#ბს-664(გ-22) 27 სექტემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე - გ. გ-ი
მოპასუხეები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო
დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ (დაზუსტებული სარჩელი).
მოსარჩელემ მოითხოვა: 1) ბათილად იქნეს ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 2 თებერვლის №18-1821033115 გადაწყვეტილება განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ; დაევალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას 1993 წლის 25 ივნისის გარდაბნის რაიონის გამგეობის სხდომაზე №6 ოქმით მიღებული №96 გადაწყვეტილებით გადაცემული 17,71 კვ. მეტრი, №8 ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; 2) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 აგვისტოს №1/1-3191 ბრძანება სადავო ნაგებობაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ, 17,71 კვ. მეტრის ნაწილში; 3) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 აგვისტოს №... გადაწყვეტილება, რომლითაც განხორციელდა სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 აგვისტოს №1/1-3191 ბრძანებაში მითითებულ უძრავ ნივთზე, მდებარე: გარდაბანი, ...ის №99 მიმდებარედ, საკადასტრო კოდი - ..., მოსარჩელისათვის გარდაბნის რაიონის გამგეობის 1993 წლის 25 ივნისის სხდომაზე №6 ოქმით მიღებული №96 გადაწყვეტილებით გადაცემული 17,71 კვ. მეტრის ნაწილში; 4) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №10/69565 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი №... საკადასტრო ერთეულიდან 841.8 კვ.მ ტერასის გამოყოფისა და ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრაციის თაობაზე, მოსარჩელისათვის გარდაბნის რაიონის გამგეობის 1993 წლის 25 ივნისის სხდომაზე №6 ოქმით მიღებული №96 გადაწყვეტილებით გადაცემული 17,71 კვ. მეტრის ნაწილში; 5) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 23 დეკემბრის №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №10/69565 მიმართვა და №... საკადასტრო კოდზე საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირდა შენობა-ნაგებობა №1 (ტერასა) – 841 კვ. მეტრი მოსარჩელისათვის გარდაბნის რაიონის გამგეობის 1993 წლის 25 ივნისის სხდომაზე №6 ოქმით მიღებული №96 გადაწყვეტილებით გადაცემული 17,71 კვ. მეტრის ნაწილში; 6) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 13 იანვრის №... გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის გარდაბნის რაიონის გამგეობის 1993 წლის 25 ივნისის სხდომაზე №6 ოქმით მიღებული №96 გადაწყვეტილებით გადაცემული 17,71 კვ. მეტრის ნაწილში; 7) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 თებერვლის №1/1-1228 ბრძანება შპს „ა...ის“ კაპიტალში ქონების შეტანის შესახებ, ტერასაზე 5 კვ.მ-ის ნაწილში; 8) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 29 ოქტომბრის №1-1/475 ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ წარმოებაში მიღების შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც წარმოებაში არ იქნა მიღებული ადმინისტრაციული საჩივარი 25.02.2020წ. №1/1-1228 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით; 9) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2022 წლის 13 აპრილის №1-1/174 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. გარდაბანი, ...ის ქ. №99ა-ს მიმდებარედ, ს/კ ..., 17.71 კვ.მ №8 ბინა, ნებისმიერი სახის სარეგისტრაციო წარმოების შესრულება, რაც დაკავშირებული იქნება მოცემულ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრის შეცვლასთან, ასევე იპოთეკით ან სხვა ნებისმიერი ვალდებულებებით დატვირთვასთან.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განჩინებით გ. გ-ის დაზუსტებული სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 აგვისტოს №1/1-3191 ბრძანების ბათილად ცნობის სადავო ნაგებობაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ, 2019 წლის 29 ნოემბრის №10/69565 ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის №... საკადასტრო ერთეულიდან 841.8 კვ.მ ტერასის გამოყოფისა და ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ, რის შედეგადაც ტერასას მიენიჭა საკადასტრო კოდი ...., 2020 წლის 25 თებერვლის №1/1-1228 ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ ტერასაზე 5 კვ.მ-ის შპს „ა...ის“ კაპიტალში შეტანის შესახებ, სადავო ქონების ნაწილში (17.71 კვ.მ - №98 ბინის - იმ ნაწილში, რომელიც გამოეყო მოსარჩელეს 25.06.1993 წ. გარდაბნის რაიონის გამგეობის სხდომაზე №6 ოქმისა და №96 გადაწყვეტილების საფუძველზე), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 29 ოქტომბრის №1-1/475 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით საჩივრის ნაწილობრივ წარმოებაში მიღების შესახებ, იმ ნაწილში, რომლითაც წარმოებაში არ იქნა მიღებული ადმინისტრაციული საჩივარი 25.02.2020 წ. №1/1-1228 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და 2022 წლის 13 აპრილის №1-1/174 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში გამოეყო ცალკე წარმოებად და განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილსა და 26-ე მუხლზე, სსკ-ის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველ ნაწილზე, მე-18 მუხლის პირველ ნაწილზე, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 აგვისტოს №1/1-3191, 2019 წლის 29 ნოემბრის №10/69565, 2020 წლის 25 თებერვლის №1/1-1228, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 29 ოქტომბრის №1-1/475 და 2022 წლის 13 აპრილის №1-1/174 ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში დავა არ ეხება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის განხორციელების საკითხს, დავის საგანს არ წარმოადგენს სარეგისტრაციო მიმდინარეობის, შეწყვეტის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები. დავა არ ეხება საჯარო რეესტრში არსებული რეგისტრაციის კანონიერებას ან მარეგისტრირებელი ორგანოსათვის რეგისტრაციის განხორციელების დავალებას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს უძრავი ნივთის მდებარეობის მიხედვით (სსკ-ის მე-18) განსჯადობის წესების გამოყენების საფუძველი.
სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს - უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახულია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში /მუხლი 26/, კერძოდ, უფლებამოსილი სასამართლოს მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტის აუცილებლობაში. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სარჩელის განსჯად სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას, იმპერატიული შინაარსის ნორმაა.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მისამართია: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის ქ. №49ა, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მისამართია: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2. „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. გადაწყვეტილების 20.2 მუხლის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვრა საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნის ნაწილში განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, მოცემულ შემთხვევაში კი, აღნიშნულ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის განჩინებით, მოსარჩელე გ. გ-ის სასარჩელო განცხადება (საქმე №3/3512–22), მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 აგვისტოს №1/1 3191 ბრძანების ბათილად ცნობის სადავო ნაგებობაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ, 2019 წლის 29 ნოემბრის №10/69565 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის №... საკადასტრო ერთეულიდან 841.8 კვ.მ ტერასის გამოყოფისა და ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ, რის შედეგადაც ტერასას მიენიჭა საკადასტრო კოდი ...., 2020 წლის 25 თებერვლის №1/1-1228 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ ტერასაზე 5 კვ.მ-ის შპს „ა...ის“ კაპიტალში შეტანის შესახებ, სადავო ქონების ნაწილში (17.71 კვ.მ №98 ბინის - იმ ნაწილში, რომელიც გამოეყო მოსარჩელეს 25.06.1993 წ. გარდაბნის რაიონის გამგეობის სხდომაზე №6 ოქმისა და №96 გადაწყვეტილების საფუძველზე), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 29 ოქტომბრის №1-1/475 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით საჩივრის ნაწილობრივ წარმოებაში მიღების შესახებ, იმ ნაწილში, რომლითაც წარმოებაში არ იქნა მიღებული ადმინისტრაციული საჩივარი 25.02.2020 წ. №1/1-1228 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და 2022 წლის 13 აპრილის №1-1/174 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, განსჯადობის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილზე, მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, 26-ე მუხლსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნილი სასარჩელო განცხადების დავის საგანს წარმოადგენს: 1) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (17,71 კვ.მ №8 ბინის - იმ ნაწილში, რომელიც გამოეყო მოსარჩელეს 25.06.1993 წ. გარდაბნის რაიონის გამგეობის სხდომაზე №66 ოქმისა და №96 გადაწყვეტილების საფუძველზე) 2015 წლის 13 აგვისტოს №1/1-3191 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც სადავო ნაგებობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია იქნა მოთხოვნილი; 2) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №10/69565 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა №... საკადასტრო ერთეულიდან 841.8 კვ.მ ტერასის გამოყოფისა და ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ, რის შედეგადაც ტერასას მიენიჭა საკადასტრო კოდი .... (ტომი 2. ს.ფ. 47); 3) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 თებერვლის №1/1-1228 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა ტერასაზე 5 კვ.მ-ის შპს „ა...ის“ კაპიტალში შეტანის შესახებ სადავო ქონების ნაწილში. გასაჩივრებული სამივე აქტი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, წარმოადგენს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელთა საფუძველზე განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ „აქტების ბათილად ცნობის ნაწილში დავა არ ეხება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის განხორციელების საკითხს, დავის საგანს არ წარმოადგენს სარეგისტრაციო მიმდინარეობის, შეწყვეტის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები. დავა არ ეხება საჯარო რეესტრში არსებული რეგისტრაციის კანონიერებას ან მარეგისტრირებელი ორგანოსათვის რეგისტრაციის განხორციელების დავალებას“.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 11.05.2022 წ. რუსთავის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სასარჩელო განცხადების ერთ-ერთ მოპასუხე მხარეს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომლის მიმართაც მოსარჩელე მოითხოვს: ა) 17.08.2015 წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც ქ. გარდაბანში, ...ის ქუჩა №99-ის მიმდებარედ, ს/კ - ..., დაზუსტებული ფართობი - 1518,00 კვ.მ, მესაკუთრედ დარეგისტრირდა სახელმწიფო. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 13.08.2015 წ. №1/1-3191 ბრძანება; ბ) 23.12.2019 წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომელიც მიღებულია ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც ქ. გარდაბანში, ...ის ქუჩა №99-ის მიმდებარედ, ს/კ - ..., დაზუსტებული ფართობი - 1518,00 კვ.მ, მესაკუთრედ დარეგისტრირდა სახელმწიფო. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 13.08.2015 წ. №1/1-3191 ბრძანება; გ) 13.01.2020 წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომელიც მიღებულია ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც ქ. გარდაბანში, ...ის ქუჩა №99-ის მიმდებარედ, ს/კ - ...., დაზუსტებული ფართობი - 1518,00 კვ.მ, მესაკუთრედ დარეგისტრირდა სახელმწიფო - ფართი №1-ში ტერასა. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 13.08.2015 წ. №1/1-3191 ბრძანება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.11.2019 წ. №10/69565 მიმართვა.
შესაბამისად, უდავოა, რომ მოსარჩელეს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად, სადავო აქვს გამხდარი მათ საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციებიც. უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი და, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად ცნობა იწვევს რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. იგივე შინაარსის დებულებას შეიცავს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად ცნობა იწვევს რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, ბათილია ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აქტის გაუქმების მიუხედავად, მისი ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 190-ე მუხლის შინაარსიდან, ანუ წინა რეგისტრაციის უკანონობა თავისთავად არ იწვევს შემდგომი რეგისტრაციების ბათილობას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების კანონიერების გადასინჯვის გარეშე. მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე, ამიტომაც, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების - პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა. (სუსგ 02.07.2015 წ. №ბს-30-30(23-15), 30.04.2015 წ. №2-585-572(42-14)).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებულ აქტებთან მიმართებით, მოსარჩელის მოთხოვნა უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავისკენ მიემართება და სახეზეა ნივთობრივი განსჯადობის საკითხი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ამ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებს საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციების კანონიერების საკითხის განხილვა მოთხოვნილია რუსთავის საქალაქო სასამართლოში დარჩენილი სასარჩელო განცხადების ფარგლებში. ამასთან, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა უკავშირდება მოსარჩელის უფლებამოსილებას, აირჩიოს სასამართლო (სსსკ-ის მე-20 მუხლი). შესაბამისად, სახეზეა მოსარჩელისათვის უზრუნველყოფილი პროცესუალური შესაძლებლობა, აირჩიოს უფლებამოსილი სასამართლოდან ერთ-ერთი. რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 29 ოქტომბრის №1-1/475 ბრძანებას (საჩივრის ნაწილობრივ წარმოებაში მიღების შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც წარმოებაში არ იქნა მიღებული ადმინისტრაციული საჩივარი 25.02.2020 წ. №1/1-1228 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით) და 2022 წლის 13 აპრილის №1-1/174 ბრძანებას (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ), ისინი მიღებულა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე და მხოლოდ ის გარემოება, რომ მათი მიმღები ადმინისტრაციული ორგანო(ები)ს მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, არ წარმოშობს ამ ნაწილში მოთხოვნის ცალკე წარმოებად გამოყოფის სამართლებრივ საფუძვლებს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნათა განცალკევებული განხილვა არ იქნება მიზანშეწონილი, რამეთუ უფლებადამდგენი დოკუმენტების ნაწილში ცალკე გამოყოფილი საქმის და მათ საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციების კანონიერებაზე წარდგენილი სასარჩელო განცხადებების სხვადასხვა სასამართლოებში განხილვა გამოიწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას და საქმის ასეთი დაყოფა ეწინააღმდეგება სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპს.
სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების მიხედვით დავების განაწილება ემსახურება მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, პროცესის ეკონომიურობის და ოპერატიულობის, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე საჯარო მმართველობის განხორციელების ფორმა, პრინციპები, ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიული დაყოფის მიზნები, კონკრეტული დავის თავისებურებები. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18, მე-20 და 22-ე მუხლებზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტსა და 29-ე მუხლზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სასამართლო წარმოებაში განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად, მხარეების შეთანხმება სასამართლო განსჯადობაზე (პროროგაცია) ან რომელიმე სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვა (დეროგაცია) არ დაიშვება, მსგავსი შეთანხმებები არ ცვლის კანონმდებლობით დადგენილ განსჯადობის იმპერატიულ წესს. შესაბამისად, გ. გ-ის სარჩელი არ წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ გ. გ-ის სარჩელი, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვს: ა) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 აგვისტოს №1/1-3191 ბრძანების ბათილად ცნობას სადავო ნაგებობაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ; ბ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №10/69565 ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას №... საკადასტრო ერთეულიდან 841.8 კვ.მ ტერასის გამოყოფისა და ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ, რის შედეგადაც ტერასას მიენიჭა საკადასტრო კოდი ....; გ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 თებერვლის №1/1-1228 ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ტერასაზე 5 კვ.მ-ის შპს „ა...ის“ კაპიტალში შეტანის შესახებ, სადავო ქონების ნაწილში (17.71 კვ.მ - №98 ბინის - იმ ნაწილში, რომელიც გამოეყო მოსარჩელეს 25.06.1993 წ. გარდაბნის რაიონის გამგეობის სხდომაზე №6 ოქმისა და №96 გადაწყვეტილების საფუძველზე); დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 29 ოქტომბრის №1-1/475 ბრძანების ბათილად ცნობას საჩივრის ნაწილობრივ წარმოებაში მიღების შესახებ, იმ ნაწილში, რომლითაც წარმოებაში არ იქნა მიღებული ადმინისტრაციული საჩივარი 25.02.2020 წ. №1/1-1228 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით; ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2022 წლის 13 აპრილის №1-1/174 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას - განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება შემდეგი გარემოებები: ა) 2015 წლის 13 აგვისტოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გამოსცა №1/1-3191 ბრძანება, რომლითაც გადაწყდა, რომ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. გარდაბანი, ...ის ქ. №99-ის მიმდებარედ, სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით მიემართოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;
ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით უძრავი ქონება, მდებარე: ქ. გარდაბანი, ...ის ქ. №99-ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი - ..., დაზუსტებული ფართობი 1518 კვ. მეტრი, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი №1, დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლებით. უფლების დამდგენი დოკუმენტია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 აგვისტოს №1/1-3191 ბრძანება;
გ) 2019 წლის 29 ნოემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსმა №10/69565 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავი ქონებაზე, მდებარე: ქ. გარდაბანი, ...ის ქ. №99-ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი - ..., ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, შენობა-ნაგებობა №1-ის ტერასის (841,8 კვ. მეტრი) ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრაცია;
დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 23 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №10/69565 მიმართვა და უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. გარდაბანი, ...ის ქ. №99-ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი - ..., მიეთითა შენობა-ნაგებობა №1 (ტერასა) - 841,8 კვ. მეტრი;
ე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 13 იანვრის №... გადაწყვეტილებით გასწორდა ტექნიკური ხარვეზი და უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. გარდაბანი, ...ის ქ. №99-ის მიმდებარედ, ფართი №1 (ტერასა) – 841 კვ. მეტრი, დარეგისტრირდა ცალკე უფლების ობიექტად საკადასტრო კოდით - ....;
ვ) 2020 წლის 25 თებერვალს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გამოსცა №1/1-1228 ბრძანება, რომლითაც შპს „ა...ის“ კაპიტალში შეტანილ იქნა ქონება, მათ შორის, .... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის 5 კვ. მეტრი;
ზ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 2 თებერვლის №18-1821033115 მიმართვით გ. გ-ს ეცნობა, რომ მის მიერ საპრივატიზებოდ მოთხოვნილი ფართი, მდებარე: ქ. გარდაბანი, ...ის ქ. №99ა, ს/კ ..., წარმოადგენს კარკასული ტიპის კორპუსის ბინას, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის შესული და არ ირიცხება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. შესაბამისად, ვერ მოხერხდება მისი იდენტიფიცირება და აქედან გამომდინარე, ვერ განხორციელდება ფართის პრივატიზება;
თ) 2021 წლის 7 ოქტომბერს გ. გ-მა №14394/21 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა: 1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 აგვისტოს №1/1-3191 ბრძანება; 2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №10/69565 წერილი; 3. ბათილად იქნეს ცნობილი „შპს „ა...ის“ კაპიტალში ცვლილების შეტანის შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 თებერვლის №1/1-1228 ბრძანება;
ი) საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 29 ოქტომბრის №1-1/475 ბრძანებით გ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა: 1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 აგვისტოს №1/1-3191 ბრძანება; 2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №10/69565 წერილი - მიღებულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში;
კ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 29 ოქტომბრის №04/7355 გადაწყვეტილებით იმ საფუძველზე მითითებით, რომ „შპს „ა...ის“ კაპიტალში ცვლილების შეტანის შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 თებერვლის №1/1-1228 ბრძანება არ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველად;
ლ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს 2022 წლის 13 აპრილის №1-1/174 ბრძანებით გ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 აგვისტოს №1/1-3191 ბრძანება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №10/69565 წერილი, არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით, კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. აღნიშნული ეხება აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე სარჩელებს. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს სასამართლოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დაზუსტებული სარჩელით დავის საგანს წარმოადგენს ქ. გარდაბანში, ...ის ქ. №99-ის მიმდებარედ მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გამოცემული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული რეგისტრაციები. ამასთანავე, მოსარჩელის საბოლოო მიზანს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია წარმოადგენს. შესაბამისად, სარჩელის ყველა მოთხოვნა აღნიშნული მიზნიდან გამომდინარეობს. სსკ-ის მე-18 მუხლის მიხედვით, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული დავა შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, კანონმდებლობა უშვებს უძრავი ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით დავის განხილვას. მართალია, ხსენებული მუხლი არ არის კატეგორიული და არ გამორიცხავს სარჩელის აღძვრას საერთო განსჯადობის ანუ მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით, მოსარჩელის არჩევით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციის ცენტრალიზმის შედეგად საერთო წესი ხშირ შემთხვევაში იწვევს ადმინისტრაციულ საქმეთა კონცენტრაციას დედაქალაქში, დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული ნივთობრივი განსჯადობისათვის უპირატესობის მინიჭება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 2 სექტემბრის №1-1/352 ბრძანებით შეიქმნა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფები, მათ შორის ქვემო ქართლის რეგიონული სამსახური, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (ქ. რუსთავის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტები). დებულების პირველი მუხლის შესაბამისად, სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფი თავისი ძირითადი ფუნქციების შესრულების დროს წარმოადგენს სააგენტოს. ხოლო ამავე დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფი, თავისი ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მართავს და სარგებლობაში გადასცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ სახელმწიფო ქონებას; ამავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფი კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში.
ანალოგიური საკანონმდებლო დანაწესი მოქმედებდა სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 1 მაისის №1-1/107 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მომსახურების ცენტრის დებულებით, რომლის თანახმადაც, ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრი ადგილზე წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. ხსენებული დებულების 1-ლი მუხლის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრი არის სააგენტოს სტრუქტურული ერთეული, ცენტრი ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების მართვას, განკარგვას და სარგებლობაში გადაცემას სააგენტოსგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის №10/69565 წერილი, რომლითაც მან 2019 წლის 29 ნოემბერს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავი ქონებაზე, მდებარე: ქ. გარდაბანი, ...ის ქ. №99-ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი ..., ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, შენობა-ნაგებობა №1-ის ტერასის (841,8 კვ. მეტრი) ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრაცია; სწორედ აღნიშნული მიმართვა დაედო საფუძვლად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 23 დეკემბრის №... გადაწყვეტილებას და უძრავი ქონებაზე, მდებარე: ქ. გარდაბანი, ...ის ქ. №99-ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი ..., მიეთითა შენობა-ნაგებობა №1 (ტერასა) - 841,8 კვ. მეტრი.
„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის – რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.
ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ სადავო უძრავი ნივთი მდებარეობს ქ. გარდაბანში, სარჩელის მიზნის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში განსჯადი სასამართლო განისაზღვრება სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი დამოუკიდებელი სარჩელები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ ერთი სასარჩელო წარმოების გზით დავა აირჩია და ზემოდასახელებული ადმინისტრაციული ორგანოები მოპასუხეებად მიუთითა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე რამოდენიმე სასამართლოს განსჯადია, სასამართლოს არჩევის უფლებამოსილება ეკუთვნის მოსარჩელეს (სსკ-ის მე-20 მუხ.), აღნიშნული ეხება იმ შემთხვევას, როდესაც მოპასუხეები არიან სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციული ორგანოები ან ერთიანი სისტემის ზედა და ქვედა სტრუქტურები (შედ. იხ. საქმე ბს-632-628(გ-17)). ამდენად, დავა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯადია, რადგან მოსარჩელემ აღნიშნული სასამართლო აირჩია.
მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასაწყვეტია ტერიტორიული და არა საგნობრივი განსჯადობის საკითხი, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია იმსჯელოს მოსარჩელის იმ მოთხოვნის ნაწილზე, რომელიც შეეხება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 25 თებერვლის №1/1-1228 ბრძანებას, რომლითაც შპს „ა...ის“ კაპიტალში შეტანილ იქნა ქონება, მათ შორის .... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის 5 კვ. მეტრი.
იდენტურ სასარჩელო მოთხოვნაზე დავის განსჯადობის საკითხი საკასაციო პალატამ გადაწყვიტა არაერთ საქმეზე და განმარტა, რომ „საწარმოთა მართვის სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სზაკ-ის 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა, ამდენად სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუმცა საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა არა იმის გამო, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ადრესატი ადმინისტრაციული ორგანოა, არამედ სადავო სამართალურთიერთობის იმმანენტური ბუნების გამო, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამართალურთიერთობის ხასიათს. სზაკ-ის 2.1 მუხლი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს (ტაქსაცია). ამდენად, კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული (ენუმერაცია). სასკ-ის 2.3 მუხლის დებულება იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავა, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს. სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში. ამდენად, საგნობრივი განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა ენიჭება სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველს, სამართალურთიერთობის სუბიექტის მოქმედების ფორმას. უკეთუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოცემულია საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე, სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სახეზე იქნება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო თუ აქტის გამოცემის საფუძველი კერძო-სამართლებრივია, იგი არ ჩაითვლება ადმინისტრაციულ აქტად. სადავო აქტის სახელწოდება იმთავითვე არ ადასტურებს მისი ადმინისტრაციულ აქტად მიჩნევის შესაძლებლობას, ორგანიზაციული და სხვა საკითხების მოწესრიგების პროცესში დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ბრძანების ფორმით გამოცემული ყველა გადაწყვეტილება ავტომატურად არ უნდა გაუთანაბრდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, მსგავს შემთხვევებში ყურადღება უნდა მიექცეს გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლებს, მის შინაარსს, კონკრეტული აქტის გამოცემისას საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას“.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 25 თებერვლის №1/1-1228 ბრძანებით შპს „ა...ის“ კაპიტალში შეტანილ იქნა ქონება, მათ შორის .... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის 5 კვ. მეტრი. ამდენად, დასახელებულ ბრძანებასთან მიმართებაში დავა არ არის წარმოშობილი ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და ეხება პარტნიორის მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირის კაპიტალში ქონების შეტანის მართლზომიერებას, რაც დავის სამოქალაქო ხასიათს ადასტურებს. რამდენადაც, სახეზეა პარტნიორის მიერ ქონების კერძო სამართლის იურიდიული პირის კაპიტალში შეტანა, დავა არ ეხება სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას, პრივატიზაციის პროცედურის კანონიერებას, რაც თავისი ბუნებით ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა რიგს განეკუთვნება
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. გ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. გ-ი სარჩელი, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვს: ა) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 აგვისტოს №1/1-3191 ბრძანების ბათილად ცნობას სადავო ნაგებობაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ; ბ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №10/69565 ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას №... საკადასტრო ერთეულიდან 841.8 კვ.მ ტერასის გამოყოფისა და ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ, რის შედეგადაც ტერასას მიენიჭა საკადასტრო კოდი ....; გ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 თებერვლის №1/1-1228 ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ტერასაზე 5 კვ.მ-ის შპს „ა...ის“ კაპიტალში შეტანის შესახებ, სადავო ქონების ნაწილში (17.71 კვ.მ - №98 ბინის - იმ ნაწილში, რომელიც გამოეყო მოსარჩელეს 25.06.1993 წ. გარდაბნის რაიონის გამგეობის სხდომაზე №6 ოქმისა და №96 გადაწყვეტილების საფუძველზე); დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 29 ოქტომბრის №1-1/475 ბრძანების ბათილად ცნობას საჩივრის ნაწილობრივ წარმოებაში მიღების შესახებ, იმ ნაწილში, რომლითაც წარმოებაში არ იქნა მიღებული ადმინისტრაციული საჩივარი 25.02.2020 წ. №1/1-1228 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით; ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2022 წლის 13 აპრილის №1-1/174 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას - განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე