№ბს-645(კ-20) 20 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორები (მოსარჩელეები) - თ. ნ-ე; ი. ქ-ა
წარმომადგენელი - დ. ნ-ი; ვ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ი. უ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის
რაიონის გამგეობა
წარმომადგენელი - ს. ჩ-ა; კ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ი. კ-ი
მესამე პირი - რ. კ-ა
წარმომადგენელი - ლ. ჩ-ი; მ. ა-ი
მესამე პირი - ჯ. ტ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 7 ივნისს თ. ნ-ემ და ი. ქ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობისა და ი. კ-ის მიმართ, მესამე პირების - რ. კ-ასა და ჯ. ტ-ის მონაწილეობით.
მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ ი. კ-ის ოჯახისათვის სადავო ქონების გამოყოფის შესახებ, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის (ამჟამად სამართალმემკვიდრე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო) 1969 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების, ი. კ-ის სახელზე გაცემული თბილისის სახალხო დეპუტატთა აღმასრულებელი კომიტეტის საბჭოს 1996 წლის 30 სექტემბრის ორდერისა და 1998 წლის 14 მაისის №2ნ-181 პრივატიზაციის ხელშეკრულების - უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ..., კორპუსი №..., ბინა №..., ბათილად ცნობა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით თ. ნ-ეისა და ი. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1996 წლის 30 სექტემბერს, თბილისის სახალხო დეპუტატთა აღმასრულებელი კომიტეტის საბჭომ ი. კ-ის სახელზე გასცა ორდერი, რომლის თანახმადაც პოლკოვნიკ ი. კ-ის და მის ოჯახს, რომელიც შედგებოდა 4 სულისაგან, გადაეცათ საცხოვრებელი ფართი, მდებარე: ქ.თბილისი, ..., კორპუსი №..., ბინა №.... აღნიშნული ორდერის გაცემის საფუძვლად კი მითითებულია ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 1969 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის გარნიზონის საბინაო კომისიის 30.11.1996წ. სხდომაზე, განიხილული იქნა ი. კ-ისა და მისი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის საკითხი. კომისიის დადგენილებით ი.კ-ისა და მის ოჯახზე (შემადგენლობა 4 წევრი) განაწილდა 4 ოთახიანი ბინა, ფართით 58,4კვ.მეტრი, მდებარე: კრასნოდარის მხარის დაბა, ...ს 24-ე კვარტალი.
საქმეში წარმოდგენილი საბინაო პირობების შესახებ 1998 წლის 14 მაისის №631 ცნობის მიხედვით, ი. კ-ი წარმოადგენდა ქ. თბილისი, ..., კორპუსი №..., ბინა №...-ის დამქირავებელს, ამავე ცნობის თანახმად, ბინა შედგებოდა სამი ოთახისგან, საცხოვრებელი ფართი იყო 45 კვ.მეტრი, ხოლო საერთო ფართი 70 კვ.მეტრი.
1998 წლის 14 მაისს ი. კ-ისა და თბილისის გარნიზონის სახლმართველობის წარმომადგენელს შორის გაფორმდა პრივატიზაციის ხელშეკრულება №2ნ-181, რომლის საფუძველზეც ი. კ-ის გადაეცა სამ ოთახიანი ბინა, საცხოვრებელი ფართით 45კვ.მეტრი, საერთო ფართით 70 კვ.მეტრი, მდებარე: ქ. თბილისი, ..., კორპუსი №..., ბინა №....
1999 წლის 13 ივლისს ი. კ-ის წარმომადგენელსა და ჯ. ტ-ის შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ქ. თბილისში, ..., კორპ. №..., ბინა №...-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი 3000 ლარად გასხვისდა ჯ. ტ-ის სახელზე, ხოლო ამ უკანასკნელმა ხსენებული უძრავი ქონება 2000 წლის 07 აპრილის საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა რ. კ-ას სახელზე.
საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების გაუქმების შესახებ 2000 წლის 26 ივლისის №2-258 შეთანხმების მიხედვით, მათ შორის 2000 წლის 07 აპრილს დადებული საცხოვრებელი სახლის ყიდვა - გაყიდვის ხელშეკრულება გაუქმდა.
ქალაქ თბილისის მერიის მიერ 2005 წლის 21 მარტს გაიცა თ. ნ-ეის სახელზე სამსახურებრივი ორდერი, რომლის თანახმადაც თ. ნ-ეს და მის ოჯახს, რომელიც შედგებოდა 3 სულისაგან, გადაეცათ საცხოვრებელი ფართი, მდებარე: ქ. თბილისი, ..., კორპუსი №..., ბინა №..., საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 16.03.05წ. №3-11/846 წერილის საფუძველზე.
საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2000 წლის 07 აპრილის რ№2-90 ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ... კორპუსი №..., ბინა №..., ფართი 45 კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 4720 კვ.მეტრი, 2015 წლის 23 თებერვლიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა რ. კ-ას სახელზე, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 მარტის №... გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე გაუქმდა რეგისტრაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №3/2562-13) თ. ნ-ეის სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის, ი. კ-ის, მესამე პირების - რ. კ-ას, ჯ. ტ-ის მიმართ, 1998 წლის 14 მაისის პრივატიზაციის №2ნ-181 ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. ნ-ეის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის (საქმე №3ბ/411-15) თ. ნ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. ნ-ეის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ბს-645-641(კ-17)) თ. ნ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით რ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და გამოთხოვილი იქნა მოპასუხეების თ. ნ-ეის, ი. ქ-ას, ა. ქ-ას და ნ. ქ-ას უკანონო მფლობელობიდან რ. კ-ას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე - ქ.თბილისი, ..., კორპუსი ..., ბინა №... (ს/კ: №...) და ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე რ. კ-ას.
სასამართლოს ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოძიებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით (საქმე №2ბ/5681-18) თ. ნ-ეის, ი. ქ-ას, ა. ქ-ას, ნ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის განჩინებით, თ. ნ-ეის, ი. ქ-ას სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ი. კ-ის, მესამე პირების - ჯ. ტ-ის, რ. კ-ას მიმართ, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის (ამჟამად სამართალმემკვიდრე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო) 1969 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების (სადაო ბინის ი. კ-ისათვის გამოყოფის თაობაზე), თბილისის ისნის რაიონის აღმასკომის 1996 წლის 25 სექტემბერს გაცემული საბინაო ორდერის (ი. კ-ის ოჯახზე), თბილისის ისნის გამგეობასა და ი. კ-ის წარმომადგენელს შორის გაფორმებული 1998 წლის 14 მაისის №2ნ-181-ი პრივატიზაციის ხელშეკრულების (უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... კორპუსი №..., ბინა N...-ზე), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 თებერვლის №... გადაწყვეტილების (რეგისტრაციის შესახებ) ბათილად ცნობის თაობაზე, მოსარჩელე თ. ნ-ეის ნაწილში მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 თებერვლის №... გადაწყვეტილების (რეგისტრაციის შესახებ) ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში, დატოვებული იქნა განუხილველად, მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლო გადაცემის) შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილებაზე და აღნიშნა რომ ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის(ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. განსახილველი ნორმის თანახმად, გასათვალისწინებელია, რომ საცხოვრებელი სახლის (ბინის) პრივატიზაციისას თანაბარი უფლებებით სარგებლობენ ის პირები, ვინც წარმოადგენენ ამ საცხოვრებელი სახლის(ბინის) დამქირავებლებს ან მათი ოჯახის წევრებს, ანუ აღნიშნული ნორმატიული აქტი არ აყენებს საცხოვრებელი სახლის (ბინის) არც ერთ დამქირავებელს ან მისი ოჯახის წევრს პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ასეთ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები გამოთქვამენ ნებას, თავისი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის მიზნით საკუთრებაში მიიღონ საცხოვრებელი სახლი(ბინა), რომელიც მათ გადაცემული ჰქონდათ სარგებლობაში. აღნიშნულს თავის მხრივ ასევე ადასტურებს დასახელებული დადგენილების მე-5 მუხლი, რომლის თანახმადაც საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის(ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა და არც დავის სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოსარჩელეთა მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 1969 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება ი. კ-ის ოჯახისათვის სადავო ქონების გამოყოფის შესახებ, აღნიშნულის საფუძველზე თბილისის სახალხო დეპუტატთა აღმასრულებელი კომიტეტის საბჭოს 1996 წლის 30 სექტემბრის ორდერი გაცემული ი. კ-ის სახელზე და თბილისის გარნიზონის სახლმართველობის წარმომადგენელსა და ი. კ-ის შორის 1998 წლის 14 მაისის გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულება №2ნ-181 განხორციელებულია საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილებით განსაზღვრული წესის დარღვევით და რომ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება ი. კ-ის განმარტებას, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მარტოოდენ აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის, პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძვლად, რამეთუ იგი წარმოადგენს მხოლოდ ი. კ-ის მიერ ზეპირი ფორმით გაკეთებულ განმარტებას, ხოლო მასში მითითებული გარემოებები საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება.
საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე №3/2562-13), რომლითაც თ. ნ-ეის სარჩელი მოპასუხეების საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის, ი. კ-ის, მესამე პირების: რ. კ-ას, ჯ. ტ-ის მიმართ, 1998 წლის 14 მაისის №2ნ-181 პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ასევე, მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც რ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების თ. ნ-ეის, ი. ქ-ას, ა. ქ-ას და ნ. ქ-ას უკანონო მფლობელობიდან რ. კ-ას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე - ქ.თბილისი, ..., კორპუსი ..., ბინა №... (ს/კ №...) და ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე რ. კ-ას, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით (საქმე №2ბ/5681-18) თ. ნ-ეის, ი. ქ-ას, ა. ქ-ას, ნ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი ვერ იქნა რაიმე სახის მტკიცებულება რაც უტყუარად დაადასტურებდა, სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის, ორდერისა და პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმების დროს საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ნ-ემ და ი. ქ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის გაჩინებით თ. ნ-ეისა და ი. ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. ნ-ეისა და ი. ქ-ას მიერ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ თ. ნ-ე, როგორც კონტრაქტორი 1994 წლიდან მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ხოლო ბინის აღრიცხვაზეა 1999 წლიდან. მას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქ. თბილისის გარნიზონის საბინაო კომისიის №12 სხდომის ოქმის გადაწყვეტილებით, როგორც კონტრაქტორს, გამოეყო სამ ოთახიანი ბინა, მისამართზე: ქ. თბილისი, ..., კორპუსი №..., ბინა №...-ში, ხოლო ზემოაღნიშნულ მისამართზე 2005 წლის 24 მარტს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბალანსზე რიცხულ ბინაზე თავდაცვის სამინისტრომ 2005 წლის 21 მარტს გასცა ორდერი №3424, ორდერში ჩაწერილები არიან, თ. ნ-ეის მეუღლე - ი. ქ-ა და შვილები - ნ. და ა. ქ-აები. ამასთან, თ. ნ-ეის მეუღლის ი. ქ-ას სახელზე აღირიცხა კომუნალური გადასახადის ქვითრები და 1999 წლის 20 ოქტომბრიდან უწყვეტად იხდიან გადასახადებს დღემდე.
1996 წლის 30 ნოემბერს საბინაო სხდომის №29 ოქმის მიხედვით, 4-ოთახიანი ფართით 58,4 კვ.მ. მდებარე: კრასნოდარის მხარის დაბა ..., 24-ე კვარტალში სცხოვრებელი სახლი გამოეყო ი. კ-ის ოჯახს. ი. კ-ის ოჯახმა მონაცვლეობით მიიღო სამაუწყებლო ბინა აღნიშნულ მისამართზე და გადავიდა საცხოვრებლად ოჯახთან ერთად რუსეთის ფედერაციაში. ქ. თბილისში, ..., კორპუსი №..., ბინა №... იყო და არის სამაუწყებლო ბინა და მისი გასხვისება არ ხდებოდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილებით განსაზღვრული წესით.
კასატორების მითითებით, საქართველოში სამაუწყებლო ბინაზე ორდერი №010686 გაცემულია ი. კ-იზე ამიერკავკასიის წერილის საფუძველზე 1969 წლის 25 სექტემბერს, ხოლო მტკიცებულებების შესაბამისად, ... №...-ში კორპუსი აშენებულია 1971 წელს და კიდევ, ორდერში ჩაწერილია ი. კ-ი და მისი ოჯახის სამი წევრი მეუღლე და ორი შვილი და ამ დროს პირადობის მოწმობის თანახმად, ი. კ-ი დაბადებულია ... წელს. ე. კ-ი 13 წლის იყო სამხედრო სამსახურში და ჰყავდა ცოლ-შვილი. რაც, კასატორების მითითებით, რეალობას არ შეესაბამება.
კასატორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამმართველოს №8/1290 წერილით დასტურდება, რომ 2003 წლის 30 მაისის №54/131/კ წერილის თანახმად გადაეცათ ბალანსიდან ბალანსზე სამხედრო უწყების ბინა შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ... №..., ბინა №....
2000 წლის 18 აპრილს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიმართული აქვს წერილით საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე, რომ მოქმედება ბინის ყიდვა-გაყიდვა არის უკანონო და ითხოვდა ზომების მიღებას.
2016 წლის 19 ივლისს გაცემული ცნობის შესაბამისად, ქ. თბილისში, ..., კორპუსი №..., ბინა №... ირიცხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე.
კასატორები მიუთითებენ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების მე-5 მუხლზე, განმარტავს, რომ ვინაიდან, ი. კ-ი არასოდეს ყოფილა საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე და მას უსასყიდლოდ ვერასოდეს გადაეცემოდა სადაო ბინა ამდენად, პრივატიზაციის ხელშეკრულება კასატორების განმარტებით, მიჩნეული უნდა იქნეს უკანონოდ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ნ-ეისა და ი. ქ-ას საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული თ. ნ-ეისა და ი. ქ-ას საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა -განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ნ-ეისა და ი. ქ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1996 წლის 30 სექტემბერს, თბილისის სახალხო დეპუტატთა აღმასრულებელი კომიტეტის საბჭომ ი. კ-ის სახელზე გასცა ორდერი, რომლის თანახმადაც პოლკოვნიკ ი. კ-ის და მის ოჯახს, რომელიც შედგებოდა 4 სულისაგან, გადაეცათ საცხოვრებელი ფართი, მდებარე: ქ.თბილისი, ..., კორპუსი №..., ბინა №.... აღნიშნული ორდერის გაცემის საფუძვლად კი მითითებულია ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 1969 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის გარნიზონის საბინაო კომისიის 30.11.1996წ. სხდომაზე, განიხილული იქნა ი. კ-ისა და მისი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის საკითხი. კომისიის დადგენილებით ი.კ-ისა და მის ოჯახზე (შემადგენლობა 4 წევრი) განაწილდა 4 ოთახიანი ბინა, ფართით 58,4კვ.მეტრი, მდებარე: კრასნოდარის მხარის დაბა, ...ს 24-ე კვარტალი.
საქმეში წარმოდგენილი საბინაო პირობების შესახებ 1998 წლის 14 მაისის №631 ცნობის მიხედვით, ი. კ-ი წარმოადგენდა ქ. თბილისი, ..., კორპუსი №..., ბინა №...-ის დამქირავებელს, ამავე ცნობის თანახმად, ბინა შედგებოდა სამი ოთახისგან, საცხოვრებელი ფართი იყო 45 კვ.მეტრი, ხოლო საერთო ფართი 70 კვ.მეტრი.
1998 წლის 14 მაისს ი. კ-ისა და თბილისის გარნიზონის სახლმართველობის წარმომადგენელს შორის გაფორმდა პრივატიზაციის ხელშეკრულება №2ნ-181, რომლის საფუძველზეც ი. კ-ის გადაეცა სამ ოთახიანი ბინა, საცხოვრებელი ფართით 45კვ.მეტრი, საერთო ფართით 70 კვ.მეტრი, მდებარე: ქ. თბილისი, ..., კორპუსი №..., ბინა №....
1999 წლის 13 ივლისს ი. კ-ის წარმომადგენელსა და ჯ. ტ-ის შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ქ. თბილისში, ..., კორპ. №..., ბინა №...-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი 3000 ლარად გასხვისდა ჯ. ტ-ის სახელზე, ხოლო ამ უკანასკნელმა ხსენებული უძრავი ქონება 2000 წლის 07 აპრილის საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა რ. კ-ას სახელზე.
საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების გაუქმების შესახებ 2000 წლის 26 ივლისის №2-258 შეთანხმების მიხედვით, მათ შორის 2000 წლის 07 აპრილს დადებული საცხოვრებელი სახლის ყიდვა - გაყიდვის ხელშეკრულება გაუქმდა.
ქალაქ თბილისის მერიის მიერ 2005 წლის 21 მარტს გაიცა თ. ნ-ეის სახელზე სამსახურებრივი ორდერი, რომლის თანახმადაც თ. ნ-ეს და მის ოჯახს, რომელიც შედგებოდა 3 სულისაგან, გადაეცათ საცხოვრებელი ფართი, მდებარე: ქ. თბილისი, ..., კორპუსი №..., ბინა №..., საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 16.03.05წ. №3-11/846 წერილის საფუძველზე.
საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2000 წლის 07 აპრილის რ№2-90 ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ... კორპუსი №..., ბინა №..., ფართი 45 კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 4720 კვ.მეტრი, 2015 წლის 23 თებერვლიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა რ. კ-ას სახელზე, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 მარტის №... გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე გაუქმდა რეგისტრაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №3/2562-13) თ. ნ-ეის სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის, ი. კ-ის, მესამე პირების - რ. კ-ას, ჯ. ტ-ის მიმართ, 1998 წლის 14 მაისის პრივატიზაციის №2ნ-181 ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. ნ-ეის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის (საქმე №3ბ/411-15) თ. ნ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. ნ-ეის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ბს-645-641(კ-17)) თ. ნ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით რ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და გამოთხოვილი იქნა მოპასუხეების თ. ნ-ეის, ი. ქ-ას, ა. ქ-ას და ნ. ქ-ას უკანონო მფლობელობიდან რ. კ-ას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ..., კორპუსი ..., ბინა №... (ს/კ: №...) და ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე რ. კ-ას.
სასამართლოს ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოძიებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით (საქმე №2ბ/5681-18) თ. ნ-ეის, ი. ქ-ას, ა. ქ-ას, ნ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის განჩინებით, თ. ნ-ეის, ი. ქ-ას სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ი. კ-ის, მესამე პირების - ჯ. ტ-ის, რ. კ-ას მიმართ, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის (ამჟამად სამართალმემკვიდრე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო) 1969 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების (სადაო ბინის ი. კ-ისათვის გამოყოფის თაობაზე), თბილისის ისნის რაიონის აღმასკომის 1996 წლის 25 სექტემბერს გაცემული საბინაო ორდერის (ი. კ-ის ოჯახზე), თბილისის ისნის გამგეობასა და ი. კ-ის წარმომადგენელს შორის გაფორმებული 1998 წლის 14 მაისის №2ნ-181-ი პრივატიზაციის ხელშეკრულების (უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... კორპუსი №4, ბინა N...-ზე), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 თებერვლის №... გადაწყვეტილების (რეგისტრაციის შესახებ) ბათილად ცნობის თაობაზე, მოსარჩელე თ. ნ-ეის ნაწილში მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 თებერვლის №... გადაწყვეტილების (რეგისტრაციის შესახებ) ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში, დატოვებული იქნა განუხილველად, მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს რესპუბლიკის ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლო გადაცემის) შესახებ მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ბინების პრივატიზაცია წარმოადგენდა მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდებოდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საწარმო-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხებოდა საცხოვრებელი სახლი (ბინა). დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად კი, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემოდათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები იყვნენ.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს - სადავო ქონების გამოყოფის შესახებ, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის (ამჟამად სამართალმემკვიდრე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო) 1969 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების, ი. კ-ის სახელზე გაცემული თბილისის სახალხო დეპუტატთა აღმასრულებელი კომიტეტის საბჭოს 1996 წლის 30 სექტემბრის ორდერისა და 1998 წლის 14 მაისის №2ნ-181 პრივატიზაციის ხელშეკრულების - უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ..., კორპუსი №..., ბინა №... - კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 2016 წლის 19 ივლისის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის წერილზე, რომლის თანახმადაც, სადავო ქონება მდებარე: ქ. თბილისი, საექიმოს გას. კორპ. №..., ბინა №..., 1997 წლის 25 თებერვლის მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაცემულია საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე. ამავე სარდლობის 2017 წლის 15 ნოემბრის წერილის შესაბამისად, საუწყებო ბინები არ გადაეცემოდა საკუთრებაში.
1996 წლის 30 სექტემბერს, თბილისის სახალხო დეპუტატთა აღმასრულებელი კომიტეტის საბჭომ ი. კ-ის სახელზე გასცა ორდერი №010686, რომლის თანახმადაც პოლკოვნიკ ი. კ-ის და მის ოჯახს, რომელიც შედგებოდა 4 სულისაგან, გადაეცათ საცხოვრებელი ფართი, მდებარე: ქ.თბილისი, ..., კორპუსი №4, ბინა №.... აღნიშნული ორდერის გაცემის საფუძვლად კი მითითებულია ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 1969 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომელიც ვერ იქნა მოძიებული.
თბილისის გარნიზონის საბინაო კომისიის 1996 წლის 30 ნოემბრის №29 სხდომის ამონაწერის თანახმად, განიხილული იქნა საბინაო ფართების განაწილების საკითხი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და კომისიის დადგენილებით ი. კ-ისა და მის ოჯახზე (შემადგენლობა 4 წევრი) განაწილდა 4 ოთახიანი ბინა, ფართით 58,4 კვ.მეტრი, მდებარე: კრასნოდარის მხარის დაბა, ...ს 24-ე კვარტალი.
საბინაო პირობების შესახებ 1998 წლის 14 მაისის №631 ცნობის შესაბამისად, ი. კ-ი წარმოადგენდა ქ. თბილისი, ..., კორპუსი №..., ბინა №...-ის დამქირავებელს, ამავე ცნობის თანახმად, ბინა შედგებოდა 3 ოთახისგან, საცხოვრებელი ფართი იყო 45 კვ.მეტრი, ხოლო საერთო ფართი 70 კვ.მეტრი.
1998 წლის 14 მაისს ი. კ-ისა და თბილისის გარნიზონის სახლმართველობის წარმომადგენელს შორის გაფორმდა პრივატიზაციის ხელშეკრულება №2ნ-181, რომლის საფუძველზეც ი. კ-ის გადაეცა სამ ოთახიანი ბინა, საცხოვრებელი ფართით 45კვ.მეტრი, საერთო ფართით 70 კვ.მეტრი, მდებარე: ქ. თბილისი, ..., კორპუსი №..., ბინა №.... აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ საცხოვრებელი ბინა ეკუთვნის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, მაშინ როდესაც სადავო საცხოვრებელი ბინა 1997 წლის 25 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაცემულია საქართველოს შეიარაღებული ძალების ბალანსზე. ამასთან, საქმეში წარდგენილია ი. კ-ის განცხადება ნოტარიულად დამოწმებული, სადაც თავად ი. კ-ი მიუთითებს, რომ სადავო ბინის პრივატიზაციაში მას არ მიუღია მონაწილეობა და არც გაუყიდია იგი. პრივატიზაციის პერიოდში კერძოდ, 1998 წლის მარტიდან იგი იმყოფებოდა კრასნოდარში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმეში მონაწილე პირებს უფლება აქვთ სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები (კანონით დადგენილი წესით), ამდენად, სააპელაციო სასამართლო, საკასაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს ან შეაფასოს მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პროცესის მონაწილეთა ვალდებულებას წარმოადგენს, მათ მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ. თავის მხრივ, სასამართლოს ვალდებულებაა, მხარეებს მისცეს მტკიცებულებათა წარდგენისა და საკუთარი პოზიციების დაცვის პროცესუალური შესაძლებლობა. ამასთან, ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციური ხასიათი მოსამართლეს პროცესში აქტიურ როლს ანიჭებს და აძლევს შესაძლებლობას, იზრუნოს საქმის მართებული გადაწყვეტისათვის საჭირო ინფორმაციისა თუ მტკიცებულებათა დამატებით მოპოვებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საკმარისად არ არის დასაბუთებული. საქმის ხელახალი განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს არსებული ფაქტობრივი გარემოებების პირობებში და საქართველოს რესპუბლიკის ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლო გადაცემის) შესახებ მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების შესაბამისად, რამდენად იყო შესაძლებელი ი. კ-იზე გაცემულიყო ორდერი მაშინ, როდესაც იგი არ იყო საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე და ორდერის გაცემის წელს იგი დაკმაყოფილდა ბინით კრასნოდარში. ასევე შესაფასებელია ის გარემოებაც, რომ ი. კ-ისა და თბილისის გარნიზონის სახლმმართველობის წარმომადგენელს შორის იმ დროს გაფორმდა პრივატიზაციის ხელშეკრულება, როდესაც სადავო საცხოვრებელი ბინა არ იმყოფებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე და მეორე მხარე - დასაკმაყოფილებელი ფიზიკური პირი არ იყო საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში თ. ნ-ეისა და ი. ქ-ას სასარჩელო მოთხოვნა ემყარება იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და საფუძვლებს, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული ადრე განხილული საქმის ფარგლებში არ შეფასებულა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული გარემოება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენდა/წარმოადგენს საქმის წარმოების შეწყვეტის და არა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ, საქმის ხელახლა განხილვისას, საქმეში წარმოდგენილი და დამატებით მოძიებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შესწავლისა და მათი ანალიზის საფუძველზე სრულყოფილად უნდა დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ და საბოლოოდ საქმეზე მიიღოს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ნ-ეისა და ი. ქ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი