საქმე #ბს-376(კ-21) 21 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 8 ოქტომბერს ა. ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მან მონაწილეობა მიიღო სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 10 მაისის #110/01-01 ბრძანებით ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ... ....ების სამსახურში მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში. მისივე განმარტებით, საკონკურსო კომისიამ 2018 წლის 31 ივლისს გამარჯვებულად გამოაცხადა 4 პირი, ხოლო 1 საშტატო ერთეული დატოვა ვაკანტურად. ა. ჩ-ის მიმართ საკონკურსო კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილება გასაჩივრდა საკონკურსო-სააპელაციო კომისიაში, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 7 სექტემბრის #193/2018 დადგენილებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცდა საკონკურსო კომისიების გადაწყვეტილება. სარჩელის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონსაწინააღმდეგოდ ჩატარებული კონკურსის შედეგებით მოსარჩელეს მიადგა პირდაპირი და უშუალო ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ხ. ბ-ე, მ. გ-ა, ლ. ღ-ი, მ. ჩ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით მოპასუხის - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ა. ჩ-ის სარჩელზე, მოპასუხის - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, მესამე პირები - ხ. ბ-ე, მ. გ-ა, ლ. ღ-ი, მ. ჩ-ე, სასარჩელო მოთხოვნებზე: 1. ბათილად იქნეს ცნობილი ა. ჩ-ის შეფასების ნაწილში კონკურსანტის შეფასების ფორმის მე-4 კატეგორიაში და კონკურსანტების: ხ. ბ-ის, მ. გ-ას, ლ. ღ-ის, მ. ჩ-ის შეფასების ნაწილში სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ... ....ების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 25 ივლისის #2 სხდომის ოქმი; 2. ბათილად იქნეს ცნობილი ა. ჩ-ის, ხ. ბ-ის, მ. გ-ას, ლ. ღ-ის, მ. ჩ-ის გასაუბრების ნაწილში სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ... ....ების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის #3 სხდომის ოქმი, შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით მოპასუხის - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ა. ჩ-ის სარჩელზე, მოპასუხის - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, მესამე პირები - ხ. ბ-ე, მ. გ-ა, ლ. ღ-ი, მ. ჩ-ე, სასარჩელო მოთხოვნებზე: 1. ბათილად იქნეს ცნობილი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრაზე ... ....ის ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ხ. ბ-ის, მ. გ-ას, ლ. ღ-ის, მ. ჩ-ის გამარჯვებულად გამოცხადების ნაწილში სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ... ....ების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის #4 სხდომის ოქმის (შემაჯამებელი) შედეგები; 2. ბათილად იქნეს ცნობილი ა. ჩ-ის 2018 წლის 3 აგვისტოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იმ ნაწილში, რომელიც ეხება მესამე პირებს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ... ....ების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო-სააპელაციო კომისიის 2018 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება; 3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 7 სექტემბრის #193/2018 დადგენილების პირველი პუნქტის ,,ზ.ბ“, ზ.გ“, ზ.დ“, ,,ზ.ე“ ქვეპუნქტები, რომლითაც სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრაზე ... ....ის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნენ: ხ. ბ-ე, მ. გ-ა, ლ. ღ-ი, მ. ჩ-ე; 4. დაევალოს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (საკონკურსო კომისიას ახალი შემადგენლობით) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრაზე ... ....ის 5 ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კონკურსანტების საკონკურსო დოკუმენტაციის ხელმეორედ გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა იმ ნაწილში, რომელიც ეხება მესამე პირებს, შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო.
საბოლოოდ, მოსარჩელემ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (მენეჯმენტისა და ადმინისტრირების, ფინანსებისა და საბანკო საქმის, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის, საერთაშორისო ბიზნესის და მარკეტინგის კათედრები) პროფესორებისა და ... ....ების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის #149/2018 დადგენილების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის #149/2018 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემადგენლობის „ა“ ქვეპუნქტში ცვლილბის შეტანის თაობაზე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 5 ივლისის #168/2018 დადგენილების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრაზე ... ....ის ერთი საშტატო ერთეულის ვაკანტურად დატოვებისა და კონკურსანტ ა. ჩ-ის შეფასების ნაწილში სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ... ....ების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის #4 სხდომის ოქმის (შემაჯამებელი) შედეგების, ა. ჩ-ის 2018 წლის 3 აგვისტოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ... ....ების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო-სააპელაციო კომისიის 2018 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ... ....ების აკადემიური თანამდებობების შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების ახალი შემადგენლობების დამტკიცების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის (საკონკურსო კომისიას ახალი შემადგენლობით) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრაზე ... ....ის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კონკურსანტის - ა. ჩ-ის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელმეორედ გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ... ....ების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის #4 სხდომის ოქმის (შემაჯამებელი) შედეგები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრაზე ... ....ის ერთი საშტატო ერთეულის ვაკანტურად დატოვებისა და კონკურსანტ ა. ჩ-ის შეფასების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ... ....ების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო-სააპელაციო კომისიის 2018 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება ა. ჩ-ის 2018 წლის 3 აგვისტოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომლითაც უცვლელად დარჩა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ... ....ების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის #4 სხდომის ოქმის (შემაჯამებელი) შედეგები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრაზე ... ....ის ერთ საშტატო ერთეულის ვაკანტურად დატოვებისა და კონკურსანტ ა. ჩ-ის შეფასების ნაწილში; სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრაზე ... ....ის 1 საშტატო ერთეულის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კონკურსანტის - ა. ჩ-ის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელმეორედ გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში დარჩა ძალაში.
პალატის მითითებით, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და მათი შეფასების, ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განმარტოს, ნათელი გახადოს, თუ რატომ, რომელ ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო მან კონკრეტული გადაწყვეტილება. პალატის მითითებით, ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა მან შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით. აქტის ადრესატს უნდა შეეძლოს იცოდეს, რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რის შესაძლებლობასაც მოკლებულია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების პირობებში.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად და უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში კი, პალატის მითითებით, სწორედ ასეთი დასაბუთების არარსებობა გახდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მოქმედი საკონკურსო კომისიის მოქმედების ფარგლები, უფლებამოსილებები, განსახორციელებელი ეტაპები (დოკუმენტაციის მიღება/შეფასება, გასაუბრება, ფარული კენჭისყრა და ა.შ.), საწარმოებელი დოკუმენტაციის ფორმები (მათ შორის, შეფასების ფორმა) მოწესრიგებულია საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მათ საფუძველზე გამოცემული უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით (მომწესრიგებელ ნორმებთან მიმართებით მოსარჩელეს პრეტენზია არ გამოუთქვამს). ამასთან, თსუ-ში აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მოქმედი საკონკურსო-სააპელაციო კომისიის მოქმედების ფარგლები, უფლებამოსილებები, ვადები, დაინტერესებული პირების ჩართულობის უზრუნველყოფა და ა.შ. მოწესრიგებულია საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მათ საფუძველზე გამოცემული უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით (მომწესრიგებელ ნორმებთან მიმართებით მოსარჩელეს პრეტენზია არ გამოუთქვამს).
კასატორის განმარტებით, სამართალწარმოებისას ყველა შესაძლო ფორმით, მათ შორის, წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიის მიერ საკუთარი ფულებამოსილებების სრულყოფილად განხორციელების ფაქტი ფორმალური და შინაარსობრივი თვალსაზრისით, კონკურსის თითოეულ ეტაპზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა თსუ-ში მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი ის ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ კონკურსის ჩატარებისა და მისი შედეგების სამართლებრივად გაფორმების წესს. ობიექტურად არსებული ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა კანონსაწინააღმდეგო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
დადგენილია, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ... ....ების სამსახურში მისაღებად რექტორის 2018 წლის 10 მაისის #110/01-01 ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის #149/2018 დადგენილების 1-ლი პუნქტისა და 2018 წლის 5 ივლისის #168/2018 დადგენილების საფუძველზე დამტკიცებულმა საკონკურსო კომისიამ 2018 წლის 6 და 25 ივლისის სხდომებზე მიიღო და გახსნა დალუქული საკონკურსო დოკუმენტაცია, დაადგინა კონკურსანტთა საბუთების შესაბამისობა მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან, ასევე, შეაჯამა კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები და განსაზღვრა კონკურსანტებთან გასაუბრების განრიგი. ა. ჩ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილა და შეაფასა კომისიის თითოეულმა წევრმა. კონკურსანტმა შეფასების პირველ ეტაპზე (შეფასების ფორმა (დანართი #4)), I კატეგორიაში - ფორმალური კვალიფიკაციის შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან მიიღო შეფასება „კვალიფიკაცია აკმაყოფილებს მოთხოვნებს“; II კატეგორიაში - პედაგოგიური გამოცდილების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან - „მაღალი“, III კატეგორიაში: „ხელს შეუწყობს კვლევითი პროფილის განვითარებას, საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესების ინტეგრაციას“ – „მაღალი“, „ხელს შეუწყობს თსუ-ის ეროვნულ და საერთაშორისო პოპულარობას“ – „მაღალი“, IV კატეგორიაში - სხვა სახის აქტივობა (ბოლო 6 წელი): „ხელს შეუწყობს ფაკულტეტის კვლევითი და სასწავლო პოტენციალის გაძლიერებას“ – „საშუალო“, „ხელს შეუწყობს თსუ-ის შემდგომ წინსვლას და განვითარებას“ – „მაღალი“. ასევე, დაფიქსირდა, რომ I კატეგორიის მიხედვით, პრეტენდენტი აკმაყოფილებდა კვალიფიკაციის მოთხოვნებს; II კატეგორიის მიხედვით, წარდგენილი სილაბუსები ძირითადად თანხვედრაში იყო თსუ-ის სილაბუსის ფორმასთან, შეფასება მაღალი; III კატეგორიის მიხედვით, წარდგენილი სტატიას საკონკურსო კომისიის მიერ შეფასდა მაღალ დონეზე. სამეცნიერო კვლევითი კონცეფცია საკონკურსო კომისიის მიერ შეფასდა მაღალ დონეზე; IV კატეგორიის მიხედვით, კონკურსანტი შეფასდა საშუალო დონეზე. საკონკურსო კომისიის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე (7 მომხრე, 0 წინააღმდეგი), ა. ჩ-ი გადავიდა II ტურში, მას მიენიჭა პრეტენდენტის სტატუსი და დაბარებულ იქნა გასაუბრებაზე.
როგორც სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ... ....ების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის #4 სხდომის ოქმით (შემაჯამებელი) ირკვევა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრაზე ... ....ის ერთი საშტატო ერთეული დარჩა ვაკანტური. ამავე ოქმის თანახმად, ა. ჩ-მა მიიღო 2 ხმა და მისი შეფასების ნაწილში საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველი გახდა შემდეგი გარემოება: 1-ლი კატეგორიის მიხედვით, პრეტენდენტი აკმაყოფილებდა კვალიფიკაციის მოთხოვნებს; მე-2 კატეგორიის მიხედვით, წარდგენილი სილაბუსები ძირითადად თანხვედრაში იყო თსუ-ის სილაბუსის ფორმასთან. გასაუბრებაზე სამეცნიერო კვლევითი კონცეფცია კონკურსანტის მიერ წარდგენილი იყო დამაკმაყოფილებად.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა, რის შედეგადაც, საკონკურსო-სააპელაციო კომისიამ დაადგინა, რომ ა) ა. ჩ-ის - კონკურსანტის ანკეტაში არსებული მონაცემი შესაბამისობაში იყო საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის სხდომის შემაჯამებელ #4 ოქმში არსებულ დასკვნასთან და კონკურსანტის შეფასების ფორმაში ასახულ მონაცემთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის წარმდგენი პირის მიმართ პროცედურული დარღვევები არ ფიქსირდებოდა; ბ) საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის სხდომის შემაჯამებელ #4 ოქმში ფიქსირდებოდა სტილისტური, ორთოგრაფიული და ტექნიკური ხასიათის შეცდომები, თუმცა ეს არ ცვლიდა საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ მე-8 მუხლზე, რომელიც ადგენს კონკურსის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისა და გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენის წესს. 8.1 მუხლის თანახმად, წინამდებარე წესის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდგომ საკონკურსო კომისია კონკურსის შედეგებს ურთიერთშეაჯერებს, აფასებს და იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, აკადემიურ თანამდებობაზე გამარჯვებულის გამოვლენის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ ფარული კენჭისყრის წესით. გამარჯვებულად ცხადდება პრეტენდენტი/პრეტენდენტები, რომელიც მიიღებს/მიიღებენ კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ხმების ნახევარზე მეტს. მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად, ინფორმაცია კენჭისყრის პროცედურების შესახებ და მისი შედეგები აისახება კომისიის ოქმში. საკონკურსო კომისიის კენჭისყრის საფუძველზე მიღებული შედეგები აისახება კომისიის შემაჯამებელ ოქმში. შემაჯამებელ ოქმში აუცილებლად აისახება მიღებული გადაწყვეტილებების (მათ შორის, შეფასებების) საფუძვლიანობა, პრეტენდენტთა გამარჯვებულად გამოცხადების ან გამოცხადებაზე უარის თქმის საფუძვლიანობა, პრეტენდენტთა გამარჯვებულად გამოცხადების ან გამოცხადებაზე უარის თქმის შინაარსობრივი საფუძვლები და დასაბუთება.
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოხსენებული წესი უნივერსიტეტს პირდაპირ ავალებს - პრეტენდენტის გამარჯვებულად გამოცახდებაზე უარის თქმის თაობაზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ გადაწყვეტილება საჭიროებს საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას. ამ მხრივ საგულისხმოა, რომ სადავო აქტები შემოიფარგლება მხოლოდ კანონით განსაზღვრული უარის თქმის საფუძვლის ფორმალური მითითებით და არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დგინდება, რომ კონკურსის პირველი ეტაპი მოსარჩელის მიერ საერთო ჯამში გადალახულ იქნა მაღალი შეფასების კრიტერიუმით. ამდენად, იმის მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელის მიმართ მიღებული საკონკურსო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება და კონკურსის პირველი ეტაპის მაჩვენებელი, წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთან, წარმოიშობა ვალდებულება, რომ ზედმიწევნით დასაბუთდეს ის გარემოება, თუ რატომ ვერ გაიარა პრეტენდენტმა გასაუბრების ეტაპი წარმატებით და რატომ ვერ გამოცხადდა გამარჯვებულად ის კანდიდატი, რომელმაც კონკურსის პირველი საფეხური საერთო ჯამში დადებითად გადალახა. ამდენად, ასეთ ვითარებაში, გადაწყვეტილება საჭიროებდა ბევრად მაღალ სტანდარტზე დაფუძნებულ შინაარსობრივ დასაბუთებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლის თანახმად, პრეტენდენტის შეფასება უნდა მომხდარიყო შეფასების თითოეული კრიტერიუმის მიხედვით, დასაბუთებული არგუმენტების საფუძველზე. საქმეში წარმოდგენილ საკონკურსო მასალაში კი, არ იყო მსჯელობა, რომლითაც დასაბუთდებოდა, რატომ არ დაუჭირა მხარი მოსარჩელის კანდიდატურას ან/და კონკრეტულად რომელი კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა მან, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა