გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 10 აპ 18 თებერვალი, 2000 წელი ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე გ. ხაბულიანი
მოსამართლეები: რ. შველიძე, მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ოვის წარმომადგენლის ხ. მ-ას საკასაციო საჩივარი, თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 1999 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც:
ა. მ-ოვი, დაბადებული 1977 წელს, მარნეულის რაიონის სოფელ აღმამედლოში, ეროვნებით
აზერბაიჯანელი, უპარტიო, 8-კლასის განათლებით, უცოლშვილო, სამართალში ყოფილი, მარნეულის სასამართლოს 1996 წლის 6 თებერვლის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 252-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 252-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და შეეფარდა ერთი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით.
პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
განაჩენით, მ-ოვს მსჯავრი დაედო შემდეგში: 1999 წლის 12 ივნისს, პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული პირადი ჩხერეკისას, მას აღმოაჩნდა 14,6 გრ. ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა".
ითხოვს რა განაჩენის გაუქმებას, ა. მ-ოვის წარმომადგენელი ხ. მ-ვა უთითებს, რომ საქმე განიხილეს არაობიექტურად, ქართულ ენაზე (მაშინ, როდესაც მსჯავრდებული აზერბაიჯანელია), არ დაჰკითხეს სათანადო მოწმეები, არ უზრუნველყვეს მ-ოვი თარჯიმნით. საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს მ-ოვის გამართლებას. მსჯავრდებული მ-ოვი თავისი ხელმოწერით ადასტურებს, რომ ეთანხმება საკასაციო საჩივარს.
საქართველოს გენერალური პროკურორის თანაშემწე _ ლ. ყ-ი შუამდგომლობს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
მსჯავრდებულის წარმომადგენელი _ ხ. მ-ა ითხოვს მ-ოვის გამართლებას და მის მიმართ საქმის წარმოებით შეწყვეტას.
პალატის წინაშე თავისი შუამდგომლობა წარმოადგინა საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის _ "ოზგანის" თავმჯდომარემ კ. მ-ევმა, რომელმაც ასევე ითხოვა მ-ოვის მიმართ საქმის წარმოებით შეწყვეტა.
პალატამ გამოიკვლია რა საქმის მასალები და საკასაციო საჩივრის მოტივთა დასაბუთებულობა, მოუსმინა მხარეებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ მ-ოვის დაკავება და ჩხრეკა მოხდა საპროცესო ნორმების დაცვით, რასაც ადასტურებენ საქმეზე მოწმედ დაკითხული _ გ-ოვი, ბ-ევი, ა-შვილი. პალატა თვლის, რომ უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის მოტივი იმის თაობაზე, რომ მ-ოვს პოლიციის თანამშრომლებმა ხელოვნურად შეუთითხნეს საქმე. საქმეშია ჩხრეკის ოქმი, რომელსაც თვით მ-ოვიც აწერს ხელს. მოწმეები ადასტურებენ, რომ მას ჰქონდა 14,6 გრამი "მარიხუანა", რაზედაც თვითონვე განმარტა, რომ სჭირდებოდა პირადი მოხმარებისათვის. მ-ოვი ამ საკითხთან და-კავშირებით დაპირისპირებულია მოწმეებთანაც, ხოლო საქმეში რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოწმეთა ჩვენებების ტენდენციურობას, არ მოიპოვება.
რაც შეეხება იმას, რომ გამოძიება და სასამართლო პროცესები ტარდებოდა ქართულ, ანუ მ-ოვისათვის გაუგებარ ენაზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ეს მოტივი უსაფუძვლოა. აღნიშნული ხარვეზი საქმეს არ აქვს, რამდენადაც რო-გორც გამოძიებაში, ისე რაიონულ და საოლქო სასამართლოში იგი უზრუნველყოფილი იყო თარჯიმნით და საქმის ყველა მასალას გაეცნო მისთვის გასაგებ ენაზე. ამას-თანავე, საქმის განხილვის ყველა სტადიაზე იგი უზრუნველყოფილი იყო დამცველით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მ-ოვის ქმედებას მიცემული აქვს სწორი იურიდიული შეფასება და სასჯელიც განსაზღვრულია მისი პიროვნებისა და დანაშაულის ხასიათის შესაბამისად.
ამდენად, განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს გაზიარებული.
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 561-ე მუხლით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 17 ნოემბრის განაჩენი _ არზულუმ - ბ. მ-ოვის მიმართ, დარჩეს უცვლელად.
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.