Facebook Twitter

№3711-13 13 მარტი, 2013 წელი

ლ-ი ზ, 3711-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - ნ. ე-ს

მსჯავრდებულ - ზ. ლ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. ლ-ს საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 სექტემბრის განაჩენით ზ. ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის, რის გამოც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 დეკემბრის განაჩენით ზ. ლ-ს დანიშნული პირობითი მსჯავრი და დანიშნულ სასჯელს, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მთლიანად დაემატა ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით. მსჯავრდებულ ზ. ლ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 13 აგვისტოდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2013 წლის 15 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ზ. ლ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ლ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ზ. ლ-ს გაუნახევრდა თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მთლიანად დაემატა თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 სექტემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ზ. ლ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ზ. ლ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 13 აგვისტოდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ლ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა იმ მოტივით, რომ იგი უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ზ. ლ-ს უნდა გაუნახევრდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 2 წელს.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ზ. ლ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 წელს, 4 თვესა და 15 დღეს.

ზ. ლ-ს საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 4 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს 2009 წლის 13 აგვისტოდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. ლ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ზ. ლ-ს გაუნახევრდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 2 წელს.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ზ. ლ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 წელს, 4 თვესა და 15 დღეს.

ზ. ლ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 4 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2009 წლის 13 აგვისტოდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

პ. ქათამაძე