საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე ¹178აპ-12 25 მაისი, 2012 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ რ. მ-ის, ზ. ა-ის, გ. გ-ის საკასაციო საჩივრები და მსჯავრდებულ ი. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ გ. მ-ის საკასაციო და კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 თებერვლის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენით რ. მ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი” და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით _ 15 წლით, ხოლო 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის გამოყენებით რ. მ-ს სასჯელად განესაზღვრა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 30 დეკემბრის განაჩენით რ. მ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 წელი, 6 თვე, 26 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. მ-ს სასჯელად განესაზღვრა 27 წლით, 6 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა.
იმავე განაჩენით: ზ. ა-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 25, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი” და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით _ 16 წლით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 10 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით, მე-3 ნაწილით _ 7 წლით, ხოლო 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის გამოყენებით, იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ზ. ა-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ი. კ-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი” და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით _ 16 წლით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 10 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის გამოყენებით ი. კ-ეს სასჯელად განესაზღვრა 26 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. გ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი” და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით _ 14 წლით, ხოლო 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის გამოყენებით გ. გ-ს სასჯელად განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ისინი სასჯელს იხდიან 2010 წლის 22 მარტიდან.
მსჯავრდებულებს _ ზ. ა-ეს, რ. მ-ს, გ. გ-სა და ი. კ-ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვათ: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: ზ. ა-ის კუთვნილი ,,VAძ-2107” მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ,,...”, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი და გ. გ-ის კუთვნილი ,,OPEL-AშთღA-ს” მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ,,...”, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვათ.
ი. კ-ის დაკავების ადგილიდან ამოღებული, ქარხნული წესით დამზადებული, 7,65 მმ კალიბრიანი ,,BღOVNING-ის” მოდელის პისტოლეტი 1 მჭიდით, 4 ვაზნით და ზ. ა-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ კალიბრიანი ,,GOLD-შთAღ 2002” მოდელის უნომრო პისტოლეტი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმის, საკასაციო საჩივრებისა და კერძო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი” და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, 25, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი” და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 ნაწილებითა და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების _ რ. მ-ის, ზ. ა-ის, გ. გ-ის საკასაციო საჩივრები და მსჯავრდებულ ი. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ გ. მ-ის საკასაციო და კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.