Facebook Twitter

საქმე №ბს-607(კ-19) 28 ოქტომბერი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ს. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. შ-იმ 19.02.2018წ. სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: მოპასუხისთვის ს. შ-ის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ... ...ის ...სა და... ...ის ...ის საკითხების ... ...ის ... კატეგორიის ... ...ის თანამდებობაზე ან ამ თანამდებობის ტოლფას, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ სხვა თანამდებობაზე დანიშვნის დავალება, მოპასუხისთვის 2017 წლის 14 ნოემბრიდან შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის დღემდე ს. შ-ისთვის განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დავალება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 13.03.2018წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა მ. პ-ი.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 22.03.2018წ. გადაწყვეტილებით ს. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ს. შ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2018წ. განჩინებით ს. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 22.03.2018წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს აღძრული აქვს მავალდებულებელი სარჩელი, ის სადავოდ არ ხდის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების, მის მიმართ მობილობის პროცედურების განხორციელების და შედეგების, ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების პროცედურისა და შედეგების, ასევე, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის კანონიერებას. პალატამ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის მოსარჩელე უნდა აკმაყოფილებდეს თანამდებობაზე დანიშვნისთვის კანონით დადგენილ წინაპირობებს, რომელთაც შემხებლობა არ აქვთ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებთან. დადგენილია, რომ ს. შ-ი 01.06.2015წ. დაინიშნა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ... ...ის ... ...ის ... ...ის თანამდებობაზე, მის სამსახურეობრივ ფუნქციაში შედიოდა საარქივო დოკუმენტაციის დამუშავება და დაარქივება. საქართველოს პარლამეტის 15.06.2017წ. №987 დადგენილებით თვითმმართველი ქალაქი ახალციხე და ახალციხის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − ახალციხის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქ. ახალციხე. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 01.12.2017წ. №101 07 ბრძანებით, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის გამო, მოხელის მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე, 2017 წლის 01 დეკემბრიდან მოსარჩელე ს. შ-ი გათავისუფლდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ... ...ის ... კატეგორიის ... ...ის თანამდებობიდან. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა დამსაქმებელი ორგანიზაციის გაუქმება, ახალი ფორმით ჩამოყალიბება და მოხელის მობილობის განხორციელების შეუძლებლობა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 103-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეში სახეზეა ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება/შერწყმა, რამაც თავისთავად გამოიწვია მანამდე არსებული მუნიციპალიტეტების გაუქმება და არა ლიკვიდაცია, რადგან საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას ახალი საჯარო დაწესებულება არ წარმოიშობა. ამასთანავე, საჯარო დაწესებულებას, ვაკანტური თანამდებობების არსებობის შემთხვევაში, აქვს დისკრეციული უფლებამოსილება შეავსოს იგი მობილობის ან კონკურსის წესით დანიშნული პირით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საჯარო დაწესებულებათა რეორგანიზაციის ან შერწყმის შემთხვევებში მობილობის გამოყენების შესაძლებლობა დამოკიდებულია საჯარო სამსახურის სისტემაში სათანადო ვაკანსიის არსებობაზე და ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულების თანხმობაზე. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 18.12.2017წ. №252 07 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 01.12.2017წ. №101 07 ბრძანება. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 16.01.2018წ. წერილით ს. შ-ის ეცნობა, რომ მის მიმართ დასრულდა მობილობის პროცესი და ეთხოვა თანხმობა მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვაზე. ს. შ-იმ 09.02.2018წ. განცხადებით თანხმობა განაცხადა რეზერვში ჩარიცხვაზე. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 14.02.2018წ. №34907 ბრძანებით ს. შ-ი, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის გამო, მოხელის მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე, 2017 წლის 14 ნოემბრიდან ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და ჩაერიცხა შესაბამისი კომპენსაცია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არ ასაჩივრებს მისი საჯარო სამსახურის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვას, მობილობის პროცედურებსა და შედეგებს, ის აღძრავს მავალდებულებელ სარჩელს და მოითხოვს ახლად შექმნილ ორგანიზაციაში მის დანიშვნას. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.07.2017წ. №18 დადგენილებით მოხდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება, სადაც ... ...ის ... ...ის ... ...ის თანამდებობაზე დამტკიცებული იყო 5 საშტატო ერთეული, მათ შორის, ს. შ-ის მიერ დაკავებული საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ... ...ის ... კატეგორიის ... ...ის თანამდებობა. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 14.11.2017წ. №3 დადგენილებით ჩამოყალიბდა ... ...ის ... კატეგორიის ... ...ის შტატი ... ...ის ...სა და... ...ის ...ის საკითხებში (ფუნქციები: ადამიანური რესურსების გადამზადების წინადადების მომზადება, თანამშრომლების პირადი საქმეების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება, საარქივო დოკუმენტაციის დამუშავება და დაარქივება). პალატამ დადგენილად მიიჩნია აგრეთვე, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2017 წლის დეკემბერში სხვადასხვა პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას იღებდა ს. შ-ი. მოსარჩელე ... ...ის ...სა და... ...ის ...ის საკითხების ... ...ის ... კატეგორიის ... ...ის კონკურსში შეფასდა 5.6 ქულით, კულტურისა და განათლების საკითხების ... ...ის ... კატეგორიის ... ...ის კონკურსში კი - 5.2 ქულით, ხოლო კონკურსის სხვა მოანაწილე მ. პ-ი ვაკანსიაზე - ... ...ის ... ... ... ...ის ...ისა და ... ....ის ...ის საკითხებში შეფასდა 8.5 ქულით და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 23.02.2018წ. №408 07 ბრძანებით ამ თანამდებობაზე 2018 წლის 23 თებერვლიდან დაინიშნა 12-თვიანი გამოსაცდელი ვადით. მოსარჩელის მოსაზრებით, ვინაიდან მერიაში არსებობდა თავისუფალი შტატი, მუნიციპალიტეტის მერი ვალდებული იყო, მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ, მისი თანამშრომელი მობილობის წესით თუ მის გარეშე დაენიშნა ამ თავისუფალ თანამდებობაზე. პალატამ მიუთითა, რომ რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული ვაკანსიის შევსების მიზნით, ამავე ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განახორციელოს მობილობის პროცედურები, თუ არსებობს სათანადო ვაკანსია ან/და გამოაცხადოს კონკურსი, რომლის შედეგებზეც ადმინისტრაციული ორგანო იღებს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და რომელიც შეიძლება გახდეს დავის საგანი. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე სადავოდ არ ხდის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, როგორც მობილობის, ასევე კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით, პალატამ მიიჩნია, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა ქმედების განხორციელების დავალდებულების მოთხოვნით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ს. შ-ის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ საფუძველსაა მოკლებული ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის არარსებობაზე იმ პირობებში, როდესაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა 18.12.2017წ. №252 07 ბრძანებით ბათილად ცნო მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 01.12.2017წ. №101 07 ბრძანება. ს. შ-ი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.10.2018წ. №ბს-687-687(კ-18) და 11.07.2018წ. №ბს-162-162(კ-18) განჩინებებზე და აღნიშნავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ რეორგანიზაციის ფაქტი. გათავისუფლება დასაშვებია რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. შტატის მხოლოდ სახელის ან დაქვემდებარების ცვლილება არ ადასტურებს შტატის გაუქმებას. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როდესაც შტატი იმავე ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს, ახალი საშტატო ერთეულისთვის განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, არსებითად შეიცვალა საშტატო ერთეულის დასაკავებლად არსებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვ.. მოცემულ შემთხვევაში შენარჩუნებულია ადრინდელი საშტატო განრიგით გათვალისწინებული ძირითადი ფუნქციები. ორგანოს არ დაუსაბუთებია რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ფუნქციურად გაუქმება, ახალ საშტატო ნუსხაში ტოლფასი თანამდებობის არარსებობა. ამავე განჩინებებში აღნიშნულია, რომ შტატის შემცირების შემთხვევაშიც, მოხელის გათავისუფლება არ ხდება სათანადო დასაბუთების გარეშე, აღნიშნული უკავშირდება ორგანოს მიერ მუშაკთა უნარ-ჩვევების შეფასების უფლებამოსილებას, მათი პროფესიონალიზმის, შრომითი უნარ-ჩვევების, კომპეტენტურობის, განათლების, კარიერული ზრდის პერსპექტივის, პირადი თვისებების, კოლეგიალობის, რეპუტაციის და სხვა გარემოებების გათვალისწინებას. კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია მისი რეზერვში ჩარიცხვა, კომპენსაციის მიღება, კონკურსი და მისი შედეგები, ცალკე დავის საგანი არ ყოფილა, თუმცა არსებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში სასამართლოს ისედაც უნდა ემსჯელა აღნიშნულის კანონიერებაზე. ს. შ-ის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 14.11.2017წ. №3 დადგენილებით თანამშრომელთა საერთო რაოდენობა შემცირდა, არ გულისხმობს კასატორის მიერ დაკავებული შტატის შემცირებასაც. აღნიშნულს მხოლოდ დაემატა ფუნქციები, ეს კი არ ნიშნავს არსებითად ახალი შტატის შექმნას. ამასთანავე, ფუნქციების დამატებამ გამოიწვია შტატის კატეგორიის შეცვლა, მესამე რანგის მესამე კატეგორიის თანამდებობა შეიცვალა მესამე რანგის მეორე კატეგორიის თანამდებობად. კატეგორიის შეცვლა კი არ განიხილება შტატის შემცირებად ან გაუქმებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ მის მიმართ მობილობის პროცედურა არ უნდა განხორციელებულიყო, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს მობილობის პროცედურის გარეშე უნდა დაენიშნა ს. შ-ი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ... ...ის ... კატეგორიის ... ...ის თანამდებობაზე ... ...ის ...სა და... ...ის ...ის საკითხებში. კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 26.04.2017წ. №215 დადგენილებაზე და აღნიშნავს, რომ თანამდებობები იყოფა რანგებად, რანგები - კატეგორიებად. მოხელის რანგი არის კომპეტენციის შინაარსი და უფლებამოსილების დონე, მესამე რანგი მოიცავს უფროსი სპეციალისტის დონეს და მასში გაერთიანებულია მესამე, მეორე და პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობები. ამ კატეგორიების სპეციალისტების პასუხისმგებლობა, კომპეტენცია და უფლებამოსილებები ერთიანია. კატეგორიები განსაზღვრავს არა თანამდებობების დონეს, არამედ თანამდებობრივი სარგოს ოდენობებს. კასატორი ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 09.02.2018წ. №1286/07 წერილზე, რომლიდანაც ირკვევა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ლიკვიდაციამდე მესამე რანგის მესამე კატეგორიის თანამდებობაზე დასაქმებული მოხელეებიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში მესამე რანგის პირველ და მეორე კატეგორიის თანამდებობაზე მობილობით დაინიშნა 15 მოხელე. აღნიშნული ადასტურებს იმ გარემოებას, რომ პირველი, მეორე და მესამე კატეგორიები იერარქიულად ტოლფასი თანამდებობებია. ამდენად, თუნდაც მობილობის პროცედურის განხორციელების პირობებში, ს. შ-ი უნდა დანიშნულიყო ... ...ის ... კატეგორიის ... ...ის თანამდებობაზე ... ...ის ...სა და... ...ის ...ის საკითხებში. კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.11.2018წ. №ბს-234-234(2კ-18) განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უნდა დასაბუთდეს. აღნიშნულის მიუხედავად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა შეფასების მიღმა დატოვეს ის გარემოება, რომ საქმეში არ მოიპოვება ს. შ-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანება. კასატორმა მიუთითა შრომის კონსტიტუციური უფლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ არის განუსაზღვრელი უფლება და არ გამოდის სასამართლოს კონტროლის ფარგლებიდან. კასატორმა მიუთითა საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-2 მუხლზე და აღნიშნა, რომ მობილობის მიზანია პროფესიონალი კადრების შენარჩუნება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას კი არ ანიჭებს, არამედ ავალდებულებს თანამშრომელთა შენარჩუნებას. ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების შესახებ ეწინააღმდეგება როგორც კანონმდებლობას, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. კასატორი მიუთითებს მუნიციპალიტეტების შერწყმამდე მის მიერ დაკავებული თანამდებობისა (მესამე რანგის მესამე აკტეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა საქმისწარმოებისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში) და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფორის სპეციალისტის თანამდებობის მიზნებსა და ფუნქციებზე და აღნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი სრულიად მოიცავს მისი წინამორბედის მიზანს (საარქივო დოკუმენტაციის დამუშავება, დაარქივება) და ფუნქციებს (არქივის დამუშავება, საქმეთა მომზადება არქივისათვის ჩასაბარებლად და მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება), რაც ნიშნავს იმას, რომ ძველი შტატი არ გაუქმებულა, მას მხოლოდ ახალი ფუნქციები დაემატა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების მოსაზრებით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს. შ-ი 01.06.2015წ. დაინიშნა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ... ...ის ... ...ის ... ...ის თანამდებობაზე. საქართველოს პარლამეტის 15.06.2017წ. №987 დადგენილებით თვითმმართველი ქალაქი ახალციხე და ახალციხის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − ახალციხის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქ. ახალციხე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 102.1 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. შერწყმა არის ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება (103.3 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში სახეზეა თვითმმართველი ქალაქი ახალციხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის შერწყმა და მათ ერთ თვითმმართველ ერთეულად − ახალციხის მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბება. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 26.07.2017წ. ორგანული კანონის 2.3 მუხლის მიხედვით განისაზღვრა, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ არჩეულმა მუნიციპალიტეტების მერებმა/საკრებულოების თავმჯდომარეებმა საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით უნდა უზრუნველყონ 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საჯარო მოსამსახურეთა მობილობის წესით გადაყვანა 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/საკრებულოების აპარატებში. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52.1 მუხლის შესაბამისად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით (ანალოგიურ დებულებას შეიცავს სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ 4.1 მუხ.). საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და გამგეობაში, მათ შერწყმამდე, გათვალისწინებული იყო 135 საშტატო ერთეული (ტ.1, ს.ფ.111-116; 127-130), ახლადშექმნილ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში კი, გაერთიანების შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 14.11.2017წ. №3 დადგენილებით დამტკიცდა 115 საშტატო ერთეული (ტ.1, ს.ფ.149-158), გაუქმდა ს. შ-ის მიერ დაკავებული თანამდებობა. ამდენად, სახეზეა შტატების შემცირება - მობილობის პროცედურის დაწყების საფუძველი, რაც გულისხმობს ს. შ-ის დასაქამების შესაძლებლობას მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას ან დაბალ თანამდებობაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ნორმატიული საფუძვლები არ აწესრიგებდა ტოლფასი თანამდებობის დეფინიციას. ტოლფასი თანამდებობის შეფასებას ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობაში ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები განსაზღვრავდა (საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. №199 დადგენილებით დამტკიცებულ „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-3 მუხლის პირველ პუნქტს საქართველოს მთავრობის 21.05.2020წ. №315 დადგენილებით დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ტოლფასი თანამდებობა არის იმავე რანგისა და კატეგორიის თანამდებობა, რომლის სამუშაო აღწერილობა/ფუნქცია-მოვალეობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები იდენტურია ან უმეტესწილად მსგავსია). განსხვავებული ფუნქციები, მიზნები, დანიშნულება, ძირითად უფლებათა წრე და ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში იმ არსებით გარემოებათა არასრული ჩამონათვალია, რაც გამორიცხავს თანამდებობების ტოლფასად მიჩნევას. დადგენილია, რომ ს. შ-ი იკავებდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ... ...ის ... ...ის ... ...ის თანამდებობას, რომლის მიზანი იყო საარქივო დოკუმენტაციის დამუშავება და დაარქივება. მოსარჩელის ფუნქცია-მოვალეობებში შედიოდა: ელ. საქმისწარმოება; დაწესებულების არქივში მისაღებ საქმეთა გაფორმება; არქივის სააღრიცხვო დოკუმენტების სისტემა და სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოება; საქმეთა მომზადება არქივისთვის ჩასაბარებლად; მუნიციპალიტეტის არქივში დოკუმენტების ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზების უზრუნველყოფა; არქივში დაცული დოკუმენტებით სარგებლობის უზრუნველყოფა; არქივში დაცული დოკუმენტების ასლებისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის გაცემა; მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 14.11.2017წ. №3 დადგენილების თანახმად, ახლადშექმნილ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში დამტკიცდა მესამე რანგის მესამე კატეგორიის შემდეგი თანამდებობები: უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში (იურიდიული განყოფილება); უფროსი სპეციალისტი მოსაკრებლისა და გადასახადების საკითხებში (ეკონომიკური დაგეგმვის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახადების განყოფილება); უფროსი სპეციალისტი მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის საკითხებში (მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება); უფროსი სპეციალისტი მონიტორინგისა და ინსპექტირების საკითხებში (მონიტორინგისა და ინსპექტირების განყოფილება); უფროსი სპეციალისტი ჭაბუკთა პირველადი აღრიცხვის საკითხებში (პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილება) (ტ.1, ს.ფ.149-158). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული საშტატო ერთეულები არსებითად განსხვავდება ს. შ-ის მიერ დაკავებული თანამდებობის მიზნების, დანიშნულების, ფუნქცია-მოვალეობებისაგან და ვერ მიიჩნევა ს. შ-ის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასად. რაც შეეხება თანამდებობას, რომელზე დანიშვნასაც ითხოვს ს. შ-ი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 14.11.2017წ. №3 დადგენილებით დამტკიცებული ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ... ...ის ...სა და... ...ის ...ის საკითხების ... ...ის ... კატეგორიის ... ...ის თანამდებობას, მისი ფუნქციური დანიშნულების მიზანია ადამიანური რესურსების გადამზადების წინადადების მომზადება, თანამშრომელთა პირადი საქმეების და სხვა დოკუმენტაციის მომზადება, საარქივო დოკუმენტაციის დამუშავება და დაარქივება. აღნიშნული თანამდებობის ფუნქციებია: საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მერიაში დასაქმებულთა პირადი საქმეების წარმოება; მერიის საჯარო მოხელეთა სამუშაო გეგმებისა და სამუშაოთა აღწერილობების უზრუნველყოფა; მერიაში დასაქმებულთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმება; მერიის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების ორგანიზება, აღრიცხვა და ხელშეკრულებების პირობების დაცვის კონტროლი; ადმინისტრაციული წარმოებისა და პროცედურების დაცვა; ადამიანური რესურსების ელ. მართვის უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის არქივის დამუშავება; საქმეთა მომზადება არქივისთვის ჩასაბარებლად; მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული თანამდებობა არამხოლოდ მიზნებით და ფუნქცია-მოვალეობებით, არამედ იერარქიული მდებარეობითაც განსხვავდება ს. შ-ის მიერ დაკავებული თანამდებობისგან. ამ ახლადდამტკიცებული თანამდებობის ფუნქციათა უმრავლესობა საკადრო საკითხების უზრუნველყოფას მოიცავს. მხოლოდ ის გარემოება, რომ ახალი თანამდებობით გათვალისწინებული ფუნქციების მცირე ნაწილი (მუნიციპალიტეტის არქივის დამუშავება; საქმეთა მომზადება არქივისთვის ჩასაბარებლად; მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება) შედიოდა ძველი სამსახურის უფლებამოსილებებშიც, არ ქმნის ამ ორი თანამდებობის ტოლფას თანამდებობებად მიჩნევის საფუძველს. მოსარჩელე მიიჩნევს, თუმცა ვერ ასაბუთებს, რომ მეორე და მესამე კატეგორიები იერარქიულად ტოლფასი თანამდებობებია. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 26.04.2017წ. №215 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალი“ განსაზღვრავს საჯარო სამსახურში მოხელეთა თანამდებობების დასახელებებს, იერარქიულ რანგებში განაწილების უნიფიცირებულ წესსა და შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიულ ჩამონათვალს. ამ წესის თანახმად, ... ...ის ... კატეგორიის ... ...ი ასრულებს საშუალო სირთულის დავალებებს, რომელთა შესასრულებლად არ არის აუცილებელი დარგის სპეციფიკის სიღრმისეული ცოდნა, ხოლო მეორე კატეგორიის უფროსი სპეიცალისტის მოვალეობაში შედის რთული დავალებების შესრულება, რაც მოითხოვს ანალიტიკურ აზროვნებასა და დარგის სპეციფიკის ცოდნას. ამდენად, საფუძველსაა მოკლებული მესამე და მეორე კატეგორიის თანამდებობების ტოლფას თანამდებობებად მიჩნევა და ს. შ-ის ... ...ის ... კატეგორიის ... ...ის თანამდებობიდან ... ...ის ... კატეგორიის ... ...ის თანამდებობაზე დაწინაურება მობილობის საფუძველზე. მოსარჩელის კარიერული განვითარების შეუძლებლობას ადასტურებს ის გარემოებაც აგრეთვე, რომ ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგების მიხედვით მოსარჩელე ს. შ-ის შეფასება იყო ,,კარგი“- შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას, თუმცა არ გააჩნდა უფრო მაღალი თანამდებობის დაკავებისთვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები (ტ.1, ს.ფ.75-77). გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 14.11.2017წ. №3 დადგენილების თანახმად, არ დასტურდება ახლადშექმნილ ახალციხის მუნიციპალიტეტში ს. შ-ის მიერ დაკავებული თანამდებობაზე დაბალი თანამდებობის დამტკიცება. ამდენად, დასტურდება ს. შ-ის ახალციხის მუნიციპალიტეტში მობილობის შეუძლებლობა, რა დროსაც, ბიუროს მიერ ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხდება საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული სხვა საჯარო დაწესებულების შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის შესახებ ინფორმაციის მოძიება („წესის“ 12.2 მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბიუროს მიერ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასშტაბით მოძიებულ იქნა ინფორმაცია ადიგენის მუნიციპალიტეტში პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის შესახებ, თუმცა, ამ დაწესებულებაში მიმდინარე კონკურსის პროცედურების გამო, ვერ მოხერხდა ახალციხის მუნიციპალიტეტის შემცირებული მოხელეების ადიგენის მუნიციპალიტეტში დასაქმება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ იქნა მობილობის განხორციელებისთვის გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება, მობილობის შეუძლებლობა კი მართლზომიერად დაედო საფუძვლად ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 14.02.2018წ. №34907 ბრძანებას, რომლითაც მოსარჩელის თანხმობით, ს. შ-ი ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში (ტ.1, ს.ფ.47), ჩაერიცხა საკომპენსაციო თანხა 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით (ტ.1, ს.ფ.46).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის სახეობის შერჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოსარჩელის მიზანს. ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გაუქმების მოთხოვნით სარჩელის მიზანია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დამდგარი მდგომარეობის აღმოფხვრა, აქტის გამოცემამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. უკეთუ მოსარჩელის მიზანია არსებული მდგომარეობის შეცვლა და მისთვის ხელსაყრელი მდგომარეობის მიღწევა, სარჩელის დასაშვები სახეა - სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს სასკ-ის 22-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებებს, ასეთ შემთხვევაში, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს. შ-ისთვის ცნობილი იყო ადმინისტრაციულ ორგანოში დაწყებული მობილობის პროცედურისა და თანამდებობიდან მისი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, მოსარჩელე თავად დაეთანხმა მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვას, აიღო შესაბამისი კომპენსაცია, ამასთანავე, ს. შ-იმ მონაწილეობა მიიღო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ... ...ის ...სა და... ...ის ...ის საკითხების ... ...ის ... კატეგორიის ... ...ის კონკურსში, შეფასდა დაბალი ქულით, ვერ გადალახა კონკურსის საბოლოო ეტაპი, აღნიშნულ თანამდებობაზე კი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 23.02.2018წ. №408 07 ბრძანებით დაინიშნა მ. პ-ი. მოსარჩელეს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების საკითხი სადავოდ არ გაუხდია, მან პირდაპირ სასკ-ის 23-ე მუხლით გათვალისწინებული მავალდებულებელი სარჩელი აღძრა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დამდგარი მდგომარეობის აღმოფხვრის, აქტის გამოცემამდე არსებული მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის გარეშე მოითხოვა სამსახურში აღდგენის შესახებ აქტის გამოცემა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. სასკ-ის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დებულებანი. სსკ-ის 248-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს უფლება არ აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანსიის სასამართლოების მოსაზრება იმის შესახებ, რომ ს. შ-ის სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და განაცდური თანამდებობრივი სარგოს მოთხოვნის შესახებ საფუძველსაა მოკლებული და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ს. შ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე