Facebook Twitter

№2411-13 5 მარტი, 2013 წელი

ე-ი ა, 2411-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ნ. ფ-ს

ადვოკატ - დ. ბ-ს

თარჯიმან - ე. მ-ს

მსჯავრდებულ - ა. ე-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ე-ს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით ა. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის გამოყენებით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დაზარალებულ ნ. გ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 1500 ლარის გადახდა.

ა. ე-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 5 ივლისიდან.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ნოემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებულ ა. ე-ს მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე.

ა. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის გამოყენებით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დაზარალებულ ნ. გ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 1500 ლარის გადახდა.

ა. ე-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 5 ივლისიდან.

2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. ე-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ე-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ ა. ე-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული ძირითადი სასჯელი - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 4 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მას სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ე-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა იმ მოტივით, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, იგი უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული (236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადება ან/და მცდელობა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული ა. ე-ი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2013 წლის 5 თებერვლის განჩინების გამოტანის დროისათვის ნასამართლობის არმქონე იყო, ამდენად, მასზე უნდა გავრცელებულიყო სწორედ ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნები, რის გამოც უნდა შევიდეს ცვლილება გასაჩივრებულ განჩინებაში მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ა. ე-ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ა. ე-ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ა. ე-ს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და უნდა მიესაჯოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ა. ე-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და უნდა მიესაჯოს 4 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 5 წლით თავისუფლების აღკვეთას - უნდა დაემატოს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან - 4 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 1 წელი, 7 თვე და 15 დღე და საბოლოოდ ა. ე-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 6 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2005 წლის 3 ივლისიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ე-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ა. ე-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ა. ე-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის - 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ა. ე-ს გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ა. ე-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 (ექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 4 (ოთხი) წლით, 10 (ათი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატოს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან - 4 (ოთხი) წლით, 10 (ათი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 1 (ერთი) წელი, 7 (შვიდი) თვე, 15 (თხუთმეტი) დღე და საბოლოოდ ა. ე-ს მოსახდელად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით, 7 (შვიდი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2005 წლის 3 ივლისიდან.

მსჯავრდებული ა. ე-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი