№ბს-853(კ-21) 22 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ო.ქ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 23 ივლისს ო.ქ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 3 ივნისის №1422 განკარგულების ბათილად ცნობა და ქ. თბილისში, ... №11, ფართობით - 974 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო.ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 3 ივნისის №1422 განკარგულება; მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ო.ქ-ას მოთხოვნასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებები, რომლის თანახმადაც, 2010 წლის 15 აპრილს ო.ქ-ამ (პ/ნ ...) №12/46677-7 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...№11, საერთო ფართობი - 974 კვ.მ., საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა.
ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 23 აპრილის საოქმო გადაწყვეტილებით, ო.ქ-ას განცხადების განხილვა გადაიდო და განმცხადებელს დაევალა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა.
2010 წლის 10 მაისს ო.ქ-ამ დამატებით მიმართა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და შპს „ს...ის“ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა.
შპს „ს...ის“ მიერ 2010 წელს გაცემული ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ო.ქ-ას სარგებლობაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, შემომზღუდავი კონსტრუქციის და ნაკვეთში განთავსებული ერთსართულიანი შენობის შესწავლის და კვლევის ანალიზის საფუძველზე, გამოსაკვლევ ტერიტორიაზე მოწყობილი შემომზღუდავი კონსტრუქციის დღევანდელი მდგომარეობა, კოროზიული ხარისხი და ნაკვეთში განთავსებული ერთსართულიანი ნაგებობის კვლევის შედეგები იძლევა იმის საშუალებას, რომ საკვლევი ტერიტორიის ასაკად განისაზღვროს ცხრა წელიწადი (2001 წელი), ხოლო აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული შენობის ხანდაზმულობის ასაკად დადგინდეს 2006-2007 წლის დასაწყისი, რაც დასტურდება თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის დოკუმენტის მიხედვით .
თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ 2010 წლის 31 მარტს გაცემული ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. თბილისში, ...№11-ში მდებარე 982 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი 1994 წლიდან, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, აღრიცხულია ო.ქ-ას სახელზე. სააღრიცხვო ბარათის (№...) აღრიცხვის თარიღად მითითებულია 2001 წელი.
ამავე ცნობა-დახასიათებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ლიტერი - „ა“ (საცხოვრებელი), სართული - 1, სხვა - 57.12 კვ.მ.; ლიტერი - „ბ-ვც“ (სათავსოები), სხვა - 24.00 კვ.მ.
2010 წლის 13 მაისს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგა №000006 მითითება, რომლითაც ო.ქ-ას დაევალა ქ. თბილისში, ...№11-ში უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის 7 დღის ვადაში დემონტაჟი.
2010 წლის 24 მაისს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგა №000006 შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა ო.ქ-ას მიერ მითითებით განსაზღვრული მოთხოვნების (შენობა-ნაგებობის დემონტაჟი) შეუსრულებლობა.
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2010 წლის 12 ივლისის №000006 დადგენილებით, ო.ქ-ას მიმართ შეწყდა სამართალდარღვევის საქმის წარმოება. მითითებული დადგენილების თანახმად, ო.ქ-ას მიერ გამოსწორებულ იქნა დარღვევა, კერძოდ, დემონტირებულ იქნა ქ. თბილისში, ...№11-ში, უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 3 ივნისის №1422 განკარგულებით, ო.ქ-ას (პ/ნ ...) უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...№11, საერთო ფართობი - 974 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ო.ქ-ას მიერ მოთხვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, კომისიამ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციითა და ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით) არ დგინდება, რომ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...№11, საერთო ფართობი - 974 კვ.მ) განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. თბილისში, ... №11, ფართობით - 974 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ო.ქ-ას საკუთრების უფლების აღიარების პროცესში, კომისიას სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 3 ივნისის №1422 განკარგულება მიღებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მოთხოვნების დარღვევით.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმისათვის არსებით მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, შესაბამისად, არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის კანონიერი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ო.ქ-ას მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით) არ დგინდება რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულებს შენობა (აშენებუოლი) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ამასთან მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.
რაც შეეხება მხარის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას შენობის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, კასატორს მიაჩნია, რომ აღნიშნული თავისი შინაარსის გათვალისწინებით ვერ ადასტურებს მიწის ნაკვეთზე ფლობა-სარგებლობის ფაქტს. ამასთან, ექსპერტი უთითებს შენობის განთავსების სავარაუდო პერიოდზე, რაც ბუნებრივია ვერ გახდება საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს, რაც წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის - ო.ქ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2010 წლის 15 აპრილს ო.ქ-ამ (პ/ნ ...) №12/46677-7 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...№11, საერთო ფართობი - 974 კვ.მ., საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა.
შპს „ს...ის“ მიერ 2010 წელს გაცემული ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ო.ქ-ას სარგებლობაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, შემომზღუდავი კონსტრუქციის და ნაკვეთში განთავსებული ერთსართულიანი შენობის შესწავლის და კვლევის ანალიზის საფუძველზე, გამოსაკვლევ ტერიტორიაზე მოწყობილი შემომზღუდავი კონსტრუქციის დღევანდელი მდგომარეობა, კოროზიული ხარისხი და ნაკვეთში განთავსებული ერთსართულიანი ნაგებობის კვლევის შედეგები იძლევა იმის საშუალებას, რომ საკვლევი ტერიტორიის ასაკად განისაზღვროს ცხრა წელიწადი (2001 წელი), ხოლო აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული შენობის ხანდაზმულობის ასაკად დადგინდეს 2006-2007 წლის დასაწყისი, რაც დასტურდება თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის დოკუმენტის მიხედვით.
თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ 2010 წლის 31 მარტს გაცემული ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. თბილისში, ...№11-ში მდებარე 982 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი 1994 წლიდან, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, აღრიცხულია ო.ქ-ას სახელზე. სააღრიცხვო ბარათის (№...) აღრიცხვის თარიღად მითითებულია 2001 წელი.
ამავე ცნობა-დახასიათებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ლიტერი - „ა“ (საცხოვრებელი), სართული - 1, სხვა - 57.12 კვ.მ.; ლიტერი - „ბ-ვც“ (სათავსოები), სხვა - 24.00 კვ.მ.
2010 წლის 13 მაისს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგა №000006 მითითება, რომლითაც ო.ქ-ას დაევალა ქ. თბილისში, ... №11-ში უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის 7 დღის ვადაში დემონტაჟი.
2010 წლის 24 მაისს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგა №000006 შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა ო.ქ-ას მიერ მითითებით განსაზღვრული მოთხოვნების (შენობა-ნაგებობის დემონტაჟი) შეუსრულებლობა.
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2010 წლის 12 ივლისის №000006 დადგენილებით, ო.ქ-ას მიმართ შეწყდა სამართალდარღვევის საქმის წარმოება. მითითებული დადგენილების თანახმად, ო.ქ-ას მიერ გამოსწორებულ იქნა დარღვევა, კერძოდ, დემონტირებულ იქნა ქ. თბილისში, ... №11-ში, უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 3 ივნისის №1422 განკარგულებით, ო.ქ-ას (პ/ნ ...) უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...№11, საერთო ფართობი - 974 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ო.ქ-ას მიერ მოთხვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, კომისიამ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციითა და ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით) არ დგინდება, რომ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...№11, საერთო ფართობი - 974 კვ.მ) განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სადავო პერიოდში მოქმედ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს შპს „ს...ის“ მიერ 2010 წელს გაცემულ ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაზე, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ 2010 წლის 31 მარტს გაცემულ ცნობა-დახასიათებაზე, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2010 წლის 12 ივლისის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შესახებ N000006 დადგენილების შინაარსზე და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენების ცალსახა საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი