საქმე №2აგ-13 17 იანვარი, 2013 წელი
ვ-ე თ, 2აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ვ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის განაჩენით:
თ. ვ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის პირველი ნაწილით , ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; 24,182–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით; 24,362-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 10 000 ლარის ოდენობით.
თ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63-64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 10 000 ლარის ოდენობით.
გ. ტ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; სსკ–ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 5000 ლარის ოდენობით;
მ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით და მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 5000 ლარის ოდენობით.
ზ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; სსკ–ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 5000 ლარის ოდენობით.
გ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 5000 ლარის ოდენობით.
ზ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 5000 ლარის ოდენობით.
ა. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 5000 ლარის ოდენობით.
კ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით და მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 5000 ლარის ოდენობით.
ი. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; სსკ–ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 5000 ლარის ოდენობით.
ბ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 5000 ლარის ოდენობით.
ლ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; სსკ–ის 24,182–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით და მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა –10 000 ლარის ოდენობით.
2012 წლის 9 ნოემბერს მსჯავრდებულმა თ. ვ-მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, სსსკ–ის 310–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. შუამდგომლობაში მითითებულია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ იგი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 24,182–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 24,362–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის განხილვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელსაც პროცესის მწარმოებელი ორგანო ედავება, შეეხებოდა საჩხერის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობას 2006–2007 წლებში. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს საჩხერის რაიონის გამგებლის – ზ. ც-ს 2006 წლის 10 აგვისტოს დამტკიცებული აქტი, რომელიც ეხება საჩხერის რაიონული სასამართლოს შენობის ექსპლუატაციაში მიღების ფაქტს. აქტის მიხედვით განსაზღვრულია ექსპლუატაციაში მიმღები სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა და ის დოკუმენტაცია, რაც სახელმწიფო კომისიას წარედგინა ამ სამუშაოების შესრულების პროცესში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, რომლის რეკონსტრუქციაც განხორციელდა, წარმოადგენს დაინტერესებულ პირს. საქართველოს სსსკ–ის მე–8 თავის 59–66–ე მუხლების შესაბამისად, მოსამართლეს უფლება არა აქვს, მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის საქმის განხილვაში, თუ არის სხვა გარემოებები, რომლებიც ეჭვს ბადებს მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში. აღნიშნულ შემთხვევაში მიზანშეწონილი იყო, ობიექტურობის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, საქმის განხილვა მომხდარიყო იმავე დონის სხვა სასამართლოში, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინებით თ. ვ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
მსჯავრდებული თ. ვ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს მისი შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას; საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის განსახილველად იმავე დონის სასამართლოსთვის გადაცემას იმავე მოტივებით, რაზეც მას მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნა წ ი ლ ი:
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა მოცემული საქმე და მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ გამოვლენილა რაიმე ახალი გარემოება, რაც არსებითად ეჭვქვეშ დააყენებდა მოსამართლის მიუკერძოებლობას, ამასთან, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ისეთი გარემოება, რომლითაც გამოვლინდებოდა მოსამართლის პირადი დაინტერესება საქმის შედეგით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ თ. ვ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. ვ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ თ. ვ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი