გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 195-დად 7 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. გოგელია,
დ. სულაქველიძე
განიხილა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურისა და ი. მ-ს კერძო საკასაციო საჩივრები ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 ივლისის დადგენილბაზე, რომლითაც გაუქმდა ქ. თბილისის დიდუბე ჩუღურეთის რაიონული საგამოძიებო სამსახურის დადგენილება ი. მ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “თბილისის” ¹1 ფილიალის “მშენებლის” დირექტორმა შ. ვ-მა განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის პროკურატურას დიღმის აგრარული ბაზრის დირექტორ ი. მ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე. განცხადებაში შ. ვ. უთითებდა, რომ ქ. თბილისში, ... სს “თბილისის” ¹1 ფილიალ “მშენებელს”გამოყოფილი აქვს 1602 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც აშენებული იყო 534 კვ.მ შენობა-ნაგებობა, მათ შორის 100 კვ.მ ადმინისტრაციული შენობა. 2002წ. 10 ივნისს დიღმის აგრარული ბაზრის დირექტორმა ი. მ-მ უნებართვოდ დაანგრია ადმინისტრაციული შენობა და დაიტაცა სხვადასხვა ქონება.
ჩატარებული მოკვლევით დადგენილ იქნა შემდეგი:
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 26 იანვრის გადაწყვეტილებით დიღმის აგრარული ბაზარი მიმდებარე ტერიტორიებით გადაეცა ქონების მართვის სამინისტროს. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს წერილის თანახმად 1999წ. 25 ნოემბერს გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება (გამოსყიდვის უფლებით) 10 წლის ვადით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და აგრარული ბაზრის შრომითი კოლექტივის მიერ შექმნილი დროებითი ამხანაგობის წარმომადგენელ ი. მ-ს შორის საბოლოო საპრივატიზაციო ღირებულებით _ 92353,67 აშშ დოლარის საფასურად.
ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მომართვის შესაბამისად, ამ სამსახურის მიერ ცეკავშირის თბილისის სამომხმარებლო კოოპერატივის ფილიალ “მშენებლის” სახელზე ... მდებარე ნაგებობები და მიწის ნაკვეთი აღრიცხული არ არის. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ქ.თბილისის “არქმშენინსპექციის” წერილის თანახმად დიღმის აგრარული ბაზრის “დიღომი XXI საუკუნისათვის” გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე, მთავარი ნაგებობის მარცხენა ,,ჭ”, ფლიგელის ფუნდამენტზე ჩადგმული ნაგებობა არის შეუთანხმებელი თბილისის მთავარ არქიტექტორთან და პროექტზე მშენებლობის დაწყების სათანადო ნებართვა არ არის გაცემული.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მიერ გაცემული წერილის თანახმად, ... მდებარე აგრარული ბაზრის შენობაზე მიდგმული ხის ფარდული არ აკმაყოფილებდა ხანძარსაწინააღმდეგო ნორმებსა და წესების მოთხოვნებს.
“დიღომი XXI საუკუნის” დირექტორ ი. მ-ს განმარტების შესაბამისად, მათი ორგანიზაციის ძირითადი ნაგებობების ფუნდამენტზე მდგომი ფილიალი ¹1 “მშენებლის” ნაგებობა იყო უკანონო და მან თბილისის სამომხმარებლო კოოპერატივის თავმჯდომარეს რამდენჯერმე მიმართა თხოვნით უკანონო ნაგებობის დემონტაჟისა და ადგილის განთავისუფლების თაობაზე, რადგან შენობის ირგვლივ შექმნილი იყო მუდმივი ანტისანიტარიული მდგომარეობა და ხანძრის გაჩენის საშიშროება.
ვინაიდან “ცეკავშირის” სამომხმარებლო კოოპერატივმა მოთხოვნა არ შეასრულა, ი. მ-მ შექმნა კომისია და ოქმის მიხედვით აღწერილ იქნა ნაგებობის შიგნით არსებული ინვენტარი და დოკუმენტები, რის შემდეგაც მოხდა უკანონო ნაგებობის დემონტაჟი. აღწერილი ინვენტარი, დოკუმენტები და თვით ნაგებობა, რომელიც შედგებოდა ხის მასალისაგან, უკლებლივ შენახულ იქნა კაპიტალურად დაცულ შენობაში. აღნიშნული მასალების საფუძველზე ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული საგამოძიებო სამსახურის 2002წ. 25 აგვისტოს დადგენილებით არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ი. მ-ს მიმართ მის ქმედებაში დანაშაულის არარსებობის გამო.
2003წ. 30 აპრილს შ. ვ-მა საჩივრით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს 2002წ. 25 აგვისტოს დადგენილების გაუქმების თაობაზე. საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, კერძოდ სახელმწიფო საგადასახდო ინსპექციის სარეგისტრაციო ჟურნალის შესაბამისად, სადაც შპს “მშენებლის”, როგორც გადასახიდის გადამხდელის, მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ... ასევე თბილისის საქალაქო სამომხმარებლო და საზოგადოების გამგეობის 1990წ. 10 ივლისის ¹109 დადგენილების თანახმად, რომლის მიხედვითაც საქალაქო მომხმარებელთა საზოგადოების სარემონტო-სამშენებლო სამმართველო განლაგებულია დიღმის საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც სამმართველო იყენებს, როგორც საქმიან ეზოს, სადაც სამმართველოს მიერ თავისი ხარჯებით ჩატარებულია გარკვეული კეთილმოწყობის სამუშაოები. Aამავე დადგენილების თანახმად დიღმის საკოლმეურნეო ბაზრიდან სარემონტო _ სამშენებლო სამმართველოს ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა: სულ ტერიტორიის ფართობი 1411 კვ.მ, მათ შორის ქვიტკირის შენობა _ 60 კვ.მ, ხის ფარდულები _ 137 კვ.მ, დარჩენილი მიწის ფართობი 1214 კვ.მ, ასევე ქ.თბილისის ქონების მართვის სამმართველოს წერილის შესაბამისად, სადაც აგრარული ბაზრის ქონების დანართ ¹1-ში არ არის მოხსენებული სადავო ფართი, _ რაიონულმა სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივის ეროვნული ალიანსის “ცეკავშირის”, სააქციო საზოგადეობა Yთბილისის ¹1 ფილიალის “მშენებლის” ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, დიღმის საკოლმეურნეო ბაზარი. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, კერძოდ, 2002წ. 11 ივნისის ცეკავშირის თბილისის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის წარმომადგენლობის აქტის საფუძველზე, რომლის შესაბამისადაც ... მდებარე ¹1 ფილიალის “მშენებლის” ადმინისტრაციული შენობა დაანგრია დიღმის ბაზრის დირექტორმა ი. მ-მ, Aასევე, შპს “XXI საუკუნის” დირექტორისა და მისი თანამშრომლების მიერ 2002წ. 7 ივნისს შედგენილი აქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც მოხდა შენობის “დემონტაჟი”, ,,დემონტაჟამდე’’ შენობაში არსებული ინვენტარის აღწერა და მათი შენახვა კაპიტალურ შენობაში, რაიონულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ შესაძლებელია ი. მ-ს ქმედებაში სახეზე იყოს დანაშაულის შემადგენლობა, კერძოდ, სხვისი ნივთის დაბრუნების ან განადგურების საკანონმდებლო კონსტრუქცია. ზემოთ მითითებული დოკუმენტებისა და საქმის სხვა მასლების შეფასების საფუძველზე ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 7 ივლისის დადგენილებით გააუქმა პროკურატურის ზემოთ მითითებული დადგენილება და მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნა დიდუბე- ჩუღურეთის რაიონის საგამოძიებო სამსახურს.
კასატორი ი. მ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და საგამოძიებო სამსახურის დადგენილების უცვლელად დატოვებას იმ საფუძვლით, რომ ტერიტორია, სადაც განლაგებული იყო ის ნაგებობა, რომლის დემონტაჟიც სათანადო წესების დაცვით მისი განკარგულებით მოხდა, ეკუთვნის ბაზრის ტერიტორიას და მას ჰქონდა ამ ნაგებობის დემონტაჟის უფლება. Kკასატორის განმარტებით, დემონტაჟის საფუძველი გახდა ის, რომ ეს ნაგებობა იყო უკანონო, ქმნიდა ანტისანიტარიას და არ აკმაყოფილებდა ხანძარსაწინააღმდეგო ნორმებს.
მშვენიერაძის ინტერესების წარმომადგენელი, ადვოკატი ლ. ნ. ითხოვს რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და დიდუბე- ჩუღურეთის რაიონის საგამოძიებო სამსახურის დადგენილების უცვლელად დატოვებას იმ საფუძვლით, რომ 1999წ. 25 ნოემბერს გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება (გამოსყიდვის უფლებით) 10 წლის ვადით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და აგრარული ბაზრის შრომითი კოლექტივის მიერ შექმნილი დროებითი ამხანაგობის წარმომადგენელ ი. მ-ს შორის საბოლოო საპრივატიზაციო ღირებულებით _ 92353,67 აშშ დოლარის საფასურად. Aამ საიჯარო ხელშეკრულების თანახმად ქონების მართვის სამმართველომ დიღმის დასახლებაში მდებარე აგრარული ბაზრის შრომით კოლექტივს, კერძოდ კი ამ კოლექტივის წარმომადგენელ ი. მ-ს, იჯარით გადასცა აგრარული ბაზრის ქონება. Aამ ქონების ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს ,,ბ’’ ,,ვ’’ ,,გ’’ ლიტერები, სადაც შედის ის ნაგებობა, რომლის დემონტაჟიც მოახდინა ი. მ-მ. Aადვოკატის განმარტებით, ვინაიდან ნაგებობა იყო უკანონო, ქმნიდა ანტისანიტარიას და ხანძრის გაჩენის საფრთხის წყაროს წარმოადგენდა, ამიტომ ი. მ-მ მოახდინა მისი დემონტაჟი. Aადვოკატის მითითებით, ი. მ-მ ამის თაობაზე შეადგინა ოქმი. დემონტაჟამდე აღწერეს შენობაში არსებული ინვენტარი, ხოლო დემონტაჟის შემდეგ ეს ინვენტარი შეინახეს დაცულ შენობაში, სადაც იგი დღემდე ინახება.
შ. ვ-მა მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
შ. ვ-ს ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა ა. ა-მა მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვა რაიონული სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.
პროკურორებმა ზ. ც-მ და მ. შ-მ მხარი დაუჭირეს კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმება და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგამოძიებო სამსახურის დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, ი. მ-ს, მისი ინტერესების წარმომადგენელს, ადვოკატ ლ. ნ-ს, შ. ვ-ს, მისი ინტერესების წარმომადგენელს, ადვოკატ ა. ა-ს, პროკურორებს ზ. ც-ს და მ. შ-ს, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქმეში არსებული მასალების თანახმად 1999წ. 25 ნოემბერს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და აგრარული ბაზრის შრომითი კოლექტივის მიერ შექმნილი დროებითი ამხანაგობის წარმომადგენელ ი. მ-ს შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება (გამოსყიდვის უფლებით) 10 წლის ვადით საბოლოო საპრივატიზაციო ღირებულებით _ 92353,67 აშშ დოლარის საფასურად. ამ საიჯარო ხელშეკრულების თანახმად ქონების მართვის სამმართველომ ბაზრის შრომით კოლექტივს, კერძოდ კი ამ კოლექტივის მიერ შექმნილი დროებითი ამხანაგობის წარმომადგენელ ი. მ-ს იჯარით გადასცა დიღმის დასახლებაში მდებარე აგრარული ბაზრის ქონება. Aამ ქონების ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს ,,ბ’’ ,,ვ’’ ,,გ’’ლიტერები, სადაც საქმის მასალების თანახმად შედის ის ნაგებობა, რომლის დემონტაჟიც მოახდინა ი. მ-მ. საქმეში არსებობს შპს ,,დიღომი XXI საუკუნის” დირექტორის და ამავე საზოგადოების თანამშრომლების მიერ შედგენილი აქტი, რომლის თანახმადაც შენობის დემონტაჟამდე მოხდა ამ შენობაში არსებული ინვენტარის აღწერა და შემდეგ მისი შენახვა დაცულ შენობაში. პალატა თვლის, რომ მოკვლევის დროს უნდა გაირკვეს: ზემოთ მითითებული საიჯარო ხელშეკრულება არის თუ არა კანონიერ ძალაში, ხომ არ მომხდარა ამ ხელშეკრულების გაუქმება ან ხელშეკრულებაში რაიმე ცვლილებების შეტანა. მოკვლევის დროს ასევე უნდა გაირკვეს, თუ საიჯარო ხელშეკრულება არ გაუქმებულა, ძალაშია და დღესაც მოქმედებს, ამ საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე იმ ნაგებობის გადაცემის შემდეგ, რომელიც დაინგრა ი. მ-ს განკარგულებით, ი. მ-ს ჰქონდა თუ არა ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება ამ ნაგებობის დანგრევის შესახებ, თუ ასეთი განკარგულების გაცემისათვის საჭირო იყო მოიჯარის თანხმობა. Mმოკვლევისას უნდა შემოწმდეს: შენობა წარმოადგენდა თუ არა უკანონო ნაგებობას, ქმნიდა თუ არ ანტისანიტარიას და წარმოადგენდა თუ არა ხანძრის გაჩენის საფრთხის წყაროს. ამ და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხების გამოკვლევისა და სამართლებრივი შეფასების შემდეგ მოკვლევამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ხომ არ არის ი. მ-ს მიერ განხორციელებულ ქმედებაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 ივლისის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა ქ. თბილისის დიდუბე ჩუღურეთის რაიონული საგამოძიებო სამსახურის დადგენილება ი. მ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის თაობაზე დარჩეს უცვლელად.