Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 170-დად 4 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),

ნ. გვენეტაძე,

ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ი. ბ-ს კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹ 2 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება მსჯავრდებულ ი. ბ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. დონეცკის საოლქო სასამართლოს 1999წ. 15 ოქტომბრის განაჩენით ი. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ უკრაინის სსკ-ის 79-ე მუხლის II ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 აპრილის დადგენილებით აღნიშნული განაჩენი შესაბამისობაში მოვიდა სსკ-ის 88-ე მუხლის I ნაწილთან და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სასჯელის მოხდა დაეწყო 1998წ. 6 აპრილიდან.

ქ. რუსთავის ¹2 დაწესებულების ადმინისტრაციამ წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ი. ბ-ს პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹2 დაწესებულების ადმინისტრაციის შუამდგომლობა და მსჯავრდებულ ი. ბ-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

მსჯავრდებული ი. ბ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ ხასიათდება დადებითად, წახალისებულია ერთხელ, მოხდილი აქვს სასჯელის 3/4, არის ავადმყოფი, აქვს მძიმე ოჯახური პირობები, ჰყავს მოხუცებული მშობლები, რომელთა ერთადერთი მარჩენალი ის არის.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ო. რ-მ მხარი არ დაუჭირა მსჯავრდებულ ი. ბ-ს პირობით ვადამდე განთავისუფლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულმა ი. ბ-მ სასჯელის 3/4 მოიხადა 2003წ. 6 ივლისს, ხასიათდება დადებითად, კეთილსინდისიერად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, არის წყნარი ხასიათის, სარეჟიმო დარღვევებში შემჩნეული არ არის, ერთხელ არის წახალისებული, ასევე აქვს მძიმე ოჯახური პირობები, ჰყავს მოხუცებული მშობლები, რომელთა ერთადერთი მარჩენალი არის მსჯავრდებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ იგი პირობით ვადამდე იქნეს განთავისუფლებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე და 610-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის დადგენილება შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებული ი. ბ. დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლდეს.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.