Facebook Twitter
#ბს-593 (კს-21) 25 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს "...ი"

მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

დავის საგანი - უფლებამონაცვლის დადგენა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.2021წ. განჩინება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს ,,...მა’’ 09.03.2018წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 04.06.2015წ. N04-156/ო ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 29.11.2017წ. N29/11/2017 საოქმო გადაწყვეტილების შპს ,,...ის" 03.11.2017წ. N110242, N110245, N110246 და N110250 ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის "ა" პუნქტის და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 07.02.2018წ. წერილის ბათილად ცნობა; ასევე, შპს ,,...ის" (ამბროლაური) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.07.2017წ. N04/47507 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის N72/2017-09 შემოწმების აქტის ბათილად ცნობა; შპს ,,...ის’’ (ონი) მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.07.2017წ. N04/47507 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის N71/2017/09 შემოწმების აქტის ბათილად ცნობა; შპს ,,...ის" (ცაგერი) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.07.2017წ. N04/47507 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის N40/2017-09 შემოწმების აქტის იმ საჯარიმო სანქციების ნაწილში ბათილად ცნობა, რომლებიც გამოყენებული იყო შპს "ა...-ს" და შპს ,,ს...ის" მხრიდან გადაცემული და ავტომატურად აღრიცხული მოსარგებლეების შემთხვევებზე და მოსარჩელეს მათი ხელახალი რეგისტრაცია არ განუხორციელებია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.03.2018წ. განჩინებით ცალკე წარმოებად გამოეყო და განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელი შემდეგი სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში: შპს ,,...ის" (ამბროლაური) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.07.2017წ. 04/47507 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის N72/2017-09 შემოწმების აქტის, შპს ,,...ის" (ონი) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.07.2017წ. 04/47507 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის N71/2017/09 შემოწმების აქტის ბათილად ცნობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 04.06.2015წ. N04-156/ო ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 29.11.2017წ. N29/11/2017 საოქმო გადაწყვეტილების შპს "...ის" 03.11.2017წ. N110242, N110245, N110246 და N110250 ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტის და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 07.02.2018წ. წერილის ბათილად ცნობის ნაწილში (ამბროლაურისა და ონის ნაწილში); ხოლო ცალკე წარმოებად გამოეყო და განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ცაგერის რაიონული სასამართლოს სარჩელი შემდეგი სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში: შპს ,,...ის" (ცაგერი) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.07.2017წ. N04/47507 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის N40/2017-09 შემოწმების აქტის იმ საჯარიმო სანქციების ბათილად ცნობის ნაწილში, რომლებიც გამოყენებულია შპს ,,ა...-ს" და შპს ,,ს...ის" მხრიდან გადაცემული და ავტომატურად აღრიცხული მოსარგებლეების შემთხვევებზე და მოსარჩელეს მათი ხელახალი რეგისტრაცია არ განუხორციელებია, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 04.06.2015წ. N04-156/ო ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 29.11.2017წ. N29/11/2017 საოქმო გადაწყვეტილების შპს "...ის" 03.11.2017წ. N110242, N110245, N110246 და N110250 ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 07.02.2018წ. წერილის ბათილად ცნობის ნაწილში (ცაგერის ნაწილში).
ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით მიმართ შპს ,,...მა", რომლითაც მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 04.06.2015წ. N04–156/ო ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 29.11.2017წ. N29/11/2017 საოქმო გადაწყვეტილების, შპს ,,...ის 03.11.2017წ. N110245 და N110250 ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტისა და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 07.02.2018წ. წერილის ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ასევე შპს ,,...ის’’ (ამბროლაური) მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.07.2017წ. N04/47507 წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის N72/2017–09 შემოწმების აქტის და შპს ,,...ის (ონი) მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.07.2017წ. N04/47507 წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის N71/2017–09 შემოწმების აქტის ბათილად ცნობა.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 26.06.2018წ. გადაწყვეტილებით შპს ,,...ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 04.06.2015წ. N04–156/ო ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 29.11.2017წ. N29/11/2017 საოქმო გადაწყვეტილება, შპს ,,...ის" 03.11.2017წ. N110245 და N110250 ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტი და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 07.02.2018წ. წერილი; შპს ,,...ის (ამბროლაური) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.07.2017წ. N04/47507 წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტის N72/2017–09 შემოწმების აქტი, შპს ,,...ის (ონი) მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.07.2017წ. N04/47507 წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის N71/2017–09 შემოწმების აქტი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 26.06.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.2018წ. გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 26.06.2018წ. გადაწყვეტილება 1.2 და 1.3 პუნქტებში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.07.2017წ. N04/47507 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციიის შემოწმების N72/2017-09 და N71/2017-09 აქტები მკაცრი აღრიცხვის N476 თანხმობის ფორმაზე ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის დაურთველობის გამო საჯარიმო სანქციების დაკისრების ნაწილში; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა შპს ,,ა...ის’’ და შპს ,,ს...ის’’ მხრიდან გადაცემული და ავტომატურად აღრიცხული მოსარგებლეების ხელახალი რეგისტრაციის განუხორციელებლობის შემთხვევებთან დაკავშირებით (მკაცრი აღრიცხვის N476 თანხმობის ფორმაზე ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი დაურთველობის გამო); დანარჩენ ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა,
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 03.12.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.2018წ. გადაწყვეტილება.
12.02.2021წ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ განცხადებით, ხოლო 31.03.2021წ. დაზუსტებული განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.2018წ. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებად სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დადგენა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.2020წ. განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.2018წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აპელანტ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 10.10.2019წ. #487 დადგენილების 1.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ერთიანი მაკონტროლებელი ორგნოს ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. ამავე მუხლის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი წლ(ებ)ის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუსწავლელი შემთხვევების შესწავლა (კონტროლი/რევიზია), კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 17.08.2020წ. #509 დადგენილებით დაფუძნდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, რომელსაც ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით გადაეცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობები (საქართველოს მთავრობის 17.08.2020წ. #509 დადგენილების 2.1 მუხლი). ამდენად, საქართველოს მთავრობის 10.10.2019წ. N487 დადგენილებაში მითითებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნაცვლად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული, მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით).
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველი დავის საგანი უკავშირდება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ზედამხედველობის ფარგლებში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლის განხორციელებას და შესაბამისი შემოწმების შედეგების კანონიერებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა მოცემულ დავაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებად სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცნობის საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.2021წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 10.10.2019წ. #487 დადგენილების პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები შესაბამისი რესურსით გადაეცა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. ამავე მუხლის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ (დღეის მდგომარეობით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, სამართალმემკვიდრე ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით) უნდა უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით), რაც კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გულისხმობს არა საქმეზე რაიმე სახით რეგულირების სააგენტოს მხარედ ჩაბმას, არამედ რეგულირების სააგენტოს ჩართულობას სპეციალისტის მონაწილეობით.
კერძო საჩივრის ავტორი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. #36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (დღეის მდგომარეობით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო) წარმოადგენდა და წარმოადგენს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ განმახორციელებელს და იგი უფლებამოსილია განკარგოს აღნიშნული მომსახურების უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი თანხები, რეგულირების სააგენტოს არ ჰქონია და არ აქვს წვდომა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსახორციელებელ ასიგნებებზე.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საქართველოს მთავრობის 10.10.2019წ. #487 დადგენილებით რეგულირების სააგენტოს გადაეცა ადმინისტრირების მხოლოდ ერთი ნაწილი, რაც ამ დადგენილების ძალაში შევლიდან განხორციელებულ კონტროლის ფუნქციას გულისხმობს და არა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ადრე განხორციელებული კონტროლის შედეგად შედგენილ აქტებთან მიმართებაში ადმინისტრაციული და სასარჩელო წარმოებაში უფლებამონაცვლეობას. მოცემულ შემთხვევაში საუბარია წარსულში არსებული საქმეების დასრულებაზე და არა დღეის მდგომარეობით განხორციელებულ და მომავალში განსახორციელებელ კონტროლის ღონისძიებებზე. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებული აქვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და შესაბამისად, მანვე უნდა შეასრულოს და აღასრულოს სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, რეგულირების სააგენტო ვერ იქნება პასუხისმგებელი სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სამართლებრივ შედეგებზე.





ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :


საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდაა გამხდარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცნობის საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვ.) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 10.10.2019წ. #487 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ერთიანი მაკონტროლებელი ორგანოს ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაევალა შესაბამისი წლ(ებ)ის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუსწავლელი შემთხვევების შესწავლა (კონტროლი/რევიზია), კანონმდებლობის შესაბამისად. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. #36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს: 2020 წლის 1 სექტემბრამდე სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო; 2020 წლის 1 სექტემბრიდან: სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, გარდა 1.8 დანართის მე-2 პუნქტისა; ბ.ბ) 1.8 დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველყოფა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ევალება.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 17.08.2020წ. #509 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ გამოცხადდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
მოხმობილი ნორმების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით მინიჭებული უფლებამოსილებები სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს გადაეცათ, რაც საქმეში სათანადო უფლებამონაცვლეების დადგენის წინაპირობებს ქმნის. ნორმატიული აქტებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომლის უფლებამონაცვლედაც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო განისაზღვრა, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მიმართულებით მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით დაევალა.
განსახილველ შემთხვევაში, შპს "...ის" სარჩელით მოთხოვნილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შერჩევითი შემოწმების აქტებისა და მასთან დაკავშირებით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. შესაბამისად, მოცემული დავა შეეხება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კონტროლის/რევიზიის შედეგების კანონიერებას. ამ მიმართულებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებს წარმოადგენენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება მოცემულ დავაში სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მხოლოდ სპეციალისტის მონაწილეობით ჩართულობასთან დაკავშირებით და სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სამართლებრივ შედეგებზე რეგულირების სააგენტოს პასუხისმგებლობის გამორიცხვასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში შემოწმების აქტები ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ბათილად იქნა ცნობილი და მოპასუხეს საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ დაევალა მოსარჩელის შემოწმებასთან დაკავშირებით ახალი აქტების გამოცემა, რაც ზემოაღნიშნული ნორმატიული მოწესრიგების ფარგლებში ქმნის სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად საქმეში სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართვის აუცილებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებს წარმოადგენენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (იხ. 04.02.2021წ. საქმე #ბს-1122(კ-20); 26.01.21წ. Nბს-648(კ-19); 07.06.2021წ. Nბს-407(კ-21); 17.06.2021წ. Nბს-271(კს-21); 06.07.2021წ. Nბს-487(კს-21) სუსგ). ამდენად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობები.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და


დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.2021წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


გ. გოგიაშვილი