. რ-ის მიერ.

საკასაციო სასამართლოს 12.04.2021წ. განჩინებით ფ. რ-ის საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის დედანი. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

ფ. რ-ის მიერ გაცემული მინდობილობის ძალაში არ ყოფნის გამო, ხარვეზის დადგენის შესახებ 12.04.2021 წ. განჩინება გაეგზავნა უშუალოდ კასატორს საქმეში, მათ შორის, საკასციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თუმცა ჩაბარება ვერ მოხერხდა. ამასთანავე, 19.04.2021წ. სასამართლო დაუკავშირდა საკასაციო საჩივარზე ხელმომწერ პირს - მ. მ-ეს, რომელსაც განემარტა, რომ ფ. რ-ის მიერ მის სახელზე გაცემული მინდობილობის მოქმედების ვადის გასვლის გამო საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია მას ვერ გაეგზავნებოდა, მიეთითა ძალში მყოფი მინდობილობის წარმოდგენის შესაძლებლობაზე. გზავნილის ფ. რ-ისათვის ჩაუბარებლობის შემდეგ - 28.05.2021წ., ფ. რ-ის მისამართისა და ტელეფონის ნომრის დაზუსტების მიზნით სასამართლო დამატებით დაუკავშირდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში ფ. რ-ის წარმომადგენელს - ზ. ფ-ეს, რომლის სახელზე გაცემული მინდობილობა ასევე არ იყო ძალაში უფლებამოსილების მინიჭების ვადის გასვლის გამო. ზ. ფ-ემ სასამართლოს მოაწოდა ინფორმაცია ფ. რ-ის საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომრისა და მისამართის შესახებ. აღნიშნულის შემდგომ ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო პალატის 12.04.2021წ. განჩინება ფ. რ-ს გაეგზავნა ზ. ფ-ის მიერ მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა 20.06.2021წ.. ამდენად, ხარვეზის შევსების 7-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 21.06.2021წ.. დადგენილ ვადაში კასატორს სასამრთლოსათვის არ მოუმართავს არც ხარვეზის გამოსწორების და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მიზნით.

სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ფ. რ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფ. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.01.2021წ. გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე