Facebook Twitter

საქმე #ბს-661(კ-22) 13 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ბათუმის ბულვარის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 2 ოქტომბერს შპს „ს...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ბათუმის ბულვარის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ ბათუმის ბულვარის დირექტორის 2019 წლის 22 აპრილის #01-02/76 ბრძანებით გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი ბულვარის ტერიტორიაზე სა...ე ჯიხურების განთავსებასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქედან, რომ აუქციონის ჩატარების მიზანი იყო ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების ხელშეწყობა, მასში მონაწილეობის მიღების უფლება მიენიჭათ მხოლოდ ქართულ კომპანიებს, ხოლო აუქციონში გამარჯვების პირობად დადგენილ იქნა მაქსიმალური ფასის გადახდა. საბოლოოდ, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ს...ი“. აუქციონის პირობების თანახმად, აუქციონში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ კომპანიებს ან კომპანიათა ჯგუფს, რომლებიც არიან ...ის მწარმოებლები.

მოსარჩელის მითითებით, შპს „ს...ის“ მიერ სსიპ ბათუმის ბულვარში წარდგენილ იქნა სათანადო დოკუმენტაცია, კერძოდ, შპს „ბ...სთან“ და აჭარაში მის ექსკლუზიურ დისტრიბუტორთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც, შპს „ბ...“ იღებდა ვალდებულებას, უწყვეტად მოემარაგებინა შპს „ს...ი“ სხვადასხვა დასახელების ...ით, იმ პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო აუქციონით. შპს „ბ...მ“ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ასევე მიმართა წერილებით, რომლებშიც ადასტურებდა მზადყოფნას, მოემარაგებინა შპს „ს...ი“ ...ით, რაც სრულ შესაბამისობაში იქნებოდა აუქციონის პირობებთან. შპს „ს...ის“ მიერ მოპასუხე მხარისათვის შესათანხმებლად ასევე წარდგენილ იქნა სა...ე ჯიხურების ესკიზები.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შპს „ბა...-ის“ 2019 წლის 7 მაისის წერილით სსიპ ბათუმის ბულვარს ეცნობა, რომ შპს „ბა...“ წარმოადგენს შპს „ბ...ს“ ექსკლუზიურ სადისტრიბუციო კომპანიას აჭარის რეგიონში და იგი მზად არის, სსიპ ბათუმის ბულვარის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას - შპს „ს...ს“, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მიაწოდოს „ბ...ს“ მიერ წარმოებული ...ი. ამავე წერილით შპს „ბა...-მა“ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებული ბ...ს ბრენდირებული ჯიხურებიდან დამსვენებლებისათვის მიეწოდებინა უმაღლესი ხარისხის ...ი (მათ შორის, ...ი ...ი, ...ანი ...ი და ...ი). შპს „ბ...ს“ 2019 წლის 13 მაისის #152 წერილით სსიპ ბათუმის ბულვარს ეცნობა, რომ აჭარის რეგიონში შპს „ბ...ს“ კონტრაქტორი კომპანია - შპს „ბა...“, შპს „ს...ს“ მიაწვდიდა შპს „ბ...ს“ მიერ წარმოებულ, მაღალხარისხიან ...ს, რომლისგანაც შესაძლებელი იქნებოდა ე.წ. „...სა“ და „...ის“ დამზადება.

მოსარჩელის მითითებით, ზემოაღნიშნულის მიუხედავად, 2019 წლის 20 მაისს შპს „ს...ს“ მიუვიდა წერილი, რომლითაც სსიპ ბათუმის ბულვარი უარს აცხადებდა შპს „ს...თან“ ხელშეკრულების გაფორმებაზე იმ მოტივით, რომ ის არ წარმოადგენდა ...ის მწარმოებელ კომპანიას.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სსიპ ბათუმის ბულვარმა სათანადოდ არ შეისწავლა და გამოიკვლია შპს „ს...ის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. 2019 წლის 30 ივლისს შპს „ს...მა“ განცხადებით მიმართა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას და მოითხოვა აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წინასწარ გადახდილი თანხის - 20 000 ლარის დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია აუქციონის პირობების დარღვევას და მას უარი არ უთქვამს ხელშეკრულების გაფორმებაზე, რაც წარმოადგენდა წინასწარ გადახდილი თანხის დაბრუნების საფუძველს.

მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს აუქციონის პირობებზე, რომლითაც განისაზღვრა, რომ მხარეს წინასწარ გადახდილი თანხა არ დაუბრუნდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მიიღებდა მონაწილეობას აუქციონში და არ გადაიხდიდა თანხას სრულად ან უარს იტყოდა ხელშეკრულების გაფორმებაზე, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. შპს „ს...ს“ უარი არ განუცხადებია ხელშეკრულების დადებაზე, თავად ბულვარის ადმინისტრაციამ არ გამოხატა ნება აღნიშნულთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არსებობს წინასწარ გადახდილი ბეს - 20 000 ლარის დაბრუნების როგორც ფაქტობრივი, ასევე, სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად, მოსარჩელემ მოპასუხე სსიპ ბათუმის ბულვარისათვის შპს „ს...ის“ მიერ საბანკო გარანტიის/ბეს სახით გადახდილი 20 000 ლარის მოსარჩელისათვის დაბრუნების დავალება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ ბათუმის ბულვარს შპს „ს...ის“ მიერ საბანკო გარანტიის/ბეს სახით გადახდილი 20000 ლარის მოსარჩელისათვის დაბრუნება დაევალა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ბათუმის ბულვარმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინებით სსიპ ბათუმის ბულვარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა სასამართლოს შეფასება, რომ მიუხედავად შპს „ს...ის“ მიერ განხორციელებული აქტივობებისა, აუქციონატორს გააჩნდა ლეგიტიმური საფუძველი, ჩაეთვალა, რომ აუქციონის პირობები შესრულებული არ იყო, რადგანაც აუქციონის გამარჯვებული - შპს „ს...ი“ ვერ ჩაითვლებოდა იმ იურიდიულ პირად/პირთა გაერთიანებად, რომელიც საქართველოში აწარმოებდა ...ს, რასაც კომპანია თავადაც ადასტურებდა, ხოლო სსიპ ბათუმის ბულვარის დირექტორის 2019 წლის 23 მაისის #01-02/127 ბრძანებით განსაზღვრული პირობების თანახმად, აუქციონში მონაწილეობა შეეძლოთ მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს/პირთა გაერთიანებას, რომლებიც საქართველოში ...ის მწარმოებლები იყვნენ.

ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად აღნიშნა ის გარემოებაც, რომ დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი იყო გარკვეულიყო, შპს „ს...ის“ მხრიდან აუქციონის პირობის მითითებული დარღვევა წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელისათვის ბეს უკან დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის #669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მე-8 მუხლის მე-12 პუნქტზე, რომლის თანახმად, ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ: ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სასამართლოს შეფასება, რომ შპს „ს...ის“ შემთხვევაში, ამ პირობათაგან რომელიმეს ადგილი არ ჰქონია, კერძოდ, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა შპს „ს...მა“ არა თუ უარი განაცხადა ხელშეკრულების ხელმოწერაზე, არამედ ხელშეკრულებაზე აუქციონატორის თანხმობის მისაღებად, იგი აქტიურად ცდილობდა აუქციონატორისთვის დაემტკიცებინა თავისი მხრიდან ყველა პირობის შესრულება. ასევე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია სსიპ ბათუმის ბულვარის დირექტორის 2019 წლის 22 აპრილის #01-02/76 ბრძანების მე-20 პუნქტით განსაზღვრულ მოცემულობას ვაჭრობაში მონაწილეობის მიუღებლობის თაობაზე. ღირებულების გადახდასთან დაკავშირებით კი, მოპასუხე მხარეს რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მე-8 მუხლის მე-13 პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, აგრეთვე, სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ელექტრონული აუქციონის კოდექსითა და ამ წესით განსაზღვრული წესი ან/და პირობები.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ აუქციონში გამარჯვებული შპს „ს...ის“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია ელექტრონული აუქციონის რომელიმე წესის ისეთ დარღვევას, რაც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის #669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით“ და პირობიანი ელექტრონული აუქციონის გამოცხადების შესახებ სსიპ ბათუმის ბულვარის დირექტორის 2019 წლის 22 აპრილის #01-02/76 ბრძანების პირობებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობდა აუქციონატორის მიერ აუქციონში გამარჯვებული შპს „ს...ისათვის“ გადახდილი ბეს თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ბათუმის ბულვარმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის #669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მე-8 მუხლის მე-13 პუნქტის დანაწესი, რომლის თანახმად, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, აგრეთვე, სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ელექტრონული აუქციონის კოდექსით და ამ წესით განსაზღვრული წესი ან/და პირობები.

კასატორის მითითებით, შპს „ს...მა“ უხეშად დაარღვია როგორც ელექტრონული აუქციონის კოდექსით, ისე #669 დადგენილებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული პირობები, კერძოდ, სსიპ ბათუმის ბულვარის მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის პირობების შესაბამისად, აუქციონში მონაწილეობა შეეძლოთ იმ იურიდიულ პირებს/პირთა გაერთიანებას, რომლებიც საქართველოში აწარმოებენ ...ს ან სარეალიზაციო პროდუქცია წარმოდგენილი ექნებოდათ ქსელური ფასით. გამარჯვების შემდგომ, კომპანიას უნდა წარმოედგინა ინფორმაცია თავიანთი ბრენდის შესახებ: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, დირექტორის პირადობის მოწმობა ან/და ყველა სხვა დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა კონკრეტულ ბრენდთან მათ სამართლებრივ ურთიერთობას. გარდა ამისა, გამარჯვებულს უნდა უზრუნველეყო 3 სახეობის ...ის მიწოდება დამსვენებელთათვის.

კასატორის შეფასებით, შპს „ს...მა დაარღვია აუქციონის ორი პირობა: 1. ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომლითაც დაადასტურებდა, რომ იგი წარმოადგენდა ...ის მწარმოებელ ქართულ კომპანიას ან იურიდიულ პირთა გაერთიანებას; 2. რომ იგი შეძლებდა მისთვის სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის ბრენდირებული სა...ე ჯიხურიდან განეხორციელებინა დამსვენებლების მომსახურება ...ის სამივე ასორტიმენტით.

შესაბამისად, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ აუქციონში გამარჯვებული შპს „ს...ის“ მიერ განხორციელებულ იქნა აქტიური მოქმედებები პირობიანი ელექტრონული აუქციონის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. კასატორი მიიჩნევს, რომ აქტიური ქმედებების განხორციელება ვერ შეცვლიდა საქმეზე მოცემულ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შპს „ს...ი“ არც აუქციონში მონაწილეობის მიღებისას და არც შემდგომში არ წარმოადგენდა ქართული ...ის მწარმოებელ კომპანიას ან/და კომპანიათა გაერთიანებას, რაც მისთვის იმთავითვე ცნობილი იყო. ამდენად, კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ შპს „ს...მა“ სსიპ ბათუმის ბულვარში წარადგინა იმ შინაარსის ხელშეკრულებები, რომლებიც, მხარის აღქმითა და შეხედულებით, შესაბამისობაში იყო აუქციონის მოთხოვნებთან. შპს „ს...ის“ მოქმედებები სასამართლოს მხრიდან უნდა შეფასებულიყო აუქციონის პირობების უხეშ დარღვევად, რამდენადაც შპს „ს...მა“ თვითნებურად გადაწყვიტა აუქციონში მონაწილეობის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა აუქციონის პირობებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ბათუმის ბულვარის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ბათუმის ბულვარის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხე სსიპ ბათუმის ბულვარისათვის შპს „ს...ის“ მიერ საბანკო გარანტიის/ბეს სახით გადახდილი 20 000 ლარის მოსარჩელისათვის დაბრუნების დავალება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ ბათუმის ბულვარის დირექტორის 2019 წლის 22 აპრილის #01-02/76 ბრძანების საფუძველზე, სსიპ ბათუმის ბულვარის სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე, ბათუმის ბულვარში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე ბრენდირებული სა...ე ჯიხურების განსათავსებლად (5 ლოკაცია, ერთი ლოკაციის მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს არაუმეტეს 12 კვ.მ-ს), 2019 წლის პირველ ნოემბრამდე სარგებლობის უფლებით (იჯარით) გაცემის მიზნით გამოცხადდა პირობიანი ელექტრონული აუქციონი.

ელექტრონული აუქციონის პირობებს მიეკუთვნებოდა შემდეგი: აუქციონში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ იმ იურიდიულ პირებს/პირთა გაერთიანებას, რომლებიც საქართველოში აწარმოებენ ...ს და სარეალიზაციო პროდუქცია წარმოდგენილი ექნებოდათ ქსელური ფასით. გამარჯვებულს 2019 წლის 5 ივნისამდე სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე (5 ლოკაციაზე) უნდა განეთავსებინა არაუმეტეს 12 კვ.მ-ზე მსუბუქი კონსტრუქციის ბრენდირებული სა...ე ჯიხური, რომლისგანაც მოხდებოდა დამსვენებლების მომსახურება ...ის სხვადასხვა ასორტიმენტით (რბილი ...ი ე.წ. ...ი ...ი, ამოსაღები ...ი ე.წ. ...ის ბურთები ...ი); 2. გამარჯვებული ვალდებული იყო 2019 წლის საზაფხულო სეზონის განმავლობაში, მოეწყო არანაკლებ 2 ღონისძიება ბავშვებისათვის; 3. გამარჯვებული ვალდებული იყო ბრენდირებულ სა...ე ჯიხურებში წარმოდგენილი პროდუქციის რეალიზაცია განეხორციელებინა ისე, რომ პროდუქტის საცალო ღირებულება არ ყოფილიყო კომპანიის ქსელურ ფასზე მაღალი (საქართველოს მასშტაბით).

ამასთან, ელექტრონული აუქციონის პირობების თანახმად, გამარჯვების შემდგომ კომპანიას სსიპ ბათუმის ბულვარისათვის უნდა წარედგინა ინფორმაცია თავისი/თავიანთი ბრენდის შესახებ, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, დირექტორის პირადობის მოწმობა ან/და სხვა ყველა სახის დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა კონკრეტულ ბრენდთან პირის სამართლებრივ ურთიერთობას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ ბათუმის ბულვარის დირექტორის 2019 წლის 22 აპრილის #01-02/76 ბრძანების შესაბამისად, 2019 წლის პირველ ნოემბრამდე, მიწის ნაკვეთების სარგებლობის საწყისი საფასური განისაღვრა 25 000 ლარით. ელექტრონულ აუქციონში, მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვრა 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო ბიჯი - 750 ლარით. ელექტრონულ აუქციონში, პირველ ეტაპზე დაფიქსირებული მაღალი ფასით გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ს...ი“.

2019 წლის 6 მაისს შპს „ს...მა“ განცხადებით მიმართა სსიპ ბათუმის ბულვარს და წარუდგინა შპს „ბ...ს“, შპს „ბა...-სა“ და შპს „ს...ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ასევე, შპს „ს...სა“ და შპს „ბა...-ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება.

2019 წლის 7 მაისს, შპს „ბ...მ“ #146 განცხადებით მიმართა სსიპ ბათუმის ბულვარს და მიუთითა, რომ 2019 წლის პირველი მაისის ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ შპს „ს...ს“ წარმოებულ პროდუქციას მიაწვდიდა შპს „ბა...“. შპს „ბ...“ გამოთქვამდა მზადყოფნას, რომ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, შპს „ს...ის“ მიერ ტენდერის პირობების შესაბამისად გამოსაყენებელი ჯიხურებიდან, დამსვენებლებისათვის მიწოდებული იქნებოდა შპს „ბ...ს“ მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის ...ი. 2019 წლის 7 მაისის შპს „ბა...-ს“ #05/19-17 წერილით სსიპ ბათუმის ბულვარს ეცნობა, რომ შპს „ბა...“ წარმოადგენდა შპს „ბ...ს“ ექსკლუზიურ სადისტრიბუციო კომპანიას აჭარის რეგიონში. შპს „ბა...“ გამოთქვამდა მზადყოფნას, შპს „ს...ისთვის“ მიეწოდებინა ბ...ს მიერ წარმოებული ...ი. ამასთან, კომპანია აფიქსირებდა მზადყოფნას, რომ ბათუმის ტერიტორიაზე განთავსებული ბ...ს ბრენდირებული ჯიხურებიდან დამსვენებლებისთვის მიეწოდებინა უმაღლესი ხარისხის ...ი (მათ შორის, ...ი ...ი, ...ანი ...ი და ...ი).

2019 წლის 10 მაისს სსიპ ბათუმის ბულვარმა #01-11/312 წერილით მიმართა შპს „ბ...ს“ და სთხოვა იმ ინფორმაციის დაზუსტება, თუ რა სახის პროდუქციას მიაწვდიდა მათი კომპანია შპს „ბა...-ს“. შპს „ბ...ს“ 2019 წლის 13 მაისის #152 წერილის თანახმად, შპს „ბ...ს“ კონტრაქტორი სადისტრიბუციო კომპანია - შპს „ბა...“, შპს „ს...ს“ მიაწვდიდა შპს „ბ...ს“ მიერ წარმოებულ მაღალი ხარისხის ...ს, რომლისგანაც შესაძლებელი იქნებოდა ე.წ. „...სა“ და „...ის“ დამზადება.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ სსიპ ბათუმის ბულვარის დირექტორის 2019 წლის 23 მაისის #01-02/127 ბრძანებით პირობიანი ელექტრონული აუქციონის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის საფუძვლით ბულვარის დირექტორის 2019 წლის 22 აპრილის #01-02/76 ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული პირობიანი ელექტრონული აუქციონის შედეგები გაუქმდა. სსიპ ბათუმის ბულვარმა აუქციონის მოთხოვნების დარღვევის საფუძვლით, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე არ დაუქვემდებარა უკან დაბრუნებას. მოპასუხემ „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის #669 დადგენილებაზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ გამარჯვებულის - შპს „ს...ის“ მიერ გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ექვემდებარებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დასახელებულ ხელშეკრულებათა შინაარსისა და მათში ჩამოყალიბებული პირობების არსის გათვალისწინებით, შპს „ს...ი“ მიიჩნევდა, რომ შპს „ბა...-სა“ და შპს „ბ...სთან“ ერთად, იგი წარმოადგენდა იმ იურიდიულ პირთა გაერთიანებას, რომლებიც საქართველოში აწარმოებენ ...ს, რამდენადაც, აუქციონში მონაწილეობის შესახებ ფორმულირებული პირობა, გარკვეულწილად, იძლეოდა მისი ამ შინაარსით აღქმის საფუძველს. თუმცა სსიპ ბათუმის ბულვარმა ჩათვალა, რომ აუქციონში გამარჯვებული ვერ ასრულებდა აუქციონის პირობებს, კერძოდ, მოპასუხემ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ს...ი“ არ იყო ქართული ...ის მწარმოებელი კომპანია, ხოლო შპს „ბ...“ და შპს „ს...ი“ არ წარმოადგენდნენ იურიდიულ პირთა გაერთიანებას და შპს „ბ...“, შპს „ს...თან“ ურთიერთობას განახორციელებდა მესამე პირის - შპს „ბა...-ის“ საშუალებით, რომელიც შპს „ბ...სათვის“ არ წარმოადგენდა შვილობილ ან ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოს რომელიმე რეგიონში. შესაბამისად, გამარჯვებული შპს „ს...ი“ ვერ ჩაითვლებოდა იმ იურიდიულ პირად/პირთა გაერთიანებად, რომელიც საქართველოში აწარმოებდა ...ს, რასაც მოსარჩელე თავადაც ადასტურებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირობიანი ელექტრონული აუქციონის გამოცხადების შესახებ სსიპ ბათუმის ბულვარის დირექტორის 2019 წლის 22 აპრილის #01-02/76 ბრძანების მე-20 პუნქტით განსაზღვრულია დათქმა გადახდილი ბეს ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დაუბრუნებლობის საფუძვლის თაობაზე, რომლის თანახმად, თუ ელექტრული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული იურიდიული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის #669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მე-8 მუხლის მე-12 პუნქტზე, რომლის თანახმად, ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ: ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ შპს „ს...ის“ შემთხვევაში ამ პირობათაგან რომელიმეს ადგილი არ ჰქონია, კერძოდ, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა შპს „ს...მა“ არა თუ უარი განაცხადა ხელშეკრულების ხელმოწერაზე, არამედ, პირიქით, ხელშეკრულებაზე აუქციონატორის თანხმობის მისაღებად, იგი აქტიურად ცდილობდა აუქციონატორისთვის დაემტკიცებინა თავისი მხრიდან ყველა პირობის შესრულება. ასევე, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის სსიპ ბათუმის ბულვარის დირექტორის 2019 წლის 22 აპრილის #01-02/76 ბრძანების მე-20 პუნქტით განსაზღვრული პირობა ვაჭრობაში მონაწილეობის მიუღებლობის თაობაზე. ღირებულების გადახდასთან დაკავშირებით კი მოპასუხე მხარეს რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის #669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მე-8 მუხლის მე-13 პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, აგრეთვე, სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ელექტრონული აუქციონის კოდექსითა და ამ წესით განსაზღვრული წესი ან/და პირობები.

შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ აუქციონში გამარჯვებული შპს „ს...ის“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია ელექტრონული აუქციონის რომელიმე წესის ისეთ დარღვევას, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის #669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით“ და პირობიანი ელექტრონული აუქციონის გამოცხადების შესახებ სსიპ ბათუმის ბულვარის დირექტორის 2019 წლის 22 აპრილის #01-02/76 ბრძანების პირობებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ბათუმის ბულვარს (ს/კ 245630786) საკასაციო საჩივარზე 31.05.2022წ. #02105 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 1 000 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ბათუმის ბულვარს (ს/კ 245630786) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 700 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ბათუმის ბულვარის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინება;

3. სსიპ ბათუმის ბულვარს (ს/კ 245630786) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 31.05.2022წ. #02105 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 000 ლარის 70 პროცენტი - 700 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა