Facebook Twitter

№ბს-792(კ-20) 10 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 6 ნოემბერს თ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიმართ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 1 სექტემბრის №MOD 1 17 00006193 ბრძანების, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J- ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 24 ოქტომბრის №MOD 9 17 01023074 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისათვის მხარეთა შეთანხმების საფუძველზე თ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-მა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადწყვეტილებით თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 1 სექტემბრის №MOD 1 17 00006193 ბრძანებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J- ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 24 ოქტომბრის №MOD 9 17 01023074 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. მ-ის სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 1 სექტემბრის №MOD 1 17 00006193 ბრძანება და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J- ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 24 ოქტომბრის №MOD 9 17 01023074 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა კანონით განსაზღვრულ ვადაში საქმის მასალების სრულყოფილად გამოკვლევა-შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა თ. მ-თან დაკავშირებით; უცვლელის დარჩა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისათვის მხარეთა შეთანხმების საფუძველზე თ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემის დავალდებულების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. მ-ს შორის 2015 წლის 8 ივნისს გაფორმდა კონტრაქტი „...ის თანამდებობაზე სამედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლის 1.1. მუხლის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულებას იღებდა წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად ემსახურა „სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში, ხოლო „სამინისტრო“ ვალდებულებას იღებდა გადაეხადა „სამხედრო მოსამსახურისათვის“ ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 4 (ოთხი) წელი, რომლის ვადის ათვლა დაიწყო კონტრაქტის დადების თარიღიდან, რომელიც იმავდროულად ითვლებოდა ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღად. კონტრაქტის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ იქნა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები, მათ შორის 9.1.4. პუნქტით - სამხედრო მოსამსახურის ავადმყოფობის გამო, რაც შეუძლებელს ხდის მის მიერ ამ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, 9.1.6. პუნქტით - მხარეთა შეთანხმებით, 9.1.7. პუნქტით კი პირადი განცხადებით (პატაკით), როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა).

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 19 დეკემბრის №MOD 3 16 00007915 ბრძანებით ... ...ი - თ. მ-ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების ... ...ის ... ...ის ... ბრიგადის ... ...თა ბატალიონის შტაბის არასაიდუმლო საქმისმწარმოებელად (საშტატო კატეგორია „...ი“; შტატი N...) 2016 წლის 19 დეკემბრიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების ... ...ის ... ...ის ... ....ის ....ის ... ...ის ( საშტატო კატეგორია ---; შტატი N...)თანამდებობიდან.

საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 8 აგვისტოს პაციენტის გასინჯვის ფურცლის თანახმად, პაციენტ - თ. მ-ს საბოლოო დიაგნოზის სახით დაუდგინდა - R73.9. ჰიპერგლიკემია, დაუზუსტებელი.

თ. მ-მა 2017 წლის 9 აგვისტოს №MOD 6 17 00764232 პატაკით მიმართა ... ...თა ბატალიონის მეთაურს და სთხოვა ეშუამდგომლა ზემდგომ ხელმძღვანელობასთან, რათა დაეთხოვათ შეიარაღებული ძალების რიგებიდან და შეეწყვიტათ კონტრაქტი. პატაკში მიუთითა, რომ კონტრაქტს წყვეტდა საკუთარი სურვილით სხვა კერძო სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით და ხელმძღვანელობასთან, ზემდგომ მეთაურებთან და პირად შემადგენლობასთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნდა.

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის გენერალური შტაბის S-1-ის უფროსის შეტყობინებით, თ. მ-ს, 2017 წლის 9 აგვისტოს პატაკთან დაკავშირებით ეცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თ. მ-ს განემარტა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე იგი ვალდებული იყო გაეგრძელებინა სამხედრო სამსახური, ხოლო მის მიერ ქვედანაყოფის თვითნებურად მიტოვება ორ დღე-ღამემდე ვადით წარმოშობდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების საფუძველს, ხოლო თვითნებურად მიტოვება ორ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველს. ამავე შეტყობინებით ეცნობა, რომ იგი დათხოვნილი იქნებოდა სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.

გენერალური შტაბის ... ...ის ... ...ის ... ბრიგადის მეთაურმა 2017 წლის 11 აგვისტოს №MOD 4 17 00771656 წერილით მიმართა J- ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს და სთხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ... ...თა ბატალიონის შტაბის არასაიდუმლო საქმისმწარმოებელის (საშტატო კატეგორია „...ი“; შტატი N...) ... ...ის - თ. მ-ის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტების (პირადი პატაკით) თანახმად.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 1 სექტემბრის №MOD 1 17 00006193 ბრძანების თანახმად, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით) და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის პირველი აგვისტოს №MOD 5 17 00000634 ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ... ...ის ... ...ის ... ბრიგადის ... ...თა ბატალიონის შტაბის არასაიდუმლო საქმისმწარმოებელი (საშტატო კატეგორია „...ი“; შტატი N...), ... ...ი - თ. მ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. საფუძველი: ... ...ის ... ...ის ... ბრიგადის მეთაურის წერილი (№MOD 4 17 00771656; 11.08.2017წ.).

თ. მ-ის წარმომადგენელმა 2017 წლის 12 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების J- ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსს და ითხოვა თ. მ-ის შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის მუხლის შეცვლა.

აღნიშნული წერილის პასუხად საქართველოს შეიარაღებული ძალების ... ...ის ... ...ის ... ბრიგადის 2017 წლის 19 ოქტომბრის №MOD 9 17 01008530 წერილით ეცნობა, რომ 2017 წლის 6 ივლისს, ... ... - თ. მ-ის მიმართ დაკისრებული ფუნქციონალური მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო ... ...თა ბატალიონის მეთაურის ვ/პოლკოვნიკ - გ. ქ-ის მიერ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „საყვედური“ (პ/შ ბრძანება, №290 06.07.2017). ამავე წერილით ეცნობა, რომ 2017 წლის 5 მაისს და 2017 წლის 7 აგვისტოს, ... ...ი - თ. მ-ი გაგზავნილი იყო გორის სამხედრო ჰოსპიტალში სხვადასხვა გამოკვლევებზე, საიდანაც მას არანაირი სამედიცინო ცნობა არ წარუდგენია ბატალიონის სამედიცინო პუნქტში, სადაც აღნიშნული ან მითითებული იქნებოდა მისი რაიმე სახის მძიმე დაავადების შესახებ, რასაც ადასტურებს ცნობა (№49 18.10.2017) ... ...თა ბატალიონის სამედიცინო პუნქტიდან, ხოლო 2017 წლის 9 აგვისტოს №764232 პატაკით, ... ...მა - თ. მ-მა საკუთარი სურვილით შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნასთან დაკავშირებით მიმართა ... ...თა ბატალიონის მეთაურს, ვიცე პოლკოვნიკ - გ. ქ-ს, იგი გაცნობილი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 27 მარტის №161 ტელეფონოგრამას, რასაც ადასტურებს საკუთარ პატაკში. საინჟინრო-მესანგრეთა ბატალიონის იურისტის მიერ ბატალიონის მეთაურის თანდასწრებით სიტყვიერად განემარტა მას თუ რა მოყვებოდა შეიარაღებული ძალების რიგებიდან კონტრაქტის დარღვევით წასვლას, აღნიშნულ საკითხზე გასაუბრების შემდეგ მეთაურის დასმულ კითხვაზე თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა იგი ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ მაინც სურდა შეიარაღებული ძალების რიგებიდან წასვლა, რის შემდეგაც მისი პატაკი იქნა დაკმაყოფილებული და დაეწერა შესასრულებლად ბატალიონის შტაბის S-1-ის სამსახურს შემდგომი რეაგირებისთვის. გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 1 სექტემბრის №6193 ბრძანების შესაბამისად, ... ...ი - თ. მ-ი დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J- ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 24 ოქტომბრის №MOD 9 17 01023074 წერილით თ. მ-ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ თ. მ-ის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საკითხი განხილული იქნა ქვედანაყოფში, აგრეთვე გენერალურ შტაბში და სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინათ თხოვნა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულება მოსარჩელესა და თავდაცვის სამინისტროს შორის დადებულია 2015 წლის 8 ივნისს, ხოლო 2017 წლის 9 აგვისტოს თ. მ-მა №MOD 6 17 00764232 პატაკით მიმართა ... ...თა ბატალიონის მეთაურს და სთხოვა ეშუამდგომლა ზემდგომ ხელმძღვანელობასთან, რათა დაეთხოვათ შეიარაღებული ძალების რიგებიდან და შეეწყვიტათ კონტრაქტი. პატაკში მიუთითა, რომ კონტრაქტს წყვეტდა საკუთარი სურვილით სხვა კერძო სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით და ხელმძღვანელობასთან, ზემდგომ მეთაურებთან და პირად შემადგენლობასთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნდა.

მითითებული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია მოსარჩელსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.1.6 და 9.1.7. პუნქტებზე, რომლებიც განსაზღვრავენ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს, კერძოდ თავად კონტრაქტივე ითვალისწინებდა, როგორც მხარეთა შეთანხმებით, ასევე პირადი განცხადებით (პატაკით) კონტრაქტის შეწყვეტას.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არცერთი მათგანი არ ქმნიდა სადავო აქტის გამოცემის საკმარის საფუძველს, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა კონტრაქტის დარღვევის კონკრეტული ფაქტობრივი შემადგენლობა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოარკვია თ. მ-ის ნამდვილი ნება 2017 წლის 9 აგვისტოს №MOD 6 17 00764232 პატაკის შედგენისას და მას არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის კანონიერი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, 2017 წლის 9 აგვისტოს №MOD 6 17 00764232 პატაკით მიმართვის შემდგომ, საქმეში წარმოდგენილია თ. მ-ის ახსნა-განმარტება საინჟინრო-მესანგრეთა ბატალიონის მეთაურის პოლკოვნიკი გ. ქ-ის მიმართ, რაც კასატორის მითითებით უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რომ ადმინისტრაციული ორგანო საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოვლევის მიზნით, ასევე, თ. მ-ის ნამდვილი ნების გამოსარკვევად შეეცადა დაედგინა სამსახურიდან დათხოვნის რეალური საფუძველი და მიზეზი.

მიუხედავად იმისა, რომ თ. მ-ი ახსნა-განმარტებაში დათხოვნის საფუძვლად უთითებდა სხვა კერძო სამსახურში გადასვლას, კასატორის მითითებით, მას დამადასტურებელი მტკიცებულებები ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ წარუდგენია.

კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს თ. მ-ისა და სააპელაციო სასამართლოს აპელირებას მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თ. მ-ი ხელმძღვანელობის მიერ ორჯერ - 2017 წლის 5 მაისსა და 7 ივლისს გაიგზავნა სამხედრო ჰოსპიტალში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევისათვის, საიდანაც შესაბამისი დოკუმენტაცია არ წარუდგენია და არც იმის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი წარუდგენია, რაც საფუძველი გახდებოდა თ. მ-ის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის.

კასატორი მიუთითებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ თ. მ-ის მიერ მოთხოვნილია გასაჩივრებულ აქტში - გათავისუფლების ბრძანებაში ცვლილების შეტანა და არა მისი ბათილად ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 1 სექტემბრის №MOD 1 17 00006193 ბრძანების, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J- ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 24 ოქტომბრის №MOD 9 17 01023074 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისათვის მხარეთა შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელის - თ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემის დავალება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურედ ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ("სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში. ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ პირადი განცხადებით, როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. მ-ს შორის 2015 წლის 8 ივნისს გაფორმდა კონტრაქტი „...ის თანამდებობაზე სამედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლის 1.1. მუხლის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულებას იღებდა წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად ემსახურა „სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში, ხოლო „სამინისტრო“ ვალდებულებას იღებდა გადაეხადა „სამხედრო მოსამსახურისათვის“ ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 4 (ოთხი) წელი, რომლის ვადის ათვლა დაიწყო კონტრაქტის დადების თარიღიდან, რომელიც იმავდროულად ითვლებოდა ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღად. კონტრაქტის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ იქნა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები, მათ შორის, 9.1.4. პუნქტით - სამხედრო მოსამსახურის ავადმყოფობის გამო, რაც შეუძლებელს ხდის მის მიერ ამ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, 9.1.6. პუნქტით - მხარეთა შეთანხმებით, 9.1.7. პუნქტით კი პირადი განცხადებით (პატაკით), როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა).

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 19 დეკემბრის №MOD 3 16 00007915 ბრძანებით ... ...ი - თ. მ-ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების ... ...ის ... ...ის ... ბრიგადის ... ...თა ბატალიონის შტაბის არასაიდუმლო საქმისმწარმოებელად (საშტატო კატეგორია „...ი“; შტატი N...) 2016 წლის 19 დეკემბრიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების ... ...ის ... ...ის ... ....ის ....ის ... ...ის ( საშტატო კატეგორია ---; შტატი N...)თანამდებობიდან.

საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 8 აგვისტოს პაციენტის გასინჯვის ფურცლის თანახმად, პაციენტ - თ. მ-ს საბოლოო დიაგნოზის სახით დაუდგინდა - R73.9. ჰიპერგლიკემია, დაუზუსტებელი.

თ. მ-მა 2017 წლის 9 აგვისტოს №MOD 6 17 00764232 პატაკით მიმართა ... ...თა ბატალიონის მეთაურს და სთხოვა ეშუამდგომლა ზემდგომ ხელმძღვანელობასთან, რათა დაეთხოვათ შეიარაღებული ძალების რიგებიდან და შეეწყვიტათ კონტრაქტი. პატაკში მიუთითა, რომ კონტრაქტს წყვეტდა საკუთარი სურვილით სხვა კერძო სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით და ხელმძღვანელობასთან, ზემდგომ მეთაურებთან და პირად შემადგენლობასთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნდა.

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის გენერალური შტაბის S-1-ის უფროსის შეტყობინებით, თ. მ-ს, 2017 წლის 9 აგვისტოს პატაკთან დაკავშირებით ეცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თ. მ-ს განემარტა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე იგი ვალდებული იყო გაეგრძელებინა სამხედრო სამსახური, ხოლო მის მიერ ქვედანაყოფის თვითნებურად მიტოვება ორ დღე-ღამემდე ვადით წარმოშობდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების საფუძველს, ხოლო თვითნებურად მიტოვება ორ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველს.

გენერალური შტაბის ... ...ის ... ...ის ... ბრიგადის მეთაურმა 2017 წლის 11 აგვისტოს №MOD 4 17 00771656 წერილით მიმართა J- ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს და სთხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ... ...თა ბატალიონის შტაბის არასაიდუმლო საქმისმწარმოებელის (საშტატო კატეგორია „...ი“; შტატი N...) ... ...ის - თ. მ-ის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტების (პირადი პატაკით) თანახმად.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 1 სექტემბრის №MOD 1 17 00006193 ბრძანების თანახმად, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით) და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის პირველი აგვისტოს №MOD 5 17 00000634 ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ... ...ის ... ...ის ... ბრიგადის ... ...თა ბატალიონის შტაბის არასაიდუმლო საქმისმწარმოებელი (საშტატო კატეგორია „...ი“; შტატი N...), ... ...ი - თ. მ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. საფუძველი: ... ...ის ... ...ის ... ბრიგადის მეთაურის წერილი (№MOD 4 17 00771656; 11.08.2017წ.).

თ. მ-ის წარმომადგენელმა 2017 წლის 12 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების J- ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსს და ითხოვა თ. მ-ის შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის მუხლის შეცვლა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J- ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 24 ოქტომბრის №MOD 9 17 01023074 წერილით თ. მ-ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ თ. მ-ის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საკითხი განხილული იქნა ქვედანაყოფში, აგრეთვე გენერალურ შტაბში და სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინათ თხოვნა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. მ-ს შორის 2015 წლის 8 ივნისს გაფორმებული კონტრაქტის მე-9 მუხლით გათვალისწინებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებზე, რომლის თანახმადაც, კონტრაქტი შეიძლება ვადამდე შეწყდეს - 9.1.6. პუნქტით - მხარეთა შეთანხმებით, 9.1.7. პუნქტით კი პირადი განცხადებით (პატაკით), როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა).

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოარკვია მოსარჩელის - თ. მ-ის ნამდვილი ნება, მისთვის კონტრაქტის შეწყვეტის საფუძვლების შესახებ და თ. მ-ის 2017 წლის 9 აგვისტოს №MOD 6 17 00764232 პატაკს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. თ. მ-მა პატაკში ნათლად მიუთითა, რომ იგი მისი ხელმძღვანელის მხრიდან ითხოვდა შუამდგომლობას ზემდგომ ხელმძღვანელობასთან, შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, რაც თავის მხრივ პირდაპირ მიუთითებს, თ. მ-ის ნებაზე კონტრაქტის 9.1.6. პუნქტით - მხარეთა შეთანხმებით შეწყვეტის შესახებ. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ასევე არ დაინტერესებულა კონტრაქტის - საგამონაკლისო წესით შეწყვეტის საფუძლების არსებობაზე (9.1.7. პუნქტის შესაბამისად), მით უფრო იმ პირობებში, როდესაც თავად გაგზავნა მოსარჩელე 2017 წლის 5 მაისსა და 7 ივლისს სამხედრო ჰოსპიტალში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს მოცემულ შემთხვევაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენებას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სასამართლოს მიერ 2017 წლის 1 სექტემბრის აქტის ბათილად ცნობის უსაფუძვლობის შესახებ, ვინაიდან, კასატორის მითითებით, მოსარჩელე ითხოვდა არა სადავო აქტის ბათილობას, არამედ მასში ცვლილების შეტანას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნას 2017 წლის ბრძანების ბათილად ცნობა (ასევე 2017 წლის 24 ოქტომბრის) და მოპასუხის მიერ - კონტრაქტის შეწყვეტის საფუძვლის შეცვლით ახალი აქტის გამოცემის დავალება წარმოადგენდა, რაც თავის მხრივ შეუძლებელია შესაბამის ნაწილში სადავო აქტის ბათილად ცნობის გარეშე. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანოს სადავო საკითხზე მსჯელობისას სწორედ შესაბამისი კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებზე უნდა იმსჯელოს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი