საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე ¹34აპ-12 ქ. თბილისი
ჩ-ი ა., 34აპ-12 19 ივნისი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან _ გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ გ. დ-ის
ადვოკატ _ მ. ფ-ას
მსჯავრდებულ _ ა. ჩ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ა. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ”, „დ” ქვეპუნქტებით (2011 წლის 25 თებერვლის ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (2011 წლის 28 თებერვლის ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, „ბ” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ”, „დ” ქვეპუნქტებით (2011 წლის მარტის ეპიზოდი) იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, საცავში უკანონო შეღწევით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ; ასევე _ ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის; ასევე _ ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 ივლისის განაჩენით ა. ჩ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებითა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
ამავე სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილებით “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ა. ჩ-ი გათავისუფლდა სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 11 თვისა და 26 დღის ვადით.
2011 წლის 25 თებერვალს, ღამის საათებში, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა ა. ჩ-მა განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა ქ. ოზურგეთში, ა-ში, --- ქუჩაზე მდებარე ლ. თ-ის ავტოფარეხში არსებულ და ამავე ავტოფარეხში მდგარი, ლ. კ-ის საკუთრებაში არსებული, “ოპელ-ასტრას” მოდელის ავტომანქანის კონსტრუქციის შემადგენელ სხვადასხვა დასახელების ნივთს. თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მითითებულ დროს ა. ჩ-მა ავტოფარეხის საკეტის დაზიანების გზით შეაღწია ავტოფარეხში და ფარულად დაეუფლა ლ. თ-ის კუთვნილ, 20 ლიტრი ტევადობის მინის ჭურჭელს, მასში არსებული სითხით და ლ. კ-ის კუთვნილი ავტომანქანის 115 ლარად ღირებულ აკუმულატორს.
2011 წლის 28 თებერვალს, ღამის საათებში, ა. ჩ-მა განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა ქ. ოზურგეთში, ა-ში, ყოფილი მეტეოროლოგიური სადგურის ტერიტორიაზე მდებარე, ტელეკომპანია “---” კუთვნილ სარეზერვო სატელევიზიო ანძაზე არსებულ ფერადი ლითონის შემცველ კაბელს. თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ა. ჩ-მა შეაღწია ყოფილი მეტეოროლოგიური სადგურის ტერიტორიაზე და ფარულად დაეუფლა აღნიშნულ სატელევიზიო ანძაზე არსებულ, 60 მეტრი სიგრძის კაბელს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 900 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2011 წლის მარტში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ღამის საათებში, ა. ჩ-მა განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა ქ. ოზურგეთში, ა-ში, --- ქ. ¹21-ში მცხოვრებ მოქალაქეთა _ მ. ც-ის, მ. ს-ის, ბ. კ-ისა და ც. გ-ას ავტოფარეხებში გაჩერებული ავტომანქანების ნაწილებსა და სხვადასხვა დასახელების ნივთს. ა. ჩ-მა მ. ც-ის ავტოფარეხის მცირე ზომის ფანჯრის დაზიანებით შეაღწია ავტოფარეხში და ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ, 400 ლარად ღირებულ 120 კგ თხილსა და “ვაზ-2106” მარკის ავტომანქანაში არსებულ, 100 ლარად ღირებულ დინამიკებს. ფარულად დაუფლებული ნივთებიდან მან 120 კგ თხილი წაიღო თავის სახლში. ა. ჩ-ის ქმედებით დაზარალებულ მ. ც-ს სულ მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
იმავე ღამით ა. ჩ-მა დააზიანა ც. გ-ას ავტოფარეხის კარი, შეაღწია შიგნით და ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ, მინის მცირე ზომის ბოთლებს. იმავე ღამით ა. ჩ-მა კარის საკეტის დაზიანებით მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწია ბ. კ-ის კუთვნილ ავტოფარეხში და ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ, 450 ლარად ღირებულ ელექტროსადენებს, 20 ლარად ღირებულ 2 ცალ წყლის საჭერს, ე.წ. “ვენტილს”, ქანჩებს, “ფოლკსვაგენის” მარკის ავტომანქანაში არსებულ, 400 ლარად ღირებულ, “სონის” ფირმის აუდიომაგნიტოფონსა და 150 ლარად ღირებულ აკუმულატორს. ა. ჩ-ის დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულს მიადგა 1100 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ა. ჩ-მა კარის საკეტის დაზიანებით მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწია მ. ს-ის ავტოფარეხში და ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ, 150 ლარად ღირებულ ელექტრობურღსა და წყლის გამათბობლის შემადგენელ, 50 ლარად ღირებულ ფერად ლითონს. ა. ჩ-ის დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულს მიადგა 200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
აღნიშნული ქმედებისათვის ა. ჩ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ”, „დ” ქვეპუნქტებით (2011 წლის 25 თებერვლის ეპიზოდი) მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (2011 წლის 28 თებერვლის ეპიზოდი) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, „ბ” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ”, „დ” ქვეპუნქტებით (2011 წლის მარტის ეპიზოდი) _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ა. ჩ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლის ვადით, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 წელი, 11 თვე, 26 დღე და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მიესაჯა 19 წლით, 11 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 12 მარტიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 დეკემბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი ა. ჩ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებული ა. ჩ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მის მიმართ დადგენილი განაჩენი მეტად მკაცრი და შეუსაბამოა დანაშაულის ხასიათთან; სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, სრულფასოვნად ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაეხმარა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში; დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია; ჰყავს პატიმარი მამა და მძიმედ ავადმყოფი დედა, რომელსაც მის მეტი მზრუნველი არავინ ჰყავს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
2012 წლის 14 ივნისს პროკურორმა გ. დ-ემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასსა და მსჯავრდებულ ა. ჩ-ს შორის ბრალზე დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. დ-ემ მხარი დაუჭირა თავის შუამდგომლობას და ითხოვა, რომ ა. ჩ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“, “დ” ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე _ 1 წლით და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“, “დ” ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ა. ჩ-ს განესაზღვროს 5 წლით და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაემატოს წინა სასამართლო გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 წელი, 11 თვე, 26 დღე და ა. ჩ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
დანიშნული სასჯელიდან ა. ჩ-მა 6 წელი მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალოს პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე მსჯავრდებულმა ა. ჩ-მა და მისმა ადვოკატმა მ. ფ-ამ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები და წარმოდგენილი შუამდგომლობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ საქმის მასალების საფუძველზე განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების _ მ. ო-ე-ც-ის, ც. გ-ას, ბ. კ-ის, მ. ს-ის, ლ. კ-ის, ა. გ-ის, მოწმეების _ ნ. გ-ის, ლ. თ-ისა და სხვათა, ასევე თავად მსჯავრდებულის ჩვენებებით, ჩხრეკა-ამოღების, საგნის ამოცნობის, დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით ა. ჩ-ის მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა უტყუარადაა დადასტურებული.
საკასაციო პალატის სხდომაზე გამოკვლევის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება; მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა; ა. ჩ-ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას; საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი მსჯავრდებულის იძულებისა, დაშინებისა ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს; ა. ჩ-ი ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში; მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს; ა. ჩ-ისათვის ასევე ცნობილია მისთვის კანონით მინიჭებული დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ და უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვისა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორმა სწორი ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები მისცა ბრალზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას, რის გამოც შუამდგომლობა ა. ჩ-ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 209-216-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ გ. დ-ესა და მსჯავრდებულ ა. ჩ-ს შორის.
ა. ჩ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“, “დ” ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე _ 1 (ერთი) წლით და 4 (ოთხი) დღით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე _ 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“, “დ” ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე _ 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ა. ჩ-ს განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით და 4 (ოთხი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაემატოს წინა სასამართლო გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 (სამი) წელი, 11 (თერთმეტი) თვე, 26 (ოცდაექვსი) დღე და ა. ჩ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
დანიშნული სასჯელიდან _ 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთიდან ა. ჩ-მა 6 (ექვსი) წელი მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ა. ჩ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს 2011 წლის 12 მარტიდან.
ნივთმტკიცებები _ “ჭIშთA-ს” ფირმის აკუმულატორი, ერთი ტომარა თხილი, ქანჩები, ლითონის ყუთი, ელექტროსადენები, ავტომანქანის “შONY-ის” ფირმის აუდიომაგნიტოფონი, ე.წ. “ვენტილი” და ლატუნის მილები დაუბრუნდეს მესაკუთრეებს, ხოლო ა. ჩ-ის კუთვნილი “შAMშUNG-ის” ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახის რომელიმე წევრს.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.