Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-888(კ-21) 06 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე
კასატორი (მოპასუხე) - შპს "კ..."
წარმომადგენელი - თ. წ-ი, მ. ბ-ი, დ. ყ-ი

პროცესუალური მოწინააღმდეგეები - ნ. ჟ-ა, დ. გ-ა
წარმომადგენელი - ქ. ქ-ე

თავდაპირველი მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი;
წარმომადგენელი - ლ. ა-ე, ნ. ყ-ი

მესამე პირი - სს „ვ...“
წარმომადგენელი - თ. შ-ი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2018 წლის 04 ივნისს ნ. ჟ-ამ და დ. გ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ მოითხოვეს: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 აპრილის №..., 2018 წლის 16 აპრილის №..., 2018 წლის 19 აპრილის №..., 2018 წლის 20 აპრილის №... და №... და 2018 წლის 17 მაისის №... გადაწყვეტილებების; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის №... და 2018 წლის 17 ივლისის №... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 მაისის №..., 2018 წლის 28 ივნისის №..., 2010 წლის 03 ნოემბრის №..., 2011 წლის 24 იანვრის №..., 2014 წლის 14 მაისის №... და 2014 წლის 01 აგვისტოს №... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხეთათვის №... სარეგისტრაციო განცხადებით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავ ნივთზე მოთხოვნილი ცვლილების რეგისტრაციის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით, საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ შპს „კ...“ და სს „ვი...“.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გამოცემის მომენტიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „კ...ს“, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ივნისის განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისისა და შპს „კ...ს“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „კ...ს“ მიერ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „კ...ს“ საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით შპს „კ...ს“ საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 6 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე შპს „კ...ის“ წარმომადგენლებმა - თ. წ-იმა, მ. ბ-იმა და დ. ყ-იმა, ასევე ნ. ჟ-ამ და ნ. ჟ-ასა და დ. გ-ას წარმომადგენელმა - ქ. ქ-ემ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა - ლ. ა-ემ და ნ. ყ-იმა და სს „ვ...ს“ წარმომადგენელმა - თ. შ-იმა გამოთქვეს მორიგების სურვილი, წარმოადგინეს მორიგების აქტი, იშუამდგომლეს მისი დამტკიცების და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. მხარეთა წარმომადგენლებმა წარმოადგინეს მინდობილობები, რომელთა თანახმადაც ისინი უფლებამოსილნი არიან მორიგებით დაასრულონ საქმის წარმოება და ხელი მოაწერონ მორიგების აქტს.
ხსენებულ მორიგების აქტში აღნიშნულია შემდეგი: ,,საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნ. ჟ-ას, დ. გ-ას და შპს ,,კ...ს“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები მდებარეობს კ...ში და წარმოადგენს ერთმანეთის მომიჯნავედ რეგისტრებულ მიწის ნაკვეთებს. მოსარჩელისა და მესამე პირის - შპს „კ...ის“ განმარტებით ნ. ჟ-ას და დ. გ-ას საკუთრებად რეგისტრირებულია 389 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: ...) კონკრეტული კონფიგურაციით, ხოლო მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული ფართი შეადგენს მეტს. ამასთან, მოსარჩელეთა მიერ ფაქტობრივად დაკავებული ტერიტორია იჭრება შპს ,,კ...ის“ საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდები: 1) ..., 2) ...) საზღვრებში. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეებმა სასამართლო განხილვის დროს, გამოთქვეს მზაობა, რომ დაასრულონ ე.წ. ზედდების გამო წარმოქმნილი დავა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოახდინონ მიწის ნაკვეთების საზღვრების კორექტირება ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალიწინებით და შპს „კ...ის“ მიერ 114 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნ. ჟ-ასა და დ. გ-ასთვის საკუთრებაში გადაცემა. ვითვალისწინებთ რა მხარეებს შორის წარმოქმნილი სამართლებრივი დავის გადაწყვეტის ერთობლივ სურვილს, ხელს ვაწერთ და ვეთანხმებით წინამდებარე მორიგების აქტს შემდეგი პირობებით:
1) მიწის ნაკვეთების საზღვრებისა და კონფიგურაციის კორექტირების მხარეთა შორის შეთანხმებული პირობები:
1.1. ნ. ჟ-ას და დ. გ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ..., მდებარე მისამართზე: ბაღდათის რაიონი, კ...) საზღვრების კორექტირება ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, იწვევს შპს კ...ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების (ძველი საკადასტრო კოდები: ს/კ ..., ..., ... და ..., გაერთიანების შედეგად რეგისტრირებული საკადასტრო კოდები: 1) ..., 2) ..., მდებარე მისამართზე: ბაღდათის რაიონი, კ...) საზღვრების კორექტირებას და ფართობის შემცირებას 114 კვ. მეტრით. შესაბამისად, უნდა განხორციელდეს შპს „კ...ის“ საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ცვლილება იმგვარად, რომ მოხდეს აღნიშნული 114 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების გამოყოფა და შპს ,,კ...ის“ მიერ ნ. ჟ-ას და დ. გ-ასთვის სს „ვ...ს” სასარგებლოდ ყველანაირი უფლებრივი შეზღუდვისგან (მათ შორის რეგისტრირებული იპოთეკის უფლებისგან) თავისუფალი ფორმით საკუთრებაში გადაცემა იმგვარად, რომ გადასაცემი მიწის ნაკვეთის (114 კვ.მ) ნ. ჟ-ას და დ. გ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან მიერთების შედეგად, უნდა შენარჩუნდეს ჩრდილოეთით ბეტონსაფარიან გზასთან მისასვლელი გზა.
1.2 ამ მიზნით, მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან 2 (ორი) კვირის ვადაში შპს „კ...ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები: ა. საკადასტრო კოდით ... - დარეგისტრირდება წინამდებარე მორიგების აქტზე №1 დანართის შესაბამისად; ბ. საკადასტრო კოდით ... - დარეგისტრირდება წინამდებარე მორიგების აქტზე №2 დანართის შესაბამისად; გ. ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი 114 კვ.მ (№3 დანართის შესაბამისად) და 3651 კვ.მ (№4 დანართის შესაბამისად) ფართობის უძრავ ნივთებად დაიყოფა, რასთან დაკავშირებითაც მუნიციპალიტეტის თანხმობა მიღებულია და თან ერთვის წინამდებარე მორიგების აქტს (დანართი №7). ამასთან, დაყოფის შედეგად მიღებულ 114 კვ.მ ფართობის უძრავ ნივთზე არ გავრცელდება იპოთეკის უფლება (რომელიც რეგისტრირებულია №..., №...,№... და №... სარეგისტრაციო განცხადებების საფუძველზე), აგრეთვე გაუქმდება ამავე მიწის ნაკვეთზე სს „ვ...ს“ სასარგებლოდ რეგისტრირებული ვალდებულება მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით დატვირთვის შეზღუდვის თაობაზე (რომელიც რეგისტრირებულია №... და №... სარეგისტრაციო განცხადებების საფუძველზე), რაზეც იპოთეკარი სს ,,ვ...“ წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერის გზით აცხადებს თანხმობას.
1.3. ნ. ჟ-ას და დ. გ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ...) წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან 2 (ორი) კვირის ვადაში ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით დარეგისტრირდება წინამდებარე მორიგების აქტზე №5 დანართის სახით თანდართული აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, რომლის თანახმადაც ნ. ჟ-ას და დ. გ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 389 კვ. მეტრის ფართობით, დარეგისტრირდება ამავე დანართით გათვალისწინებული კონფიგურაციით.
1.4 წინამდებარე მორიგების აქტის №3 დანართით განსაზღვრული სს „ვ...ს” სასარგებლოდ ყველანაირი უფლებრივი შეზღუდვისგან (მათ შორის რეგისტრირებული იპოთეკის უფლებისგან და აღნაგობის უფლებით დატვირთვის შეზღუდვის თაობაზე არსებული შეზღუდვისგან) თავისუფალი 114 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, ნ. ჟ-ა და დ. გ-ა კისრულობენ ვალდებულებას, შპს ,,კ...ს“ უნაღდო ანგარიშსწორების წესით, გადაუხადონ მიწის ნასყიდობის საფასური 1 კვ.მ მიწისთვის 100 (ასი) აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ჯამში 11 400 (თერთმეტი ათას ოთხასი) აშშ დოლარი, წინამდებარე მორიგების აქტის შესაბამისად, 114 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ნ. ჟ-ასა და დ. გ-ას საკუთრების უფლების სსიპ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით სარეგისტრაციო განცხადების წარდგენის დღესვე, გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს შპს „კ...ის” შემდეგ საბანკო ანგარიშზე: სს ,,თ...”, ბანკის კოდი: ... ანგარიშის ნომერი: ...; იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად ნ. ჟ-ასა და დ. გ-ას საკუთრებად მითითებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია (შეჩერდება და შემდგომ შეწყდება სარეგისტრაციო წარმოება), შპს ,,კ...“ ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაწყვეტილების გასაჩივრების გარეშე, იმავე დღეს სრულად დაუბრუნოს მათ გადახდილი თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნ. ჟ-ა უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს აღნიშნული ნასყიდობის საფასურის შპს "კ...სთვის” დაკისრების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის ამოწერის თხოვნით;
1.5. წინამდებარე მორიგების აქტის №3 დანართით განსაზღვრული 114 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ნ. ჟ-ასა და დ. გ-ას საკუთრებაში რეგისტრაციის შემდეგ, ეს მიწის ნაკვეთი (114 კვ.მ) და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები გაერთიანდება №6 დანართის შესაბამისი კონფიგურაციით, რასთან დაკავშირებითაც მუნიციპალიტეტის თანხმობა მიღებულია და თან ერთვის წინამდებარე მორიგების აქტს (დანართი №7);
1.6. ნ. ჟ-ა და დ. გ-ა კისრულობენ ვალდებულებას, რომ განახორციელებენ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კიბის რეკონსტრუქციას წინამდებარე მორიგების აქტზე №8 დანართის სახით თანდართული ესკიზის/ფოტომონტაჟის შესაბამისად და ამასთან, მოახდენენ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებას არაუგვიანეს 2023 წლის 31 მაისამდე ვადაში;
1.7 ნ. ჟ-ა და დ. გ-ა, საკუთარი ხელმოწერით ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის პირობების შესრულებით, მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ინარჩუნებს მისასვლელ საავტომობილო გზას როგორც ჩრდილოეთიდან, ისე სამხრეთიდან და შესაბამისად, მათ მიერ სამომავლოდ არ იქნება დაყენებული მოთხოვნა აუცილებელი გზის შპს „კ...ის“ მიწის ნაკვეთების გავლით მოწყობის თაობაზე. გარდა ამისა, ნ. ჟ-ა და დ. გ-ა ადასტურებენ, რომ ამ მორიგების აქტის პირობების შესრულებით, სრულად ხდება მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის რეალურ საზღვრებში რეგისტრაცია, აგრეთვე, ამავე მორიგების პირობებით ისინი დამატებით იღებენ საკუთრებაში შპს „კ...ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებულ ნაწილს, შესაბამისად, ნ. ჟ-ა და დ. გ-ა იღებენ ვალდებულებას, რომ სამომავლოდ, მათ მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართობი და კონფიგურაცია თვითნებურად არ იქნება შეცვლილი და გააგრძელებენ ამ მორიგების აქტის გაფორმების მომენტისათვის მათ მფლობელობაში არსებული, ხოლო რეგისტრაციის შემდეგ უკვე მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის ფაქტობრივ ფლობას, აგრეთვე, არ მიმართავენ სასამართლოს შპს ,,კ...ის“ წინააღმდეგ და არ დაიწყებენ დავას შპს „კ...ის“ საკუთრებაში არსებულ წინამდებარე მორიგებით განსაზღვრული მიწის ნაკვეთების მდებარეობის, კონფიგურაციის ან ფართობთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერი საფუძვლით.
1.8 შპს „კ...“ ადასტურებს, რომ წინამდებარე მორიგების აქტის პირობების შესრულებით, სრულად ამოიწურება დავა მხარეებს შორის მიწის ნაკვეთების კონფიგურაციისა და მდებარეობის საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად, შპს „კ...“ ამ მორიგების პირობების შესრულების შემდეგ, არ მიმართავს სასამართლოს ნ. ჟ-ასა და დ. გ-ას წინააღმდეგ და არ დაიწყებს დავას მათ საკუთრებაში არსებულ წინამდებარე მორიგებით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის მდებარეობის, კონფიგურაციის ან ფართობთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერი საფუძვლით.
2) მხარეებს შორის მიმდინარე სასამართლო დავების შეწყვეტის საკითხი:
2.1. წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში ნ. ჟ-ა და დ. გ-ა მოახდენენ შპს „კ...ის“ წინააღმდეგ არსებული სამოქალაქო საქმის განუხილველად დატოვებას, სარჩელის გამოხმობის გზით. კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია სამოქალაქო საქმე (საქმის № 2/3677-17), სადაც მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ ნ. ჟ-ა და დ. გ-ა, ხოლო მოპასუხეს შპს ,,კ...“, დავის საგანია: აუცილებელი გზის დადგენა.
2.2 წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში შპს ,,კ...“ მოახდენს ნ. ჟ-ას და დ. გ-ას წინააღმდეგ არსებული სამოქალაქო საქმის განუხილველად დატოვებას, სარჩელის გამოხმობის გზით. კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია სამოქალაქო საქმე (საქმის № 2/2793-18), სადაც მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს შპს „კ...“, ხოლო მოპასუხე მხარეს ნ. ჟ-ა და დ. გ-ა, დავის საგანია: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
3) ხარჯების განაწილება:
3.1 თითოეული მხარე აცხადებს, რომ თანახმაა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს გადახდილად და არ განაწილდეს მხარეებს შორის; 3.2. თითოეული მხარე აცხადებს, რომ მის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯი მის მიერ არის გაწეული და დავის სხვა მხარეების მიმართ მისი ანაზღაურების თაობაზე არ გამოთქვამს მოთხოვნას; 3.3. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის შესაბამისად, საჯარო რეესტრის მომსახურების მიღების მიზნით მათ მიერ გასაწევი ხარჯები განაწილდება შემდეგი პრინციპის დაცვით:
3.3.1. თითოეული მხარე გადაიხდის მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის, გამიჯვნის, გაერთიანების, ფართის დაზუსტების ან ნებისმიერ სხვა სარეგისტრაციო წარმოებისთვის აუცილებელ ხარჯს;
3.3.2. შპს „კ...“ დამატებით გადაიხდის მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული სს „ვ...ს“ სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკის უფლებებისა და ვალდებულების - მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით დატვირთვის შეზღუდვის თაობაზე ჩანაწერის გაუქმების საფასურს.
მხარეები ცალსახად აფიქსირებენ, რომ თუ წინამდებარე მორიგების პირობით მისივე აღსრულებისთვის აუცილებელი რაიმე ხარჯის წინასწარ გათვალისწინება მათ მიერ არ მომხდარა, ასეთი ხარჯის ანაზღაურება არ უნდა დაეკისროს სს „ვ...ს“ ან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ამგვარი ხარჯები უნდა გაიყოს შპს ,,კ...ს“ და ნ. ჟ-ასა და დ. გ-ას შორის.
4) მხარეები ადასტურებენ, რომ არ არსებობს მორიგების აქტის ხელმოწერის მომენტისათვის მიმდინარე ან მოსალოდნელი დავა, რომელიც ზეგავლენას მოახდენს წინამდებარე მორიგების აქტით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. მხარეებს არ აქვთ დადებული რაიმე ხელშეკრულება, შეთანხმება ან არ აქვთ ნაკისრი წერილობითი თუ ზეპირი სახით რაიმე ვალდებულება, რაც თუნდაც უმნიშვნელოდ შეაფერხებს, შეაჩერებს ან შეუძლებელს გახდის ამ მორიგების აქტის პირობათა შესრულებას.
5) საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები, ფოტომონტაჟი და მუნიციპალიტეტის თანხმობა წარმოადგენს მორიგების აქტის განუყოფელ ნაწილს.
6) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციებს განახორციელებს ამ მორიგების აქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში.
7) მხარეები ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ცნობილია საქმის მორიგებით დამთავრების შედეგი. ის, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მხარეები ვადასტურებთ, რომ მორიგების აქტი შედგენილია ჩვენს მიერ გამოვლენილი ნების საფუძველზე.
8) წინამდებარე მორიგების აქტი შესრულებულია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 5 (ხუთი) ეგზემპლარად სასამართლოსა და თითოეული მხარისათვის გადასაცემად.“


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო შპს „კ...ის“ წარმომადგენლებს - თ. წ-ის, მ. ბ-ისა და დ. ყ-ის, ნ. ჟ-ას და ნ. ჟ-ასა და დ. გ-ას წარმომადგენელს - ქ. ქ-ეს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს - ლ. ა-ესა და ნ. ყ-ის და სს „ვ...ს“ წარმომადგენელს - თ. შ-ის შორის გაფორმებულ მორიგების აქტს და მიაჩნია, რომ მხარეთა შორის მორიგება უნდა დამტკიცდეს წარმოდგენილი აქტის მიხედვით და მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მორიგების აქტზე ხელმომწერ მხარეთა წარმომადგენლებს მინდობილობებით მარწმუნებელთა მიერ, სსკ-ის 98-ე მუხლის შესაბამისად, მინიჭებული აქვთ საგანმკარგულებო უფლებამოსილება დაასრულონ დავა მორიგებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე, ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა მხარეთა შორის 2022 წლის 6 ოქტომბერს გაფორმებული მორიგების აქტი და აღნიშნავს, რომ ხსენებული მორიგების აქტი არ შეიცავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო დებულებას, მორიგების აქტით არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები, წარმოდგენილი მორიგების აქტის პირობები შეესაბამება მხარეთა მიერ გამოვლენილ ნებას, ამდენად, შესაძლებელია წარმოდგენილი მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი, როგორც მხარეთა მიერ მათი საპროცესო უფლების კანონშესაბამისი რეალიზების შედეგი, ექვემდებარება დამტკიცებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლზე და მხარეებს განუმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კასატორს - შპს "კ...ს" (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.09.2021წ. №1631171111 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით, 273-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დამტკიცდეს შპს „კ...ის“ წარმომადგენლებს - თ. წ-ის, მ. ბ-ისა და დ. ყ-ის, ნ. ჟ-ას და ნ. ჟ-ასა და დ. გ-ას წარმომადგენელს - ქ. ქ-ეს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს - ლ. ა-ესა და ნ. ყ-ის და სს „ვ...ს“ წარმომადგენელს - თ. შ-ის შორის 2022 წლის 6 ოქტომბერს გაფორმებული მორიგების აქტის მიხედვით, მხარეთა შორის მიღწეული მორიგება შემდეგი პირობებით:
2.1) მიწის ნაკვეთების საზღვრებისა და კონფიგურაციის კორექტირების მხარეთა შორის შეთანხმებული პირობები:
2.1.1. ნ. ჟ-ას და დ. გ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ..., მდებარე მისამართზე: ბაღდათის რაიონი, კ...) საზღვრების კორექტირება ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, იწვევს შპს კ...ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების (ძველი საკადასტრო კოდები: ს/კ ..., ..., ... და ..., გაერთიანების შედეგად რეგისტრირებული საკადასტრო კოდები: 1) ..., 2) ..., მდებარე მისამართზე: ბაღდათის რაიონი, კ...) საზღვრების კორექტირებას და ფართობის შემცირებას 114 კვ. მეტრით. შესაბამისად, უნდა განხორციელდეს შპს „კ...ის“ საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ცვლილება იმგვარად, რომ მოხდეს აღნიშნული 114 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების გამოყოფა და შპს ,,კ...ის“ მიერ ნ. ჟ-ას და დ. გ-ასთვის სს „ვ...ს” სასარგებლოდ ყველანაირი უფლებრივი შეზღუდვისგან (მათ შორის რეგისტრირებული იპოთეკის უფლებისგან) თავისუფალი ფორმით საკუთრებაში გადაცემა იმგვარად, რომ გადასაცემი მიწის ნაკვეთის (114 კვ.მ) ნ. ჟ-ას და დ. გ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან მიერთების შედეგად, უნდა შენარჩუნდეს ჩრდილოეთით ბეტონსაფარიან გზასთან მისასვლელი გზა.
2.1.2 ამ მიზნით, მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან 2 (ორი) კვირის ვადაში შპს „კ...ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები:
ა. საკადასტრო კოდით ... - დარეგისტრირდება წინამდებარე მორიგების აქტზე №1 დანართის შესაბამისად;
ბ. საკადასტრო კოდით ... - დარეგისტრირდება წინამდებარე მორიგების აქტზე №2 დანართის შესაბამისად;
გ. ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი 114 კვ.მ (№3 დანართის შესაბამისად) და 3651 კვ.მ (№4 დანართის შესაბამისად) ფართობის უძრავ ნივთებად დაიყოფა, რასთან დაკავშირებითაც მუნიციპალიტეტის თანხმობა მიღებულია და თან ერთვის წინამდებარე მორიგების აქტს (დანართი №7). ამასთან, დაყოფის შედეგად მიღებულ 114 კვ.მ ფართობის უძრავ ნივთზე არ გავრცელდება იპოთეკის უფლება (რომელიც რეგისტრირებულია №..., №...,№... და №... სარეგისტრაციო განცხადებების საფუძველზე), აგრეთვე გაუქმდება ამავე მიწის ნაკვეთზე სს „ვ...ს“ სასარგებლოდ რეგისტრირებული ვალდებულება მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით დატვირთვის შეზღუდვის თაობაზე (რომელიც რეგისტრირებულია №... და №... სარეგისტრაციო განცხადებების საფუძველზე), რაზეც იპოთეკარი სს ,,ვ...“ წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერის გზით აცხადებს თანხმობას.
2.1.3. ნ. ჟ-ას და დ. გ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ...) წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან 2 (ორი) კვირის ვადაში ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით დარეგისტრირდება წინამდებარე მორიგების აქტზე №5 დანართის სახით თანდართული აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, რომლის თანახმადაც ნ. ჟ-ას და დ. გ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 389 კვ. მეტრის ფართობით, დარეგისტრირდება ამავე დანართით გათვალისწინებული კონფიგურაციით.
2.1.4 წინამდებარე მორიგების აქტის №3 დანართით განსაზღვრული სს „ვ...ს” სასარგებლოდ ყველანაირი უფლებრივი შეზღუდვისგან (მათ შორის რეგისტრირებული იპოთეკის უფლებისგან და აღნაგობის უფლებით დატვირთვის შეზღუდვის თაობაზე არსებული შეზღუდვისგან) თავისუფალი 114 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, ნ. ჟ-ა და დ. გ-ა კისრულობენ ვალდებულებას, შპს ,,კ...ს“ უნაღდო ანგარიშსწორების წესით, გადაუხადონ მიწის ნასყიდობის საფასური 1 კვ.მ მიწისთვის 100 (ასი) აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ჯამში 11 400 (თერთმეტი ათას ოთხასი) აშშ დოლარი, წინამდებარე მორიგების აქტის შესაბამისად, 114 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ნ. ჟ-ასა და დ. გ-ას საკუთრების უფლების სსიპ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით სარეგისტრაციო განცხადების წარდგენის დღესვე, გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს შპს „კ...ის” შემდეგ საბანკო ანგარიშზე: სს ,,თ...”, ბანკის კოდი: ... ანგარიშის ნომერი: ...; იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად ნ. ჟ-ასა და დ. გ-ას საკუთრებად მითითებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია (შეჩერდება და შემდგომ შეწყდება სარეგისტრაციო წარმოება), შპს ,,კ...“ ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაწყვეტილების გასაჩივრების გარეშე იმავე დღეს სრულად დაუბრუნოს მათ გადახდილი თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნ. ჟ-ა უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს აღნიშნული ნასყიდობის საფასურის შპს "კ...სთვის” დაკისრების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის ამოწერის თხოვნით;
2.1.5. წინამდებარე მორიგების აქტის №3 დანართით განსაზღვრული 114 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ნ. ჟ-ასა და დ. გ-ას საკუთრებაში რეგისტრაციის შემდეგ, ეს მიწის ნაკვეთი (114 კვ.მ) და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები გაერთიანდება №6 დანართის შესაბამისი კონფიგურაციით, რასთან დაკავშირებითაც მუნიციპალიტეტის თანხმობა მიღებულია და თან ერთვის წინამდებარე მორიგების აქტს (დანართი №7);
2.1.6. ნ. ჟ-ა და დ. გ-ა კისრულობენ ვალდებულებას, რომ განახორციელებენ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კიბის რეკონსტრუქციას წინამდებარე მორიგების აქტზე №8 დანართის სახით თანდართული ესკიზის/ფოტომონტაჟის შესაბამისად და ამასთან, მოახდენენ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებას არაუგვიანეს 2023 წლის 31 მაისამდე ვადაში;
2.1.7 ნ. ჟ-ა და დ. გ-ა, საკუთარი ხელმოწერით ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის პირობების შესრულებით, მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ინარჩუნებს მისასვლელ საავტომობილო გზას როგორც ჩრდილოეთიდან, ისე სამხრეთიდან და შესაბამისად, მათ მიერ სამომავლოდ არ იქნება დაყენებული მოთხოვნა აუცილებელი გზის შპს „კ...ის“ მიწის ნაკვეთების გავლით მოწყობის თაობაზე. გარდა ამისა, ნ. ჟ-ა და დ. გ-ა ადასტურებენ, რომ ამ მორიგების აქტის პირობების შესრულებით, სრულად ხდება მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის რეალურ საზღვრებში რეგისტრაცია, აგრეთვე, ამავე მორიგების პირობებით ისინი დამატებით იღებენ საკუთრებაში შპს „კ...ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებულ ნაწილს, შესაბამისად, ნ. ჟ-ა და დ. გ-ა იღებენ ვალდებულებას, რომ სამომავლოდ, მათ მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართობი და კონფიგურაცია თვითნებურად არ იქნება შეცვლილი და გააგრძელებენ ამ მორიგების აქტის გაფორმების მომენტისათვის მათ მფლობელობაში არსებული, ხოლო რეგისტრაციის შემდეგ უკვე მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის ფაქტობრივ ფლობას, აგრეთვე, არ მიმართავენ სასამართლოს შპს ,,კ...ის“ წინააღმდეგ და არ დაიწყებენ დავას შპს „კ...ის“ საკუთრებაში არსებულ წინამდებარე მორიგებით განსაზღვრული მიწის ნაკვეთების მდებარეობის, კონფიგურაციის ან ფართობთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერი საფუძვლით.
2.1.8 შპს „კ...“ ადასტურებს, რომ წინამდებარე მორიგების აქტის პირობების შესრულებით, სრულად ამოიწურება დავა მხარეებს შორის მიწის ნაკვეთების კონფიგურაციისა და მდებარეობის საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად, შპს „კ...“ ამ მორიგების პირობების შესრულების შემდეგ, არ მიმართავს სასამართლოს ნ. ჟ-ასა და დ. გ-ას წინააღმდეგ და არ დაიწყებს დავას მათ საკუთრებაში არსებულ წინამდებარე მორიგებით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის მდებარეობის, კონფიგურაციის ან ფართობთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერი საფუძვლით.
2.2) მხარეებს შორის მიმდინარე სასამართლო დავების შეწყვეტის საკითხი:
2.2.1. წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში ნ. ჟ-ა და დ. გ-ა მოახდენენ შპს „კ...ის“ წინააღმდეგ არსებული სამოქალაქო საქმის განუხილველად დატოვებას, სარჩელის გამოხმობის გზით. კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია სამოქალაქო საქმე (საქმის № 2/3677-17), სადაც მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ ნ. ჟ-ა და დ. გ-ა, ხოლო მოპასუხეს შპს ,,კ...“, დავის საგანია: აუცილებელი გზის დადგენა.
2.2.2 წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში შპს ,,კ...“ მოახდენს ნ. ჟ-ას და დ. გ-ას წინააღმდეგ არსებული სამოქალაქო საქმის განუხილველად დატოვებას, სარჩელის გამოხმობის გზით. კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია სამოქალაქო საქმე (საქმის № 2/2793-18), სადაც მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს შპს „კ...“, ხოლო მოპასუხე მხარეს ნ. ჟ-ა და დ. გ-ა, დავის საგანია: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
2.3) ხარჯების განაწილება:
2.3.1 თითოეული მხარე აცხადებს, რომ თანახმაა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს გადახდილად და არ განაწილდეს მხარეებს შორის;
2.3.2. თითოეული მხარე აცხადებს, რომ მის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯი მის მიერ არის გაწეული და დავის სხვა მხარეების მიმართ მისი ანაზღაურების თაობაზე არ გამოთქვამს მოთხოვნას;
2.3.3. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის შესაბამისად, საჯარო რეესტრის მომსახურების მიღების მიზნით მათ მიერ გასაწევი ხარჯები განაწილდება შემდეგი პრინციპის დაცვით:
2.3.3.1. თითოეული მხარე გადაიხდის მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის, გამიჯვნის, გაერთიანების, ფართის დაზუსტების ან ნებისმიერ სხვა სარეგისტრაციო წარმოებისთვის აუცილებელ ხარჯს;
2.3.3.2. შპს „კ...“ დამატებით გადაიხდის მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული სს „ვ...ს“ სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკის უფლებებისა და ვალდებულების - მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით დატვირთვის შეზღუდვის თაობაზე ჩანაწერის გაუქმების საფასურს.
მხარეები ცალსახად აფიქსირებენ, რომ თუ წინამდებარე მორიგების პირობით მისივე აღსრულებისთვის აუცილებელი რაიმე ხარჯის წინასწარ გათვალისწინება მათ მიერ არ მომხდარა, ასეთი ხარჯის ანაზღაურება არ უნდა დაეკისროს სს „ვ...ს“ ან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ამგვარი ხარჯები უნდა გაიყოს შპს ,,კ...ს“ და ნ. ჟ-ასა და დ. გ-ას შორის.
2.4) მხარეები ადასტურებენ, რომ არ არსებობს მორიგების აქტის ხელმოწერის მომენტისათვის მიმდინარე ან მოსალოდნელი დავა, რომელიც ზეგავლენას მოახდენს წინამდებარე მორიგების აქტით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. მხარეებს არ აქვთ დადებული რაიმე ხელშეკრულება, შეთანხმება ან არ აქვთ ნაკისრი წერილობითი თუ ზეპირი სახით რაიმე ვალდებულება, რაც თუნდაც უმნიშვნელოდ შეაფერხებს, შეაჩერებს ან შეუძლებელს გახდის ამ მორიგების აქტის პირობათა შესრულებას.
2.5) საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები, ფოტომონტაჟი და მუნიციპალიტეტის თანხმობა წარმოადგენს მორიგების აქტის განუყოფელ ნაწილს.
2.6) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციებს განახორციელებს ამ მორიგების აქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში.
2.7) მხარეები ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ცნობილია საქმის მორიგებით დამთავრების შედეგი. ის, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მხარეები ვადასტურებთ, რომ მორიგების აქტი შედგენილია ჩვენს მიერ გამოვლენილი ნების საფუძველზე.
2.8) წინამდებარე მორიგების აქტი შესრულებულია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 5 (ხუთი) ეგზემპლარად სასამართლოსა და თითოეული მხარისათვის გადასაცემად;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის განჩინება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება;
4. მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
5. კასატორს - შპს "კ...ს" (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.09.2021წ. №1631171111 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
6. მორიგების აქტი ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან და მოქმედებს მხარეების მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



მოსამართლეები: გ. აბუსერიძე



მ. ვაჩაძე



ბ. სტურუა