№ბს-621(2კ-20) 13 ოქტომბერი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და ი. დ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ. მ-ი; მესამე პირები - სს „...ი“; გ. ბ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 18 იანვარს ლ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, მესამე პირების - სს „...ის“, ი. დ-ისა და გ. ბ-ის მონაწილეობით.
მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 24 ნოემბრის აუქციონის შედეგებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 28 ნოემბრის №A16133715-016/001 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის მიხედვითაც ყადაღა დაედო ი. დ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი ...), მდებარე - ხაშურის მუნიციპალიტეტის ...ში, ...ის ქუჩის ...-ში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. მ-მა, რომელმაც ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 24 ნოემბრის აუქციონის შედეგები და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 28 ნოემბრის №A16133715-016/001 განკარგულება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2016 წლის 23 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ხაშურის რაიონის ...ში, ...ის ქუჩის ...-ში მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 858 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე (№1 - საერთო ფართი 220,10 კვ.მ. და, №2 – 30.10 კვ.მ, (საკადასტრო კოდი: ...)), რეგისტრირებული იყო ლ. მ-ის საკუთრების უფლება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 04 ნოემბრის დავალიანების გადახდევინების შესახებ №160811080/202691 ბრძანებით, გ. ბ-ს პ/ნ ..., ლ. მ-ს პ/ნ ... (თავდები), ე. კ-ეს პ/ნ ... და მ. ბ-ს პ/ნ ... დაეკისრათ დავალიანების გადახდა 2582,99 აშშ დოლარისა და 150 ლარის ოდენობით, აპლიკანტის სს „...ს“ - ს/ნ ... მიმართ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 02 დეკემბრის №160811080/210138 მიმართვით მითითებული ბრძანება მიექცა აღსასრულებლად.
აღნიშნული ბრძანება გაეგზავნა ლ. მ-ს და ჩაბარდა პირადად - 2017 წლის 03 იანვარს.
2016 წლის 26 დეკემბერს, სს „...ომ“ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 04 ნოემბრის დავალიანების გადახდევინების შესახებ №160811080/202691 ბრძანების აღსრულება.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ მოვალეების გ. ბ-ის, ლ. მ-ის, ე. კ-ის და მ. ბ-ის მიმართ 2016 წლის 27 დეკემბერს გამოსცა №A16133715-006/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. წინადადებაში მითითებულია, რომ გ. ბ-ს, ლ. მ-ს, ე. კ-ეს და მ. ბ-ს დაეკისრათ დავალიანების გადახდა 2582,99 აშშ დოლარისა და 150 ლარის ოდენობით, აპლიკანტ სს „...ოს“ (ს/ნ ...) მიმართ. მოვალეებს განესაზღვრათ 7 (შვიდი) დღის ვადა დაკისრებული თანხის ნებაყოფლობით გადასახდელად. მათვე განემარტათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
№A16133715-006/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ პირადად ჩაბარდა ლ. მ-ს - 2017 წლის 03 იანვარს.
2017 წლის 17 მარტს, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა გ. ქ-მა ადგილზე აღწერა ხაშურის რაიონის ...ში, ...ის ქუჩის ...-ში მდებარე უძრავი ქონება.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 02 მაისის დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ №34057 შეფასების ანგარიშით ხაშურის რაიონის ...ში, ...ის ქუჩის ...-ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი: ..., საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 88 000 (ოთხმოცდარვაათასი) ლარი.
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ე. ჯ-მა 2017 წლის 02 მაისს №16133715-010/001 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ეცნობებინა, ირიცხებოდა თუ არა ლ. მ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში უძრავი ქონება, იყო თუ არა აღნიშნული უძრავი ქონება დატვირთული იპოთეკით (მათ შორის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით), როდის და ვის სასარგებლოდ, აგრეთვე სხვა სანივთო ან სახელშეკრულებო უფლებით (ვალდებულებებით), როდის და ვის სასარგებლოდ, არის თუ არა უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ყადაღა, როდის და ვის მიერ.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 08 მაისის №... წერილის პასუხად აღმასრულებელ ე. ჯ-ს ეცნობა, რომ ხაშურის რაიონის ...ში, ...ის ქუჩის ...-ში მდებარე უძრავი ქონება რეგისტრირებულია ლ. მ-ის სახელზე და ნივთზე რეგისტრირებული იყო იპოთეკის უფლება (უფლების რეგისტრაციის ნომერია ..., თარიღი 17/04/2013, იპოთეკარი სს „ბ...ა", მესაკუთრე - ლ. მ-ი. იპოთეკის ხელშეკრულება №..., დამოწმების თარიღი 17/04/2013), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ლ. მ-ის ქონების მიმართ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა რეგისტრირებული არ იყო.
შიდა ქართლისა და მცხეთ-მთიანეთის სააღსრულებო ბიურომ 2017 წლის 15 ივნისს მიმართა იპოთეკარ სს „ბ...ას“ უფლებამონაცვლეს სს „თ...ს“ და აცნობა, რომ მოვალე ლ. მ-ის კუთვნილ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო იპოთეკის ხელშეკრულება №..., ბანკს, როგორც იპოთეკარს შეატყობინა, რომ აღნიშნულ საქმეზე უახლოეს ვადაში დაინიშნებოდა იძულებითი აუქციონი მოვალის ლ. მ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, კერძოდ ხაშურის რაიონის ...ში, ...ის ქუჩის ...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ს/კ ....
სს „თ...ის“ წერილის თანახმად ლ. მ-ს 2017 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით ბანკის წინაშე დავალიანება არ უფიქსირდებოდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2017 წლის 28 ნოემბერს გამოსცა №A16133715-016/001 განკარგულება, რომლის თანახმადაც, ლ. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ხაშურის რაიონის ...ში, ...ის ქუჩის ...-ში საკადასტრო კოდი: ...; შემძენი 2017 წლის 24 ნოემბერს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ი. დ-ი (პ/ნ ...), რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 4400 ლარად. ი. დ-მა თანხა გადაიხადა სრულად. აღსრულება განხორციელდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სს „...ოს“ (...) სასარგებლოდ. ამავე განკარგულების შესაბამისად, რეალიზებული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებდა ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდებოდა საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავდა ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე.
2017 წლის სექტემბერში ლ. მ-მა სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების გ. ბ-ის და სს „...ოს“ მიმართ და 2013 წლის 30 ნოემბრის თავდებობის წერილის ბათილად ცნობა მოითხოვა. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 30 ნოემბერს სს „...ოსა“ და მსესხებელ გ. ბ-ს შორის საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლ. მ-ის მიერ სს „...ოსთან“ დადებული თავდებობის წერილი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონიერ ძალაში შესული ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელესთან მიმართებაში აღმოიფხვრა დავალიანების გადახდევინების შესახებ 2016 წლის 4 ნოემბრის ბრძანების აღსრულების ფაქტობრივი საფუძველი, აღარ არსებობდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შესაბამისი წარმოების ჩატარების გზით, ლ. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით საჯარო აუქციონზე რეალიზაციის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დრო უსწრებდა ლ. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით გამართული იძულებითი საჯარო აუქციონის ჩატარებისა და შესაბამისი განკარგულების გამოცემის თარიღს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავდა იმ საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა მართლზომიერად ჩაითვლება, თუ თავად მესაკუთრე უფლებამოსილია მის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა განახორციელოს გარკვეული ვალდებულებების სანაცვლოდ, ამასთან აღსრულების ეროვნული ბიუროც უფლებამოსილია იძულებით საჯარო აუქციონზე გაიტანოს და გაასხვისოს კონკრეტული პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, შესაძლებელი იყო ლ. მ-ის საკუთრების იძულებითი საჯარო აუციონზე რეალიზაცია კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილებით, ვინაიდან, ბათილად იქნა ცნობილი ლ. მ-ის მიერ სს „...ოსთან“ დადებული თავდებობის წერილი, ლ. მ-ს უკვე შემხებლობა და ვალდებულება არ ჰქონდა 2013 წლის 30 ნოემბერს სს „...ოსა“ და გ. ბ-ს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მიმართ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ლ. მ-ის საკუთრების უფლებაში ჩარევა და მისი კუთვნილი უძრავი ქონების იძულებით საჯარო აუქციონზე რეალიზაცია, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში ყოფნის პირობებში უსაფუძვლო იყო.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 24 ნოემბრის აუქციონის შედეგებისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 28 ნოემბრის №A16133715-016/001 განკარგულების ბათილად ცნობის საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და ი. დ-მა.
კასატორის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მითითებით, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. მ-ის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი ლ. მ-ის მიერ სს „...ოსთან“ დადებული თავდებობის წერილი. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია, თუმცა, სააპელაციო სასამართლო არ უთითებს როდის შევიდა კანონიერ ძალაში ხაშურის რაიონული სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება. კასატორის განმარტებით, სადავო არ არის არც ის გარემოება, რომ აღნიშნულის თაობაზე არც ლ. მ-ს და არც სს „...ოს“ არ უცნობებია აღსრულების ეროვნული ბიურისათვის. როგორც საქმის მასალებით დასტურდება აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის აღნიშნული გარემოების შესახებ ცნობილი გახდა 2017 წლის 20 დეკემბერს, როდესაც ლ. მ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს და გენერალურ პროკურორს. ამ დროისთვის კი აღსრულების ეროვნულ ბიუროს დასრულებული ჰქონდა აუქციონი და გაცემული იყო განკარგულება.
კასატორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონიერ ძალაში შესული ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელესთან მიმართებაში აღმოიფხვრა დავალიანების გადახდევინების შესახებ 2016 წლის 4 ნოემბრის ბრძანების აღსრულების ფაქტობრივი საფუძველი, აღარ არსებობდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შესაბამისი წარმოების ჩატარების გზით ლ. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით საჯარო აუქციონზე რეალიზაციის საფუძველი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე ლ. მ-ს ჩაბარდა 2017 წლის 17 მარტს, ხოლო განცხადებით ხაშურის რაიონულ სასამართლოს ლ. მ-მა მიმართა 2017 წლის 29 სექტემბერს, ანუ ამ დროისათვის მხარე ინფორმირებული იყო რომ მის წინააღმდეგ დაწყებული იყო იძულებითი აღსრულება, მაგრამ არ გამოუყენებია უფლება შეეჩერებინა მის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები.
კასატორი - ი. დ-ი აღნიშნავს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2017 წლის 28 ნოემბერს გამოსცა №A16133715-016/001 განკარგულება, რომლის თანახმადაც ლ. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი 2017 წლის 24 ნოემბერს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ი. დ-ი, რომელმაც სრულად გადაიხადა თანხა და ზემოაღნიშნული განკარგულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად წარმოეშვა საკუთრების უფლება შეძენილ უძრავ ქონებაზე.
ამასთან, კასატორის - ი. დ-ის მითითებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულება განხორციელდა 2016 წლის 4 ნოემბერს გამოცემული დავალიანების გადახდევინების შესახებ №160811080/202691 ბრძანების საფუძველზე, რომელიც არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, აქტი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ქონების საჯარო აუქციონის ფორმით რეალიზაცია დღეის მდგომარეობით წარმოადგენს ძალაში მყოფ აქტს. ამდენად, კასატორის - ი. დ-ის მოსაზრებით, მხოლოდ ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თავდებობის გაუქმების შესახებ ეჭვქვეშ ვერ აყენებს გადახდის ბრძანების კანონიერებას და იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ ეთანხმებოდა გადახდის ბრძანებას, მას უნდა მოეხდინა აღნიშნული აქტის გასაჩივრება კანონით დადგენილი წესით.
კასატორის - ი. დ-ის განმარტებით, თავად ლ. მ-მა არ გამოიჩინა გონივრული წინდახედულობა და არ უზრუნველყო მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების სათანადო დაცვა. კასატორი - ი. დ-ი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე მოახდინა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობა, რომ არ შეუფასებია ი. დ-ის, როგორც უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენის საკითხი. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა და არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. დ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ი. დ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 24 ნოემბრის აუქციონის შედეგებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 28 ნოემბრის №A16133715-016/001 განკარგულების ბათილად ცნობის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2013 წლის 30 ნოემბერს სს „...ოსა“ და მსესხებელ გ. ბ-ს შორის გაფორმებული სესხის საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ლ. მ-ის მიერ სს „...ოსთან“ დაიდო თავდებობის შეთანხმება (ე.წ. თავდებობის წერილი).
2016 წლის 23 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ხაშურის რაიონის ...ში, ...ის ქუჩის ...-ში მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 858 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე (№1 - საერთო ფართი 220,10 კვ.მ. და, №2 – 30.10 კვ.მ, (საკადასტრო კოდი: ...)), რეგისტრირებული იყო ლ. მ-ის საკუთრების უფლება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 04 ნოემბრის დავალიანების გადახდევინების შესახებ №160811080/202691 ბრძანებით, გ. ბ-ს პ/ნ ..., ლ. მ-ს პ/ნ ... (თავდები), ე. კ-ეს პ/ნ ... და მ. ბ-ს პ/ნ ... დაეკისრათ დავალიანების გადახდა 2582,99 აშშ დოლარისა და 150 ლარის ოდენობით, აპლიკანტის სს „.. ოს“ - ს/ნ ... მიმართ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 02 დეკემბრის №160811080/210138 მიმართვით მითითებული ბრძანება მიექცა აღსასრულებლად.
აღნიშნული ბრძანება გაეგზავნა ლ. მ-ს და ჩაბარდა პირადად - 2017 წლის 03 იანვარს.
2016 წლის 26 დეკემბერს, სს „...ომ“ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 04 ნოემბრის დავალიანების გადახდევინების შესახებ №160811080/202691 ბრძანების აღსრულება.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ მოვალეების გ. ბ-ის, ლ. მ-ის, ე. კ-ის და მ. ბ-ის მიმართ 2016 წლის 27 დეკემბერს გამოსცა №A16133715-006/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. წინადადებაში მითითებულია, რომ გ. ბ-ს, ლ. მ-ს, ე. კ-ეს და მ. ბ-ს დაეკისრათ დავალიანების გადახდა 2582,99 აშშ დოლარისა და 150 ლარის ოდენობით, აპლიკანტ სს „...ოს“ (ს/ნ ...) მიმართ. მოვალეებს განესაზღვრათ 7 (შვიდი) დღის ვადა დაკისრებული თანხის ნებაყოფლობით გადასახდელად. მათვე განემარტათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
№A16133715-006/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ პირადად ჩაბარდა ლ. მ-ს - 2017 წლის 03 იანვარს.
2017 წლის 17 მარტს, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა გ. ქ-მა ადგილზე აღწერა ხაშურის რაიონის ...ში, ...ის ქუჩის ...-ში მდებარე უძრავი ქონება.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 02 მაისის დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ №34057 შეფასების ანგარიშით ხაშურის რაიონის ...ში, ...ის ქუჩის ...-ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი: ..., საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 88 000 (ოთხმოცდარვაათასი) ლარი.
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ე. ჯ-მა 2017 წლის 02 მაისს №16133715-010/001 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ეცნობებინა, ირიცხებოდა თუ არა ლ. მ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში უძრავი ქონება, იყო თუ არა აღნიშნული უძრავი ქონება დატვირთული იპოთეკით (მათ შორის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით), როდის და ვის სასარგებლოდ, აგრეთვე სხვა სანივთო ან სახელშეკრულებო უფლებით (ვალდებულებებით), როდის და ვის სასარგებლოდ, არის თუ არა უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ყადაღა, როდის და ვის მიერ.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 08 მაისის №... წერილის პასუხად აღმასრულებელ ე. ჯ-ს ეცნობა, რომ ხაშურის რაიონის ...ში, ...ის ქუჩის ...-ში მდებარე უძრავი ქონება რეგისტრირებულია ლ. მ-ის სახელზე და ნივთზე რეგისტრირებული იყო იპოთეკის უფლება (უფლების რეგისტრაციის ნომერია ..., თარიღი 17/04/2013, იპოთეკარი სს „ბ...ა", მესაკუთრე - ლ. მ-ი. იპოთეკის ხელშეკრულება №..., დამოწმების თარიღი 17/04/2013), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ლ. მ-ის ქონების მიმართ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა რეგისტრირებული არ იყო.
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურომ 2017 წლის 15 ივნისს მიმართა იპოთეკარ სს „ბ...ას“ უფლებამონაცვლეს სს „თ...ს“ და აცნობა, რომ მოვალე ლ. მ-ის კუთვნილ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო იპოთეკის ხელშეკრულება №..., ბანკს, როგორც იპოთეკარს შეატყობინა, რომ აღნიშნულ საქმეზე უახლოეს ვადაში დაინიშნებოდა იძულებითი აუქციონი მოვალის ლ. მ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, კერძოდ ხაშურის რაიონის ...ში, ...ის ქუჩის ...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ს/კ ....
სს „თ...ის“ წერილის თანახმად, ლ. მ-ს 2017 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით ბანკის წინაშე დავალიანება არ უფიქსირდებოდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2017 წლის 28 ნოემბერს გამოსცა №A16133715-016/001 განკარგულება, რომლის თანახმადაც, ლ. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ხაშურის რაიონის ...ში, ...ის ქუჩის ...-ში საკადასტრო კოდი: ...; შემძენი 2017 წლის 24 ნოემბერს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ი. დ-ი (პ/ნ ...), რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 4400 ლარად. ი. დ-მა თანხა გადაიხადა სრულად. აღსრულება განხორციელდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სს „...ოს“ (...) სასარგებლოდ. ამავე განკარგულების შესაბამისად, რეალიზებული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებდა ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდებოდა საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავდა ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე.
აღნიშნულის პარალელურად, 2017 წლის 29 სექტემბერს ლ. მ-მა სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების გ. ბ-ის და სს „...ოს“ მიმართ. მოსარჩელემ 2013 წლის 30 ნოემბრის თავდებობის წერილის ბათილად ცნობა მოითხოვა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 30 ნოემბერს სს „...ოსა“ და მსესხებელ გ. ბ-ს შორის საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლ. მ-ის მიერ სს „...ოსთან“ დადებული თავდებობის წერილი. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება - „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება) და აღსრულების შესახებ ბრძანება“.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველი არის აპლიკანტის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნის უფლება რესპონდენტის - ვალდებული პირის მიმართ (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონი; XVI1 თავი). ამდენად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების ფაქტობრივ/სამართლებრივ საფუძველს კონკრეტული რესპონდენტის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლება წარმოადგენს და შესაბამისად, სააღსრულებო მოქმედებები სწორედ ვალდებული პირის - რესპონდენტის მიმართ ხორციელდება. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ კრედიტორს - სს „...ოს“ - ლ. მ-ის მიმართ მოთხოვნის უფლება - სწორედ 2013 წლის 30 ნოემბრის თავდებობის წერილიდან გამომდინარე წარმოეშვა. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ - აუქციონის ჩატარებამდე თავდებობის წერილის ბათილად ცნობის პირობებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა კრედიტორის მოთხოვნას - ლ. მ-ის, როგორც თავდების მიმართ, რაც ჩატარებული აუქციონისა და მისი შედეგების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
რაც შეეხება, კასატორ - ი. დ-ის მითითებას მისი კეთილსინდისიერების თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოება სადავო არ არის, თუმცა ჩატარებული აუქციონის შედეგების და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საკითხი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად უნდა გადაწყდეს, რა დროსაც, აქტის გამოცემისას კანონისმიერი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, არსებობს ასეთი აქტის - მათ შორის, აღმჭურველი ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, თუ იგი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს, რაც ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს. ამდენად, მოცემულ პირობებში საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, კასატორის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლზე მითითებას და მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აღნიშნული დარღვევები არა სადავო განკარგულების გაუქმების, არამედ მოსარჩელის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი უნდა გახდეს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მის საკასაციო საჩივარზე 04.03.20წ. №03162 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №30077315.
ასევე, ვინაიდან, დ. მ-ის (პ/ნ ...) მიერ ი. დ-ის საკასაციო საჩივარზე 11.08.20წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №30077315
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ი. დ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.03.20წ. №03162 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. დ. მ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ი. დ-ის საკასაციო საჩივარზე 11.08.20წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი