Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე #ბს-602(კ-22) 14 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ა. მ-ის, ა. ს-ის, მ. ჩ-ის, თ. ბ-ის, ბ. მ-ის (კანონიერი წარმომადგენლები: მამა - ა. მ-ი, დედა - მ. ფ-ი), თ. კ-ის, თ. ბ-ის, ვ. მ-ის, ზ. ზ-ის და ლ. წ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; მესამე პირები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, შპს „...ი“, ნ. ც-ე, გ. ბ-ე, გ. ბ-ე, დ. ჩ-ი, ვ. მ-ე, ზ. ნ-ი, თ. ხ-ე, თ. ო-ი, მ. ჩ-ი, ნ. ჩ-ი, ნ. ბ-ი, ნ. ნ-ი).

2019 წლის 18 ივნისს ა. მ-მა, ა. ს-ემ, მ. ჩ-მა, ნ. მ-მა, თ. ბ-ემ, ბ. მ-მა (კანონიერი წარმომადგენლები: მამა - ა. მ-ი, დედა - მ. ფ-ი), თ. კ-ემ, თ. ბ-მა, ვ. მ-მა, ლ. წ-მა, ა. კ-ემ, თ. ც-მა და ზ. ზ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელეებმა „ქ. თბილისში, ...ის ქ. #21-ში არსებული მიწის ნაკვეთისთვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 13 მარტის #1438 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით ა. მ-ის, ა. ს-ის, ნ. მ-ის, მ. ჩ-ის, თ. ბ-ის, ბ. მ-ის, თ. კ-ის, თ. ბ-ის, ვ. მ-ის, ლ. წ-ის, ა. კ-ის, თ. ც-ისა და ზ. ზ-ის შუამდგომლობა - გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - „ქ. თბილისში, ...ის ქ. #21-ში არსებული მიწის ნაკვეთისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 13 მარტის #1438 ბრძანების მოქმედება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ: შპს „...ი“, გ. ბ-ე, გ. ბ-ე, დ. ჩ-ი, ვ. მ-ე, ზ. ნ-ი, თ. ხ-ე, თ. ო-ი, მ. ჩ-ი, ნ. ც-ე, ნ. ჩ-ი, ნ. ბ-ი და ნ. ნ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა ა. კ-ის, თ. ც-ის და ნ. მ-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის თაობაზე; ა. კ-ის, თ. ც-ის და ნ. მ-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს შპს „...მა“ და ქ. თბილისში, ...ის ქ. #21-ში არსებული ქონების მესაკუთრეებმა: გ. ბ-ემ, გ. ბ-ემ, დ. ნ-მა, დ. ჩ-მა, ვ. მ-ემ, ზ. ნ-მა, თ. ხ-ემ, თ. ო-მა, მ. ლ-ემ, მ. ნ-მა, მ. ჩ-მა, ნ. ც-ემ, ნ. ჩ-მა, ნ. ბ-მა, ნ. ნ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით შპს „...ისა“ და ქ. თბილისში, ...ის ქ. #21-ში არსებული ქონების მესაკუთრეების - გ. ბ-ის, გ. ბ-ის, დ. ნ-ის, დ. ჩ-ის, ვ. მ-ის, ზ. ნ-ის, თ. ხ-ის, თ. ო-ის, მ. ლ-ის, მ. ნ-ის, მ. ჩ-ის, ნ. ც-ის, ნ. ჩ-ის, ნ. ბ-ისა და ნ. ნ-ის კერძო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში და გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - „ქ. თბილისში, ...ის ქ. #21-ში არსებული მიწის ნაკვეთისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 13 მარტის #1438 ბრძანების მოქმედება შეჩერდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ა. მ-ის, ა. ს-ის, მ. ჩ-ის, თ. ბ-ის, ბ. მ-ის (კანონიერი წარმომადგენლები: მამა - ა. მ-ი, დედა - მ. ფ-ი), თ. კ-ის, თ. ბ-ის, ვ. მ-ის, ლ. წ-ის და ზ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 13 მარტის #1438 ბრძანება „ქ. თბილისში, ...ის ქ. #21-ში არსებული მიწის ნაკვეთისთვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ“; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას (მერს) დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირმა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ, გ. ბ-ემ, გ. ბ-ემ, დ. ჩ-მა, ვ. მ-ემ, ზ. ნ-მა, თ. ხ-ემ, თ. ო-მა, მ. ჩ-მა, ნ. ჩ-მს, ნ. ბ-მა, ნ. ნ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. მ-მა, ა. ს-ემ, მ. ჩ-მა, თ. ბ-ემ, ბ. მ-მა (კანონიერი წარმომადგენლები: მამა - ა. მ-ი, დედა - მ. ფ-ი), თ. კ-ემ, თ. ბ-მა, ვ. მ-მა, ზ. ზ-მა და ლ. წ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 თებერვლის განჩინებით ლ. წ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ა. მ-ის, ა. ს-ის, მ. ჩ-ის, თ. ბ-ის, ბ. მ-ის (კანონიერი წარმომადგენლები: მამა - ა. მ-ი, დედა - მ. ფ-ი), თ. კ-ის, თ. ბ-ის, ვ. მ-ის და ზ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, გ. ბ-ის, გ. ბ-ის, დ. ჩ-ის, ვ. მ-ის, ზ. ნ-ის, თ. ხ-ის, თ. ო-ის, მ. ჩ-ის, ნ. ჩ-ის, ნ. ბ-ის, ნ. ნ-ის, ნ. ც-ის, შპს „...ის“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. მ-ის, ა. ს-ის, მ. ჩ-ის, თ. ბ-ის, ბ. მ-ის (კანონიერი წარმომადგენლები: მამა - ა. მ-ი, დედა - მ. ფ-ი), თ. კ-ის, თ. ბ-ის, ვ. მ-ის და ზ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ა. მ-მა, ა. ს-ემ, მ. ჩ-მა, თ. ბ-ემ, ბ. მ-მა (კანონიერი წარმომადგენლები: მამა - ა. მ-ი, დედა - მ. ფ-ი), თ. კ-ემ, თ. ბ-მა, ვ. მ-მა და ზ. ზ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებით კასატორებს - ა. მ-ს, ა. ს-ეს, მ. ჩ-ს, თ. ბ-ეს, ბ. მ-ს (კანონიერი წარმომადგენლები: მამა - ა. მ-ი, დედა - მ. ფ-ი), თ. კ-ეს, თ. ბ-ს, ვ. მ-ს და ზ. ზ-ს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზების შევსება, კერძოდ, ამავე ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული საკასაციო საჩივრის, ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის დედნისა და შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა დაევალათ.

ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორების წარმომადგენელს - დ. ჭ-ს და 2022 წლის 30 მაისს ჩაბარდა პირადად, რაც დასტურდება გზავნილზე მისი ხელმოწერით.

2022 წლის 9 ივნისს ა. მ-ის, ა. ს-ის, მ. ჩ-ის, თ. ბ-ის, ბ. მ-ის (კანონიერი წარმომადგენლები: მამა - ა. მ-ი, დედა - მ. ფ-ი), თ. კ-ის, თ. ბ-ის, ვ. მ-ის და ზ. ზ-ის წარმომადგენელმა - ბ. რ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადება, რომლითაც შევსებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. მ-ის, ა. ს-ის, მ. ჩ-ის, თ. ბ-ის, ბ. მ-ის (კანონიერი წარმომადგენლები: მამა - ა. მ-ი, დედა - მ. ფ-ი), თ. კ-ის, თ. ბ-ის, ვ. მ-ის და ზ. ზ-ის საკასაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, კანონით გათვალისწინებულ 21-დღიან ვადაში წარმოდგენილი თავდაპირველი საკასაციო საჩივრის კასატორის გრაფაში მითითებულნი იყვნენ ა. მ-ი, ა. ს-ე, მ. ჩ-ი, თ. ბ-ე, ბ. მ-ი (კანონიერი წარმომადგენლები: მამა - ა. მ-ი, დედა - მ. ფ-ი), თ. კ-ე, თ. ბ-ი, ვ. მ-ი და ზ. ზ-ი, თუმცა საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი 2022 წლის 9 ივნისის ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებაზე თანდართულ საკასაციო საჩივარში, კასატორის გრაფაში დამატებით მითითებულია ლ. წ-იც.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მართალია ლ. წ-მა სააპელაციო საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, თუმცა ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის სადავო გადაწყვეტილება მის მიმართ არ არის გამოტანილი. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, ლ. წ-ი არ წარმოადგენს სადავო გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უფლებამოსილ პირს.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, თავდაპირველი საკასაციო საჩივარი წარდგენილ იქნა კანონით განსაზღვრულ ვადაში, ა. მ-ის, ა. ს-ის, მ. ჩ-ის, თ. ბ-ის, ბ. მ-ის (კანონიერი წარმომადგენლები: მამა - ა. მ-ი, დედა - მ. ფ-ი), თ. კ-ის, თ. ბ-ის, ვ. მ-ისა და ზ. ზ-ის წარმომადგენლის - დ. ჭ-ის მიერ და აღნიშნულ საკასაციო საჩივარში არ არის მოხსენიებული ლ. წ-ი, ამასთან საქმეში არ არის მის მიერ არც დ. ჭ-ის და არც ბ. რ-ის სახელზე გაცემული მინდობილობები. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიერ, ხარვეზიც დადგენილ იქნა ა. მ-ის, ა. ს-ის, მ. ჩ-ის, თ. ბ-ის, ბ. მ-ის (კანონიერი წარმომადგენლები: მამა - ა. მ-ი, დედა - მ. ფ-ი), თ. კ-ის, თ. ბ-ის, ვ. მ-ისა და ზ. ზ-ის და არა ლ. წ-ის მიმართ.

აქედან გამომდინარე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2022 წლის 9 ივნისს წარმოდგენილ განცხადებაზე თანდართულ საკასაციო საჩივარში, კასატორად ლ. წ-ის მოხსენიება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც როგორც ხსენებული განცხადება, ასევე თანდართული საკასაციო საჩივარი ხელმოწერილია ბ. რ-ის მიერ და საქმეში არ ფიქსირდება ლ. წ-ის მიერ მის სახელზე გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ვერ იქნება მიჩნეული ლ. წ-ის კასატორად მიჩნევის საფუძვლად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. წ-ის ნაწილში საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. წ-ის ნაწილში საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ბ. სტურუა