საქმე №ბს-639(2კ-22) 16 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ბ... (მესამე პირი) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ე. ა-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 8 მაისს ე. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ბ... და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 მაისის განჩინებით ე. ა-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 6 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების თანახმად, ...ის კომპანიაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით - ...) მონაცემების გასწორებისა და ე. ა-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (მდებარე - ქ. რუსთავი, ... მკ/რ-ის მიმდებარე ტერიტორია, №... ნაკვეთი, საკადასტრო კოდი - ...) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის განხორციელების დავალება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, 2019 წლის 7 ოქტომბერს ე. ა-ის მინდობილმა პირმა - შ. ა-მა სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც ქ. რუსთავში, ... მ/რ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე (ნაკვეთი ..., ს/კ ...) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაცია მოითხოვა, რაზეც უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ განცხადებაზე თანდართულ აზომვით ნახაზზე დაფიქსირდა ზედდება ... კოდით ბ...ის კომპანიის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან. ამასთან, 2020 წლის 24 იანვარს ე. ა-ის წარმომადგენელმა მიმართა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადგენად, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ 2020 წლის წერილობითი პასუხით უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთი ზედდებაში იყო ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. მოსარჩელის წარმომადგენელმა 2020 წლის 16 მარტს საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აზომვითი ნახაზით წარდგენილი უძრავი ნივთის ელექტრონული ვერსიით დარეგისტრირების მოთხოვნით, იმ მოტივით, რომ საჯარო რეესტრში ჯერ კიდევ 2002 წელს დარეგისტრირდა ნაკვეთი საკუთრებაში ე. ა-ის სახელზე და ამასთან, აზომვითი ნახაზის შემდგენელმა განმარტა, რომ ნახაზი სწორად იყო შედგენილი არქივში დაცული რუკის შესაბამისად და იგი ვერ მოახდენდა მის კორექტირებას.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ბ....
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 9 ოქტომბერს ე. ა-ის წარმომადგენელმა შ. ა-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა ქალაქ რუსთავში, ... და ... მიკრორაიონების მიმდებარედ არსებული №... მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ...) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ქ. რუსთავში, ... და ... მიკრორაიონების მიმდებარედ არსებულ 450 კვ.მ №... მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) რეგისტრირებულია ე. ა-ის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მერიის 1993 წლის 26 ნოემბრის №614 განკარგულება. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულია 2002 წლის 12 ივლისის საკადასტრო რუკა.
სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №.. (11.10.2019წ.) და №... (28.10.2019წ.) გადაწყვეტილებებით მარეგისტრირებელმა ორგანომ მოსარჩელე მხარეს აცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებსა და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება. მითითებული გადაწყვეტილებით მოსარჩელე ე. ა-ს განემარტა, რომ 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ან დავის დადასტურების შემთხვევაში, დაინიშნებოდა მედიაცია.
საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ქ. რუსთავში, ... და ... მიკრორაიონების მიმდებარედ არსებულ 450 კვ.მ №... მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) რეგისტრირებულია „ბ...“ საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ნასყიდობის შესახებ 2005 წლის 4 აგვისტოს №... სანოტარო აქტი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (12.11.2019), №... (25.11.2019 წ.), №... (09.12.2019 წ.) და №... გადაწყვეტილებები, რომლითაც ე. ა-ს ეცნობა, რომ დაინიშნა მედიაცია. 2019 წლის 11 დეკემბერს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე ე. ა-ს ეცნობა, რომ მედიაცია, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, შეწყდა და 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი.
2020 წლის 10 იანვარს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება, რომლითაც სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო.
2020 წლის 16 მარტის №... ადმინისტრაციული საჩივრით ე. ა-მა მოითხოვა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების გაუქმება. მოსარჩელე ე. ა-ს ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების გაუქმებასთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 მარტის №... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი; ხოლო №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 6 აპრილის №... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა.
სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „თ“, „კ“, „მ“ პუნქტებზე, მე-5 მუხლზე, მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, 21-ე, 22–ე და 23-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 30 ოქტომბერს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება და 450 კვ.მ ფართობის უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ბ... საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი: ...). სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც დარეგისტრირებულ იქნა მესამე პირის საკუთრების უფლება, მოსარჩელის მხრიდან სადავო არ გამხდარა, შესაბამისად, სასამართლო ვერ იმსჯელებდა აღნიშნული აქტის კანონიერების შესახებ.
ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ცვლილების რეგისტრაციის მიზნით, მოსარჩელე ე. ა-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა არ შეესაბამება 2002 წლის 12 ივლისის საკადასტრო რუკაზე დატანილი №... ნაკვეთის მდებარეობას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს უნდა უზრუნველეყო დაემტკიცებინა ის გარემოება, თუ სად მდებარეობს რეალურად მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რატომ განხორციელდა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის შეცვლა და შესაბამისად, არის თუ არა ახალი აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით წარდგენილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, რეალურად მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის იდენტური.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ განმარტა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. საქმის მასალებიდან გამომდინარე არ დასტურდებოდა და მოსარჩელის მიერ არც სასამართლო სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმ გარემოებების დასადგენად, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის 2 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ე. ა-ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ მე-2 სასარჩელო მოთხოვნაში მოიაზრებოდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 30 ოქტომბრის №... „რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილების ნაწილობრივ (171 კვ.მ ზედდების ნაწილში) ბათილად ცნობა და ითხოვა მოთხოვნის (მე-2 სასარჩელო მოთხოვნა) ამ ფორმით დაზუსტება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 30 ოქტომბრის №... „რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილება (171 კვ.მ ზედდების ნაწილში) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 6 აპრილის №... გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში ე. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის წარმომადგენლების მოსაზრება, რომ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში გაზარდა დავის საგანი, პალატამ არ გაიზიარა, მიუთითა სსსკ-ის 83.2, 381-ე და სასკ-ის 281 მუხლებზე და აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 30 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების საფუძველზე არსებული რეგისტრაციის (ს/კ №...) გაუქმების (ნაწილობრივ) მოთხოვნით ე. ა-ს ადმინისტრაციული ორგანოსთვის ადმინისტრაციული საჩივრით მიმართული ჰქონდა, ხოლო 2020 წლის 6 აპრილის №... გადაწყვეტილებით (რომელიც აპელანტის მიერ მოცემული დავის ფარგლებში ასევე სადავოდ იყო ქცეული) ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ამასთან, ე. ა-ის მე-2 სასარჩელო მოთხოვნა (გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული) შეეხებოდა სწორედ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების გასწორებას, სააპელაციო პალატის შეფასებით, აპელანტის მიერ აღნიშნულ ეტაპზე მე-2 სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირების შეცვლის შედეგად ადგილი ჰქონდა არა სასარჩელო მოთხოვნის გაზრდას, არამედ სახეზე იყო მე-2 სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება (ტრანსფორმირება). შესაბამისად, მე-2 სასარჩელო მოთხოვნა აპელანტმა ჩამოაყალიბა შემდეგი ფორმით: ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 30 ოქტომბრის №... „რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილება (171 კვ.მ ზედდების ნაწილში). სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიზანს წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია, ხოლო დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს მესამე პირის საკუთრებაში უძრავი ქონების რეგისტრაცია, რომლითაც 171 კვ.მ-ის ზედდება ხდება მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე. სწორედ ამ მოტივით და მოთხოვნით მიმართა მოსარჩელემ საჩივრით ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სარჩელის მიზნისა და შინაარსის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება და არა გაზრდა, არ იცვლებოდა სარჩელის საგანი ან საფუძველი.
პალატამ მიუთითა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა შეფასებულიყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ 2020 წლის 6 აპრილის №... გადაწყვეტილების და 2007 წლის 30 ოქტომბრის №... „რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილების კანონიერება და შესაბამისად უნდა დადგენილიყო, არსებობდა თუ არა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის, ე. ა-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (მდებარე - ქ. რუსთავი ... მკ/რ-ის მიმდებარე ტერიტორია №... ნაკვეთი, საკადასტრო კოდი - ...) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
პალატის მითითებით, აპელანტის ძირითადი მოტივაცია სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობის თაობაზე ემყარება იმ არგუმენტს, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ ე. ა-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (171 კვ.მ) განახორციელა ბ... საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული თვალსაზრისით პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია ყურადღება გაემახვილებინა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2002 წლის 12 ივლისის საკადასტრო რუკის თანახმად, ე. ა-ის საკუთრებაში არსებული, №... (...) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, 450 კვ.მ მიწის ნაკვეთის აღნიშნული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეა: დასავლეთით - მიწის ნაკვეთი №..., აღმოსავლეთით - გზა, ჩრდილოეთით - მიწის ნაკვეთი №..., ხოლო სამხრეთით - გზა.
ე. ა-ის №... (07.10.2019წ.) სარეგისტრაციო განცხადებას თანდართული შპს „მ...“-ის მიერ 2019 წლის 18 ივნისს მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის და მასზე თანდართული დოკუმენტის (მიწის ნაკვეთის/ხაზობრივი ნაგებობის ადგილმდებარეობა/მისამართი) თანახმად, მიწის ნაკვეთის (450 კვ.მ) მოსაზღვრეა: დასავლეთით - მიწის ნაკვეთი №..., აღმოსავლეთით - გზა, ჩრდილოეთით - მიწის ნაკვეთი №..., ხოლო სამხრეთით - გზა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 ოქტომბრის სიტუაციური ნახაზის თანახმად, №... (09.10.2019წ.) სარეგისტრაციო განცხადებას თანდართული საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის ფიქსირდება ზედდება (ნაწილობრივ).
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 31 მარტის სიტუაციური ნახაზის თანახმად, ... (№...) საკადასტრო რუკაზე ნაკვეთის მდებარეობა არ შეესაბამება №... სარეგისტრაციო განცხადებას თანდართულ საკადასტრო აგეგმივით/აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთის მდებარეობას.
2002 წლის 21 მარტის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. რუსთავი, ...-... მკრ. მ/ტ, ს/კ ... (...), 450 კვ.მ რეგისტრირებულია ი. ჩ-ის საკუთრების უფლება. №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, 450 კვ.მ მიწის ნაკვეთის 2002 წლის 21 მარტის საკადასტრო რუკის თანახმად, აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ესაზღვრება მიწის ნაკვეთები №... და №... .
2005 წლის 4 აგვისტოს „მიწის ნაკვეთის ნასყიდობის შესახებ“ ხელშეკრულების თანახმად, ი. ჩ-ემ („გამყიდველი“) „ბ... („მყიდველი“) გადასცა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. რუსთავი, ...-... მკრ. მ/ტ, ს/კ ..., ფართობი - 450 კვ.მ.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 30 ოქტომბრის №... „რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. რუსთავი, ... მ/რ-ის მიმდ. ტერიტორია, ს/კ ..., 2005 წლის 4 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების (№... სანოტარო აქტი) საფუძველზე, განხორციელდა ბ... საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
2002 წლის 12 სექტემბრის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. რუსთავი, ს/კ ... (ნაკვეთი №...), 450 კვ.მ., ქ. რუსთავის მერის 1993 წლის 12 ნოემბრის №588 განკარგულების საფუძველზე, რეგისტირებულია თ. უ-ის საკუთრების უფლება.
2003 წლის 2 დეკემბერს №... (...) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაიყო ორ მიწის ნაკვეთად და უძრავ ნივთზე ს/კ ... და ... დარეგისტრირდა თ. უ-ის საკუთრების უფლება.
2003 წლის 4 დეკემბერს „მიწის ნაკვეთის ნასყიდობის შესახებ“ ხელშეკრულების თანახმად, თ. უ-ემ („გამყიდველი“) „ბ... („მყიდველი“) გადასცა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. რუსთავი, ს/კ ..., ფართობი - 170.65 კვ.მ. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2007 წლის 9 ნოემბერს №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელდა „ბ... საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
2002 წლის 21 მარტის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. რუსთავი, ს/კ ... (ნაკვეთი №...), 450 კვ.მ., რეგისტირებულია ვ. კ-ის საკუთრების უფლება.
2003 წლის 23 დეკემბერს №... (ნაკვეთი №...) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი დაიყო ორ მიწის ნაკვეთად და უძრავ ნივთზე ს/კ ... და ს/კ ... დარეგისტრირდა ვ. კ-ის საკუთრების უფლება.
2003 წლის 24 დეკემბერს „მიწის ნაკვეთის ნასყიდობის შესახებ“ ხელშეკრულების (№...) თანახმად, ვ. კ-ემ („გამყიდველი“) „ბ... („მყიდველი“) გადასცა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. რუსთავი, ს/კ ..., ფართობი - 201.00 კვ.მ. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2004 წლის 14 იანვარს №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელდა „ბ... საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
2021 წლის 18 თებერვალს ვ. კ-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. რუსთავი, ს/კ ... საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. №... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში დადგინდა ზედდება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 20 მაისის №... გადაწყვეტილების თანახმად, ვინაიდან უტყუარად ვერ დგინდებოდა №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა, ქვემო ქართლის რეგიონულმა ოფისს უნდა დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება №... საკადასტრო კოდით რეგისტირებული მიწის ნაკვეთის მონაცემების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით და მიემართა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, ეცნობებინა ზედდების თაობაზე და მოეთხოვა ინფორმაცია თუ რომელი მიწის ნაკვეთი შეესაბამებოდა უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთს.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 20 მაისის №... გადაწყვეტილების საფუძველზე, მიღებულ იქნა პირობითი სარეგისტრაციო განცხადება №... მიწის ნაკვეთზე უფლებთა ცვლილების სპორადული რეგისტრაციის ტრანზაქციით რუსთავი, მიკრო/რაიონი ... და მიკრო/რაიონი ..., მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე №... ნაკვეთის (№... საკ.კოდი) შესახებ.
2021 წლის 4 ნოემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა №... სამსახურებრივი ბარათით მიმართა კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურს და ვინაიდან რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან წარდგენილი იყო №... განცხადებით წარდგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომლითაც დასტურდებოდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონებისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ითხოვა №... საკ. კოდით რეგისტრირებული მოხაზულობის (რეგ. ნომერი ...) დაკორექტირება №... განცხადების ზედდების ნაწილში. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის 2021 წლის 9 ნოემბრის №... სამსახურებრივი ბარათის თანახმად, განხორციელდა №... საკ. კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის კორექტირება, მითითების შესაბამისად.
საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 17 მაისის №003281721 ექსპერტის დასკვნის თანახმად, „ექსპერტიზაზე კვლევისათვის წარმოდგენილ ბაზაში (SHP) არსებული №... საკადასტრო კოდით აღრიცხული 450 კვ.მ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, რომლის ფართი, კონფიგურაცია და მის გარშემო არსებული სიტუაცია ძირითადად შეესაბამება 2002 წლის 12 ივლისს მომზადებულ საკადასტრო რუკაზე არსებული №... საკადასტრო კოდით აღრიცხული 450 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართს, კონფიგურაციას და მის გარშემო არსებულ სიტუაციას (იხ. დანართი №4) და ასევე ძირითადად შეესაბამება განაწილების გეგმაზე არსებული მიწის ნაკვეთების სიტუაციას (იხ., დანართ №5), იხილეთ დანართ №6-ზე.“
სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა რა სააპელაციო საჩივარში მოცემული შედავების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მიიჩნია, რომ აპელანტის მოსაზრება გაზიარებული უნდა ყოფილიყო ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო: პალატამ მოიხმო „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტი, რომლის თანახმადაც, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. „ლ“ პუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს შეფასების საგანს წარმოადგენდა საკითხი - წარმოადგენდა თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველს. ამასთან, კანონი არ განსაზღვრავს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის კონკრეტულ ჩამონათვალს, შესაბამისად, „რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები“, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი შინაარსის გათვალისწინებით უნდა უქმნიდეს ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების წინაპირობის არსებობის შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ როგორც 2002 წლის 12 ივლისის საკადასტრო რუკით (2002 წლის 12 ივლისის საკადასტრო რუკაზე ასახულია №... მიწის ნაკვეთის გარშემო არსებული მიწის ნაკვეთები, შესაბამისი ნუმერაციით და მათ შორის გამავალი გზები), ასევე აპელანტის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში №... (07.10.2019წ.) სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით და მასზე თანდართული დოკუმენტით დგინდება (მიწის ნაკვეთის/ხაზობრივი ნაგებობის ადგილმდებარეობა/მისამართი), №... (№...) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს წარმოადგენს - ნაკვეთი №... და ნაკვეთი №.... ამასთან, საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ აპელანტის მიერ სადავოდ ქცეული 2007 წლის 30 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების საფუძველზე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს მინიჭებული ჰქონდა №..., რომელსაც 2002 წლის 21 მარტის საკადასტრო რუკის თანახმად, ესაზღვრებოდა №... (№...) მიწის ნაკვეთის დაყოფის შედეგად არსებული №... და №... ნაკვეთები. აღსანიშნავი იყო, რომ მითითებული მონაცემები არ შეესაბამებოდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ 2002 წლის 12 ივლისის საკადასტრო რუკაზე დატანილ ინფორმაციას, კერძოდ, აღნიშნულ საკადასტრო რუკაზე №... და №... მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ და არც მიმდებარედ №... ნაკვეთი (№... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნომერი) არ ფიქსირდება.
საგულისხმო იყო გარემოებაც, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (რომელიც №... (ნაკვეთი №...) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაყოფის შედეგად წამოიშვა) №... საკ. კოდით რეგისტრირებული მოხაზულობის ზედდების გამო, განხორციელდა №... საკ. კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის კორექტირება, თუმცა, 2002 წლის 12 ივლისის საკადასტრო რუკაზე №... საკ. კოდით რეგისტრირებული - ნაკვეთი №...-ის მომიჯნავედ ნაკვეთი №... არ ფიქსირდება (მათ შორის მდებარეობს ნაკვეთი №...).
ამასთან, სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება მიაქცია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 17 მაისის №003281721 ექსპერტის დასკვნის შინაარსს, რომლითაც დგინდება, რომ „ექსპერტიზაზე კვლევისათვის წარმოდგენილ ბაზაში (SHP) არსებული №... საკადასტრო კოდით აღრიცხული 450 კვ.მ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, რომლის ფართი, კონფიგურაცია და მის გარშემო არსებული სიტუაცია ძირითადად შეესაბამება 2002 წლის 12 ივლისს მომზადებულ საკადასტრო რუკაზე არსებული №... საკადასტრო კოდით აღრიცხული 450 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართს, კონფიგურაციას და მის გარშემო არსებულ სიტუაციას (იხ. დანართი №4) და ასევე ძირითადად შეესაბამება განაწილების გეგმაზე არსებული მიწის ნაკვეთების სიტუაციას (იხ., დანართ №5), იხილეთ დანართ №6-ზე.“
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 96-ე, 53.5 მუხლებზე, ასევე მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმადაც მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
საააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა, რომ 2007 წლის 29 ოქტომბრის №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას, მარეგისტრირებელ ორგანოს მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის მასთან დაცულ ინფორმაციასთან ურთიერთშესაბამისობა არ დაუდგენია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. სწრაფი რეგისტრაციის პრინციპის გატარება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს სხვა სუბიექტების საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას. შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განეხორციელებინა კანონით პროცედურების ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებული მტკიცებულებებისთვის მიეცა სწორი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ აქვე დამატებით განმარტა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 30 ოქტომბრის №... „რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილება (171 კვ.მ ზედდების ნაწილში) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დავალებოდა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 6 აპრილის №... გადაწყვეტილებით კანონშესაბამისად იქნა მიჩნეული 2007 წლის 30 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია, პალატამ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 6 აპრილის №... გადაწყვეტილება „ადმინისტრაციულის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“.
რაც შეეხება ე. ა-ის მოთხოვნას მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 30 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება და მასვე დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას არსებითად ემსჯელა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ე. ა-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (მდებარე - ქ. რუსთავი ... მკ/რ-ის მიმდებარე ტერიტორია №... ნაკვეთი, საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის განხორციელების დავალების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბ... და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. ამასთან, ბ... საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განჩინების გაუქმებას მოითხოვს.
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკასაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ ბათილად ცნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 30 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება იმ პირობებში, როდესაც 2007 წლის 30 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების, რომლითაც ბ...ის კომპანიის საკუთრებაში დარეგისტრირდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, საფუძველი - სანოტარო აქტი ნასყიდობის შესახებ №... (გაფორმების თარიღი: 04/08/2005, ნოტარიუსი მ. მ-ი) ძალაში მყოფ სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგენს.
კასატორი ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მესამე პირის სახელზე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ინახება საკადასტრო გეგმა, რომლის მიხედვითაც ზუსტად დგინდება მისი ადგილმდებარეობა. კერძოდ, ... საკადასტრო კოდით დასავლეთით ესაზღვრება ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, რომელთა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ასევე წარდგენილი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში დავის მიმდინარეობის ეტაპზე. თავის მხრივ, დგინდება ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობა მათი დასავლეთით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ... და ... სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესაბამისად. აღნიშნული დოკუმენტაციაც სრულყოფილად იყო წარდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოში დავის განხილვის ეტაპზე.
კასატორის განმარტებით, პირველ რიგში, როდესაც ადგილი აქვს სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდებას, სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებას წარმოადგენს ზუსტად დადგინდეს მოსარჩელის - ე. ა-ის სახელზე ჯერ კიდევ 2002 წელს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ადგილმდებარეობა. უმნიშვნელოვანესია ასევე ის გარემოება, რომ როგორც მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის ეტაპზე, ასევე დავის სასამართლოში განხილვის ეტაპზე ცალსახად დადგინდა, რომ მოსარჩელე თავის საკუთრებაში დაუზუსტებლად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) დაზუსტების მოთხოვნით არასწორი საკადასტრო მონაცემებით მიმართავდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ამასთან, საგულისხმოა, რომ დგინდება მოსარჩელის უფლების დამდგენ დოკუმენტში (განკარგულება №614, გაფორმების თარიღი: 26/11/1993, ქალაქ რუსთავის მერია) მითითებული მიწის ნაკვეთის მდებარეობა, ზუსტი კოორდინატების მითითების გარეშე. შესაბამისად, ცალსახად არ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მესამე პირის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების სადავო რეგისტრაციით მოსარჩელეს მიადგა ზიანი, ანუ მოსარჩელისათვის საკუთრების უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთზე განხორციელდა მესამე პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო არ არის მოსარჩელის საკუთრების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით დარეგისტრირდა, თუმცა დაუზუსტებლად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი უნდა დაზუსტდეს და უნდა დადგინდეს ზუსტი მდებარეობა. მით უფრო, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დავის მიმდინარეობის ეტაპზეც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ წარდგენილი იყო დამატებითი დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა ზუსტი კოორდინატების გარეშე. აღნიშნულისათვის კი საჭიროა მოსარჩელემ წარადგინოს მარეგისტრირებელ ორგანოში მიწის ნაკვეთის ახალი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი და დააზუსტოს ... საკადასტრო კოდის მონაცემები. ეს უკანასკნელი ნამდვილად შეიძლება გახდეს ცალკე კვლევის და დავის საგანიც, თუმცა, სადავო გადაწყვეტილება ეხება მესამე პირის სახელზე განხორციელებულ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც ზიანს საერთოდ არ აყენებს მოსარჩელე მხარეს და ეს დადგინდა კიდევაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
კასატორის მითითებით, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, გაუმართლებელია სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ძალაში ყოფნის პირობებში გაუქმდეს მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციები.
კასატორი აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები განსაზღვრულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით. სადავო გადაწყვეტილების მიღებისას კი არც ერთ აღნიშნულ საფუძველს ადგილი არ ჰქონია.
კასატორი - ბ... მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მთავარ სასამართლო სხდომაზე საქმეს დაურთო მტკიცებულება, რომლის წარდგენაც მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში შეეძლო და სააპელაციო სასამართლოში აპელანტს არ წარუდგენია მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რატომ არ წარადგინა მტკიცებულება პირველი ინსტანციის სასამართლოში. კასატორის მითითებით, ექსპერტიზის დასკვნის საქმეზე დართვა ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილს. კასატორი ასევე პრეტენზიას გამოთქვამს დასკვნის შინაარსობრივ მხარეზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო მათი არგუმენტები და უპირობოდ გაიზიარა კანონის დარღვევით საქმეზე დართული ექსპერტიზის დასკვნა.
ამასთან, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა სასამართლოს დახმარებით მოახდინა მოთხოვნის ტრანსფორმაცია, რითაც გაზარდა მოთხოვნა, რასაც კასატორი დაუშვებლად მიიჩნევს. კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ უგულებელყო კომპანიის საკუთრების უფლება, რაც მას მოპოვებული ჰქონდა სრულიად კანონიერად, საერთაშორისო ხელშეკრულების, სახელმწიფოს მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და საჯაროდ რეგისტრირებული დოკუმენტების საფუძველზე. კასატორის განმარტებით, სახელმწიფოს მიერ მიწოდებული ოფიციალური ინფორმაციის შესაბამისად განხორციელდა მილსადენის დერეფანში მოხვედრილი მიწის მესაკუთრეების იდენტიფიცირება, მათ შორის იყო ი. ჩ-ე, რომლის სახელზეც საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი კომპანიამ შეიძინა. როგორც ნოტარიულად დამოწმებულ ხელშეკრულებაშია მითითებული (მუხლი 4), ნოტარიუსმა შეამოწმა ი. ჩ-ის საკუთრების უფლება, რაც დადასტურებული იყო საჯარო რეესტრიდან შესაბამისი ამონაწერითა და საკადასტრო გეგმით. კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო რუკით ნათელია თუ სად მდებარეობს კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, როგორია მისი განლაგება, მეზობელი მიწის ნაკვეთების კონფიგურაცია და ადგილმდებარეობა. მოსარჩელის მიწის ნაკვეთს არანაირი შეხება კომპანიის მიწის ნაკვეთთან არ ჰქონია და არც ახლა აქვს. უფრო მეტიც, 2005-2007 წლებში რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა ე. ა-ის სასარჩელო განცხადების საფუძველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, სადაც ე. ა-ი აცხადებდა, რომ მისი ნაკვეთი მდებარეობდა მილსადენის დერეფნის მიმდებარედ და რომ იგი ვერ ახერხებდა სამშენებლო ნებართვის მიღებას. სასარჩელო განცხადებაში ე. ა-ი არსად აცხადებდა, რომ მისი ნაკვეთი მდებარეობდა მილსადენის დერეფანში ანდა ადგილი ჰქონდა ზედდებას კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ა-ისა და სხვათა სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელეს ჯერ კიდევ 2005-2007 წლებში ჰქონდა ინფორმაცია სამშენებლო დერეფნისა და კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თაობაზე და ამაზე არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისისა და 14 ივლისის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბ... და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები. დასაშვებობის შემოწმება დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ბ... და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის განხილვა დადგინდა მხარეთა დასწრებით 2023 წლის 26 იანვარს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის სხდომაზე მხარეებს განესაზღვრათ ვადა მორიგების პირობების შესათანხმებლად და შესაბამისი ინფორმაციის წარმოსადგენად, თუმცა მხარეთა შორის მორიგება ვერ შედგა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინებით ბ... და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრების საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ ბ... და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება, შემდეგ გარემოებათა გამო:
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო გამორიცხავს კასატორის - ბ... მითითებას მოსარჩელის მიერ სააპელაციო სასამართლოში მოთხოვნის გაზრდის თაობაზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა არ არის შეზღუდული მოთხოვნის ფორმულირებით. მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. მოსამართლე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას – მიზანშეწონილი და შესაძლებელია თუ არა სარჩელის ტრანსფორმირება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის ტრანსფორმირება არის ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობისა და დისპოზიციურობის პრინციპების შეჯერების ერთ-ერთი გამოხატულება. ამასთან, ერთი მხრივ, ადმინისტრაციული პროცესი გულისხმობს სასამართლოს აქტიურობას, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლო, მიუხედავად მისი აქტიური როლისა, უფლებამოსილი არ არის, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათისა და სარჩელის ტრანსფორმირების შესაძლებლობისა, სასამართლო შეზღუდულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე და მე-3 მუხლების მოქმედებით, რომელთა მიხედვითაც, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს მხარეებს ის, რაც არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ე. ა-ი საქმის განხილვის ყველა ეტაპზე სადავოდ ხდიდა ბ... სახელზე განხორციელებულ რეგისტრაციას, თუმცა სასარჩელო მოთხოვნა ჩამოაყალიბა იმგვარად, რომ მოითხოვა ბ...ის კომპანიაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით - ...) მონაცემების გასწორება. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა რა სარჩელის შინაარსი და მოსარჩელის მოთხოვნის მიზანი, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს მისცა სასარჩელო მოთხოვნის სწორად ფორმულირების შესაძლებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ გამართულობაში გამოიხატა. ამდენად, სარჩელის შინაარსისა და მიზნის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ სახეზე იყო სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება და არა გაზრდა, არ შეცვლილა სარჩელის საგანი ან საფუძველი.
საბოლოოდ, სარჩელის შინაარსის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად, სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგნად იქცა რეგისტრაციის შესახებ 2007 წლის 30 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 6 აპრილის №... გადაწყვეტილების კანონიერება და შესაბამისად უნდა დადგენილიყო, არსებობდა თუ არა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ე. ა-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (მდებარე - ქ. რუსთავი, ... მკ/რ-ის მიმდებარე ტერიტორია №... ნაკვეთი, საკადასტრო კოდი - ...) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის ძირითადი მოტივაცია სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობის თაობაზე ემყარება იმ არგუმენტს, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ ე. ა-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (171 კვ.მ) განახორციელა ბ... საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მოსარჩელეს მოცემული დავის ფარგლებში სადავოდ არ გაუხდია ბ... საკუთრებაში არსებულ სადავო მიწის ნაკვეთზე წინა მესაკუთრის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია, ისევე, როგორც - ბ... საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, სანოტარო აქტი მიწის ნაკვეთის ნასყიდობის შესახებ №....
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2002 წლის 21 მარტის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. რუსთავი, ...-... მკრ. მ/ტ, ს/კ ... (...), 450 კვ.მ, რეგისტრირებულია ი. ჩ-ის საკუთრების უფლება. „მიწის ნაკვეთის ნასყიდობის შესახებ“ 2005 წლის 4 აგვისტოს ხელშეკრულების თანახმად, ი. ჩ-ემ („გამყიდველი“) „ბ... („მყიდველი“) გადასცა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. რუსთავი, ...-... მკრ. მ/ტ, ს/კ ..., ფართობი - 450 კვ.მ, რის საფუძველზეც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 30 ოქტომბრის №... „რეგისტრაციის შესახებ“ სადავო გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. რუსთავი, ...-... მ/რ-ის მიმდ.ტერიტორია, ს/კ ..., 2005 წლის 4 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების (№... სანოტარო აქტი) საფუძველზე, განხორციელდა „ბ... საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ქ. რუსთავში, ... და ... მიკრორაიონების მიმდებარედ არსებულ 450 კვ.მ №... მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) რეგისტრირებულია ბ...“ საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ნასყიდობის შესახებ 2005 წლის 4 აგვისტოს №... სანოტარო აქტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად ცხადდება, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას; „ლ“ პუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. განსახილველ შემთხვევაში უძრავი ქონების ბ... გადაცემა მოხდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის პირობებში, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის შედეგად, რომლის კანონიერება არ წარმოადგენს მოცემული დავის საგანს, ისევე როგორც მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელე სადავოდ არ ხდის ბ...ის კომპანიის საკუთრებაში არსებულ სადავო მიწის ნაკვეთზე წინა მესაკუთრის სახელზე განხორციელებულ რეგისტრაციას. სააპელაციო სასამართლომ კი წინა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის საფუძვლების მოქმედების პირობებში გააბათილა უძრავი ქონების ბ... სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს და გამიჯნავს შემთხვევებს, როდესაც, ერთი მხრივ, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება ეფუძნება უშუალოდ ამ რეგისტრაციის უკანონობას, იმ ვითარებას, როდესაც ახალი მესაკუთრის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია არ შეესაბამება რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს, ხოლო, მეორე მხრივ, შემთხვევებს, როდესაც შემდგომი რეგისტრაციის უკანონობა მომდინარეობს წინა რეგისტრაციის უკანონობის საფუძვლებიდან, იდენტურია განხორციელებული რეგისტრაციები.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელის მტკიცებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ ე. ა-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (171 კვ.მ) განახორციელა ბ... საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თუმცა საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ სადავო უძრავ ქონებაზე ბ... საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელებულია წინა მესაკუთრის - ი. ჩ-ის რეგისტრაციის ანალოგიურად, იმ ფორმით, როგორც წინამორბედზე. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ გვაქვს ვითარება, როდესაც მოსარჩელის საკუთრების უფლების შესაძლო ხელყოფა უშუალოდ ბ... სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტიდან მომდინარეობს. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში, იმ პირობებში, როდესაც სადავოდ არ გამხდარა ბ... საკუთრებაში არსებულ სადავო მიწის ნაკვეთზე წინა მესაკუთრის - ი. ჩ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია, ხოლო ძალაშია სადავო რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი - ნასყიდობის ხელშეკრულება, ბ... საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 2007 წლის 30 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს შესაძლოა ეარსება უშუალოდ აღნიშნული რეგისტრაციის განხორციელებისას დაშვებული შეცდომის შედეგად, რაც განსახილველი დავის ფარგლებში არ დადასტურებულა.
თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია ბ... სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ძირითადად მიემართება არა უშუალოდ სადავო რეგისტრაციის უკანონობის საფუძვლებს, არამედ, ეჭვ ქვეშ აყენებს ბ...ის კომპანიის წინამორბედის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერებას, რასაც მოცემული დავის საგნის ფარგლებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ასევე არ იქნა გათვალისწინებული ბ... საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ძალაში არსებობის ფაქტი. საკასაციო სასამართლო განსახილველ შემთხვევაში დაუშვებლად მიიჩნევს სამართლებრივი საფუძვლების კანონიერ ძალაში არსებობის პირობებში ახალ მესაკუთრეზე განხორციელებული რეგისტრაციების გაბათილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 23.02.2017წ. №ბს-729-721(კ-16) გადაწყვეტილება). საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.04.2015წ. №ბს-585-572(4კ-14) და 02.07.2015წ. №ბს-30-30(2კ-15) განჩინებები).
საკასაციო სასამართლოს მითითებით, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მითითებული კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 3111 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ...ის კომპანიამ სადავო უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ი. ჩ-ისგან, რომელიც აღნიშნული ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში, ხოლო ბ...ის კომპანიის სახელზე სადავო რეგისტრაცია განხორციელებულია წინა მესაკუთრის - ი. ჩ-ის რეგისტრაციის ანალოგიურად, იმ ფორმით, როგორც წინამორბედზე. ყოველივე აღნიშნული კი მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში გამორიცხავს რეგისტრაციის შესახებ 2007 წლის 30 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას. ხოლო ის გარემოება, რამდენად მართებულად განხორციელდა თავდაპირველი რეგისტრაციები ე. ა-ისა და ბ...ის კომპანიის წინამორბედის - ი. ჩ-ის სახელზე, შეესაბამება თუ არა ისინი რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებსა და საკადასტრო რუკებს, სცილდება მოცემული დავის ფარგლებს და განსახილველ შემთხვევაში გავლენას ვერ მოახდენს ბ...ის კომპანიის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერებაზე, ისევე როგორც აღნიშნულ რეგისტრაციაზე გავლენას ვერ მოახდენს სადავო მიწის ნაკვეთზე განხორციელებული თავდაპირველი რეგისტრაციის უკანონობა, კომპანიის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების ძალაში ყოფნის პირობებში.
ამგვარ ვითარებაში, ასევე გაურკვეველია რა სამართლებრივი შედეგის მომტანია მოსარჩელისათვის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რამდენადაც ბოლო მესაკუთრის - ბ...ის კომპანიის სახელზე საკუთრების რეგისტრაციის ბათილად ცნობის შედეგად ძალაში დარჩება წინა მესაკუთრის - ი. ჩ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ნასყიდობის ხელშეკრულება. შესაბამისად, კვლავ იგივე სამართლებრივი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება მოსარჩელე, რამდენადაც ამგვარი გადაწყვეტილების არსებობის პირობებში შეიცვლება მხოლოდ სადავო მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული უფლების სუბიექტი.
რაც შეეხება ე. ა-ის მოთხოვნას მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (მდებარე - ქ. რუსთავი, ... მკ/რ-ის მიმდებარე ტერიტორია, №... ნაკვეთი, საკადასტრო კოდი - ...) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ იმ გარემოებებზე, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ქ. რუსთავში, ... და ... მიკრორაიონების მიმდებარედ არსებულ 450 კვ.მ №... მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) რეგისტრირებული იყო ე. ა-ის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მერიის 1993 წლის 26 ნოემბრის №614 განკარგულება. ამასთან, 2002 წლის 12 ივლისის საკადასტრო რუკის თანახმად, ე. ა-ის საკუთრებაში არსებული, №... (...) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, 450 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეა: დასავლეთით - მიწის ნაკვეთი №..., აღმოსავლეთით - გზა, ჩრდილოეთით - მიწის ნაკვეთი №..., ხოლო სამხრეთით - გზა. ე. ა-ის №... (07.10.2019წ.) სარეგისტრაციო განცხადებას თანდართული შპს „მ...“-ის მიერ 2019 წლის 18 ივნისს მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის და მასზე თანდართული დოკუმენტის (მიწის ნაკვეთის/ხაზობრივი ნაგებობის ადგილმდებარეობა/მისამართი) თანახმად კი, მიწის ნაკვეთის (450 კვ.მ) მოსაზღვრეა: დასავლეთით - მიწის ნაკვეთი №..., აღმოსავლეთით - გზა, ჩრდილოეთით - მიწის ნაკვეთი №..., ხოლო სამხრეთით - გზა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 ოქტომბრის სიტუაციური ნახაზის თანახმად, №... (09.10.2019წ.) სარეგისტრაციო განცხადებას თანდართულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის ფიქსირდება ზედდება (ნაწილობრივ). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 31 მარტის სიტუაციური ნახაზის თანახმად, ... (№...) საკადასტრო რუკაზე ნაკვეთის მდებარეობა არ შეესაბამება №... სარეგისტრაციო განცხადებას თანდართულ საკადასტრო აგეგმივით/აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთის მდებარეობას. საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 17 მაისის №003281721 ექსპერტის დასკვნის თანახმად, „ექსპერტიზაზე კვლევისათვის წარმოდგენილ ბაზაში (SHP) არსებული №... საკადასტრო კოდით აღრიცხული 450 კვ.მ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ფართი, კონფიგურაცია და მის გარშემო არსებული სიტუაცია ძირითადად შეესაბამება 2002 წლის 12 ივლისს მომზადებულ საკადასტრო რუკაზე არსებული №... საკადასტრო კოდით აღრიცხული 450 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართს, კონფიგურაციას და მის გარშემო არსებულ სიტუაციას (იხ. დანართი №4) და ასევე ძირითადად შეესაბამება განაწილების გეგმაზე არსებული მიწის ნაკვეთების სიტუაციას (იხ. დანართი №5), იხილეთ დანართ №6-ზე.“
საკასაციო სასამართლო „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე. ა-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის ფიქსირდება ზედდება, თუმცა მოცემული დავის ფარგლებში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ე. ა-მა წარმოდგენილი სარჩელით სადავოდ გახადა მხოლოდ უძრავი ქონების ბოლო მესაკუთრის - ბ...ის კომპანიის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მისი სამართლებრივი საფუძვლისაგან და წინა რეგისტრაციისაგან დამოუკიდებლად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, სადავო მიწის ნაკვეთზე უკეთესი უფლების დადგენის გზით გადაწყვიტოს სადავო საკითხი. ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ჯერ კიდევ 2002 წელს ე. ა-ის სახელზე დაუზუსტებელი ფორმით რეგისტრირებულია 450 კვ.მ მიწის ნაკვეთი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2013წ. №ბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილებაზე, სადაც განიმარტა, რომ „მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა.“ მითითებულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება ტექნიკური საკითხია, და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მართალია, მოცემული დავის ფარგლებში, წარმოდგენილ სარჩელს არ გააჩნია დაკმაყოფილების პერსპექტივა, თუმცა, თავად კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, სადავო არ არის მოსარჩელის საკუთრების უფლება. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელემ თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი უფლებების დაცვის სათანადო ღონისძიებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ... და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. ა-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, კასატორი - ბ... სადავოდ ხდის საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განჩინებას, რომლითაც მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაერთო საქმეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382.1 მუხლს, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო მიიღებს ახლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის, 380-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ხოლო 380-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. მოცემულ შემთხვევაში, ე. ა-ი სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით შეეცადა გაებათილებინა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები, ხოლო სააპელაციო სასამართლომ, სადავო საკითხის მხედველობაში მიღებით, ექსპერტიზის დასკვნა დაურთო საქმეს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული აქვს საპროცესო კომპეტენცია თავად მოიპოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები. ამდენად, არ არსებობს საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განჩინების გაუქმების საფუძველი.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის შესაბამისად, ე. ა-ს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ბ... და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ე. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ე. ა-ს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა