Facebook Twitter

ბს-870(2კ-20) 29 სექტემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ე...ა“; მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ოფისი; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია; მესამე პირი (სასკ 16.2) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 18 აგვისტოს სს „ე...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

მოსარჩელემ, მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდეგ მოპასუხეებად მიუთითა - საქართველოს მთავრობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ოფისი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, სასარჩელო მოთხოვნები შემდეგი სახით ჩამოყალიბდა:

- ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 06.07.2006 წლის №... აქტი;

- ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 04.09.2006 წლის №... აქტი;

- ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 13 ოქტომბრის რეგისტრაცია №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე;

- ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 26.11.2007 წლის №... გადაწყვეტილება;

- ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 10.12.2007 წლის №... გადაწყვეტილება;

- ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 11.05.2012 წლის №... გადაწყვეტილება;

- ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 15.08.2007 წლის №1-1/1236 ბრძანება;

- ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №574 განკარგულება;

- ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოსა და თვითმმართველი ქუთაისის საკრებულოს შორის 29.10.2007 წლის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება იმ ნაწილში, რომლითაც მოხდა ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №...-ში მდებარე (ს/კ ...) ქონების გადაცემა;

- ბათილად იქნეს ცნობილი თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 04.12.2007 წლის №350 აქტი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „ე...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 06.07.2006 წლის №... აქტი; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 04.09.06წლის №... აქტი; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 13 ოქტომბრის რეგისტრაცია №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 26.11.2007 წლის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 10.12.2007 წლის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 11.05.2012 წლის №... გადაწყვეტილება; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 15.08.2007წლის №1-1/1236 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №574 განკარგულება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოსა და თვითმმართველი ქუთაისის საკრებულოს შორის 29.10.2007 წლის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება იმ ნაწილში, რომლითაც მოხდა ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №...-ში მდებარე (ს/კ ...) ქონების გადაცემა; ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 04.12.2007 წლის №350 აქტი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეიცვალა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „8. ბათილად იქნას ცნობილი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №574 განკარგულება - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს №1-1/1236 ბრძანების დამტკიცების იმ ნაწილში, რომლითაც ქუთაისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცა ქ. ქუთაისი, ...ას ქ.№...-ში მდებარე ...ის შენობა-ნაგებობა (...ი №...) 19148 მ2 მიწის ფართი (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს №1-1/1236 ბრძანების დანართი №1- ის ძირითადი ქონების ნუსხა, მე-7 გრაფა, რეგისტრაციის №...); 9. ბათილად იქნას ცნობილი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს №1-1/1236 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ქუთაისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცა ქ. ქუთაისი, ...ას ქ. №... მდებარე ...ის შენობა-ნაგებობა (...ი №...) 19148 მ2 მიწის ფართი (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს №1-1/1236 ბრძანების დანართი №1-ის ძირითადი ქონების ნუსხა, მე-7 გრაფა, რეგისტრაციის №...)“.

სააპელაციო პალატის შეფასებით საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდა, რომ სს „ე...ამ“ საქართველოს პრეზიდენტის 02.02.07 წლის №35 განკარგულების შესაბამისად, შეიძინა საქართველოში ენერგო ობიექტები, მათ შორის სს „რ...ის“ აქტივები (ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №... (ყოფ. ...ის .... მე-... ...ი №...) მდებარე უძრავი ქონება). აღნიშნული ქონება სს „რ...მა“ უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტის 05.09.2007 წლის №468 განკარგულების და 02.02.07 წლის №35 განკარგულების შესაბამისად, ქონება საკუთრებაში გადაეცა სს „ე...ას“, მისი ნაწილის ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის უსასყიდლოდ დათმობის პირობით. სს „ე...ამ“ აღნიშნული პირობა შეასრულა და №468 განკარგულების შესაბამისად, ქონების შესაბამისი წილი აჩუქა ქუთაისის მუნიციპალიტეტს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ისეთ ვითარებაში, როდესაც მოხდა სს „ე...ას“ კუთვნილი უძრავი ნივთის განკარგვა და მისი საკუთრების უფლების ხელყოფა, აღნიშნული პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელეს, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ხოლო საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №574 განკარგულება და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 15.08.2007 წლის №1-1/1236 ბრძანება, ნაწილობრივ, გასაჩივრებულ ნაწილში უნდა ყოფილიყო ცნობილი ბათილად. ასევე, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს №1-1/1236 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ქუთაისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცა ქ. ქუთაისი, ...ას ქ.№6 მდებარე ...ის შენობა-ნაგებობა (...ი №...) 19148 მ2 მიწის ფართი (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს №1-1/1236 ბრძანების დანართი №1-ის ძირითადი ქონების ნუსხა, მე-7 გრაფა, რეგისტრაციის №...)“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი საქართველოს მთავრობა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №574 განკარგულებით, იმ დროს მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილებები „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გააცემის შესახებ“ (საქართველოს ეკონომიკური განვითარები მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს №1-1/1236 და 2007 წლის 9 ოქტომბრის №1-1/1533 ბრძანებები).

2007 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა - ლეჩხუმი - იმერეთის სამხარეო სამმართველოს და თვითმმართველი ქ. ქუთაისის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს შორის დაიდო თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკუთრებაში ძირითადი და დამატებითი ქონების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, სამმართველო მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გადასცემდა, ხოლო თვითმმართველი ქ. ქუთაისის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო საკუთრებაში იღებდა ძირითად და დამატებით ქონებას.

2007 წლის 29 ოქტომბერს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მე-7 პუნქტის თანახმად, ქ.ქუთაისის წარმომადგენლობითმა ორგანომ - საკრებულომ საკუთრებაში მიიღო ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №...-ში მიწის ფართობი 19148 კვ.მ. (დანიშნულება: ...ის შენობა - ნაგებობა).

კასატორი მიუთითებს, რომ ის ქონება, რომელიც გადაეცა ქალაქ ქუთაისის საკრებულოს, წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. შესაბამისად, გაუგებარია რატომ დაკამყოფილდა საქართველოს მთავრობის სააპელაციო საჩივარი მხოლოდ ნაწილობრივ.

კასატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნავს, რომ სს „ე...ამ“ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მიუთითა, რომ ქ. ქუთაისში, ...ის მე-... ...ის მიმდებარედ არსებული 5120 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მიზნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რა დროსაც დაფიქსირდა ზედდება სახელმწიფო და ქ. ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრირებულ ქ.ქუთაისში, ...ას ქ. №...-ში მდებარე უძრავ ქონებასთან (ს.კ. №...). სს „ე...ამ“ სააგენტოსაგან მოითხოვა სახელმწიფო საკუთრებასთან დაფიქსირებული ზედდების გაუქმება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სააგენტოში არსებულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება - ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №...-ში არსებული 1004,78 და 208.35 კვ.მ. ფართზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. ამდენად, სადავო მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების გაუქმების შემდგომ, გასაჩივრებული აქტების მიმართ მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი არ გააჩნია, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის განკარგულება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2007 წლის 15 აგვისტოს №1-1/1236 ბრძანება, ასევე 2007 წლის 29 ოქტომბრის ხელშეკრულება, გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულებით დადგენილია, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა თანდართული ნუსხა. ბრძანებულების მე-8 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი ქონების სახეობებია: ადგილობრივი მნიშვნელობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არქივები, მუზეუმები, ...ები, თეატრები, კულტურის სახლები და კულტურის სხვა დაწესებულებები.

2005 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. ქუთაისში, ...ის მე-... ...ის მიმდებარედ (ნაკვეთი №...) დაუზუსტებელი ფართობი - 16918 კვ.მ. საკუთრების უფლებით ირიცხებოდა სს ,,რ...ის” საკუთრებად. მათ შორის, შენობა-ნაგებობები 1353,54 კვ.მ.

2006 წლის 6 ივლისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსმა №... წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ტერიტორიულ სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, როგორც სახელმწიფო საკუთრება - ...ას ქ. №...-ში მდებარე №... ...ის შენობაზე (129,26 კვ.მ) რომელიც განთავსებული იყო 19 148,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

2006 წლის 4 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსმა №... წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ტერიტორიულ სამსახურს და მიწის ნაკვეთის - როგორც სახელმწიფო საკუთრების, ...ას ქ. №...-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობის (1213,13 კვ.მ), რომელიც განთავსებული იყო 19 148,00 კვ.მ. საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთი, პირველად რეგისტრაციაში გატარება ითხოვა.

2006 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით ქ. ქუთაისში, ...ას ქუჩაზე (ყოფ. ...ის მე-... ...ი №...) დაუზუსტებელი ფართობი - 19148 კვ.მ, შენობის გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით - 1004,78 კვ.მ. სამეურნეო ფართი - 208,35 კვ.მ. საკუთრების უფლებით ირიცხებოდა სახელმწიფოს სახელზე.

საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ როგორც საქმის მასალებით დადგენილია, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი და უძრავი ქონება მოიცავდა იმ დროს სს „რ...ის“ საკუთრებაში არსებულ, რეგისტრირებულ ქონებას.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2 თებერვლის №35 განკარგულებით (,,ჰიდროელექტროსადგურების აქტივების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”) ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტისა და ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამავე განკარგულების დანართ №1-ში მითითებული, ჰიდროელექტროსადგურების (ლაჯანური, რიონი, გუმათი, შაორი, ძევრულა და აწი) აქტივები პირდაპირი მიყიდვის ფორმით 73 500 000 აშშ დოლარად ან მის ეკვივალენტურ ლარად გადაეცა სს „ე...ას“. განკარგულებით საქართველოს მთავრობას დაევალა ამავე განკარგულების დანართი №2-ში ჩამოთვლილი ჰიდროელექტროსადგურების აქტივების საპრივატიზებოდ მომზადება და შესაბამისი განკარგულების პროექტის წარდგენა - პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლური ფასით (1000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი) სს „ე...ასათვის“ გადაცემის შესახებ.

2007 წლის 24 ივლისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი იმერეთის სამხარეო სამმართველომ №... წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ტერიტორიულ სამსახურს და აცნობა, რომ სს ,,რ...მა“ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა უძრავი ქონება (ხელშეკრულება - 22.06.07 წ. №1-7147). ასევე ითხოვა მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სს ,,რ...ის“ ქონება დარეგისტრირებულიყო როგორც სახელმწიფოს საკუთრება. ამასთან დაურთო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წერილის ასლი №15/552; 20.06.2007წ.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს №1- 1/1236 ბრძანებით ქუთაისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცა დანართი №1-ში მოცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება (მათ შორის - ქ. ქუთაისი, ...ას ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონება - 19148 მ2, დანიშნულება - ...ის შენობა-ნაგებობა (...ი ...) რეგისტრაციის №-...), როგორც ძირითადი ქონება და დანართი №2-ში მოცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, როგორც დამატებითი ქონება.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 სექტემბრის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ №468 განკარგულებით, ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2 თებერვლის №35 განკარგულების გათვალისწინებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ამავე განკარგულების №1 დანართში მითითებული აქტივები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად გადაეცა სს ,,ე...ას”, შემდეგი პირობებით: ა) საპრივატიზებო თანხა გადაიხადოს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში; ბ) ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უზრუნველყოს ქ. ქუთაისში, ...ის ...ის მე-... ...ის მიმდებარედ არსებული 11789 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (№...) ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №574 განკარგულებით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილებები „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს №1- 1/1236, 3 ოქტომბრის №1-1/1519 და 9 ოქტომბრის №1-1/1533 ბრძანებები). 2007 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს და თვითმმართველი ქ. ქუთაისის წარმომადგენლობით ორგანოს საკრებულოს შორის დაიდო თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკუთრებაში ძირითადი და დამატებითი ქონების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ქ. ქუთაისის წარმომადგენლობითმა ორგანომ - საკრებულომ საკუთრებაში მიიღო ქ. ქუთაისი, ...ას ქ. №6-ში, მიწის ფართობი: 19148კვ.მ., დანიშნულება: ...ის შენობა-ნაგებობა (...ი №25); რეგისტრაციის ნომერი - ....

2007 წლის 4 დეკემბერს თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულომ №350 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს, წარადგინა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოსა და თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შორის უძრავი ქონების მდებარე ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №...-ში, საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება და ქონების თვითმმართველი ქუთაისის საკუთრებად აღრიცხვა და რეგისტრაციაში გატარება ითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 10 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №... (ყოფ. ...ის .... მე-... .... №...) ფართობი, 19148 კვ.მ, შენობა საერთო ფართით 129,26 კვ.მ. დარეგისტრირდა ქ. ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად.

2007 წლის 27 დეკემბერს სს „ე...ას“ სახელზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №496-პ - საფუძველი - ეკონომიკის განვითარების მინისტრის 26.12.07 წ. №1-1/2060 ბრძანება, ხელშეკრულების თარიღი: 25.12.2007. 2008 წლის 15 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა სს ,,ე...ამ” და ქ. ქუთაისში, ...ის .... მე-... ...ის მიმდებარედ (ნაკვეთი №...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. 2008 წლის 15 იანვრის მდგომარეობით ქ. ქუთაისში, ...ის მე-... ...ის მიმდებარედ (ნაკვეთი №...) დაუზუსტებელი ფართობი - 16918 კვ.მ, შენობა-ნაგებობები 1353,54 კვ.მ. - სს ,,ე...ას” საკუთრებად ირიცხებოდა. 2008 წლის 7 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა სს ,,ე...ამ” და ქ. ქუთაისში, ...ის .... მე-... ...ის მიმდებარედ (ნაკვეთი №3) წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. 2008 წლის 12 მარტის მდგომარეობით ქ. ქუთაისში, ...ის მე-... ...ის მიმდებარედ (ნაკვეთი №...) დაზუსტებული ფართობი - 11798 კვ.მ. ნაკვეთს წინა ნომერი: ...; საკუთრების უფლებით ირიცხება სს ,,ე...ას” სახელზე. ქ. ქუთაისში, ...ის მე-... ...ის მიმდებარედ (ნაკვეთი №...) დაზუსტებული ფართობი - 5120,00 კვ.მ. ნაკვეთს წინა ნომერი: ...; საკუთრების უფლებით ირიცხება სს ,,ე...ას” სახელზე. სს ,,ე...ას“ და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სს ,,ე...ა“ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გადასცემდა, ხოლო თვითმმართველი ერთეული საკუთრებაში იღებდა ქალაქ ქუთაისში, ...ის მე-... ...ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილს 11 798 კვ.მ. ფართი მიწის ნაკვეთს. დამოწმების თარიღი 31.03.2008 წელი.

2008 წლის 31 მარტს თვითმმართველ ქალაქ ქუთაისმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს და ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.

2008 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ქ. ქუთაისში, ...ის მე-... ...ის მიმდებარედ (ნაკვეთი №...) დაზუსტებული ფართობი - 11798,00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: ...; საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ქუთაისის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს სახელზე.

2016 წლის 19 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა სს „ე...ამ“ და უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია - მდებარე: ქ. ქუთაისი, ...ის .... №მე-... ...ი მიმდებარედ ნაკვეთი ..., მოითხოვა. 2016 წლის 22 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართულ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში - ....

2016 წლის 29 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წერილობით მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და აცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2016 წლის 19 ივლისს წარდგენილი იქნა სს „ე...ას“ განცხადება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავ ნივთზე (ქ. ქუთაისი, ...ის .... №მე-... ...ი მიმდებარედ ნაკვეთი ...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე. წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, უძრავი ნივთი ზედდებაში იყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ს/კ ..., შესაბამისად, განმცხადებელმა ითხოვა ქუთაისის თვითმმართველობის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება.

2016 წლის 21 სექტემბერს გაიმართა „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომა, სადაც რიგით 22-ე საკითხად განიხილა სს ,,ე...ას“ №61108/04 განცხადება, რომლის თანახმად საზოგადოებამ ქ. ქუთაისში, ...ის მე-... ...ის მიმდებარედ არსებული 5120 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მიზნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №... განაცხადით, დაფიქსირდა ზედდება სახელმწიფო და ქ. ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრირებულ ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №...-ში (ყოფ. ...ის .... მე-... ...ი №...) მდებარე უძრავ ქონებასთან (ს/კ ...). აღნიშნული განცხადებით სს „ე...ა“ მოითხოვდა სახელმწიფო საკუთრებასთან დაფიქსირებული ზედდების გაუქმებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც განხორციელდა ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №...-ში (ყოფ. ...ის .... მე-... ...ი №...-ში) არსებული 1004,78 კვ.მ. და 208,35 კვ.მ. ფართებზე ს/კ ... სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება.

2016 წლის 24 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და ქ. ქუთაისი, ...ას ქ. №... (ყოფ. ...ის მე-... .... №...) ს/კ ... რეგისტრაციის გაუქმება, მოითხოვა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ კი განიხილა სს ,,ე...ას“ მიმართვა ქ. ქუთაისი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ - ... საკადასტრო კოდზე და აღნიშნა, რომ ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონების ს/კ ..., ფართი - 129,60 კვ.მ. კანონიერი მესაკუთრე იყო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი და საკუთრების უფლების გაუქმება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის და განმარტებების შესაბამისად, „რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში (და ვარაუდს, რომ უფლება, რომელიც გაუქმდა, აღარ არსებობს). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია - კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს.

რეგისტრაციის ეფექტიდან გამომდინარეობს „წინააღმდეგ მოქმედების პრინციპი“, რომლის მიხედვით, უფრო ადრე წარმოშობილ საკუთრების უფლებას აქვს უპირატესობა მომდევნოსთან შედარებით. საჯაროობის მიზნიდან გამომდინარე, პირი რომელიც მიაღწევს ამ პრინციპს რეგისტრაციით, უპირატესობა ენიჭება მასთან შედარებით, ვინც არ დაარეგისტრირა უფლება. დროის მიხედვით, პირველად რეგისტრირებულ უფლებას აქვს უპირატესობა. უფლების რეგისტრაციის დრო დგინდება რეესტრის მონაცემების მიხედვით. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის განჩინება საქმე №ბს-459-453(3კ-14)).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ხოლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2005 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. ქუთაისში, ...ის მე-... ...ის მიმდებარედ (ნაკვეთი №...) დაუზუსტებელი ფართობი - 16918 კვ.მ. საკუთრების უფლებით ირიცხება სს ,,რ...ის” საკუთრებად. მათ შორის, შენობა-ნაგებობები 1353,54 კვ.მ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამ ჩანაწერის არსებობს პირობებში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინსიტრომ, 2006 წელს, წამოიწყო ქალაქ ქუთაისში უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის პროცესი, მათ შორის, სამომავლოდ მისი ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის მიზნით, რამაც გამოიწვია იმ დროს სს „რ...ის“ საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოზე რეგისტრაცია და ამდენად, ერთსა და იმავე უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის პარალელური ჩანაწერების არსებობა.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ 2006 წლის 6 ივლისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსმა №... წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ტერიტორიულ სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, როგორც სახელმწიფო საკუთრება - ...ას ქ. №...-ში მდებარე №... ...ის შენობაზე (129,26 კვ.მ) რომელიც განთავსებული იყო 19 148,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

2006 წლის 4 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსმა №... წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ტერიტორიულ სამსახურს და როგორც სახელმწიფო საკუთრების, ...ას ქ. №...-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობის (1213,13 კვ.მ), რომელიც განთავსებული იყო 19 148,00 კვ.მ. საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე, პირველად რეგისტრაციაში გატარება ითხოვა.

2006 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით ქ. ქუთაისში, ...ას ქუჩაზე (ყოფ. ...ის მე-... ...ი №...) დაუზუსტებელი ფართობი - 19148 კვ.მ, შენობის გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით - 1004,78 კვ.მ. სამეურნეო ფართი - 208,35 კვ.მ. საკუთრების უფლებით ირიცხებოდა სახელმწიფოს სახელზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია - „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, 2008 წლის 19 დეკემბერი №820–IIს) 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების ვადის განმავლობაში სარეგისტრაციო სამსახური უარს ამბობს რეგისტრაციის განხორციელებაზე, თუ დადგენილია არსებითი წინააღმდეგობის არსებობა სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლებასა და საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებულ უფლებრივ მდგომარეობას შორის, რაც შეუძლებელს ხდის რეგისტრაციას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ისევე როგორც დღეს მოქმედი, აგრეთვე, სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა არ უშვებდა უძრავ ქონებაზე ორი განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერის არსებობას, ამდენად გამორიცხავდა სახელმწიფოზე განხორციელებული რეგისტრაციების შესაძლებლობას.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2 თებერვლის №35 განკარგულებით (,,ჰიდროელექტროსადგურების აქტივების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”) ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტისა და ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართ №1-ში მითითებული, ჰიდროელექტროსადგურების (ლაჯანური, რიონი, გუმათი, შაორი, ძევრულა და აწი) აქტივები პირდაპირი მიყიდვის ფორმით 73 500 000 აშშ დოლარად ან მის ეკვივალენტურ ლარად გადაეცა სს ,,ე...ას’. განკარგულებით საქართველოს მთავრობას დაევალა ამ განკარგულების დანართი №2-ში ჩამოთვლილი ჰიდროელექტროსადგურების აქტივების საპრივატიზებოდ მომზადება და შესაბამისი განკარგულების პროექტის წარდგენა პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლური ფასით (1000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი) სს ,,ე...ასათვის” გადაცემის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 სექტემბრის ,,სახელმწიფო ,,საკუთრებაში არსებული აქტივების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” №468 განკარგულებით, ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2 თებერვლის №35 განკარგულების გათვალისწინებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ამ განკარგულების №1 დანართში მითითებული აქტივები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად გადაეცა სს ,,ე...ას”, შემდეგი პირობებით: ა) საპრივატიზებო თანხა გადაიხადოს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში; ბ) ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უზრუნველყოს ქ. ქუთაისში, ...ის ...ის მე-... ...ის მიმდებარედ არსებული 11789 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (№...) ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა.

2007 წლის 27 დეკემბერს სს ,,ე...ას” სახელზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №496-პ. საფუძველი - ეკონომიკის განვითარების მინისტრის 26.12.07წ. №1-1/2060 ბრძანება, ხელშეკრულების თარიღი: 25.12.2007. 2008 წლის 15 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა სს ,,ე...ამ” და ქ. ქუთაისში, ...ის .... მე-... ...ის მიმდებარედ (ნაკვეთი №...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. 2008 წლის 15 იანვრის მდგომარეობით ქ. ქუთაისში, ...ის მე-... ...ის მიმდებარედ (ნაკვეთი №...) დაუზუსტებელი ფართობი - 16918 კვ.მ, შენობა-ნაგებობები 1353,54 კვ.მ. - სს ,,ე...ას” საკუთრებად.

2008 წლის 7 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა სს ,,ე...ამ” და ქ. ქუთაისში, ...ის .... მე-... ...ის მიმდებარედ (ნაკვეთი №...) წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. 2008 წლის 12 მარტის მდგომარეობით ქ. ქუთაისში, ...ის მე-... ...ის მიმდებარედ (ნაკვეთი №...) დაზუსტებული ფართობი - 11798 კვ.მ. ნაკვეთს წინა ნომერი: ...; საკუთრების უფლებით ირიცხება სს ,,ე...ას” სახელზე. ქ. ქუთაისში, ...ის მე-... ...ის მიმდებარედ (ნაკვეთი №...) დაზუსტებული ფართობი - 5120,00 კვ.მ. ნაკვეთს წინა ნომერი: ...; საკუთრების უფლებით ირიცხება სს ,,ე...ას” სახელზე. სს ,,ე...ას” და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სს ,,ე...ა” მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გადასცემს, ხოლო თვითმმართველი ერთეული საკუთრებაში იღებს ქალაქ ქუთაისში, ...ის მე-... ...ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილს 11798 კვ.მ. ფართი მიწის ნაკვეთს. დამოწმების თარიღი 31.03.2008 წელი. 2008 წლის 31 მარტს თვითმმართველ ქალაქ ქუთაისმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს და ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. 2008 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ქ. ქუთაისში, ...ის მე-... ...ის მიმდებარედ (ნაკვეთი №...) დაზუსტებული ფართობი - 11798,00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: ...; საკუთრების უფლებით ირიცხება ქუთაისის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულოს სახელზე.

საკასაციო სასამართლო მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მოიპოვა მოსარჩელე - სს „ე...ამ“, თუმცა აღნიშნული პროცესის პარალელურად სახელმწიფომ განახორციელა იგივე უძრავ ქონებაზე, თუმცა სხვა საკადასტრო მონაცემებით, საკუთრების უფლების რეგისტრაცია და შემდგომ მისი ნაწილის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, უძრავ ქონებაზე ორი ურთიერთგამომრიცხავი უფლების რეგისტრაციის პირობებში, უპირატესია პირველად რეგისტრირებული საკუთრების უფლება და სახეზეა მომდევნო რეგისტრაციების ბათილად ცნობის საფუძველი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის №ბს-381(4კ-20) გადაწყვეტილება).

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფოს სახელზე ქონების აღრიცხვის თაობაზე, საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას. ადმინისტრაციულ ორგანოებს, სახელმწიფოს საკუთრებად უძრავი ქონების აღრიცხვის თაობაზე სარეგისტრაციო სამსახურისადმი მიმართვისა და რეგისტრაციის გადაწყვეტილებების მიღებისას, უნდა გამოეკვლიათ საჯარო რეესტრში და სხვა სახელმწიფო, ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებული ინფორმაცია უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობას ასევე ადასტურებს ის გარემოება, რომ 2016 წლის 16 ნოემბრის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №1/1-3761 ბრძანებით დამტკიცდა - „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის №65 ოქმის შედეგები, რის შემდგომაც, 2016 წლის 24 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და ქ. ქუთაისი, ...ას ქ. №... (ყოფ. ...ის მე-... .... №...) ს/კ ... რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი