Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-176(კ-21) 12 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.10.2020წ. განჩინებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.10.2020წ. განჩინებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.01.2019წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ა-ის მიერ.

საკასაციო სასამართლოს 18.03.2021წ. განჩინებით მ. ა-ის საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

მ. ა-ის კონკრეტული მისამართის ან ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის არქონის გამო, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება საკასაციო საჩივარში მითითებულ სამუშაო ადგილის მისამართზე გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს, რომლის უფლებამოსილებაც დასტურდებოდა საქმეში დაცული, ძალაში მყოფი 21.11.2018წ. N181428557 მინდობილობით. დადგენილ ვადაში მ. ა-ის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მოთხოვნით. განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძვლების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება თანდართული არ ყოფილა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.04.2021წ. განჩინებით მ. ა-ს გაუგრძელდა 18.03.2021წ. განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 07 დღით. ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება გაეგზავნა მ. ა-ის წარმომადგენელს და 17.05.2021წ. ჩაბარდა უფლებამოსილ პირს (იმავე პირს, ვისაც ჩაბარდა ხარვეზის დადგენის შესახებ 18.03.2021წ. განჩინება). ამდენად, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 18.05.2021წ.. დადგენილ ვადაში კასატორს ან მის წარმომადგენელს სასამრთლოსათვის არ მოუმართავს არც ხარვეზის გამოსწორების და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მიზნით.

სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.10.2020წ. განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე