№ბს-629(კ-21) 12 აპრილი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ისა და ნ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო; მესამე პირები - თ. ფ-ე; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია; საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 30 სექტემბერს ჯ. თ-ემ, დ. თ-ემ, მ. ბ-ემ და ნ. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, მესამე პირის - თ. ფ-ის მონაწილეობით.
მოსარჩელეებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 აგვისტოს №01-17/15 ბრძანების ბათილად ცნობა, ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ის და ნ. დ-ის საკომპენსაციო სიაში შეყვანისა და დაზუსტებული სიის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გადაგზავნის დავალება მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ივლისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ისა და ნ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 აგვისტოს №01-17/15 ბრძანება; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა მოსარჩელეების - ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ის და ნ. დ-ის საკომპენსაციო სიაში შეყვანა და დაზუსტებული სიის გადაგზავნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს თ. ფ-ემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ნოემბრის განჩინებით თ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება; ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ისა და ნ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე მიმდინარეობდა ჩოლოქი - სარფის გზის ახალი მიმართულების (ქ. ბათუმისა და ქ. ქობულეთის შემოვლით) მშენებლობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ეცნობა, რომ აჭარის შემოვლითი საავტომობილო გზის ქობულეთის მონაკვეთზე იწყებოდა სამშენებლო სამუშაოები, რომლის დაფინანსებასაც ახორციელებდა აზიის განვითარების ბანკი (ადბ).
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტს ეთხოვა აჭარის შემოვლითი საავტომობილო გზის ქობულეთის მონაკვეთზე მიმდინარე განსახლების პროცედურების მიმდინარეობისას მოქალაქეთა მხრიდან წამოჭრილ სადავო საკითხების შესწავლა, რეალურ მფლობელთა იდენტიფიცირება და საბოლოოდ დაზუსტებული, შეჯერებული მონაცემების დეპარტამენტისთვის მიწოდება. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით შეიქმნა „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილ საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი“.
2014 წლის 26 ნოემბერს მოსარჩელეების - ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ის და ნ. დ-ის წარმომადგენელმა ჯ. ქ-მა განცხადებით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკომპენსაციო თანხის მისაღებ სიაში შეყვანა მოითხოვა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 14 იანვრის №01-25/23 წერილით, ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ის და ნ. დ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. კერძოდ: მოსარჩელეებს განემარტათ, რომ კომისიამ ადგილზე გასვლით შეისწავლა განცხადება და დაადგინა, რომ მოსარჩელეების მიერ წარდგენილ მიწის ნაკვეთებზე საკომპენსაციო სიაში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ კომპენსაცია გაცემულ იქნა თ. ფ-ეზე და აღნიშნულთან დაკავშირებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს მაგისტრალის მშენებლობა, კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე წაშლილია სარგებლობის კვალი. ამასთან, არ არსებობს ფიქსირებული საზღვრები, რის გამოც ქონების მართვისა და აგრალურ საკითხთა კომისიამ ვერ დაადგინა სარგებლობის ფაქტი.
2015 წლის 14 იანვრის №01-25/23 წერილი მოსარჩელეების მიერ გასაჩივრდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ამავე სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის (საქმე №2-62/15) გადაწყვეტილებით ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ის, ნ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 14 იანვრის №01-25/23 წერილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ის და ნ. დ-ის მიერ საკომპენსაციო სიაში შეყვანის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გამოცემა დაევალა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის (საქმე №2-62/15) გადაწყვეტილების საფუძველზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოსარჩელეებს სადავო 2016 წლის 26 აგვისტოს №01-17/15 ბრძანებით უარი უთხრა მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ვერ დასტურდებოდა მოსარჩელეთა მხრიდან მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტი, ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია იყო ...ი, რომლის ნაწილზე იყო ...ი და სარგებლობით არ გამოიყენებოდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის 2016 წლის 11 აგვისტოს №1 ოქმის მიხედვით, ხელახლა დათვალიერებულ და დასურათებულ იქნა სადავო ტერიტორია, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ავტობანის მშენებლობა, შეუძლებელი გახდა სარგებლობის დადგენა, თუმცა კომისიის თავმჯდომარე ვ. ქ-ემ აღნიშნა, რომ მიმდებარედ არ არსებობდა რაიმე სახის სარგებლობის კვალი.
ზემოაღნიშნულ სხდომაზე მოწმის სახის დაბარებული ...ის ყოფილი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ბ. ვ-ის განცხადებით სადავო ტერიტორია არ იყო შემოსაზღვრული ფიქსირებული ღობით, გარდა ...ისა, სხვა სახის ნერგავები არ იყო.
ამავე სხდომაზე სხდომის თავმჯომარემ განაცხადა, რომ თ. ფ-ე მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ შეუყვანია ბენეფიციართა სიაში, თ. ფ-ე სიაში შეყვანილ იქნა და კომპენაცია გაიცა საგზაო დეპარტამენტის მიერ.
2016 წლის 23 აგვისტოს №2 ოქმით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ვერ იქნა დადგენილი მოქალაქეების ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ის და ნ. დ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე სარგებლობის ფაქტი, რადგან მითითებული ტერიტორიის ნაწილზე უკვე გადიოდა შემოვლითი გზა, ხოლო დანარჩენ ნაწილზე არ ჩანდა რაიმე სახის სარგებლობის ფაქტები, კერძოდ, არ არის ფიქსირებული საზღვარი ან მისი არსებობის რაიმე ნიშნები, რისი გათვალისწინებით უარი ეთქვათ საკომპენსაციო სიაში შეყვანაზე.
საქმეში არსებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2013 წლის 11 დეკემბერს მ. ბ-ის სახელზე გაცემული №01-05/192 ცნობის მიხედვით, მოწმეების თ. ხ-ის და მ. დ-ის სანოტარო წესით დამოწმებული ერთობლივი განცხადებით, მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზით დადგენილია, რომ მ. ბ-ის დროებით სარგებლობაშია 1522 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
ამავე ტერიტორიული ორგანოს მიერ 2013 წლის 12 დეკემბერს დ. თ-ის სახელზე გაცემული №01-05/195 ცნობის მიხედვით, მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზით ასევე დადგენილია, რომ დ. თ-ის დროებით სარგებლობაშია 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
2013 წლის 11 ნოემბერს ჯ. თ-ის სახელზე გაცემული №01-05/170 ცნობის მიხედვით, მოწმეების ზ. ფ-ის და ე. ფ-ის სანოტარო წესით დამოწმებული ერთობლივი განცხადებით, მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზით დადგენილია, რომ ჯ. თ-ის სარგებლობაშია 2702 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც მას 1980 წლიდან აქვს თვითნებურად დაკავებული.
2013 წლის 12 დეკემბრის N01-05/194 ცნობის მიხედვით, ნ. დ-ეს დროებით სარგებლობაში გააჩნია 4000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2014 წლის 30 იანვრის №2-12/515 წერილის თანახმად, გზის განთავსების ზოლში მიწის ნაკვეთების მფლობელთა იდენტიფიკაცია განხორციელდა გეგმის მომზადების პროცესში ჩატარებული საკადასტრო აზომვითი და აღწერა-ინვენტარიზაციის სამუშაოების საფუძველზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მიწის ნაკვეთის მფლობელები, საპროექტო ორგანიზაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლობები.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ დადასტურებული და წარმოდგენილი მოსარგებლეთა სიებით, ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ის და ნ. დ-ის მიერ გზის განთავსების ზოლში მოქცეულ ფართობებზე სარგებლობის ფაქტი არ დასტურდებოდა, ხოლო რაც შეეხება თ. ფ-ეს, აზიის განვითარების ბანკთან შეთანხმებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის მიხედვით, რომელიც შედგენილი იქნა ადგილზე ჩატარებული საპროექტო სამუშაოებისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ დადასტურებული მონაცემების საფუძველზე, იგი სარგებლობდა სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთით (პროექტის მიხედვით ნაკვეთის ნომერია ...), რაზედაც დეპარტამენტის მიერ გაფორმდა სათანადო ხელშეკრულება და გაიცა აღნიშნული გეგმით განსაზღვრული შესაბამისი კომპენსაცია.
სარეაბილიტაციო ხარჯების კომპენსაციის შესახებ 2013 წლის 12 ივლისის №LARP III-93 ხელშეკრულებით და დემარკაციის აქტით, თ. ფ-ეზე 3023 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გაიცა - 45 338 ლარის კომპენსაცია, ხოლო 3646 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (12.07.2013 წლის №LARP III-94) კი გაიცა - 6874 ლარის კომპენსაცია.
2011 წლის 20 ნოემბრის მიწის ნაკვეთის გამიჯვნის პროექტით ფართობი შეადგენს 22 992 კვ.მ., საიდანაც №1 გადაფარვაა - 2300 კვ.მ, №2 - 723 კვ.მ., დარჩენილია - 19 969 კვ.მ., ხოლო 2013 წლის 12 ივლისის №LARP III-94 ხელშეკრულებაზე დართული მიწის ნაკვეთის გამიჯვნის პროექტით 3049 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაფარვაა -375 კვ.მ. და დარჩენილია -2674 კვ.მ.
საქმეზე წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზის მიხედვით (ქობულეთის სოფელი ...ი), ჯ. თ-ის (1000 კვ.მ), დ. თ-ის (600 კვ.მ.), მ. ბ-ის (1000 კვ.მ.) და ნ. დ-ის (300 კვ.მ.+123 კვ.მ) მიწის ნაკვეთები მოქცეულია თ. ფ-ის კუთვნილ 3023 კვ.მ (2300კვ.მ.+723 კვ.მ) მიწის ნაკვეთში, რომელზედაც უკვე გაცემულია კომპენსაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 3023 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც თ. ფ-ემ მიიღო კომპენსაცია, ფაქტიურად მთლიანად ფარავს მოსარჩელეების ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ის და ნ. დ-ის ნაკვეთებს, რაზეც მხარეებიც თანხმდებიან.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2020 წლის 22 დეკემბრის №2928-1/3ბ განცხადების თანახმად, ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის კვ12-400-კბ31+259 მონაკვეთების ფარგლებში მოყვანილი უძრავი ქონების კომპენსირება განხორციელდა აზიის განვითარების ბანკის არანებაყოფლობითი განსახლების პოლიტიკის მოთხოვნების მიხედვით. ბანკის მოთხოვნის გათვალისწინებით 2012 წელს მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა. აღნიშნული გეგმის ფარგლებში, პროექტის ზემოქმედება შეეხო მოქალაქე თ. ფ-ის (რ. ფ-ის გარდაცვალების შემდეგ, მისი უფლებამონაცვლე) კუთვნილ მიწის ნაკვეთს (გეგმის მიხედვით №...), რომლის მიმართაც 2013 წლის 12 ივლისს გაფორმდა №93 სარეაბილიტაციო ხარჯების ხელშეკრულება და გადახდილ იქნა შესაბამისი თანხები.
ამავე წერილით, მოქალაქეების ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ის და ნ. დ-ის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს ეცნობა, რომ ვინაიდან პროექტის ფარგლებში მომზადებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის მიხედვით, მათზე მიწის ნაკვეთების საკუთრება/სარგებლობის უფლება არ დაფიქსირებულა, შესაბამისად მათ მიმართ საკომპენსაციო ღონისძიებები არ განხორცილებულა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის მოსარჩელეების ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ის და ნ. დ-ის საკომპესაციო სიაში შეყვანისა და დაზუსტებული სიის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის გადაგზავნის დავალება იმ პირობებში, როდესაც არ გამოუკვლევია თ. ფ-ის საკომპენსაციო სიაში ჩასმის აქტების კანონიერება, რომლებიც მოსარჩელეთა მხრიდან არც კი გასაჩივრებულა და რის გამოც იქმნებოდა ერთი და იგივე მიწის ნაკვეთებზე სხვადასხვა პირებზე კომპენსაციის ორჯერ გაცემის მოცემულობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებების არსებობის პირობებში (მოსარჩელეთა სასარგებლოდ გაცემლი ცნობები და ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის განმარტებები), დადასრუტებულად ვერ მიიჩნია მოსარჩელეთა მიერ შესაბამისი მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 აგვისტოს №01-17/15 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. თ-ეს, დ. თ-ეს, მ. ბ-ემ და ნ. დ-ემ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორების მითითებით, მათ ქობულეთის, სოფელ ...ში (...ე) ფაქტობრივ მფლობელობაში/სარგებლობაში გააჩნდათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. კერძოდ, დ. თ-ეს გააჩნდა - 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მ. ბ-ეს - 1522 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ნ. დ-ეს - 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო ჯ. თ-ეს - 2702 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს უწყვეტად ფლობდნენ/სარგებლობდნენ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან და მოჰყავდათ სხვადასხვა სახის ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო კულტურები. აღნიშნული მიწის ნაკვეთების მეზობლად, მიწის ნაკვეთს ფლობდა მათი მეზობელი თ. ფ-ე. 2011 წელს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაიწყო ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის დაპროექტება, რის გამოც მოხდა გზის სავარაუდო მარშუტის შესწავლა და იქ არსებული მიწის ნაკვეთების უფლებრივი მდგომარეობის დადგენა. საავტომობილო გზის მშენებლობამ მოიცვა მოსარჩელეთა მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები. კერძოდ, დ. თ-ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან - 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მ. ბ-ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან - 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ნ. დ-ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან - 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო ჯ. თ-ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან - 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საერთო ჯამში - საავტომობილო გზამ მოიცვა 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. საკომპენსაციო თანხა ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენდა 15 (თხუთმეტი) ლარს. მიუხედავად იმისა, რომ მშენებარე გზამ მოიცვა მიწის ნაკვეთები მფლობელებისათვის კომპენსაცია არ გაუციათ, რის გამოც კასატორების მითითებით, დაიწყეს სიტუაციის გარკვევა და გაარკვიეს, რომ საგზაო დეპარტამეტს თ. ფ-ისათვის გადაურიცხავს მათთვის გასაცემი კომპენსაციის თანხა - 42 000 ლარი, რადგან ათვისებაში მოხვდა 3000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
კასატორები აღნიშნავენ, რომ მართალია თ. ფ-ეს გააჩნდა მფლობელობაში მიწის ნაკვეთი, რომელიც ასევე მოიცვა გზამ, მაგრამ მას მიღებული აქვს სათანადო კომპენსაცია, რაც მათი ინფორმაციით შეადგენს 7000 ლარს. ფ-ემ იცოდა, რომ შემდგომში დამატებით ჩარიცხული 45 000 ლარი მას არ ეკუთვნოდა, რადგან მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კომპენსაცია მას უკვე აღებული ქონდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ისა და ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ისა და ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 აგვისტოს №01-17/15 ბრძანების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ჩოლოქი-სარფის გზის ახალი მიმართულების (ქ. ბათუმისა და ქ. ქობულეთის შემოვლით) დეტალური პროექტის მომზადების დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №288 განკარგულების თანახმად, საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე ჩოლოქი-სარფის გზის ახალი მიმართულების (ქ. ბათუმისა და ქ. ქობულეთის შემოვლით) დეტალური პროექტის მომზადების დაჩქარებისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მისიის მიერ ამ პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი ჩანაწერების (Aide Memoire) გათვალისწინების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაევალა, შესაძლოდ მოკლე დროში ჩოლოქი-სარფის გზის ახალი მიმართულების (ქ. ბათუმისა და ქ. ქობულეთის შემოვლით) დეტალური პროექტის მომზადების უზრუნველყოფა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) შესაბამისი ინსტრუქციების გათვალისწინებითა და ბანკის მისიასთან შეთანხმებით.
პროექტის განხორციელების მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) დაკვეთით, აზიის განვითარების ბანკის (საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია) არანებაყოფილობითი განსახლების პოლიტიკისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით, 2 ნაწილად მომზადებულ იქნა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელთაგან R 1 მოიცავდა საპროექტო გზის კმ 0+000 - კმ 4+700 მონაკვეთს, ხოლო R 2 კმ 4+700 - კმ 12+400 მონაკვეთს, რომელშიც გათვალისწინებულია მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტს ეთხოვა აჭარის შემოვლითი საავტომობილო გზის ქობულეთის მონაკვეთზე მიმდინარე განსახლების პროცედურების მიმდინარეობისას მოქალაქეთა მხრიდან წამოჭრილ სადავო საკითხების შესწავლა, რეალურ მფლობელთა იდენტიფიცირება და საბოლოოდ დაზუსტებული, შეჯერებული მონაცემების მიწოდება დეპარტამენტისთვის. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით შეიქმნა „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილ საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი“.
საქმეში არსებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2013 წლის 11 დეკემბერს მ. ბ-ის სახელზე გაცემული №01-05/192 ცნობის მიხედვით, მოწმეების თ. ხ-ის და მ. დ-ის სანოტარო წესით დამოწმებული ერთობლივი განცხადებით, მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზით დადგენილია, რომ მ. ბ-ის დროებით სარგებლობაშია 1522 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
ამავე ტერიტორიული ორგანოს მიერ 2013 წლის 12 დეკემბერს დ. თ-ის სახელზე გაცემული №01-05/195 ცნობის მიხედვით, მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზით ასევე დადგენილია, რომ დ. თ-ის დროებით სარგებლობაშია 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
2013 წლის 11 ნოემბერს ჯ. თ-ის სახელზე გაცემული №01-05/170 ცნობის მიხედვით, მოწმეების ზ. ფ-ის და ე. ფ-ის სანოტარო წესით დამოწმებული ერთობლივი განცხადებით, მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზით დადგენილია, რომ ჯ. თ-ის სარგებლობაშია 2702 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც მას 1980 წლიდან აქვს თვითნებურად დაკავებული.
2013 წლის 12 დეკემბრის N01-05/194 ცნობის მიხედვით, ნ. დ-ეს დროებით სარგებლობაში გააჩნია 4000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2014 წლის 30 იანვრის №2-12/515 წერილის თანახმად, გზის განთავსების ზოლში მიწის ნაკვეთების მფლობელთა იდენტიფიკაცია განხორციელდა გეგმის მომზადების პროცესში ჩატარებული საკადასტრო აზომვითი და აღწერა-ინვენტარიზაციის სამუშაოების საფუძველზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მიწის ნაკვეთის მფლობელები, საპროექტო ორგანიზაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლობები.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ დადასატურებული და წარმოდგენილი მოსარგებლეთა სიებით, ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ის და ნ. დ-ის მიერ გზის განთავსების ზოლში მოქცეულ ფართობებზე სარგებლობის ფაქტი არ დასტურდებოდა, ხოლო რაც შეეხება თ. ფ-ეს, აზიის განვითარების ბანკთან შეთანხმებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის მიხედვით, რომელიც შედგენილი იქნა ადგილზე ჩატარებული საპროექტო სამუშაოებისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ დადასტურებული მონაცემების საფუძველზე, იგი სარგებლობდა სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთით (პროექტის მიხედვით ნაკვეთის ნომერია ...), რაზედაც დეპარტამენტის მიერ გაფორმდა სათანადო ხელშეკრულება და გაიცა აღნიშნული გეგმით განსაზღვრული შესაბამისი კომპენსაცია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 26 ნოემბერს მოსარჩელეების - ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ის და ნ. დ-ის წარმომადგენელმა ჯ. ქ-მა განცხადებით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მისი მარწმუნებლების საკომპენსაციო თანხის მიმღებ პირთა სიაში შეყვანა მოითხოვა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 14 იანვრის №01-25/23 წერილით, ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ის და ნ. დ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. კერძოდ: მოსარჩელეებს განემარტათ, რომ კომისიამ ადგილზე გასვლით შეისწავლა განცხადება და დაადგინა, რომ მოსარჩელეების მიერ წარდგენილ მიწის ნაკვეთებზე საკომპენსაციო სიაში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ კომპენსაცია გაცემულ იქნა თ. ფ-ეზე და აღნიშნულთან დაკავშირებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობდა მაგისტრალის მშენებლობა, კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე წაშლილი იყო სარგებლობის კვალი. ამასთან, არ არსებობდა ფიქსირებული საზღვრები, რის გამოც ქონების მართვისა და აგრალურ საკითხთა კომისიამ ვერ დაადგინა სარგებლობის ფაქტი.
2015 წლის 14 იანვრის №01-25/23 წერილი მოსარჩელეების მიერ გასაჩივრდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ამავე სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის (საქმე №2-62/15) გადაწყვეტილებით ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ის, ნ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 14 იანვრის №01-25/23 წერილი და მოპასუხეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის 2016 წლის 11 აგვისტოს №1 ოქმის მიხედვით, ხელახლა დათვალიერებულ და დასურათებულ იქნა სადავო ტერიტორია, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ავტობანის მშენებლობა, შეუძლებელი გახდა სარგებლობის დადგენა, თუმცა კომისიის თავმჯდომარე ვ. ქ-ემ აღნიშნა, რომ მიმდებარედ არ არსებობდა რაიმე სახის სარგებლობის კვალი.
ამავე სხდომაზე მოწმის სახის დაბარებული ...ის ყოფილი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ბ. ვ-ის განცხადებით სადავო ტერიტორია არ იყო შემოსაზღვრული ფიქსირებული ღობით, გარდა ...ისა, სხვა სახის ნარგავები არ იყო.
მითითებულ სხდომაზე სხდომის თავმჯომარემ განაცხადა, რომ თ. ფ-ე მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ შეუყვანია ბენეფიციართა სიაში, თ. ფ-ე სიაში შეყვანილ იქნა და კომპენაცია გაიცა საგზაო დეპარტამენტის მიერ.
2016 წლის 23 აგვისტოს №2 ოქმით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ვერ იქნა დადგენილი მოქალაქეების ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ის და ნ. დ-ის მიერ სადაო მიწის ნაკვეთზე სარგებლობის ფაქტი, რადგან მითითებული ტერიტორიის ნაწილზე უკვე გადიოდა შემოვლითი გზა, ხოლო დანარჩენ ნაწილზე არ ჩანდა რაიმე სახის სარგებლობის ფაქტი, კერძოდ, არ იყო ფიქსირებული საზღვარი ან მისი არსებობის რაიმე ნიშანი, რისი გათვალისწინებით განმცხადებლებს უარი ეთქვათ საკომპენსაციო სიაში შეყვანაზე.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოსარჩელეებს სადავო 2016 წლის 26 აგვისტოს №01-17/15 ბრძანებით უარი უთხრა მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ვერ დასტურდებოდა მოსარჩელეთა მხრიდან მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტი, ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია იყო ...ი, რომლის ნაწილზე იყო ...ი და სარგებლობით არ გამოიყენებოდა.
სარეაბილიტაციო ხარჯების კომპენსაციის შესახებ 2013 წლის 12 ივლისის №LARP III-93 ხელშეკრულებით და დემარკაციის აქტით, თ. ფ-ეზე 3023 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გაიცა - 45 338 ლარის კომპენსაცია, ხოლო 3646 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (12.07.2013 წლის №LARP III-94) კი გაიცა - 6874 ლარის კომპენსაცია.
საქმეზე წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზის მიხედვით (ქობულეთის სოფელი ...ი), ჯ. თ-ის (1000 კვ.მ), დ. თ-ის (600 კვ.მ.), მ. ბ-ის (1000 კვ.მ.) და ნ. დ-ის (300 კვ.მ.+123 კვ.მ) მიწის ნაკვეთები მოქცეულია თ. ფ-ის კუთვნილ 3023 კვ.მ (2300კვ.მ.+723 კვ.მ) მიწის ნაკვეთში, რომელზედაც უკვე გაცემულია კომპენსაცია.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2020 წლის 22 დეკემბრის №2928-1/3ბ განცხადების თანახმად, ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის კვ12-400-კბ31+259 მონაკვეთების ფარგლებში მოყვანილი უძრავი ქონების კომპენსირება განხორციელდა აზიის განვითარების ბანკის არანებაყოფლობითი განსახლების პოლიტიკის მოთხოვნების მიხედვით. ბანკის მოთხოვნის გათვალისწინებით 2012 წელს მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა. აღნიშნული გეგმის ფარგლებში, პროექტის ზემოქმედება შეეხო მოქალაქე თ. ფ-ის (რ. ფ-ის გარდაცვალების შემდეგ, მისი უფლებამონაცვლე) კუთვნილ მიწის ნაკვეთს (გეგმის მიხედვით №...), რომლის მიმართაც 2013 წლის 12 ივლისს გაფორმდა №93 სარეაბილიტაციო ხარჯების ხელშეკრულება და გადახდილ იქნა შესაბამისი თანხები. ამავე წერილით, მოქალაქეების ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ის და ნ. დ-ის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს ეცნობა, რომ ვინაიდან პროექტის ფარგლებში მომზადებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის მიხედვით, მათზე მიწის ნაკვეთების საკუთრება/სარგებლობის უფლება არ დაფიქსირებულა, შესაბამისად მათ მიმართ საკომპენსაციო ღონისძიებები არ განხორციელებულა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სრულყოფილად გამოიკვლია სადავო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2013 წელს მოსარჩელეების სასარგებლოდ შესაბამისი ცნობების (მიწის ნაკვეთის სარგებლობის შესახებ ცნობების) გაცემის პარალელურად, იგივე ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი ბ. ვ-ე, 2013 წლის 12 ივლისს მონაწილეობდა თ. ფ-ის სასარგებლოდ დემარკაციის აქტის შედგენაში და ადასტურებდა, რომ თ. ფ-ის მფლობელობაში არსებული 3023 კვ.მ მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო პროექტის ზემოქმედების ფარგლებში. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ბ. ვ-ემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 აგვისტოს ზეპირი მოსმენის სხდომაზე განაცხადა, რომ სადავო ტერიტორია არ იყო შემოსაზღვრული ფიქსირებული ღობით და გარდა ...ისა, სხვა სახის ნარგავები ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე არ იყო. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ 2016 წლის 11 აგვისტოს გაკეთებული ახსნა-განმარტებითა და 2013 წლის 12 ივლისს დემარკაციის აქტის დადასტურებით ბ. ვ-ე წინაღმდეგობაში მოვიდა მის მიერ 2013 წელს გაცემულ ცნობებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებთან, რის გამოც აღნიშნული ცნობები ვერ გამოდგება მოსარჩელეთა მიერ შესაბამისი ნაკვეთების ფლობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ხოლო აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები მოსარჩელეთა მიერ არ წარმოდგენილა.
საკასაციო სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ მოსარჩელეთა მიერ - თ. ფ-ის შესაბამის საკომპენსაციო პირთა სიაში შეყვანისა და მისთვის საკომპენსაციო თანხის (3023 კვ.მ-ზე) ანაზღაურების გაუსაჩივრებლობის პირობებში, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს და შეაფასოს თ. ფ-ისათვის 3023 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების კანონიერება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ისა და ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი