Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-571(კ-21) 28 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ც. გ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.2020წ. განჩინებით ც. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 08.11.2018წ. გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. გ-ის წარმომადგენელმა ნ. ყ-მა.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების ასლი საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და ჩაბარდა ც. გ-ის წარმომადგენლს ნ. ყ-ს პირადად 03.02.2021წ (ს.ფ. 98, ტ.2,). მხარემ ნ. ყ-ს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭა განუსაზღვრელი ვადით. (ს.ფ.43, ტ.1). მხარისთვის აღნიშნული განჩინების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 24.02.2021წ. (ოთხშაბათი) 24 საათი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანცელარიის შტამპით დგინდება, რომ ც. გ-ის საკასაციო საჩივარი წარდგენილია 25.02.2021წ (ს.ფ 101, ტ.2).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1 მუხლის თანახმად, უწყება მხარისთვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება თუ ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. სსკ-ის 397.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.

განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.2020წ. განჩინება ც. გ-მა (წარმომადგენელი ნ. ყ-ი) საკასაციო წესით გაასაჩივრა გასაჩივრების 21-დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.2020წ. განჩინებაზე დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ქ. ცინცაძე