ბს-533-533 (კს-18) 17 ივნისი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „...ი“
დავის საგანი – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.05.2010წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2018წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „...მა” 05.12.2017წ. განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას საქართველოს სამოქალაქო საპროცესიო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად ამავე სასამართლოს 07.05.2010წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. განმცხადებელმა მიუთითა, რომ სს „...ი“ იყო პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.05.2010წ. გადაწყვეტილება. ხსენებული გადაწყვეტილება მიღებულია მისი საქმის განხილვაზე მოწვევის გარეშე. სს „...ი“ დაფუძნებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 10.04.1996წ. და იგი ს/გ „ს...ის“, შემდგომში სს „ე...ის“ სამართლებრივი უფლებამონაცვლეა. აქციონერთა საერთო კრებაზე 10.04.1996წ. დამტკიცებული წესდების 4.2. მუხლის თანახმად, სს „...ის“ კაპიტალი შეიქმნა ს/გ „ს...ის“ ქონებრივი შენატანის საფუძველზე, რომელიც შეფასებულია 01.10.1995წ. მდგომარეობით. სს „ე...ის“ რეორგანიზაციას და მის ბაზაზე სს „...ის“ შექმნას საფუძვლად დაედო საქართველოს რესპუბლიკის ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 18.03.1996წ. დადგენილება სს „ე...ის“ რეორგანიზაციის შესახებ. 19.09.1999წ. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამეწარმეო რეესტრში გატარდა სს „...ის“ ახალი წესდება, რომლის 1.2 მუხლის თანახმად საწარმოს აქციათა ნაწილი - 7 968 ცალი ანუ 1,16% უფასოდ გადაეცა კოლექტივის მუშაკებს. სპეციალიზებულ აუქციონზე გაყიდული იქნა 673 683 ცალი აქცია, სულ კერძო სამართლებრივი და ფიზიკური პირების მფლობელობაშია 681 651 აქცია, ანუ 99,42%, ხოლო სახელმწიფო მფლობელობაში - 3984 აქცია, ანუ 0,58 პროცენტი. აღნიშნული ცვლილებების რეესტრში გატარების შემდეგ საწარმო წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ დაარსებული სს „...ის“ სამართალმემკვიდრეს, რომელიც თავის მხრივ იყო ს/გ „ს...ის“, იგივე სს „ე...ის“ უფლებამონაცვლე. ს/გ „ს...ის“ ბალანსზე ირიცხებოდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ...აში არსებული ...ი „...ი“ და ...ი ...ი „...ა“. 1996 წლის მაისში ს/გ „ს...ის“ ბალანსზე რიცხული ზუგდიდის რაიონის სოფელ ...აში არსებული ... „...ზე“ და ... ... „...აზე“ გამოცხადდა აუქციონი მათი პრივატიზების მიზნით. პრივატიზების შედეგად ... „...ის“ მესაკუთრე გახდა დ. ვ-ა, ხოლო ...ი ...ის „...ას“ მესაკუთრე - ა. ბ-ა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.05.2010წ. გადაწყვეტილებით უკანონოდ იქნა მიჩნეული პრივატიზება მთელი თავისი შედეგებით და აღდგენილი იქნა პირვანდელი მდგომარეობა, ...ი „...ი“ და ...ი „...ა“ აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად. სს „...ი“, როგორც ს/გ „ს...ის“ სამართალმემკვიდრე, რომელსაც სარგებლობაში გააჩნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.05.2010წ. გადაწყვეტილებით სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთები, საქმეში ჩაბმული უნდა ყოფილიყო სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, ვინაიდან წარმოადგენდა იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევის გამო სს „...ს“ წაერთვა ს/გ „ს...ის“ ბალანსზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე კანონით გათვალისწინებული საკუთრების უფლების მიღების შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესიო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 03.01.2018წ. განჩინებით სს „...ის" განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ცნობილი იქნა დასაშვებად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2018წ. განჩინებით სს „...ის“ განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.05.2010წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველომ აღძრა სარჩელი ა. ბ-ას და დ. ვ-ას მიმართ, სს „ს...ის“ ბალანსზე რიცხული ზუგდიდის რაიონის სოფ. ...აში არსებული ...ის „...ის“ და ...ი ...ის „...ას“ 28.06.1996წ. პრივატიზების უკანონოდ და პრივატიზების სამართლებრივი შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 09.09.2008წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს სარჩელი ა. ბ-ას და დ. ვ-ას მიმართ უკანონო პრივატიზაციის და მისი სამართლებრივი შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 10.12.2009წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 11.03.2010წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შესაბამისი მითითებებით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.05.2010წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, კერძოდ: ბათილად იქნა ცნობილი სრულად ზუგდიდის რაიონის სოფელ ...აში მდებარე ... (...) „...ასა” და სოფ. ...აში მდებარე ... „...ის” უკანონო პრივატიზაცია მთელი თავისი სამართლებრივი შედეგებით, დასახელებული პრივატიზაციის ყველა თანმდევ აქტებთან და ხელშეკრულებებთან ერთად. ამავე გადაწყვეტილებით აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა, კერძოდ, ზუგდიდის რაიონის სოფ. ...აში მდებარე ... (...) „...ასა” და ... „...ის” პრივატიზებამდე არსებული მდგომარეობა: მთელი სადავო ქონება, ზუგდიდის რაიონის სოფ. ...აში მდებარე ... (...) „...ასა” და ... „...ის” შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი (დაახლოებით 8 ჰა) აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა დ. ვ-ას, ა. ბ-ასა და სხვათა მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.10.2010წ. განჩინებით დ. ვ-ას, ა. ბ-ასა და სხვათა საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად.
გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების უარსაყოფად სააპელაციო პალატამ მიუთითა სასკ-ის 1.2 მუხლის, 421-423-ე მუხლების მოთხოვნებზე და აღნიშნა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვაში არ მონაწილეობდა და კანონით დადგენილი წესით მიწვეული არ იყო პირი, რომლის კანონიერ უფლებებსა და გარანტირებულ ინტერესებზეც აღნიშნული გადაწყვეტილება ზეგავლენას მოახდენდა. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო ობიექტურად ვერ გამოავლენს სათანადო მოსარჩელეს/მოპასუხეს ან საქმეში ვერ ჩაერთვება დაინტერესებული მესამე პირი, მათ კანონმდებელი აძლევს დამატებით შესაძლებლობას, დაიცვან საკუთარი უფლებები მათი მონაწილეობის გარეშე და მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის გზით. დაინტერესებული მხარის ცნება უკავშირდება პირის უფლებას - წარმოდგენილ იქნეს მხარედ სასამართლოში. დაინტერესებულ მხარედ ითვლება ის პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესზეც გავლენას ახდენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება). სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2013წ. განჩინებაზე (საქმე №ბს-143-136(კს-13)), რომლის თანახმად ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირად ჩაბმა უზრუნველყოფს ამ პირის სამართლებრივი (სამართლის ნორმებით დაცული) ინტერესებისა და უფლებების დაცვას, საქმის ყოველმხრივ განხილვას, პროცესის ეკონომიურობას, სამართლებრივ უზრუნველყოფას. საქმეში მესამე პირად ჩასაბმელი პირის სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება მისი, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ასევე პროცესუალურ-სამართლებრივი დაინტერესებით საქმის მსვლელობისადმი. მესამე პირთა ინსტიტუტი, რომელიც ადმინისტრაციული პროცესის მნიშვნელოვან ინსტიტუტს გან-თვნება, შესაძლებლობას ანიჭებს საქმეში ამ სტატუსით მონაწილე პირებს მოახდინონ საკუთარი კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირთა ინსტიტუტი მოქმედებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ წარმოადგენენ ადმინისტრაციული პროცესის მხარეებს, მაგრამ შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილებით განესაზღვროთ გარკვეული უფლებები და მოვალეობები. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა განასხვავებს მესამე პირთა ორ კატეგორიას - მარტივ და სავალდებულო მოწვევის მესამე პირებს. სასკ-ის 16.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. სასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ამდენად, სასკ-ის 16.1 მუხლით გათვალისწინებული მესამე პირთა მარტივი მოწვევა სასამართლოს უფლებამოსილებას გან-თვნება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სავალდებულო მოწვევა - სასამართლოს ვალდებულებას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განმცხადებლის მტკიცებით იგი წარმოადგენს ს/გ „ს...ის“, იგივე სს „ე...ის“ სამართალმემკვიდრეს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საწარმოთა უფლებამონაცვლეობა არის სპეციფიკური სამართლებრივი ურთიერთობა და იგი წარმოიშობა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში იურიდიული პირის რეორგანიზაციის, შერწყმის ან გაყოფის დროს. საზოგადოების წესდებაში არსებული დათქმა უფლებამონაცვლეობის შესახებ დეკლარაციული ხასიათისაა და სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს. უფლებამონაცვლეობის დროს უფლებები და მოვალეობები, როგორც წესი, უფლებამონაცვლეს გადაეცემა იმავე სახით, რა სახითაც ის ეკისრებოდა უფლებრივ წინამორბედს, თუმცა საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება სადავო უძრავ ქონებებთან დაკავშირებით სს „ე...თან“ განმცხადებლის სამართალმემკვიდრეობის არსებობა, კერძოდ, საქმის მასალების მიხედვით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 08.05.1996წ. დადგენილებით დარეგისტრირდა სს „...ი“. აღნიშნულ დადგენილებაში არ არის მითითებული დასახელებული სააქციო საზოგადოების რომელიმე საწარმოს სამართალმემკვიდრეობა. საზოგადოების რეგისტრაციამდე, 21.03.1996წ. ჩატარდა სს „ე...ის“ სამმართველოს საერთო კრება, რომელზედაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება ე...ის რეორგანიზაციის შესახებ და გადაწყდა ე...ის სამმართველოს ჩამოყალიბება ცალკე სააქციო საზოგადოებად. 10.04.1996წ. ჩატარდა სს „...ის“ დამფუძნებელთა საერთო კრება, რომლითაც ირკვევა, რომ განხორციელდა სს „ე...ის" რეორგანიზაცია და ე...ის სამმართველო ჩამოყალიბდა ცალკე სააქციო საზოგადოებად. ამავე კრებაზე დამტკიცდა სს „...ის“ წესდება. აღნიშნული წესდების მიხედვით სს „...ი“ ს/გ „ს...ის“, შემდგომში სს „ე...ის“ სამართლებრივ უფლებამონაცვლედ იქნა მიჩნეული. 07.05.1996წ. ზუგდიდის სასამართლოში წარდგენილი იქნა განცხადება სს „...ის“ რეგისტაციის მიზნით, თუმცა არც განცხადებაში არ არის მითითებული სააქციო საზოგადოების უფლებამონაცვლეობა. საზოგადოება ვერ ჩაითვლება მთლიანად ე...ის უფლებამონაცვლედ, ვინაიდან სს ,,...ი" ჩამოყალიბდა არა მთლიანად ...ის რეორგანიზაციის შედეგად, არამედ ...ის მხოლოდ ერთი სამმართველოს ბაზაზე. 16.07.1999წ. ზუგდიდის სასამართლოს დადგენილებით დარეგისტრირებული საზოგადოების ახალი წესდებით საზოგადოების უფლებამონაცვლეობის საკითხი მოწესრიგებული არ არის. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, უფლებების სს „...ისთვის“ გადაცემას. გარდა ამისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.05.2010წ. გადაწყვეტილებაში მითითებულ ...ების - „...ას“ და „...ის“ პრივატიზების პროცესი დაიწყო სგ „ს...ის“ 02.05.1996წ. წერილის საფუძველზე, მაშინ როცა სს „...ის“ რეგისტრაცია განხორციელდა 08.05.1996წ.. ,,ს...ის" უფლებამონაცვლეს განმცხადებელი არ წარმოადგენს, ქონების გასხვისება საზოგადოების შექმნამდე განხორციელდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის სამართლებრივი კავშირი სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ უძრავ ქონებასთან არ დასტურდება. შესაბამისად, არ არსებობდა განმცხადებლის სამართალწარმოებაში მესამე პირად მოწვევის წინაპირობები. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რის გამოც სს „...ის“ განცხადება არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სს „...ის“ მიერ, რომელიც ითხოვს განჩინების გაუქმებას, აგრეთვე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.05.2010წ. გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახალი განხილვის მიზნით დაბრუნებას. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სს „ე...ის“ და სგ „ს...ის“ უფლებამონაცვლეობის დაუდასტურებლობის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარდგენილი იყო სს „...ის“ მიერ. მცდარია აგრეთვე სააპელაციო პალატის მსჯელობა სს „...ის“ რეორგანიზაციის დოკუმენტაციაში უფლებამონაცვლეობის არ მითითების თაობაზე, ვინაიდან „მეწარმეთა შესახებ“ კანონი არ ადგენს სამართალმემკვიდრეობის სავალდებულო აღნიშვნის მოთხოვნას. სს „ე...ის“ რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 18.03.1996წ. დადგენილების მე-2 მუხლში აღნიშნულია, რომ გაუქმდა სს „ე...ი“ და დადგინდა მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ჩამოყალიბება ცალ-ცალკე სააქციო საზოგადოებებად. ამავე დადგენილებით განისაზღვრა რეორგანიზაციის შედეგად საწარმოს მუშაკთა მატერიალური ინტერესების შელახვის დაუშვებლობა. დადგენილების მე-3 მუხლით დადგინდა სს „ე...ის“ ვალის გადანაწილება ცალკე დაფუძნებულ სააქციო საზოგადოებებს შორის. აღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ სს „...ი“ არის სს „ე...ის“, იგივე სგ „ს...ის“ უფლებამონაცვლე. „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონი ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ანიჭებდა საკუთრების უფლების მოპოვების უფლებამოსილებას პრივატიზებულ (კერძო) საწარმოთა სარგებლობაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე. სგ „ს...ს“ შენობა-ნაგებობების გარდა სარგებლობაში ჰქონდა „...აზე“ მიმაგრებული 39000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და „...იზე“ მიმაგრებული 41000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. სს „...ი“ არის სს „ე...ის“, იგივე სგ „ს...ის“ უფლებამონაცვლე, რომელსაც სარგებლობაში გააჩნდა მიწის ნაკვეთები. ამდენად, სს „...ს“ წაერთვა მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მიღების შესაძლებლობა, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.05.2010წ. გადაწყვეტილების მიღებისას იგი ჩაბმული არ იყო საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად მესამე პირად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სს „...ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2018წ. განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესაძლებლობას. სსკ-ის 421.1 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები. სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, ,,თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე". საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი ან დაკმაყოფილება სსკ-ის 430-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად საჩივრდება კერძო საჩივრით. ამდენად, სს „...ის“ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი დასაშვებია.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.05.2010წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-სვანეთის სამხარეო სამმართველოს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდა დაზუსტებული სარჩელი: ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 28.06.1996წ. საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი, 23.07.1996წ. ხელშეკრულებები, 22.07.1996წ. მიღება-ჩაბარების აქტები, 06.11.1998წ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები, დ. ვ-ასა და ა. ბ-ას სახელზე გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერები, ტექინვენტარიზაციის ბიუროს 06.02.2001წ. ჩანაწერები, აგრეთვე: 07.07.2003წ. ა. ბ-ას და გ. თ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, 22.10.2004წ. დ. ვ-ას და ზ. გ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, 23.03.2007წ. დ. ვ-ას და ბ. ბ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, 23.03.2007წ. დ. ვ-ას და ა. ბ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, 23.03.2007წ. დ. ვ-ასა და მ. მ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, 19.03.2007წ. დ. ვ-ას და ლ. ჭ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, 19.03.2007წ. დ. ვ-ას და თ. ხ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, 08.05.2009წ. დ. ვ-ას და ვ. ფ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, 15.05.2009წ. დ. ვ-ას და ნ. ვ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, 10.06.2009წ. დ. ვ-ას და ი. ვ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, 27.03.2007წ. დ. ვ-ას და რ. დ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, 29.03.2007წ. დ. ვ-ას და ზ. გ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, 26.03.2007წ. დ. ვ-ას და მ. ხ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, 26.03.2007წ. დ. ვ-ას და ზ. ჭ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, 29.03.2007წ. დ. ვ-ას და ი. წ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, 29.03.2007წ. დ. ვ-ას და კ. წ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, 30.03.2007წ. დ. ვ-ას და ი. რ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, 19.03.2007წ. დ. ვ-ას და დ. კ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, 23.03.2007წ. დ. ვ-ას და კ. ჯ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, 19.06.2004წ. დ. ვ-ას და ც. ქ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, 28.10.2004წ. დ. ვ-ას და ზ. ბ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, 14.03.2001წ. დ. ვ-ას და ს. ც-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, 22.12.2004წ. დ. ვ-ას და თ. ქ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, 10.04.2006წ. თ. ქ-ას და ნ. გ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, 10.08.2006წ. ნ. გ-ას და შპს „ე...ს“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, აგრეთვე აღნიშნული ხელშეკრულებების შესაბამისად საჯარო რეესტრის ჩანაწერები, აღდგა პირვანდელი მდგომარეობა, კერძოდ, მთელი სადავო ქონება, ზუგდიდის რაიონის სოფ. ...აში მდებარე ...ების „...ასა“ და „...ის“ შენობა-ნაგებობები და 8 ჰა მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე.
საქმის მასალებით დგინდება, რომ 02.05.1996წ. ს/გ „ს...მა“ №126 წერილით მიმართა ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსს, რომლითაც, მის სარგებლობაში არსებული ...ის „...ას“ და „...ის“ შენობა-ნაგებობების დაცვის და მოვლის შესაძლებლობის არ ქონის გამო ითხოვა მათი პრივატიზება (ტ.6, ს.ფ.4). 08.05.1996წ. შეიქმნა სს „...ი“. 06.06.1996წ. ამხანაგობის შექმნის დამფუძნებელი კრების №01 ოქმის საფუძველზე, საწარმოს პრივატიზების პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით, შეიქმნა ამხანაგობა „...ა“ (ტ.1. ს.ფ.21). ამხანაგობა შედგებოდა 28 წევრისაგან. დ. ვ-ას მიერ 27.06.1996წ. წარდგენილი იქნა განაცხადი ...ი „...ას“ შეძენის თაობაზე (ტ.6. ს.ფ.12), 27.06.1996წ. ა. ბ-ას მიერ წარდგენილი იქნა განაცხადი ...ი „...ის“ შეძენის თაობაზე (ტ.6. ს.ფ. 35). საკონკურსო კომისიის 28.06.1996წ. სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ განხილული იქნა ...ების „...ას“ და „...ის“ პრივატიზების შედეგი, დ. ვ-ას და ა. ბ-ას გარდა სხვა პირების მხრიდან პრივატიზების თაობაზე განაცხადი არ შესულა სახელმწიფო ქონების მართვის ზუგდიდის სამმართველოში. მიღებული იქნა გადაწყვეტილება ...ი „...ას“ დ. ვ-ას მიერ შესყიდვის თაობაზე, ხოლო ა. ბ-ას მიერ - ...ი „...ის“ შესყიდვის თაობაზე (ტ.6. ს.ფ.11). დ. ვ-ასთან გაფორმდა ...ი „...ას“ შენობების პრივატიზების თაობაზე 23.07.1996წ. №1-521 ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო ა. ბ-ასთან 23.07.1996წ. გაფორმდა №1-526 ნასყიდობის ხელშეკრულება ...ი „...ის“ შენობების პრივატიზების შესახებ, გაიცა მიღება-ჩაბარების აქტები (ტ.1. ს.ფ.6, 15) და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები (ტ.1. ს.ფ.7-8, 14). აღნიშნული დოკუმენტები არ შეიცავს მითითებას მიწის გადაცემის თაობაზე. დ. ვ-ამ 09.02.2001წ. მიმართა ზუგდიდის მთავარ რეგისტრატორს „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონის შესაბამისად ...ი „...ას“ 39 000 კვ.მ. მიწის და შენობა-ნაგებობების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მოთხოვნით. დ. ვ-ას განცხადება დაკმაყოფილდა და მის სახელზე დარეგისტრირდა მოთხოვნილი უძრავი ქონება. უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია: 1. 17.03.1983წ. ზუგდიდის რაიონის მშრომელთა დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ „...ზე“ გაცემული მიწათსარგებლობის უფლების აქტი, 2. 23.07.1996წ. №1-521 ნასყიდობის ხელშეკრულება. ა. ბ-ამ 09.02.2001წ. მიმართა ზუგდიდის მთავარ რეგისტრატორს და „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონის შესაბამისად მოითხოვა ...ი „...ის“ 41 000 კვ.მ. მიწის და შენობა-ნაგებობების საკუთრების უფლებით რეგისტრაცია. ა. ბ-ას განცხადება დაკმაყოფილდა და მის სახელზე დარეგისტრირდა მოთხოვნილი უძრავი ქონება, უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია: 1. 17.03.1983წ. ზუგდიდის რაიონის მშრომელთა დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებლი კომიტეტის მიერ გაცემული მიწათსარგებლობის უფლების აქტი, 2. 23.07.1996წ. №1-520 ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული მიწის ნაკვეთები დ. ვ-ას და ა. ბ-ას მიერ გასხვისებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულებები 07.07.2003წ. გაფორმდა ა. ბ-ას და გ. თ-ას შორის, 22.10.2004წ. - დ. ვ-ას და ზ. გ-ას შორის, 23.03.2007წ. - დ. ვ-ას და ბ. ბ-ას შორის, 23.03.2007წ. - დ. ვ-ას და ა. ბ-ას შორის, 23.03.2007წ. - დ. ვ-ასა და მ. მ-ას შორის, 19.03.2007წ. - დ. ვ-ას და ლ. ჭ-ას შორის, 19.03.2007წ. - დ. ვ-ას და თ. ხ-ას შორის, 08.05.2009წ. - დ. ვ-ას და ვ. ფ-ას შორის, 15.05.2009წ. - დ. ვ-ას და ნ. ვ-ას შორის, 10.06.2009წ. - დ. ვ-ას და ი. ვ-ას შორის, 27.03.2007წ. - დ. ვ-ას და რ. დ-ს შორის, 29.03.2007წ. - დ. ვ-ას და ზ. გ-ას შორის, 26.03.2007წ. - დ. ვ-ას და მ. ხ-ას შორის, 26.03.2007წ. - დ. ვ-ას და ზ. ჭ-ას შორის, 29.03.2007წ. - დ. ვ-ას და ი. წ-ას შორის, 29.03.2007წ. - დ. ვ-ას და კ. წ-ას შორის, 30.03.2007წ. - დ. ვ-ას და ი. რ-ას შორის, 19.03.2007წ. - დ. ვ-ას და დ. კ-ას შორის, 23.03.2007წ. - დ. ვ-ას და კ. ჯ-ას შორის, 19.06.2004წ. - დ. ვ-ას და ც. ქ-ას შორის, 28.10.2004წ. - დ. ვ-ას და ზ. ბ-ას შორის, 14.03.2001წ. - დ. ვ-ას და ს. ც-ას შორის, 22.12.2004წ. - დ. ვ-ას და თ. ქ-ას შორის, 10.04.2006წ. - თ. ქ-ას და ნ. გ-ას შორის, 10.08.2006წ. - ნ. გ-ას და შპს „ე...ს“ შორის. ხობის რაიონული სასამართლოს 11.11.2005წ. განაჩენით ქ. ზუგდიდის ქონების მართვის სამმართველოს თანამშრომლების - გ. ფ-ას და მ. ფ-ას მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ...ების „...ისა“ და „...ას“ უკანონო პრივატიზების ფაქტზე, შეწყდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო (ტ.1. ს.ფ.22-28). საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს 13.04.2007წ. №1-3/23 ბრძანებით არარად იქნა ცნობილი პრივატიზების შესახებ ქონების მართვის სამმართველოს 28.06.1996წ. საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი (ტ.1. ს.ფ.20). 14.05.2007წ. ა. ბ-ას და დ. ვ-ას მიერ სარჩელი იქნა აღძრული ფოთის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს 13.04.2007წ. №1-3/23 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ პრივატიზება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით განხორციელდა. 07.05.2007წ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველომ სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონული სასამართლოში დ. ვ-ას და ა. ბ-ას მიმართ პრივატიზების მთელი პროცესის უკანონოდ აღიარების მოთხოვნით. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 17.05.2008წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს მიერ აღძრულ სარჩელზე საქმის სასამართლოწარმოება შეჩერდა ა. ბ-ას და დ. ვ-ას მიერ ფოთის საქალაქო სასამართლოში აღძრულ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ფოთის საქალაქო სასამართლოს 25.06.2008წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ბ-ას და დ. ვ-ას სარჩელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს 13.04.2007წ. №1-3/23 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს 13.04.2007წ. №1-3/23 ბრძანება, რომლითაც არარად იქნა ცნობილი პრივატიზების შესახებ ქონების მართვის სამმართველოს 28.06.1996წ. საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი (ტ.1. ს.ფ. 60-70). მითითებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 04.08.2008წ. განჩინებით განახლდა საქმის წარმოება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს სარჩელზე (ტ.1. ს.ფ.85). ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 09.09.2008წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს სარჩელი დ. ვ-ას და ა. ბ-ას მიმართ პრივატიზების მთელი პროცესის უკანონოდ აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ პრივატიზების პროცესი კანონიერად წარიმართა, ამასთანავე, მიუთითა ფოთის საქალაქო სასამართლოს 25.06.2008წ. კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ა. ბ-ას და დ. ვ-ას სარჩელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს 13.04.2007წ. №1-3/23 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე (ტ.1. ს.ფ. 115-119). ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 09.09.2008წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 10.12.2009წ. განჩინებით უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 09.09.2008წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 11.03.2010წ. განჩინებით (საქმე №170-164 (კ-10)) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არ ჩააბა სავალდებულო მოწვევის მესამე პირები. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაზუსტებას საჭიროებდა დავის საგანი, მოთხოვნის ფარგლები, დაზუსტებას საჭიროებდა აგრეთვე დ. ვ-ასა და ა. ბ-ას სახელზე საკუთრების უფლების თავდაპირველად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დრო. საკასაციო პალატის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას გათვალისწინებული არ იქნა აგრეთვე ის გარემოება, რომ პრივატიზების დროს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას, აღნიშნულის შესაძლებლობა ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ მოგვიანებით მიღებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სგ „ს...ის“ მიერ პრივატიზების მოთხოვნით მიმართვისას წერილში მიწის საკითხზე არაფერია ნათქვამი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველომ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად მიუთითა: დ. ვ-ა, ა. ბ-ა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახური, გ. თ-ა, ზ. გ-ა, ლ. ჭ-ა, თ. ხ-ა, რ. დ-ი, ზ. გ-ა, ზ. ჭ-ა, ი. წ-ა, კ. ჯ-ა, ც. ქ-ა, ზ. ბ-ა, ს. ც-ა, ბ. ბ-ა, ა. ბ-ა, მ. მ-ა, ვ. ფ-ა, ნ. ვ-ა, ი. ვ-ა, მ. ხ-ა, კ. წ-ა, ი. რ-ა, დ. კ-ა, თ. ქ-ა, ნ. გ-ა და შპს „ე...ი“. მითითებული პირების მიმართ სამმართველომ მოითხოვა: ზუგდიდის რაიონის სოფ. ...აში მდებარე ... „...ის“ და „...ას“ პრივატიზაციის ბათილად ცნობა ყველა თანმდევ აქტთან ერთად, კერძოდ, ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 28.06.1996წ. საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის, 23.07.1996წ. ხელშეკრულებების, 22.07.1996წ. მიღება-ჩაბარების აქტების, 06.11.1998წ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების, დ. ვ-ასა და ა. ბ-ას სახელზე გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერების, ტექინვენტარიზაციის ბიუროს 06.02.2001წ. ჩანაწერების, პრივატიზაციის შემდეგ დადებული ხელშეკრულებების, აგრეთვე აღნიშნული ხელშეკრულებების შესაბამისად საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობა. აპელანტმა მოითხოვა აგრეთვე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, კერძოდ, ზუგდიდის რაიონის სოფ. ...აში მდებარე ... „...ასა“ და „...ის“ პრივატიზებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა, მთელი სადავო ქონების: შენობა-ნაგებობების და 8 ჰა მიწის ნაკვეთის კვლავ სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.05.2010წ. გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დაზუსტებული სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ყველა გასაჩივრებული აქტი და ნასყიდობის ხელშეკრულება, აღდგენილი იქნა პრივატიზებამდე არსებული მდგომარეობა, ზუგდიდის რაიონის სოფ. ...აში მდებარე სადავო ქონება აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პრივატიზება განხორციელდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს №1-3/158 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების კონკურსით პრივატიზების წესის“ დარღვევით, ვინაიდან დ. ვ-ას და ა. ბ-ას მიერ პრივატიზების შესახებ განცხადებები შეტანილი იქნა 27.06.1996წ., ხოლო პრივატიზება განხორციელდა 28.06.1996წ., რითაც დაირღვა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 06.05.1996წ. №1-3/158 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების კონკურსით პრივატიზების წესის“ მოთხოვნა, რომლის თანახმად პრივატიზებამდე 3 დღით ადრე წყდებოდა განცხადებების მიღება. სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე მიიჩნია, რომ პრივატიზებული ქონება შეტანილი არ იყო საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში, პრივატიზების შესახებ პრესაში გამოქვეყნებული ცნობა არ შეიცავდა ყველა სავალდებულო რეკვიზიტს, დ. ვ-ას და ა. ბ-ას საპრივატიზებო თანხა სრულად არ გადაუხდიათ, მათ სახელზე გაცემულ საკუთრების მოწმობებში მითითებული არ არის გადაცემული მიწის ფართობი და მიწათსარგებლობის ფორმა. მიწაზე საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია „...ზე“ 17.03.1983წ. გაცემული მიწათსარგებლობის აქტი, რაც ადასტურებს, რომ დ. ვ-ას და ა. ბ-ას არ გააჩნდათ მიწაზე სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ა. ბ-ას და დ. ვ-ას მიერ მესამე პირებთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების თაობაზე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ხელშეკრულებები გაფორმდა ამხანაგობა „...ას“ წევრებსა და მათი ოჯახის წევრებს შორის. მიჩნეული იქნა, რომ მათთვის ცნობილი იყო პრივატიზების უკანონობის შესახებ, რის გამოც ხელშეკრულების მხარეები მიჩნეული იქნენ არაკეთილსინდისიერ პირებად ხელშეკრულების მიმართ, რაც გარიგებების ბათილად ცნობის საფუძვლად იქნა მიჩნეული. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მართალია საკონკურსო კომისიის 28.06.1996წ. ოქმის არარად აღიარების თაობაზე პრივატიზების სამმართველოს 13.04.2007წ. №1-3/23 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუმცა ამავდროულად არსებობს ხობის რაიონული სასამართლოს 11.11.2005წ. განაჩენი, რომლითაც დასტურდება, რომ ქ. ზუგდიდის ქონების მართვის სამმართველოს უფროსის გ. ფ-ას მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 333.1 მუხლის საფუძველზე ...ის „...ისა“ და „...ას“ პრესაში გამოქვეყნების გარეშე პრივატიზების ფაქტზე. სისხლის სამართლის საქმეზე დევნა შეწყდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული განაჩენის საფუძველზე იქნა მიღებული პრივატიზების სამმართველოს 13.04.2007წ. №1-3/23 ბრძანება, რის გამოც დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული მოწინააღმდეგე მხარეთა მოსაზრება, რომ პრივატიზების კანონიერების თაობაზე სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე ნამსჯელია. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით სააპელაციო პალატამ საფუძვლიანად მიიჩნია სააპელაციო საჩივარი და სრულად დაკმაყოფილდა დაზუსტებული სარჩელი. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. ბ-ას, დ. ვ-ას და სხვათა მიერ. საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2010წ. განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული საკასაციო საჩივარი.
სს „...ის“ მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის განცხადებაში სს „...ი“ წარმოების განახლებისათვის საჭირო საკუთარ კანონიერ ინტერესად ასახელებდა იმ გარემოებას, რომ სს „...ის“ მესამე პირად მოწვევის გარეშე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებით შეილახა მისი კანონიერი ინტერესი და უფლებები, ვინაიდან სს „...ს“ წაერთვა მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 422.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისათვის სასამართლო გადაწყვეტილება უშუალოდ უნდა ეხებოდეს განმცხადებელი პირის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს. საქმეში მონაწილე პირების სტატუსს და მოწვევის აუცილებლობას განსაზღვრავს მათი რეალური და არა თეორიული ინტერესი დავის საგნისადმი.
საქმის მასალებით არ დასტურდება სს „...ის“ საქმეში მესამე პირად მოწვევის საჭიროება და დავის მიმართ მისი კანონიერი ინტერესის არსებობა. საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ 02.05.1996წ. ს/გ „ს...მა“ №126 წერილით მიმართა ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსს, რომლითაც მის სარგებლობაში არსებული ...ის „...ას“ და „...ის“ შენობა-ნაგებობების დაცვის და მოვლის შესაძლებლობის არ ქონის გამო ითხოვდა მათ პრივატიზებას (ტ. 6, ს.ფ. 4). აღნიშნული წერილის შემდგომ სახელმწიფო ქონების ზუგდიდის სამმართველომ განახორციელა საპრივატიზებო პროცედურები, რაც საბოლოოდ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.05.2010წ. გადაწყვეტილებით უკანონოდ იქნა მიჩნეული. ამდენად, იმთავითვე არ არსებობდა ს/გ „ს...ის" მესამე პირად მოწვევის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან თავად იმ პირმა, რომელსაც სარგებლობაში გააჩნდა ...ი „...ა“ და „...ი“, პრივატიზაციის განმახორციელებელ ორგანოს მიმართა ამ ობიექტების პრივატიზების მოთხოვნით. შესაბამისად, თუნდაც ს/გ „ს...ის" უფლებამონაცვლედ სს ,,...ის" მიჩნევის შემთხვევაში, ვერ იარსებებდა სს ,,...ის" მოწვევის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვისას სასამართლოს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა საქმეში მესამე პირების ჩაბმის საკითხი. საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.2010წ. განჩინებაში მითითებულია იმ პირთა მესამე პირებად ჩართვის აუცილებლობაზე, რომლებიც იყვნენ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების მონაწილენი. საკასაციო პალატის განჩინება არ შეიცავს მითითებას სს ,,...ის" სასამართლოწარმოებაში მესამე პირად ჩაბმასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლოს 11.03.2010წ. განჩინებაში მოცემული მითითების შემდეგ, პრივატიზების სამმართველომ დაზუსტებული სარჩელით მოპასუხეებად მიუთითა აგრეთვე სადავო გარიგებების მონაწილე პირები. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დავა ეხებოდა უძრავი ქონების არა სარგებლობის უფლებას, არამედ პრივატიზების და პრივატიზების შემდეგ დადებული გარიგებების კანონიერებას. სს ,,...ი" არ წარმოადგენდა პრივატიზების პროცესის მონაწილე პირს, რის გამოც არ არსებობდა იმ საქმეში მისი მოწვევის საჭიროება, რომლის დავის საგანი პრივატიზების კანონიერება იყო. ამდენად, პრივატიზების პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის გამო არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას სს ,,...ის" მესამე პირად საქმეში ჩაბმის საჭიროება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სს „...ი“ იმ პირთა წრესაც არ განეკუთვნება, რომლებთანაც ა. ბ-ამ და დ. ვ-ამ პრივატიზების შემდეგ გააფორმეს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებები. ამდენად, გარდა პრივატიზების პროცესში მონაწილეობის მიუღებლობისა, სს „...ს“ მონაწილეობა არ მიუღია პრივატიზების შემდგომ პროცესებში, რის გამოც არ დასტურდება მისი საქმეში მოწვევის აუცილებლობა, მისი უფლებადამცავი ინტერესი განხილული დავის მიმართ.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ გაუქმდა სს „ე...ი“ და დადგინდა მასში შემავალი 11 სტრუქტურული ერთეულის ცალ-ცალკე სააქციო საზოგადოებებად ჩამოყალიბება (ტ. 7, ს.ფ. 79). განმცხადებელი თვლის, რომ სს „...ს“ გააჩნდა სს „ე...ის“, იგივე ს/გ „ს...ის“ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლებით მიღების შესაძლებლობა, რაც აღარ გააჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში მისი ჩაუბმელობის გამო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სს „ე...ის“ რეორგანიზაციის შედეგად მასში შემავალი 11 სტრუქტურული ერთეულის ცალ-ცალკე სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბების შესაძლებლობაზე მითითება არ ადასტურებს სს „...ის“ საქმეში მონაწილეობის საჭიროებას, ვინაიდან სს „...ი“ არ იყო რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული ერთადერთი საწარმო. საქმეში არ არის დაცული რაიმე დოკუმენტი, რომელიც ს/გ „ს...ისგან“ სს „...ისთვის“ განმცხადებლის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ნივთზე უფლების გადაცემას დაადასტურებდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობას საერთოდ არ ითვალისწინებდა პრივატიზების დროს (1996წ.) მოქმედი კანონმდებლობა, ხოლო მოგვიანებით მიღებული საკანონმდებლო აქტებით განისაზღვრა პრივატიზების პროცესის მთელი ციკლი, პროცედურათა სავალდებულო თანმიმდევრობა. სწორედ აღნიშნულ პროცედურებში მონაწილეობა აქცევდა პირს სამართალურთიერთობის მონაწილედ. მხოლოდ პირის თეორიული ინტერესი მოიპოვოს საკუთრების უფლება არ აქცევს მას სამართალურთიერთობის მონაწილედ, არ ადასტურებს მისი საქმის განხილვაში მონაწილეობის საჭიროებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ სს „...ი“ შექმნილია სს „ე...ის“ რეორგანიზაციის შედეგად, როგორც ერთ-ერთი საწარმო, არ ადასტურებს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას. გაურკვეველია სს „...ის“ რა კანონიერ ინტერესსა თუ უფლებაზე შეეძლო გავლენა მოეხდინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.05.2010წ. გადაწყვეტილებას. გაურკვეველია აგრეთვე სს „...ის“ ინტერესის შელახვა სააპელაციო სასამართლოს 07.05.2010წ. გადაწყვეტილების შედეგთან მიმართებაში, დავა ეხებოდა საკუთრების და არა სარგებლობის უფლებას, სასამართლო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი პრივატიზება მთელი თავისი შედეგებით, აღდგა პირვანდელი მდგომარეობა და სადავო ქონება კვლავ სახელმწიფოს სახელზე აღირიცხა საკუთრების უფლებით. ამდენად, საფუძველსაა მოკლებული საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობის დაკარგვის თაობაზე სს „...ის“ მოსაზრება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ 09.08.1991წ. კანონი (ძალადაკარგულია 30.05.1997წ. №743 კანონით) განსაზღვრავდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ და სოციალურ საფუძვლებს, პრივატიზების განხორციელების ძირითად პირობებსა და წესს. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 14.04.1993წ. №288 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული „სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ დებულებით“ სავალდებულოდ ჩაითვალა პრივატიზაციის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით სააქციო საზოგადოების წესდების, ქონების შეფასების აქტისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება (დებულების მე-6 პუნქტი). ამასთან, დებულების მე-10 პუნქტით დადგინდა, რომ სააქციო საზოგადოების ქონების შემადგენლობა მისი დაარსების მომენტში აისახებოდა შეფასების აქტში. ამდენად, 1996 წელს სახელმწიფო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა და შემდგომ აქციების გამოსყიდვა წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების ერთ-ერთ ფორმას. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში დაცული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეწარმეთა რეეტრში 19.07.1999წ. რეგისტრირებული სს ,,...ის“ წესდების ზოგადი ნაწილის თანახმად სს ,,...ი“ დაფუძნებულია სახელმწიფო ქონების მართვის ზუგდიდის სამმართველოს მიერ 06.05.1996წ. სახელმწიფო ქონების ზუგდიდის საწარმოო გაერთიანება ...ის ნაწილის ბაზაზე და 08.05.1996წ. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს დადგენილებით გატარდა მეწარმეთა რეესტრში, რეესტრის №..., სახელმწიფოს ასპროცენტიანი წილით. აქციათა ნაწილი 7968 ცალი ანუ 1,16 პროცენტი უფასოდ გადაეცა კოლექტივის მუშაკებს. სპეციალიზებულ აუქციონზე გაიყიდა 673683 ცალი აქცია, სულ კერძო-სამართლებრივ და ფიზიკურ პირებს მფლობელობაში გადაეცა 681651 აქცია ანუ 99,42 პროცენტი, ხოლო სახელმწიფოს მფლობელობაში დარჩა 3984 აქცია ანუ 0,58 პროცენტი. საზოგადოების აქციების 99,42 პროცენტის ფიზიკური და კერძო-სამართლებრივი იურიდიული პირების მფლობელობაში გადასვლასთან დაკავშირებით საზოგადოება საჭიროებდა ხელახალ რეგისტრაციას შესაბამისი ცვლილებებით. ამავე წესდებაში მითითებულია, რომ საზოგადოება არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სს ,,...ის“ სამართალმემკვიდრე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორი არ მიუთითებს და საქმის მასალებშიც არ მოიპოვება ისეთი დოკუმენტი, რომელიც საწარმოს აქციებთან ერთად სადავო უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობების) პრივატიზების გზით სს ,,...ზე" გასხვისების ფაქტს დაადასტურებდა, ამასთანავე, კერძო საჩივრის ავტორი არ მიუთითებს ქონების შეფასების აქტზე ან ისეთი სახის დოკუმენტზე, რომლითაც ...თან სს „...ის“ სამართლებრივი კავშირი დადგინდებოდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მასალებით მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება კერძო საჩივრის ავტორისათვის ...ების ,,...ას" და ,,...ის" გადაცემა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.05.2010წ. გადაწყვეტილებით პრივატიზაციისა და მისი თანმდევი შედეგების ბათილად ცნობა ავტომატურად არ იწვევს უძრავი ნივთის იმ სახელმწიფო საწარმოს ბალანსზე აღრიცხვას/დაბრუნებას, რომლის ბალანსზეც უძრავი ნივთი პრივატიზაციის განხორციელებამდე ირიცხებოდა, მით უმეტეს იმის გათავალისწინებით, რომ 02.05.1996წ. წერილით ს/გ „ს...მა“ ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსს აცნობა მის სარგებლობაში არსებული „...ას“ და „...ის“ შენობა-ნაგებობების დაცვის და მოვლის შესაძლებლობის არ ქონის შესახებ და მათი პრივატიზება მოითხოვა, არ მოიპოვება უძრავ ქონებაზე სარგებლობის უფლების აღდგენის მოთხოვნის წარდგენა. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, რაც უძრავი ნივთის სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვას გულისხმობდა. შესაბამისად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და ნორმატიული მოწესრიგების გათვალისწინებით უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება ...ი ,,...ას“ და ...ი ,,...ის“ მიმართ ს/გ ,,ს...ის" უფლებამონაცვლედ მიჩნევასთან დაკავშირებით.
უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მიერ ზუგდიდის რაიონის, საქალაქო მშრომელთა დეპუტატების აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 17.03.1983წ. გაცემულ მიწით სარგებლობის აქტზე მითითება. ამ აქტის მიხედვით ...ს, ს...ის სამინისტროს სარგებლობაში გამოეყო ...სა და ...ის საბჭოს მეურნეობის მიწებს შორის მდებარე 19 ჰა მიწის ნაკვეთი. საქმეში დაცული მასალებით არ დასტურდება ზუგდიდის რაიონის, ...აში მდებარე 41 000 კვ.მ. (ს/კ ...) და 39 000 კვ.მ. (ს/კ ...) მიწის ნაკვეთებზე და ...ზე ,,...ასა“ და ,,...იზე“ სს ,,ე...ისთვის“ ან/და სს ,,...ისთვის“ სარგებლობის უფლების გადაცემის ფაქტი. გარდა ამისა, აქციების პრივატიზების მიუხედავად იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა გამორიცხავდა სააქციო საზოგადოების მიერ მიწის ნაკვეთების პრივატიზებას. დაუსაბუთებელია იმ მიწის ნაკვეთების კერძო საჩივრის ავტორის სარგებლობაში არსებობაზე მითითება, რომლებზეც ...ი ,,...ა“ და ,,...ი“ იყო განლაგებული, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება თვით აღნიშნული ...ების სს ,,ე...ზე“ ან/და სს ,,...ზე“ გადაცემა.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით განსახილველ საქმესთან არარელევანტურია კერძო საჩივრის ავტორის მიერ ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე მითითება, რომლის თანახმად ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიული პირებს კერძო საკუთრების უფლება მიენიჭებათ მათ სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პრივატიზებულ (კერძო) საწარმოთა სარგებლობაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული კანონი მიღებული იქნა 28.10.1998წ. და 20.09.2007წ. ძალა დაკარგა. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაციის შესაძლებლობის პერიოდში ...ი ,,...ა“ და ...ი ,,...ი“ სხვადასხვა ფიზიკურ/იურიდიულ პირთა საკუთრებას წარმოადგენდა. გარდა ამისა მითითებული საკანონმდებლო რეგულაციით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთისა და კერძო საკუთრების უფლების მისანიჭებელ მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთის არსებობა. ზუგდიდის რაიონის, საქალაქო მშრომელთა დეპუტატების აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 17.03.1983წ. გაცემული მიწით სარგებლობის აქტი არ ადასტურებს სს ,,...ის“ მიერ უძრავი ნივთების სარგებლობის ფაქტს, ასევე, არ დგინდება ...ზე სს ,,...ის" საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სს ,,...ის" მიერ მითითებული კანონის მოქმედების პერიოდში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მიმართვის ფაქტი. შესაბამისად, გაუგებარია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.05.2010წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად იმ გარემოებაზე მითითება, რომ მხარეს წაერთვა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ძალადაკარგული, კერძოდ, 28.10.1998წ.-20.09.2007წ. მოქმედი კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა. გარდა ამისა, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით ობიექტების კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებით შეიქმნა მიწის ნაკვეთით სარგებლობის გაგრძელების შესაძლებლობა. კერძო საჩივრის ავტორი მოთხოვნას სწორედ იმ ნორმატიულ მოწესრიგებას უკავშირებს, რომლის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას უძრავი ნივთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებობა წარმოადგენდა. დამატებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა გამოიწვევს იმ პრივატიზების და პრივატიზების თანმდევი შედეგების აღდგენას, რომელიც ამ გადაწყვეტილებით იქნა ბათილად ცნობილი. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს საქმეში მესამე პირად ჩაუბმელობის გამო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის უსაფუძვლობაზე.
საპროცესო კანონმდებლობის თანახმად (სასკ-ის მე-16 მუხ.), არასავალდებულო მოწვევის მესამე პირი არ არის განსახილველი დავის უშუალო მონაწილე, თუმცა საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ამ პირის სამართლებრივ ინტერესზე (სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილი), ხოლო სავალდებულო მოწვევის მესამე პირის შემთხვევაში (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი) უნდა იკვეთებოდეს არამხოლოდ პირთა სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება, არამედ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვრებოდეს მესამე პირთა უფლება-მოვალეობანი. სავალდებულო მოწვევის მესამე პირი განსახილველი სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილე უნდა იყოს, მას თავისი დამოუკიდებელი სამართლებრივი ინტერესი უნდა გააჩნდეს დავის მიმართ (სუსგ 16.01.2020წ., საქმე №ბს-1170(კს-18)). საქმის მასალებით არ დასტურდება, სს „...ის“ კანონიერი უფლების ან ინტერესის არსებობა, რაც საქმეში მისი მოწვევის საჭიროებას დაადასტურებდა. შესაბამისად მართებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სს „...ის“ საქმეში მოწვევის საჭიროების არ არსებობის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „...ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2018წ. განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „...ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2018წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე