Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 6-აპ 14 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),

ი. ბიბილაშვილი,

მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ ც. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 ივლისის განაჩენი ც. ა-ის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 ივლისის განაჩენით ც. ა-ს საქართველოს სსკ-ის 258-ეEმუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლებისAაღკვეთა 2 წლით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 6 თვე და განაჩენთაHE ერთობლიობით საბოლოოდ, შეეფარდა K2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ნოემბრის განაჩენით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი ც. ა-ს მიმართ შეიცვალა სასჯელის ნაწილში: მას საქართველოს სსკ-ის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით ც. ა-ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, რაც გამოიხატა მიცვალებულისადმი უპატივცემლობასა და საფლავზე არსებული საგნის გატაცებაში. Mმან ამავე საქმეზე მსჯავრდებულ გ. ჯ-თან წინასწარი შეთანხმებით, ფარულად გაიტაცა შ. ც-ს საფლავის 10 ცალი ალუმინის საღობავი.

მსჯავრდებული ც. ა. საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივებით, რომ არის მარტოხელა დედა, ჰყავს ოთხი შვილი, პატიმრობაში ყოფნის დროს მიღებული აქვს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილს.

საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ. მიქაძემ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. Gგანაჩენი ც. ა-ს მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია, თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ნოემბრის განაჩენი ც. ა-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგი გარემოებების გამო: საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეთა განმარტებებით ც. ა-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია.

სააპელაციო პალატამ დაადგინა რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ც. ა-ს მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ მას ჰყავს ოთხი შვილი, არის მარტოხელა დედა, ინანიებს ჩადენილს, სასჯელი შეუფარდა იმ ზომით, რაც არ არის მეტისმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლო.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ნოემბრის განაჩენი ც. ა-ს მიმართ დასაბუთებული და კანონიერია. Aამდენად, არ არსებობს მისი შეცვლის და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ნოემბრის განაჩენი ც. ა-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.