№ბს-998(კ-20) 11 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. მ-იის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო; მესამე პირები - თ. უ-ი; კერძო აღმასრულებელი ე. ღ-ეე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 17 მაისს თ. მ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის -სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 25 აპრილის №A19014182-012/001 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო თ. უ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო კერძო აღმასრულებელი ე. ღ-ეე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. მ-იის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თ. მ-იმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 მაისის განჩინებით თ. მ-იის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 21 აგვისტოს, თ. მ-ისა და თ. უ-ის შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თ. უ-იმა (იპოთეკარი) თ. მ-ის ასესხა 25 000 ლარი. ამავე ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ სესხის უზრუნველსაყოფად თ. მ-იმა იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (იპოთეკის საგანი), მდებარე: ქალაქი ყვარელი, თ. უ-იის ქუჩა №..., ს/კ ....
2019 წლის 4 თებერვალს, ნოტარიუს მ. ლ-ის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №190115413), რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენს - თ. უ-ი, მოვალეს - თ. მ-იი, ხოლო ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად მითითებულია სანოტარო აქტი: სესხისა და იპოთეკის შესახებ ხელშეკრულება (დამოწმებული 21.08.2017 წელს, ნოტარიუს მ. ლ-ის მიერ, რეგისტრირებული სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის რეესტრში: №170952612).
ამავე სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დადგინდა აუქციონზე იპოთეკის საგნის რეალიზაცია. იპოთეკის საგანია: უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ყვარელი, თ. უ-იის ქუჩა №..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ....
2019 წლის 7 თებერვალს, თ. უ-იმა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს - ე. ღ-ეეს, წარუდგინა მას 2019 წლის 4 თებერვლის სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №190115413) და მოითხოვა იძულებით აღსრულება.
თ. უ-ის 2019 წლის 7 თებერვლის განცხადების საფუძველზე, კერძო აღმასრულებელმა ე. ღ-ეემ დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება №A19014182, რომლის ფარგლებშიც კერძო აღმასრულებელმა 2019 წლის 7 თებერვალს, გადაწყვეტილების შესრულების შესახებ №A19014182-004/001 წინადადებით მიმართა თ. მ-ის და აცნობა, რომ კერძო აღმასრულებელ ე. ღ-ეის წარმოებაშია ნოტარიუს მ. ლ-ის მიერ 04.02.2019 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცელი №A190115413, რომლის თანახმად, მოვალე თ. მ-ის გააჩნია შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება თ. უ-ის მიმართ. წინადადებაში მიეთითა, რომ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია. იპოთეკის საგანია მოვალე თ. მ-იის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ყვარელი, თ. უ-იის ქუჩა №..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ....
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვალე თ. მ-ის მიეცა წინადადება შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაეხადა დაკისრებული თანხა. მასვე განემარტა, რომ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ განხორციელდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. კერძოდ, აღიწერებოდა, დაყადაღდებოდა და შეფასდებოდა აღსრულების საგანი და ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ჩატარდებოდა პირველი იძულებითი აუქციონი, ხოლო იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად და დამატებით არ ეცნობებოდა. ამასთან, მოვალეს განემარტა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონი სძიებათა მიმდინარეობის დროის, ადგილისა და მდგომარეობის შესახებ შეეძლო მიეღო დეტალური ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებ.გვერდიდან www.nbe.gov.ge, გადახდის იდენტიფიკატორისა (გადახდის იდენტიფიკატორი: 1903229167) და პირადი ნომრის შეყვანის გზით, ასევე ვებ. გვერდიდან www.eauction.ge.
2019 წლის 7 თებერვლის №A19014182-004/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მოვალე თ. მ-ის გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით და 2019 წლის 9 თებერვალს ჩაბარდა პირადად.
2019 წლის 14 თებერვალს, კერძო აღმასრულებელმა ე. ღ-ეემ აღწერა და დააყადაღა უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ყვარელი, თ. უ-იის ქუჩა №..., რის შესახებაც შედგა აქტი უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ. აქტში მიეთითა, რომ უძრავი ქონების აღწერა და დაყადაღება განხორციელდა მოვალე თ. მ-იის თანდასწრებითა და მითითებით, ხოლო დაყადაღებული ქონება შესანახად ჩაბარდა თ. მ-ის.
2019 წლის 14 თებერვლის აქტი უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ ხელმოწერილია კერძო აღმასრულებელ ე. ღ-ეის, მოვალე - თ. მ-იისა და დამსწრე პირის - გ. ა-ას მიერ.
2019 წლის 15 თებერვალს, კერძო აღმასრულებელმა ე. ღ-ეემ №A19014182-007/001 წერილით მიმართა შპს „...ის“ დირექტორს და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ითხოვა თ. მ-იის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი ყვარელი, თ. უ-იის ქუჩა №..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., საბაზრო ღირებულებით შეფასება.
შპს „...ის“ 2019 წლის 18 თებერვლის დასკვნის თანახმად, თ. მ-იის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი ყვარელი, თ. უ-იის ქუჩა №..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., საბაზრო ღირებულებამ 2019 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით, შეადგინა 70 000 ლარი.
2019 წლის 20 თებერვალს, კერძო აღმასრულებელმა ე. ღ-ეემ სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ №A19014182-008/001 განაცხადით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარუდგინა №A19014182 სააღსრულებო წარმოების მასალები და ითხოვა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სააუქციონო მომსახურების გაწევა.
№A19014182 სააღსრულებო საქმეზე პირველი იძულებითი საჯარო აუქციონი აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცხადდა 2019 წლის 29 მარტს, თუმცა აუქციონი არ შედგა. პირველი განმეორებითი იძულებითი აუქციონი თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცხადებული იქნა 2019 წლის 8 აპრილს, თუმცა აუქციონი ამჯერადაც არ შედგა, ხოლო მეორე განმეორებითი იძულებითი აუქციონი გამოცხადებული იქნა 2019 წლის 16 აპრილს. აღნიშნულ აუქციონზე, მოვალე თ. მ-იის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ყვარელი, თ. უ-იის ქუჩა №..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., გაიყიდა 3 500 ლარად.
2019 წლის 25 აპრილს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მიღებული იქნა განკარგულება №A19014182-012/001, რომლის თანახმად, თ. მ-იის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქალაქი ყვარელი, თ. უ-იის ქუჩა №..., საკადასტრო კოდი: ..., შემძენი 2019 წლის 24 აპრილს დასრულებულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა თ. უ-ი. თ. უ-იმა უძრავი ქონება შეიძინა 3 500 ლარად.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ და აღნიშნა, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა მისთვის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ 2019 წლის 7 თებერვლის №A19014182-004/001 წინადადების ჩაბარების ფაქტს, ხოლო მის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონების აღწერისა და ყადაღის დადების შეუტყობინებლობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმის მასალებში წარმოდგენილ უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2019 წლის 14 თებერვლის აქტზე, რომლის თანახმად, კერძო აღმასრულებელმა ე. ღ-ეემ მოვალე თ. მ-იის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი ყვარელი, თ. უ-იის ქუჩა №..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., აღწერა და დაყადაღება განახორციელა თავად მოსარჩელის თანდასწრებით, რაც დადასტურებულია აღნიშნულ აქტზე თ. მ-იის ხელმოწერით (ხელმოწერის ნამდვილობის ფაქტი სადავოდ არ გამხდარა).
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როცა საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 14 თებერვლის უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტითა და მასზე თ. მ-იის ხელმოწერით დასტურდება მისივე თანდასწრებით, კერძო აღმასრულებლის მიერ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების ფაქტი, მხოლოდ მოსარჩელე მხარის - თ. მ-იის ზეპირსიტყვიერი განმარტებები იმის შესახებ, რომ მან არ იცოდა რა დოკუმენტზე აწერდა ხელს, ვერ გააქარწყლებს მის მიერ ხელმოწერის გზით დადასტურებულ წერილობით დოკუმენტს - 2019 წლის 14 თებერვლის აქტს უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარა აუქციონზე გასხვისებული უძრავი ქონების შეფასებასთან დაკავშირებით ალტერნატიული დასკვნის მოსამზადებლად უსახსრობაზე თ. მ-იის აპელირება და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ სააღსრულებო წარმოების დროს არანაირი ფორმით (მათ შორის, განცხადების წარდგენის გზით) არ ყოფილა გამოთქმული პრეტენზია უძრავი ქონების ან თუნდაც მასთან შეთანხმების გარეშე აღმასრულებლის მიერ უძრავი ქონების შეფასებასთან დაკავშირებით განხორციელებული სააღსრულებო მოქმედების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში, აუქციონის მომზადებისა თუ ჩატარებისას აღმასრულებლის მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი წესის რაიმე ნორმა არ დარღვეულა და აუქციონი ჩატარდა ხსენებულ ნორმათა დაცვით. შესაბამისად, არ არსებობს აუქციონის ჩატარების შედეგად მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 25 აპრილის №A19014182-012/001 განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. მ-იის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოების მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორმა დადგენამ და შეფასებამ გამოიწვია საქმეზე არასწორი სამართლებრივი შედეგის დადგომა.
კასატორის მითითებით, მან რეალურად არ იცოდა იმ დოკუმენტის (უძრავი ქონების 2019 წლის 14 თებრვლის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი) არსის შესახებ, რომელზედაც ხელი მოაწერა. მხედველობაში მისაღებია ის გარემოება, რომ რეალურად უძრავი ქონების შეფასება მოხდა ცალმხრივად და იპოთეკის საგანი შეფასდა საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლებ თანხად. ის გარმოება, რომ მან ალტერნატიული დასკვნა ვერ წარადგინა, მისი უსახსრობით იყო განპირობებული და არა საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულებით. მისთვის არ იყო ცნობილი აუქციონის ჩატარების დროისა და სხვა პირობების შესახებ, რამაც არსებითად დააზიანა მისი უფლებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. მ-იის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-იის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 25 აპრილის №A19014182-012/001 განკარგულების კანონიერების შეფასება წარმოადგენს, რომლითაც თ. მ-იის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქალაქი ყვარელი, თ. უ-იის ქუჩა №..., საკადასტრო კოდი: ..., შემძენი 2019 წლის 24 აპრილს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა თ. უ-ი. თ. უ-იმა უძრავი ქონება შეიძინა 3 500 ლარად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 21 აგვისტოს, თ. მ-ისა და თ. უ-ის შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თ. უ-იმა (იპოთეკარი) თ. მ-ის ასესხა 25 000 ლარი. ამავე ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ სესხის უზრუნველსაყოფად თ. მ-იმა იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (იპოთეკის საგანი), მდებარე: ქალაქი ყვარელი, თ. უ-იის ქუჩა №..., ს/კ ....
2019 წლის 4 თებერვალს, ნოტარიუს მ. ლ-ის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №190115413), რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენს - თ. უ-ი, მოვალეს - თ. მ-იი, ხოლო ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად მითითებულია სანოტარო აქტი: სესხისა და იპოთეკის შესახებ ხელშეკრულება (დამოწმებული 21.08.2017 წელს, ნოტარიუს მ. ლ-ის მიერ, რეგისტრირებული სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის რეესტრში: №170952612).
ამავე სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დადგინდა აუქციონზე იპოთეკის საგნის რეალიზაცია. იპოთეკის საგანია: უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ყვარელი, თ. უ-იის ქუჩა №..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ....
2019 წლის 7 თებერვალს, თ. უ-იმა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს - ე. ღ-ეეს, წარუდგინა მას 2019 წლის 4 თებერვლის სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №190115413) და მოითხოვა იძულებით აღსრულება.
თ. უ-ის 2019 წლის 7 თებერვლის განცხადების საფუძველზე, კერძო აღმასრულებელმა ე. ღ-ეემ დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება №A19014182, რომლის ფარგლებშიც კერძო აღმასრულებელმა 2019 წლის 7 თებერვალს, გადაწყვეტილების შესრულების შესახებ №A19014182-004/001 წინადადებით მიმართა თ. მ-ის და აცნობა, რომ კერძო აღმასრულებელ ე. ღ-ეის წარმოებაშია ნოტარიუს მ. ლ-ის მიერ 04.02.2019 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცელი №A190115413, რომლის თანახმად, მოვალე თ. მ-ის გააჩნია შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება თ. უ-ის მიმართ. წინადადებაში მიეთითა, რომ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია. იპოთეკის საგანია მოვალე თ. მ-იის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ყვარელი, თ. უ-იის ქუჩა №..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ....
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვალე თ. მ-ის მიეცა წინადადება შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაეხადა დაკისრებული თანხა. მასვე განემარტა, რომ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ განხორციელდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. კერძოდ, აღიწერებოდა, დაყადაღდებოდა და შეფასდებოდა აღსრულების საგანი და ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ჩატარდებოდა პირველი იძულებითი აუქციონი, ხოლო იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად და დამატებით არ ეცნობებოდა. ამასთან, მოვალეს განემარტა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა მიმდინარეობის დროის, ადგილისა და მდგომარეობის შესახებ შეეძლო მიეღო დეტალური ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებ.გვერდიდან www.nbe.gov.ge, გადახდის იდენტიფიკატორისა (გადახდის იდენტიფიკატორი: 1903229167) და პირადი ნომრის შეყვანის გზით, ასევე ვებ. გვერდიდან www.eauction.ge.
2019 წლის 7 თებერვლის №A19014182-004/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მოვალე თ. მ-ის გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით და 2019 წლის 9 თებერვალს ჩაბარდა პირადად.
2019 წლის 14 თებერვალს, კერძო აღმასრულებელმა ე. ღ-ეემ აღწერა და დააყადაღა უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ყვარელი, თ. უ-იის ქუჩა №..., რის შესახებაც შედგა აქტი უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ. აქტში მიეთითა, რომ უძრავი ქონების აღწერა და დაყადაღება განხორციელდა მოვალე თ. მ-იის თანდასწრებითა და მითითებით, ხოლო დაყადაღებული ქონება შესანახად ჩაბარდა თ. მ-ის.
2019 წლის 14 თებერვლის აქტი უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ ხელმოწერილია კერძო აღმასრულებელ ე. ღ-ეის, მოვალე - თ. მ-იისა და დამსწრე პირის - გ. ა-ას მიერ (ხელმოწერის ნამდვილობის ფაქტი სადავოდ არ გამხდარა).
2019 წლის 15 თებერვალს, კერძო აღმასრულებელმა ე. ღ-ეემ №A19014182-007/001 წერილით მიმართა შპს „...ის“ დირექტორს და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ითხოვა თ. მ-იის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი ყვარელი, თ. უ-იის ქუჩა №..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., საბაზრო ღირებულებით შეფასება.
შპს „...ის“ 2019 წლის 18 თებერვლის დასკვნის თანახმად, თ. მ-იის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი ყვარელი, თ. უ-იის ქუჩა №..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., საბაზრო ღირებულებამ 2019 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით, შეადგინა 70 000 ლარი.
2019 წლის 20 თებერვალს, კერძო აღმასრულებელმა ე. ღ-ეემ სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ №A19014182-008/001 განაცხადით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარუდგინა №A19014182 სააღსრულებო წარმოების მასალები და ითხოვა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სააუქციონო მომსახურების გაწევა.
№A19014182 სააღსრულებო საქმეზე პირველი იძულებითი საჯარო აუქციონი აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცხადდა 2019 წლის 29 მარტს, თუმცა აუქციონი არ შედგა. პირველი განმეორებითი იძულებითი აუქციონი თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცხადებული იქნა 2019 წლის 8 აპრილს, თუმცა აუქციონი ამჯერადაც არ შედგა, ხოლო მეორე განმეორებითი იძულებითი აუქციონი გამოცხადებული იქნა 2019 წლის 16 აპრილს. აღნიშნულ აუქციონზე, მოვალე თ. მ-იის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ყვარელი, თ. უ-იის ქუჩა №..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., გაიყიდა 3 500 ლარად.
2019 წლის 25 აპრილს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მიღებული იქნა განკარგულება №A19014182-012/001, რომლის თანახმად, თ. მ-იის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქალაქი ყვარელი, თ. უ-იის ქუჩა №..., საკადასტრო კოდი: ..., შემძენი 2019 წლის 24 აპრილს დასრულებულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა თ. უ-ი. თ. უ-იმა უძრავი ქონება შეიძინა 3 500 ლარად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-147 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „გ“, „ე“ და „ლ“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების) აღსრულებას ამავე კანონით დადგენილი წესით; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით, კრედიტორის შესაბამისი განცხადების საფუძველზე დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონით დადგენილ აუქციონის მოსამზადებელ პროცედურებს.
აღნიშნული კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით; მე-7 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები, ხოლო მე-8 პუნქტის შესაბამისად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ქონების აღწერის დროს, მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობის შემთხვევაში, ქონების საბაზრო ღირებულება აღინიშნება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს, სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარმოადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქონება შეფასებულია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაეყრდნოს სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, ხოლო თუ ერთსა და იმავე ქონებაზე დასკვნები წარმოადგინა ორივე მხარემ − ერთ-ერთ დასკვნას. სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის დასაშვებად მიჩნევის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო.
საკასაციო სასამართლო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-147 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ კერძო აღმასრულებელი ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურები გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს მას სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) თავის მიერ დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს სააუქციონო მომსახურების დადგენილი საფასური, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებებით წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების მასალები დამოწმებას არ საჭიროებს. ამავე კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
„იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესი“ დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად. ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს. აუქციონის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია აუქციონის ხანგრძლივობის გაზრდა გონივრული ვადით; ბ) ქონების საწყის ფასს; გ) გასაყიდი ქონების დასახელებას; ქონების მოკლე აღწერას (ლოტებად დაყოფის შემთხვევაში ლოტების მიხედვით), მის ადგილმდებარეობას, გარდამავალ უფლებათა ღირებულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც არის ქონების საბაზრო ღირებულების 5%, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს მესაკუთრის მიერ განსაზღვრული საწყისი ფასის 5%-ს; ე) ფასის მატების ბიჯის ოდენობას; ვ) აუქციონის ჩატარების პროცედურებს; ზ) ავტორიზებული პირის არსებობის შემთხვევაში, მისი მეშვეობით მოძრავი ქონების გაყიდვის პირობების თაობაზე; მე-3 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge, ხოლო მე-4 პუნქტით დადგენილია, რომ აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამავე კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში. ამავე კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ, ხოლო მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოვალე თ. მ-ის, 2019 წლის 7 თებერვლის №A19014182-004/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით და ჩაბარდა პირადად, 2019 წლის 9 თებერვალს (წინადადების ჩაბარების ფაქტი სადავო არ გამხდარა). მითითებულ წინადადებაში განემარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე და მე-18 მუხლების შინაარსი. მოვალეს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით შეესრულებინა მოთხოვნა. ასევე, მოვალე გაფრთხილებულ იქნა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, რომ შეფასდებოდა აღწერილი და დაყადაღებული აღსრულების საგანი და ქონებაზე ყადაღის დადებიდან ერთი თვის ვადაში ჩატარდებოდა პირველი იძულებითი აუქციონი. ამავე წინადადებების თანახმად, მოვალეს ეცნობა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეული ღონისძიებების შესახებ წინასწარ, პერსონალურად და დამატებით არ ეცნობებოდა. აუქციონის შესახებ მხარეს შეეძლო ინფორმაციის მიღება აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2019 წლის 14 თებერვლის აქტზე, რომლის თანახმად, კერძო აღმასრულებელმა ე. ღ-ეემ მოვალე თ. მ-იის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი ყვარელი, თ. უ-იის ქუჩა №..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., აღწერა და დაყადაღება განახორციელა თავად მოსარჩელის თანდასწრებით, რაც დადასტურდა აღნიშნულ აქტზე თ. მ-იის ხელმოწერით (აღნიშნული ხელმოწერის ნამდვილობა სადავო არ გამხდარა).
საკასაციო სასამართლო ასევე, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თ. მ-იის მიერ სააღსრულებო წარმოების დროს არანაირი ფორმით (მათ შორის, განცხადების წარდგენის გზით) არ ყოფილა გამოთქმული პრეტენზია უძრავი ქონების ან თუნდაც მასთან შეთანხმების გარეშე აღმასრულებლის მიერ უძრავი ქონების შეფასებასთან დაკავშირებით განხორციელებული სააღსრულებო მოქმედების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, გ. ბ-ეს (პ/ნ ...) თ. მ-იის საკასაციო საჩივარზე 10.11.2020წ. №10094283941 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. ბ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს თ. მ-იის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. მ-იის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 მაისის განჩინება;
3. გ. ბ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს თ. მ-იის საკასაციო საჩივარზე 10.11.2020წ. №10094283941 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა დაარ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი