№ბს-657(კ-20) 10 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 22 ნოემბერს გ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №MOD 418 01096078 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც მოსარჩელე - გ. ნ-ს 2012 წლის 27 დეკემბრიდან 2017 წლის 1 მაისამდე (4 წლის, 3 თვისა და 10 დღის) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... ...ის ...ის ...ის ... სამმართველოს ... ... ...თა ... სამმართველოში ნამსახურები წლები ჩაეთვლებოდა სამხედრო მოსამსახურის (ნამსახურობის წლები ჯამში 20 წელი, 11 თვე და 8 დღე) სტაჟში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით გ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ნ-მა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის გადწყვეტილებით გ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით გ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №MOD 418 01096078 წერილობითი მიმართვა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - გ. ნ-ს 2012 წლის 27 დეკემბრიდან 2017 წლის 1 მაისამდე (4 წლის, 3 თვისა და 10 დღის) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... ...ის ...ის ...ის ... სამმართველოს ... ... ...თა ... სამმართველოში ნამსახური წლები ჩაეთვალა სამხედრო მოსამსახურის ნამსახურად, რათა სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშებისათვის მისი ნამსახურობის წლებმა ჯამში შეადგინოს 20 წელი, 11 თვე და 8 დღე.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 27 დეკემბრის №3593 ბრძანების თანახმად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის (2-თვიანი საგამოცდო ვადით) საფუძველზე, გ. ს-ის ძე ნ-ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ... ...ის ...ის ...ის ...ის ...ს ...ის ... ....ად (საშტატო კატეგორია „...“, შტატი №...).
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 11 თებერვლის №237 ბრძანების თანახმად, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ „სახელმწიფო სპეციალური წოდების შესახებ“ საქართველოს კანონის 55 მუხლის და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 8 თებერვლის №90 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, გ. ს-ის ძე ნ-ს - საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ... ...ის ...ის ...ის ... „სამმართველოს ... ... ...თა ... სამმართველოს ...ს- ...ს“ (საბატო კატეგორია ...“ , შტატი ...) მიენიჭა სახელმწიფო სპეციალური წოდება: „თავდაცვის სამხედრო პოლიციის ვიცე-...“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 26 თებერვლის №342 ბრძანების თანახმად, გ. ს-ის ძე ნ-ი 2013 წლის 27 თებერვლიდან დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ... ...ის ...ის ...ის ... სამმართველოს ... ... ...თა ... სამმართველოს ...ის ...-...დ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 მაისის №1282 მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ ბრძანების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ... ...ის ...ის ...ის ... სამმართველოს ... ... ...თა ... ...ს ...ის ...ს ...ს (საშტატო კატეგორია „...’’, შტატი №...), თავდაცვის სამხედრო პოლიციის ... გ. ს-ის ძე ნ-ს ,,სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 8 თებერვლის №90 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ”, დებულების მე-2 მუხლის და მე-3 მუხლის თანახმად, მიენიჭა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება „თავდაცვის სამხედრო პოლიციის ...”.
№00774 დროებითი მოწმობის თანახმად, აღნიშნული მოწმობა მიეცა რეზერვის ...ს 1970 წელს დაბადებულს გ. ს-ის ძე ნ-ს, მასზედ, რომ იგი ნამდვილად მიღებულია სამხედრო აღრიცხვაზე 2010 წლის 25 ოქტომბრიდან (სსს №850, კოდი №200, თანამდებობა - იურისტი). უშიშროების მინისტრის 30.11.2002 წლის №1267 ბრძანებით მიენიჭა ...ის წოდება. 2010 წლის 25 ოქტომბრიდან აყვანილია აღრიცხვაზე, 2013 წლის 09 იანვრიდან მოხსნილია აღრიცხვიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 01 მაისის №MOD01700001430 ბრძანების თანახმად, კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... ...ის ...ის ...ის ... საამართველოს ... ... ...თა ... სამმართველოს ... ... ...ი“ (საშტატო კატეგორია „...-...’’, შტატი №...), თავდაცვის სამხედრო პოლიციის ... გ. ს-ის ძე ნ-ი გათავისუფლდა სამსახურიდან 2017 წლის პირველი მაისიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 06 აგვისტოს №MIA81801894011 წერილის თანახმად, ნამსახურების ნუსხის შესაბამისად, გ. ნ-ის ნამსახურობა შეადგენს - 16 (თექვსმეტი) წელი 7 (შვიდი) თვე და 28 (ოცდარვა) დღე, საიდანაც სამთავრობო დაცვაში ნამსახურები წლები შეადგენს - 5 (ხუთი) წელი 4 (ოთხი) თვე 13 (ცამეტი) დღე, უშიშროების სამინისტროში - 4 (ოთხი) წელი 1 (ერთი) თვე 19 (ცხრამეტი) დღე, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში - 7 (შვიდი) წელი 1 (ერთი) თვე 26 (ოცდაექვსი) დღე.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 20 აგვისტოს №MOD 7180083 ცნობის თანახმად, თავდაცვის სამხედრო პოლიციის ... გ. ს-ის ძე ნ-ი (პ/ნ ...) 2012 წლის 27 დეკემბრიდან - 2017 წლის 1 მაისამდე (4 წელი, 4 თვე და 4 დღე) მსახურობდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში. გ. ნ-ს წოდებით წელთა ნამსახურები 2013 წლის 02 თებერვლიდან 2017 წლის 01 მაისამდე შეადგენს - 4 წელი, 3 თვე და 10 დღე.
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 21 ნოემბრის №MOD 91801183067 ცნობის თანახმად, თავდაცვის სამხედრო პოლიციის ... გ. ს-ის ძე ნ-ის (პ/ნ ...) წელთა ნამსახურობა 2017 წლის 01 მაისის მდგომარეობით შეადგენდა - 20 წელს, 09 თვეს და 25 დღეს და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში ყოველთვიურად იღებდა წელთა ნამსახურების დანამატს ფულადი სარგოების 35 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 05 თებერვლის №MOD 11900113723 წერილის თანახმად, გ. ნ-ი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არ გადიოდა სამხედრო სამსახურს, ხოლო თავდაცვის სამინისტროში სპეციალური წოდებით სამსახური არ იყო გათვალისწინებული „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით. აქედან გამომდინარე, არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი, რათა შედგენილიყო წელთა ნამსახურობის ანგარიში, გ. ნ-ის შესახებ, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 08 აპრილის №MIA11900901240 წერილის თანახმად, გ. ნ-ს გაეგზავნა ინფორმაცია, მის პირად საქმეში არსებული ნამსახურობის ნუსხის მიხედვით სამხედრო წოდებით ნამსახურების და სამხედრო წოდებების მინიჭების შესახებ, წელთა ნამსახურობის თაობაზე, საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახური 28/06/1995 - 11/11/2000წწ. - 05 წელი, 04 თვე, 13 დღე; საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო 11/11/2000 - 30/12/2004წწ. - 04 წელი, 01 თვე, 19 დღე.
წოდებების მინიჭება: „...ი" საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება №643 პ/შ, 28/06/1995წ; „...ი" საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება №0754, 31/10/1997წ; „უფროსი ...ი" საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება №5-720, 16/11/1999წ; „...ი" საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ბრძანება №1267 პ/შ 30/11/2002წ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №MOD 418 01096078 წერილობითი მიმართვის თანახმად, გ. ნ-ს ეცნობა, რომ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, კომპენსაცია ენიშნებათ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური. ვინაიდან, გ. ნ-ი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არ გადიოდა სამხედრო სამსახურს (თავდაცვის სამინისტროში სპეციალური წოდებით სამსახური არ არის გათვალისწინებული ზემოთ მითითებულ კანონში), უარი ეთქვა მას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, საერთო სტაჟის გაანგარიშებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულიად უსაფუძვლოდ არ მიიღო მხედველობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთვარი სამმართველოს ... ... ...თა ... სამმართველოში 2012 წლის 27 დეკემბრიდან, 2017 წლის 01 მაისამდე (4 წლის, 3 თვისა და 10 დღის) ნამსახურობის პერიოდი და მიუთითა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, სამხედრო პოლიცია არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საქმეთა გამოძიებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებისა და შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილების დაცვას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუნქციებს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან სამხედრო პოლიცია წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალურ სტრუქტურული ერთეულს, ამდენად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ამ სექტორში მუშაობაც წარმოადგენდა სწორედ რომ სამხედრო ძალებში სამსახურს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნა, რომ მითითებული დათქმა ითვალისწინებს წელთა ნამსახურობის გამოანგარიშებას სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან. ამგვარად, ადმინისტრაციულ ორგანოს, გ. ნ-ის სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, სტაჟის გაანგარიშებისას, ასევე უნდა გაეთვალისწინებინა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთვარი სამმართველოს ... ... ...თა ... სამმართველოში 2012 წლის 27 დეკემბრიდან, 2017 წლის 01 მაისამდე (4 წლის, 3 თვისა და 10 დღის) ნამსახურობის პერიოდი.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკაზე (სუსგ 17.10.2019 წ. №ბს-107 (კ-19)).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, მოსარჩელე - გ. ნ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისიტემაში არ უმსახურია სამხედრო სამსახურში. იგი იყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დასაქმებული „თავდაცვის სამხედრო პოლიციის წოდებით“ (სპეციალური), რომელიც კასატორის აღნიშვნით, ვერ ჩაითვლება საერთო ნამსახურობაში, რადგან „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით წესრიგდება წელთა ნამსახურობის გაანგარიშება და განსაზღვრულია, თუ სად ნამსახურობა ჩაითვლება პენსიის დანიშვნისათვის. წელთა ნამსახურობაში საუბარია მხოლოდ სამხედრო სამსახურზე და შესაბამისად, კასატორის მითითებით, იგი ვერ გავრცელდება მოსარჩელის - გ. ნ-ის შემთხვევაზე, ვინაიდან იგი არ წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს. მას ჰქონდა სპეციალური და არა სამხედრო წოდება.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასასამართლომ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე ისე მიუთითა, რომ არ გამოიკვლია მოცემული ორი შემთხვევის განსხვავებული გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში (განსხვავებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული პრაქტიკის) გ. ნ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საერთოდ არ უმსახურია სამხედრო წოდებით, იგი იყო მხოლოდ სპეციალური წოდების მქონე პირი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
2021 წლის 26 ივლისს გ. ნ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა საკასაციო სასამართლოს მიერ იმ გარემოების გათვალისწინება, რომ იგი სხვა მოთხოვნებთან ერთად 2017 წლიდან მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურებასაც ითხოვდა, რაზეც ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ უმსჯელიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გ. ნ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... ...ის ...ის ...ის ... სამმართველოს ... ... ...თა ... სამმართველოში ნამსახურები წლების (4 წლის, 3 თვისა და 10 დღის) ნამსახურობაში ჩათვლის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი განსაზღვრავს წელთა ნამსახურობის გამოანგარიშების წესს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წელთა ნამსახურებაში პენსიის დანიშვნისათვის ჩაითვლება საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამსახური, სამხედრო სამსახური, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური, პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი, სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში კადრში დატოვებით, ტყვეობაში ყოფნის პერიოდი თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი თუ სამხედრო მოსამსახურეები რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები უსაფუძვლოდ იქნენ მიცემულნი სისხლის სამართლის პასუხისგებაში და რეპრესირებულნი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.
„სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სამხედრო პოლიცია არის საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საქმეთა გამოძიებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილების დაცვას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუნქციებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას და აღნიშნავს, რომ ვინაიდან, სამხედრო პოლიცია წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალურ სტრუქტურული ერთეულს, ამ სტრუქტურულ ერთეულში სამსახური სრულად ექცევა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რეგულაციის ფარგლებში.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ რომ გ. ნ-ს სამხედრო წოდება არ გააჩნია და ამ წოდებით მას არასდროს უმსახურია. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ უშიშროების მინისტრის 30.11.2002 წლის №1267 ბრძანებით გ. ნ-ის მიენიჭა სამხედრო წოდება - კაპიტნის წოდება, რომლის ჩამორთმევაც დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს მიერ („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის 39-ე მუხლი), რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, ცალსახაა, რომ არსებობდა გ. ნ-ისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... ...ის ...ის ...ის ... სამმართველოს ... ... ...თა ... სამმართველოში ნამსახურები წლების (4 წლის, 3 თვისა და 10 დღის) კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისათვის ჩათვლის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ასევე დამატებით მიუთითებს გ. ნ-ის 2021 წლის 26 ივლისის განცხადებაზე, რომელშიც მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 1 მაისიდან მიუღებელი კომპენსაციის მოპასუხისათვის დაკისრების საკითხზე მსჯელობა მოითხოვა. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განცხადებაში დაყენებული მოთხოვნა სცილდება განსახილველი დავის ფარგლებს და წარმოადგენს არსებითად ახალ მოთხოვნას, რომელიც მოსარჩელის მიერ საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ დაყენებულა. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება შეაფასოს მხოლოდ წარდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რომელიც მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ იყო წარმოდგენილი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი