Facebook Twitter

№4661-13 14 მარტი, 2013 წელი

ჩ-ე რ, 4661-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ნ. ჟ-ის

ადვოკატ – კ. გ-ის

მსჯავრდებულ _ რ. ჩ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. ჩ-ის საჩივარი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლენტეხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 თებერვლის განაჩენით რ. ჩ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლით, ხოლო სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ხონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 თებერვლის განაჩენით რ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 2231–ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 თვე, 9 დღე და რ. ჩ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 7 წლით, 7 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა.

რ. ჩ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 15 თებერვლიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ივლისის განაჩენით ხონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 თებერვლის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:

დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და რ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 2231–ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ლენტეხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 თვე, 24 დღე და რ. ჩ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლით, 2 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 1 ივლისიდან.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №2 პატიმრობისა და დახურული ტიპის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. ჩ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ივლისის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ რ. ჩ-ეს ¼-ით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 1 ივლისის განაჩენით სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 59-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული საბოლოო სასჯელი – 5 წელი, 2 თვე, 23 დღე და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით, 11 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2013 წლის 1 ივლისიდან.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. ჩ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინების გაუქმება და სასჯელის შემცირება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ-ცალკე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ ეთანხმება სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ რ. ჩ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენებით სასჯელის დაანგარიშების თაობაზე.

პალატა აღნიშნავს, რომ რაიონულ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლით, სადაც აღნიშნულია: ,, „პირზე, რომელსაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ–ცალკე.“

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის თანახმად: ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისგან ადრე განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული“, ხოლო იმავე კანონის მე-16 მუხლით: „ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე–15 მუხლების მოქმედება“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე რ. ჩ-ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელების შემდგომი მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ რ. ჩ-ეს ¼-ით უნდა შეუმცირდეს ლენტეხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი– 7 წელი და სასჯელად უნდა განესაზღვროს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

რადგან რ. ჩ-ეს სასჯელის ათვლიდან – 2004 წლის 24 სექტემბრიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 1 ივლისის განაჩენის გამოტანამდე მოხდილი აქვს 6 წელი, 9 თვე და 6 დღე, მას ზემოაღნიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ რ. ჩ-ეს ¼-ით უნდა შეუმცირდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 1 ივლისის განაჩენით სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 5 წელი და საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

რ. ჩ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2011 წლის 1 ივლისისდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. ჩ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ .

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე რ. ჩ-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელების შემდგომი მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ რ. ჩ-ეს ¼-ით შეუმცირდეს ლენტეხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი– 7 წელი და სასჯელად განესაზღვროს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

რადგან რ. ჩ-ეს საჯელის ათვლიდან – 2004 წლის 24 სექტემბრიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 1 ივლისის განაჩენის გამოტანამდე მოხდილი აქვს 6 წელი, 9 თვე და 6 დღე, მას ზემოაღნიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ რ. ჩ-ეს ¼-ით შეუმცირდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 1 ივლისის განაჩენით სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 5 წელი და საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

რ. ჩ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2011 წლის 1 ივლისისდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი