საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-200(კ-20) 7 ივნისი, 2021 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს. კ-ე
დავის საგანი - ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
I აღწერილობითი ნაწილი:1. ს. კ-ემ 2018 წლის 2 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიმართ, „ს. კ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, მოპასუხისთვის მოსარჩელის სამსახურში აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ივლისის განჩინებით სარჩელი, განსჯადობის წესით, განსახილველად გადაეგზავნა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის სხდომაზე დაზუსტდა, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შეუერთდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფუნქციონირებს ამავე სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვა მოპასუხისთვის ს. კ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ...თან ...ის ...ის ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება 2018 წლის 15 მარტიდან მის აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ს. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის იმავე სამსახურის ...თან ...ის ...ის ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაევალა ს. კ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2018 წლის 15 მარტიდან მის აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.
6. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. ს. კ-ე 2015 წლის 29 იანვრიდან მუშაობდა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, ...თან ...ის ...ის ...ის ...ის თანამდებობაზე;
6.2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 9 იანვრის ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სტრუქტურითა და საშტატო განრიგით“ განისაზღვრა ... ...ის სამსახური და მისი უფროსის 1 საშტატო ერთეული, წოდებით - სამოქალაქო უსაფრთხოების ... ...;
6.3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 იანვრის ბრძანებით ს. კ-ე დაინიშნა ამავე სააგენტოს ადმინისტრაციის ...ი ...ის ...ის ...ის თანამდებობაზე და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების ორგანიზება და უზრუნველყოფა;
6.4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 15 იანვრის ბრძანებით 2018 წლის 15 იანვრიდან განხორციელდა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზაცია, რასთან დაკავშირებითაც ს. კ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში;
6.5. სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 25 იანვრის ბრძანებით დამტკიცდა „სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სტრუქტურა და საშტატო განრიგი“, რომლითაც განისაზღვრა ...-... ....ო და მისი უფროსის 1 საშტატო ერთეული. ამასთან, აღნიშნული სამმართველოს კომპეტენციად განისაზღვრა სამსახურის სისტემის საინფორმაციო - ანალიტიკური უზრუნველყოფა და სხვა;
6.6. სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის წერილობითი მიმართვით ს. კ-ეს ეცნობა, რომ 2018 წლის 15 მაისს ამოიწურა მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა;
6.7. ს. კ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა;
6.8. ს. კ-ეს სამსახურიდან გათავისუფლების დროს ჰყავდა 3 წლამდე შვილი;
6.9. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში ს. კ-ეს აუნაზღაურდა 2 თვის თანამდებობრივი სარგო - 2018 წლის 15 მარტის ჩათვლით;
6.10. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცდა „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხა“, რომლითაც განისაზღვრა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო და მისი უფროსის 1 საშტატო ერთეული, წოდებით - ... ....
7. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სამოქალაქო უსაფრთოების შესახებ“ საქართველოს კანონზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესზე“ და აღნიშნა, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად პირის თანამდებობიდან გათავისუფლება მხოლოდ შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების შემთხვევაშია შესაძლებელი, ხოლო საშტატო ერთეულის შემცირება გულისხმობს კონკრეტული ფუნქციური დატვირთვით აღჭურვილი საშტატო ერთეულის გაუქმებას ისე, რომ აღნიშნული ფუნქციები თუნდაც სხვა დასახელებისა და სხვა უწყებისადმი დაქვემდებარების მქონე საშტატო ერთეულის ფუნქციებში არ ტრანსფორმირდება. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის იმპერატიული დანაწესის შესაბამისად, მოსამსახურე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
8. პირველი ინსტანციის სასამართლომ დამატებით მიუთითა 2018 წლის 27 ივნისის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფლებამონაცვლედ, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ჩაითვალა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით კი დამტკიცდა „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხა“, რომლითაც განისაზღვრა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო და მისი უფროსის 1 საშტატო ერთეული, წოდებით - ... ....
9. შედეგად, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დაასკვნა, რომ ს. კ-ე სამსახურიდან გათავისუფლდა რეორგანიზაციის საფუძვლით იმ პირობებში, როდესაც საშტატო ერთეული, რომელსაც იგი იკავებდა, არ გაუქმებულა და იმავე ფუნქციით განაგრძო არსებობა, სხვა სტრუქტურული ერთეულის (საინფორმაციო -ანალიტიკური სამმართველო; საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო) შემადგენლობაში, სხვა დასახელებით. გარდა ამისა, სამსახურიდან გათავისუფლების დროს მას ჰყავდა 3 წლამდე შვილი. შესაბამისად, მართალია, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, თუმცა ვინაიდან მასთან ფაქტობრივად შეწყვიტა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა და უარი უთხრა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე, მოპასუხის ქმედება კანონშეუსაბამოდ იქნა მიჩნეული და დაევალა მოსარჩელის ...თან ...ის ...ის ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. გარდა ამისა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა განაცდური ხელფასის (მიღებული ორი თვის ხელფასის გამოკლებით) ანაზღაურების თაობაზე.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.
12. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე სრულად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და ისინი სამართლებრივად მართებულად შეაფასა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 9 იანვრის ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სტრუქტურის და საშტატო განრიგის“ მიხედვით, განსაზღვრული იყო ... ...ის სამსახური და მისი უფროსის 1 საშტატო ერთეული, წოდებით - სამოქალაქო უსაფრთხოების ... ..., ხოლო მოსარჩელე ს. კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შემდგომ, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 25 იანვრის ბრძანებით დამტკიცდა „სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სტრუქტურა და საშტატო განრიგი“, რომლითაც განისაზღვრა ...-... ....ო და მისი უფროსის 1 საშტატო ერთეული. ამასთან, აღნიშნული სამმართველოს კომპეტენციად განისაზღვრა სამსახურის სისტემის საინფორმაციო - ანალიტიკური უზრუნველყოფა და სხვა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ... ...ის სამსახური და ...-... ....ო წარმოადგენდა არსებითად ერთი და იმავე ფუნქციის მატარებელ სამმართველოებს, შესაძლებელია, გარკვეული სახის, მცირედი და არა არსებითი განსხვავებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული სამმართველოების უფროსების თანამდებობები სააპელაციო პალატამ ერთმანეთის ტოლფას თანამდებობებად განიხილა.
13. რაც შეეხება 2018 წლის 1 აგვისტოდან შექმნილ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს, სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ, მართალია, ხსენებული სამმართველოს უფროსის შტატი 2018 წლის 1 აგვისტომდე სამსახურში არ არსებობდა, თუმცა აღნიშნული გარემოება გათავისუფლების უკანონოდ ცნობისა და სამსახურში აღდგენის ნაწილში არ ქმნიდა სამართლებრივ პრობლემას/აღდგენის შეუძლებლობას, ვინაიდან ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს უკვე არსებობდა დასახელებული შტატი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ს. კ-ე სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლდა რეორგანიზაციის საფუძვლით, რადგან საშტატო ერთეული, რომელსაც იგი იკავებდა, არ გაუქმებულა და იმავე ფუნქციით განაგრძო არსებობა, სხვა სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში, სხვა დასახელებით და დღესაც არსებობს. სააპელაციო პალატამ დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ს. კ-ეს სამსახურიდან გათავისუფლების დროს ჰყავდა 3 წლამდე შვილი და მისი გათავისუფლება დაუშვებელი იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ 41-ე მუხლის მე-5 პუნქტიდან გამომდინარე. შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ს. კ-ე მართებულად იქნა აღდგენილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ...თან ...ის ...ის ...ის თანამდებობაზე.
14. აპელანტის მითითებასთან დაკავშირებით, რომ ...თან ...ის ...ის ...ის საშტატო ერთეული განსაზღვრულია წოდებით - ... ..., რის გამოც პირი აღნიშნულ პოზიციაზე სპეციალური კონკურსით უნდა დაინიშნოს, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის 46-ე მუხლზე, 70-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 73-ე მუხლზე და აღნიშნა, მართალია, 2019 წლიდან ამოქმედებული კანონმდებლობით სამსახურში მიღებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე, რომელიც სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას იწვევს, პირი ინიშნება სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად, თუმცა ვინაიდან პირის სამსახურიდან გათავისუფლება მიჩნეულია უკანონოდ, მასზე არ უნდა გავრცელდეს სადავო შემთხვევის შემდგომ განხორციელებული, მხარისათვის საუარესო ცვლილება (სპეციალური კონკურსის გავლის გზით პირის დანიშვნის შესახებ).
15. რაც შეეხება აპელანტის განმარტებას, რომ ზემოაღნიშნულ საშტატო ერთეულზე უკვე დანიშნული იყო სხვა პირი - მ. ფ-ი, სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ თუ ერთმანეთს დაუპირისპირდება ორი პატივსადები - უკანონოდ გათავისუფლებული და აღდგენილი პირის ინტერესი, დაიკავოს უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა და მის ადგილას დანიშნული პირის ინტერესი, შეინარჩუნოს ის ადგილი, რომელზეც იგი კანონიერი გზით დაინიშნა, ინტერესთა ამგვარი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს იმ მოხელის სასარგებლოდ, ვინც პირველად დაინიშნა ამ საშტატო ერთეულზე, ვინც უკანონოდ იქნა გათავისუფლებული და შემდგომში კანონიერად აღდგენილი.
16. სააპელაციო სასამართლო, ასევე, დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება, სამსახურში აღდგენასთან ერთად, ქმნიდა მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველს. ამასთან, ვინაიდან კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში ს. კ-ეს აუნაზღაურდა 2 თვის თანამდებობრივი სარგო (2018 წლის 15 მარტის ჩათვლით), მოპასუხეს დაევალა ს. კ-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება მიღებული ორი თვის ხელფასის გამოკლებით.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
18. კასატორი აღნიშნავს, რომ ...-... ....ოს უფროსის თანამდებობა არ წარმოადგენს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ... ...ის სამსახურის უფროსების იდენტურ თანამდებობას, რადგან მათი უფლებამოსილებები ერთმანეთისგან განსხვავდება. ამასთან, საკასაციო საჩივრის მიხედვით, 2018 წლის 15 იანვრიდან 2018 წლის აგვისტომდე სამსახურში არ არსებობდა საშტატო ერთეული, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმიანობას განახორციელებდა. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, ს. კ-ე მართებულად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რეორგანიზაციის გამო, ხოლო სამსახურს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა არ ევალებოდა.
19. კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ დღეის მდგომარეობით, სადავო საშტატო ერთეულსა და მის ტოლფას თანამდებობებზე დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური კონკურსის გავლის შემდეგ, ვინაიდან აღნიშნული თანამდებობები ითვალისწინებს სპეციალური წოდების მინიჭებას. გარდა ამისა, ...თან ...ის ...ის ...ის თანამდებობა უკვე დაკავებულია კონკურსის წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის ავტორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის სამსახურში და კონკრეტულ თანამდებობაზე აღდგენას.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად; მხარეებს განემარტათ, რომ საჩივარი განიხილებოდა მათი დასწრების გარეშე.
II სამოტივაციო ნაწილი:21. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის განჩინება ს. კ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ...თან ...ის ...ის ...ის თანამდებობაზე პირდაპირ (უშუალოდ) აღდგენის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაევალება ს. კ-ის ამავე სამსახურის ...თან ...ის ...ის ...ის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს, რეორგანიზაციის საფუძვლით, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება.
23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტზე (2019 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეებზე. საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს 2018 წლის 1 აგვისტომდე მოქმედი „სამოქალაქო უსაფრთოების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავდა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, ფიზიკური პირებისა და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს. დასახელებული კანონის 522 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეები ფუნქციების შესაბამისად იყოფიან მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირად შემადგენლობად და სამოქალაქო შემადგენლობად, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, სამსახურის სამოქალაქო შემადგენლობაში შედიან მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებენ სამსახურის საქმიანობის მმართველობით, საფინანსო, ლოჯისტიკურ, სამართლებრივ, ორგანიზაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ან/და სხვა მხარდამჭერ ფუნქციებს, რომლებიც არ ითვალისწინებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების უშუალო შესრულებას. სამსახურის სამოქალაქო შემადგენლობაში შემავალ მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდება არ ენიჭება. იმავე კანონის 523 მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე კი, სამსახურის სამოქალაქო შემადგენლობაში შემავალი მოსამსახურის სამსახურში მიღების და მის მიერ სამსახურის გავლის წესს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.
24. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ძირითადი პრინციპების შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, როგორც სამოქალაქო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სპეციალური დანიშნულების დაწესებულების, საქმიანობისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თავისებურებების გათვალისწინებით, შემუშავებულ იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესი“ (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 აგვისტოდან). მითითებული „წესის“ 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში სამსახურის უფროსის ბრძანებით არაუმეტეს 4 თვის ვადით შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება.
25. იმავე „წესის“ 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო პირის და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლება და სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო პირი შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლდეს შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. საგულისხმოა, რომ მსგავს დათქმას შეიცავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლიც, რომლის მიხედვით, მოხელე ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან მოხელის შეფასების შედეგების გამო.
26. ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლებულიყო რეორგანიზაციის შედეგად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნებოდა შტატების შემცირებას. ამასთან, შტატების შემცირების მოტივით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისას, „ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, შემთხვევა, როდესაც დაწესებულებაში განხორციელებულ რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ცალკეულ მოხელეთა განთავისუფლების თუ სამსახურში დატოვებასთან დაკავშირებით (რაც არაერთგზის განუმარტავს საკასაციო სასამართლოს), ხოლო, მეორე მხრივ, შემთხვევა, როდესაც რეორგანიზაციის დროს უქმდება კონკრეტული საშტატო ერთეული“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-166-165(კ-16)). „საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როდესაც ფუნქციური დატვირთვით ამგვარი შტატი აღარ არსებობს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-664-664(კ-18)). ამასთანავე, შტატების შემცირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი არ უნდა გამხდარიყო მოსამსახურის მიერ ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში.
27. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 იანვრის ბრძანებით ს. კ-ე დაინიშნა ამავე სააგენტოს ადმინისტრაციის ...ი ...ის ...ის ...ის თანამდებობაზე. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 15 იანვრის №74 ბრძანებით 2018 წლის 15 იანვრიდან განხორციელდა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზაცია, რასთან დაკავშირებითაც ს. კ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. ბრძანების მიხედვით, რეორგანიზაციას თან ახლდა სტრუქტურული/ორგანიზაციული ცვლილებები, შტატების გადაადგილება და ზოგიერთ სტრუქტურულ ერთეულში შტატების შემცირება. სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის წერილობითი მიმართვით კი ს. კ-ეს ეცნობა, რომ 2018 წლის 15 მაისს ამოიწურა მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა. ს. კ-ის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა, თუმცა მასთან ფაქტობრივად შეწყდა შრომითი ურთიერთობა.
28. საქმეზე, ასევე, დადგენილია, რომ ს. კ-ეს სამსახურიდან გათავისუფლების დროს ჰყავდა 3 წლამდე შვილი (ს. კ-ის შვილი დაიბადა 2017 წლის 9 იანვარს). ამრიგად, მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა რეორგანიზაციის საფუძვლით, შტატების გადაადგილებასა და შემცირებაზე მითითებით, იმ პირობებში, როდესაც არსებული ფაქტობრივი ვითარების გათვალისწინებით (3 წლამდე შვილის ყოლა), შტატების შემცირებას მის სამართლებრივ მდგომარეობაზე არ უნდა ემოქმედა - სამსახურიდან დათხოვნა არ უნდა გამოეწვია. შესაბამისად, დარღვეულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 116-ე მუხლისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის იმპერატიული დანაწესი. ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელე სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლდა.
29. რაც შეეხება სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის სამართლებრივ შედეგებს, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის“ 55-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-4 პუნქტებიდან გამომდინარე, მოსამსახურე თანამდებობიდან უკანონო გათავისუფლების ან/და სამსახურიდან უკანონო დათხოვნის შემთხვევაში, ექვემდებარება თანამდებობაზე აღდგენას; მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხორციელდება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მის ტოლფას თანამდებობაზე. იმავე „წესის“ მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კი, უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკავებულია (დაკომპლექტებულია) უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება ტოლფას თანამდებობაზე ან მისი თანხმობით სხვა თანამდებობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი უარს იტყვის შეთავაზებულ თანამდებობაზე.
30. მოსარჩელის სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. აღსანიშნავია, რომ „ამჟამად მოქმედმა კანონმა, განსხვავებით მანამდე მოქმედი კანონისგან, გამორიცხა უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის აღდგენისას სადავო თანამდებობაზე კანონით დადგენილი წესით დანიშნული პირის გათავისუფლება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტი პირდაპირ მიუთითებდა არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობაზე. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ამგვარი საფუძველი გათვალისწინებული არ არის ამჟამად მოქმედი კანონით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის 118-ე მუხლი ადგენს და განსაზღვრავს უკანონოდ გათავისუფლებული პირის თანამდებობაზე აღდგენის პროცედურას და განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს უკავშირებს სადავო თანამდებობის ვაკანტურობის ფაქტს. სადავო თანამდებობის სხვა პირის მიერ დაკავების ფაქტი გამორიცხავს სასამართლოს მიერ იმავე თანამდებობაზე პირის აღდგენას. მოხელის სამუშაოზე აღდგენაში არ შეიძლება მოიაზრებოდეს სადავო პოზიციაზე დანიშნული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში, უნდა მოხდეს სამსახურში აღდგენილი მოხელის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნა იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში, ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, ასეთ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-139(4კ-19)).
31. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ს. კ-ეს ეკავა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციის ...ი ...ის ...ის ...ის თანამდებობა და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების ორგანიზება და უზრუნველყოფა. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს მოქმედი, 2018 წლის 27 ივნისის კანონის 70-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, 2018 წლის 1 აგვისტოს ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და, ამის გათვალისწინებით, რეორგანიზებულ იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფლებამონაცვლედ კი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ჩაითვალა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით კი დამტკიცდა „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხა“, რომლითაც განისაზღვრა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო და მისი უფროსის 1 საშტატო ერთეული, წოდებით - ... .... რაც შეეხება დღეის მდგომარეობით არსებულ ვითარებას, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №24 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების“ მე-6 პუნქტითაც, სამსახურის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის კომპეტენციას, „დებულების“ მე-17 მუხლიდან გამომდინარე, განეკუთვნება: ა) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის, საკომუნიკაციო კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი; ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებებთან და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დამყარება; დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შესახებ, აგრეთვე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სპეციალური საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; ე) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა კომპეტენციის ფარგლებში; ვ) საზოგადოებრივ მაუწყებელთან ან/და კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში; ზ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით; თ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფოტო და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მიუხედავად ადმინისტრაციულ ორგანოში არაერთგზის განხორციელებული ცვლილებებისა, არსებობს იმავე ფუნქციების განმახორციელებელი შტატი (...თან ...ის ...ის ...ი), რომელიც სამსახურიდან გათავისუფლებისას მოსარჩელეს ეკავა, თუმცა როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, ...თან ...ის ...ის ...ის თანამდებობა ვაკანტური არ არის და მას სხვა პირი იკავებს. სწორედ ამიტომ, მოსარჩელე, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, უნდა აღდგეს არა პირდაპირ იმავე თანამდებობაზე, არამედ უნდა დაინიშნოს ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში, ხოლო თუ მისი სამსახურში აღდგენა შეუძლებელი იქნება იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად უნდა განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მობილობის პროცედურა. შესაბამისად, კონკრეტულ თანამდებობაზე პირდაპირ აღდგენის ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს უნდა დაევალოს ს. კ-ის ამავე სამსახურის ...თან ...ის ...ის ...ის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
33. რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის“ 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეს, თანამდებობიდან უკანონო გათავისუფლების ან/და სამსახურიდან უკანონო დათხოვნის შემთხვევაში, ეძლევა იძულებით განაცდური. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტი, ასევე, ადგენს, რომ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო. „იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მიმართულია იმ უფლებებში აღდგენისკენ, რომელშიც პირი იმყოფებოდა სამსახურიდან გათავისუფლებამდე, შესაბამისად, განაცდური ხელფასის ანაზღაურების ოდენობის გაანგარიშებას საფუძვლად უნდა დაედოს ის ანაზღაურება, რომელსაც მოსარჩელე იღებდა მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-139(4კ-19)). ვინაიდან ს. კ-ის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ იქნა მიჩნეული და მოპასუხეს მისი სამსახურში აღდგენა დაევალა, სასამართლომ მართებულად დააკისრა ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2018 წლის 15 მარტიდან მის აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით, უკვე მიღებული ორი თვის ანაზღაურების გამოკლებით.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა ს. კ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ...თან ...ის ...ის ...ის თანამდებობაზე პირდაპირ (უშუალოდ) აღდგენის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და აღნიშნულ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაევალება ს. კ-ის ამავე სამსახურის ...თან ...ის ...ის ...ის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ხოლო დანარჩენ ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის განჩინება.
III სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის განჩინება ს. კ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ...თან ...ის ...ის ...ის თანამდებობაზე პირდაპირ (უშუალოდ) აღდგენის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაევალოს ს. კ-ის ამავე სამსახურის ...თან ...ის ...ის ...ის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
4. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის განჩინება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე