გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 172-დად 16 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგელია,
მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ მ. შ-ს კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹ 2 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება მსჯავრდებულ მ. შ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 დეკემბრის განაჩენით მ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ს 177-ე მუხლის II ნაწილის ”ბ” და ”გ” პუნქტებით, 177-ე მუხლის III ნაწილის ”გ” პუნქტით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სასჯელის მოხდა დაეწყო 2001წ. 8 აპრილიდან.
ქ. რუსთავის ¹2 დაწესებულების ადმინისტრაციამ წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მ. შ-ს პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹2 დაწესებულების ადმინისტრაციის შუამდგომლობა და მსჯავრდებულ მ. შ-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.
მსჯავრდებული მ. შ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ ხასიათდება დადებითად, მოხდილი აქვს სასჯელის 3/4, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ო. რ-მ მხარი დაუჭირა მსჯავრდებულ მ. შ-ს პირობით ვადამდე განთავისუფლებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულმა მ. შ-მ სასჯელის 3/4 მოიხადა 2003წ. 8 ივლისს, ხასიათდება დადებითად, მონაწილეობს აღმზრდელობითი ხასიათის საუბრებში, რაზედაც რეაგირებს დადებითად, არის თავაზიანი, კეთილსინდისიერად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, სარეჟიმო დარღვევებში შემჩნეული არ არის, ადმინისტრაციის მიერ ერთხელ არის წახალისებული სარეჟიმო მოთხოვნების დაცვისა და დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებისათვის. ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ წინა განაჩენით მისჯილი სასჯელი, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, მსჯავრდებულმა მ. შ-მ მოიხადა კალენდარულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ იგი პირობით ვადამდე იქნეს განთავისუფლებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე და 610-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის დადგენილება შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებული მ. შ. დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლდეს.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.