Facebook Twitter

№2911-13 8 მარტი, 2013 წელი

გ-ა რ, 2911-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - მ. ც-ს

მსჯავრდებულ - რ. გ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. გ-ს საჩივარი სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სენაკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 აგვისტოს განაჩენით:

რ. გ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 184-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილი ბრალდება.

რ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „გ“ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 58-ე მუხლის გამოყენებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 58-ე მუხლის გამოყენებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 58-ე მუხლის გამოყენებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით -ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 6000 ლარის ოდენობით. რ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 6 თებერვლიდან.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ივლისის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ რ. გ-ს მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით:

რ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით _ ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. რ. გ-ას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 6 თებერვლიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენით:

მსჯავრდებულ რ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №9 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. გ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ რ. გ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

რ. გ-ა გათავისუფლდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის – 6 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან ამ ვადის ამოწურვის გამო.

მსჯავრდებულ რ. გ-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით - შეუმცირდა 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 9 თვის ვადით.

მსჯავრდებულ რ. გ-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სს კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით - შეუმცირდა 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და რ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.

რ. გ-ს ამ განჩინებით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 6 თებერვლიდან.

დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. გ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილი).

ამდენად, მსჯავრდებული რ. გ-ა უნდა გათავისუფლდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და, ამასთან, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით.

ამდენად, მსჯავრდებული რ. გ-ა უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 6 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

ამდენად, მსჯავრდებულ რ. გ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 6 წელსა და 9 თვეს. მას სასჯელის ათვლა უნდა დაეწყოს 2007 წლის 6 თებერვლიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. გ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული რ. გ-ა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელის - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული რ. გ-ა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.

მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2007 წლის 6 თებერვლიდან.

დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

თ. თოდრია