Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №5აპ-13 ქ. თბილისი

ხ-ა ა., 5აპ-13 16 იანვარი, 2013 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის განჩინებაზე მსჯავრდებულების - ვ. ს-ს, ა. ხ-სა და ზ. ფ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განაჩენით:

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ. ხ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დამტკიცდა ქუთაისის რაიონული პროკურორის - ნ. ს-ს თანხმობით 2011 წლის 22 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ. ხ-ს, ბრალდებულ ა. ხ-სა და მისი ინტერესების დამცველ, ადვოკატ ბ. ო-ს შორის; ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ. ხ-ს, ბრალდებულ ვ. ს-სა და მისი ინტერესების დამცველ, ადვოკატ გ. ქ-ს შორის; ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ. ხ-ს, ბრალდებულ თ. ხ-სა და მისი ინტერესების დამცველ, ადვოკატ ბ. ო-ს შორის; ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ. ხ-ს, ბრალდებულ ზ. ფ-სა და მისი ინტერესების დამცველ, ადვოკატ გ. შ-ს შორის.

ა. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 5 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. ა. ხ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 29 მარტიდან.

მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 15000 ლარის ოდენობით.

ზ. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 5 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. ზ. ფ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 29 მარტიდან.

მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 15000 ლარის ოდენობით.

თ. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 5 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. თ. ხ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 29 მარტიდან.

მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით.

ვ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ვ. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 6 აპრილიდან.

მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით.

გ. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

მ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დამტკიცებული საპროცესო შეთანხმება ა. ხ-ს, ვ. ს-სა და ზ. ფ-ს მიმართ და მათ მიმართ საქმე დაუბრუნდა ქუთაისის რაიონულ პროკურატურას.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების - ვ. ს-ს, ა. ხ-სა და ზ. ფ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი