№3591-13 11 მარტი, 2013 წელი
ა-ი ო, 3591-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - ნ. ე-ს
მსჯავრდებულ - ო. ა-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ო. ა-ს საჩივარი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის განაჩენით ო. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ო. ა-ის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
ო. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 29 ივნისიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 მარტის განაჩენით ო. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 29 ივნისიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის დადგენილებით სსკ-ის 59-61-ე მუხლებით შეიკრიბა მსჯავრდებულ ო. ა-ის მიმართ ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის განაჩენითა და ყვარლის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელები.
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 მარტის განაჩენით დადგენილ სასჯელს - 5 წლით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად დაემატა წინა - ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის - 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი - 8 წელი, 3 თვე, 11 დღე და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 13 წლით, 8 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა. ო. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო ბოლო განაჩენის მიღების დღიდან - 2008 წლის 19 მარტიდან.
2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ო. ა-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ო. ა-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ ო. ა-ს დანიშნული სასჯელი - 13 წლით, 3 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა 9 წლით, 11 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო ბოლო განაჩენის დადგენის დღიდან - 2008 წლის 19 მარტიდან.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ო. ა-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა იმ მოტივით, რომ მას უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.
რადგან ო. ა-ი ნასამართლევია მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები, კერძოდ:
მსჯავრდებულ ო. ა-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და უნდა მიესაჯოს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ო. ა-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და უნდა მიესაჯოს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას - უნდა დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 წელი, 10 დღე და საბოლოოდ მსჯავრდებულ ო. ა-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 9 წლით, 9 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2008 წლის 19 მარტიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ო. ა-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
მსჯავრდებულ ო. ა-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ო. ა-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 წელი, 10 დღე და საბოლოოდ მსჯავრდებულ ო. ა-ს მოსახდელად განესაზღვროს 9 წლით, 9 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2008 წლის 19 მარტიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე