№ბს-411(კ-22) 5 აპრილი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ.ო-ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.ო-ემ 2020 წლის 4 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს მოსარჩელე გ.ო-ის სასარგებლოდ სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდის - 2018 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შრომითი ანაზღაურების გაცემა, რაც შეადგენს 4890 ლარს.
სარჩელის თანახმად, გ.ო-ე 2005 წლის 31 მარტიდან მსახურობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებში. მის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე, იგი დაკავებულ და მოთავსებულ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებაში. აღნიშნულის გამო, თავდაცვის ძალების მეთაურის 2018 წლის 10 აგვისტოს №4760 ბრძანებით შეჩერებული ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა 2018 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 24 აპრილის ჩათვლით (შეჩერების პერიოდი 8 თვე და 23 დღე). ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განაჩენით გ.ო-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, რაც უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ. მოპასუხემ გ.ო-ეს სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდის ნაწილი შრომითი სარგო, კერძოდ, 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 24 აპრილის ჩათვლით აუნაზღაურა, ხოლო 2018 წლის 1 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ასანაზღაურებელი ხარჯები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით გ.ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მოსარჩელე გ.ო-ის სასარგებლოდ დაეკისრა სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდის 2018 წლის პირველი აგვისტოდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შრომითი ანაზღაურების გაცემა - 4890 ლარის ოდენობით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის №1/816-18 განაჩენით გ.ო-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, გ.ო-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და გ.ო-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის №1/ბ-324-2019 განაჩენით ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ.ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განაჩენი გ.ო-ის მიმართ დარჩა უცვლელი, გ.ო-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გ.ო-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია; ბ) 2019 წლის 31 მარტს გ.ო-ესთან გაფორმდა კონტრაქტი ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის 2019 წლის 6 ნოემბრის №MOD3 19 01138943 ცნობის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის ... საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ... ოცეულის მეოთხე ... ათეულის მეორე გათვლის მეთაურ უმცროს სერჟანტ გ.ო-ეს სამსახურებრივი ურთიერთობა შეუჩერდა 2018 წლის პირველი აგვისტოდან, ხოლო თანამდებობაზე დაინიშნა და აღუდგა სამსახურებრივი ურთიერთობა 2019 წლის 24 აპრილიდან (ურთიერთობის შეჩერების პერიოდი 8 თვე და 23 დღე). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის 2019 წლის 6 ნოემბრის №MOD 1 19 01138897 ცნობის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის ... საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ... ოცეულის მეოთხე ... ათეულის მეორე გათვლის მეთაური, უმცროსი სერჟანტი გ.ო-ე ნამდვილად მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში 2005 წლის 31 მარტიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ... ქვეითი ბრიგადის 2019 წლის 6 ნოემბრის №MOD 1 19 01141154 ცნობის შესაბამისად, გ.ო-ის დარიცხული ხელფასი 2018 წლის ივლისის თვეში შეადგენდა 1222,5 ლარს; გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის მეთაურმა 2019 წლის 29 მაისს №MOD 6 19 005 36 378 პატაკით მიმართა მე-... ქვეითი ბრიგადის მეთაურს, რომლის თანახმად, მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის ... საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ... ოცეულის მეოთხე ... ათეულის მეორე გათვლის მეთაურის უმცროსი სერჟანტი გ.ო-ის მიმართ მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის №041290718004 საქმეზე, უმცროსი სერჟანტი გ.ო-ის მხრიდან განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც დაკავებულ და მოთავსებულ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში 2018 წლის 29 ივლისს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის №10/ა-225 განჩინების (ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე) საფუძველზე უმცროს სერჟანტ გ.ო-ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, გირაოს თანხად განესაზღვრა 4000 ლარი, ხოლო გირაოს სრული მოცულობით გადახდამდე 30 დღე შეეფარდა პატიმრობა. შესაბამისად, გ.ო-ეს თავდაცვის ძალების მეთაურის 2018 წლის 10 აგვისტოს №4760 ბრძანებით შეჩერებული ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა 2018 წლის პირველი აგვისტოდან 2019 წლის 24 აპრილის ჩათვლით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განაჩენით უმცროსი სერჟანტი გ.ო-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეჩერებულ იქნა, უმცროსი სერჟანტი გ.ო-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ყოველივე ამის გამო, თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 24 აპრილის №1877 ბრძანებით აღუდგა სამსახურებრივი ურთიერთობა და დღემდე მსახურობს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უმცროს სერჟანტ გ.ო-ეზე არ გაიცემოდა შრომითი ანაზღაურება სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების მთელ პერიოდში. პატაკის ავტორმა ითხოვა შუამდგომლობა ზემდგომ ხელმძღვანელთან, რათა შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ სამხედრო მოსამსახურეზე გაცემულიყო შრომითი ანაზღაურება 2018 წლის პირველი აგვისტოდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამავე პატაკში აღინიშნა, რომ გ.ო-ეზე გაცემულია შრომითი ანაზღაურება 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით; დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის 31 მაისის №MOD 9 19 00546127 წერილის თანახმად, გ.ო-ის წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების ასანაზღაურებელი ხარჯები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული, შესაბამისად თავდაცვის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოთხოვნა.
სასამართლომ მიუთითა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, 57-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, 55-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებზე და განმარტა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეს, იგი არის საჯარო მოხელე და შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს მითითებული კანონისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია. გ.ო-ეზე გაცემულია შრომითი ანაზღაურება 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ნაწილობრივ აუნაზღაურა მოსარჩელე გ.ო-ეს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში არსებული თანამდებობრივი სარგო. მართალია, რაიმე წერილობითი გადაწყვეტილება თანამდებობრივი სარგოს და საკლასო დანამატის შენარჩუნების საკითხის შესახებ საქმეში წარმოდგენილი არ არის, მაგრამ ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარის მიერ ნაწილობრივ ანაზღაურდა 2019 წლის შრომითი გასამრჯელო, ადასტურებს, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება გ.ო-ისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში არსებული თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნების შესახებ, რაც წარმოშობს ვალდებულებას მისი სრულად ანაზღაურების თაობაზე.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 30-ე მუხლზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის 31 მაისის №MOD 9 19 00546127 წერილი ადასტურებს მოსარჩელის მიმართ დავალიანების ანაზღაურების ვალდებულებას, მაგრამ უარის საფუძვლად მითითებულია, რომ თანხა არ არის გაწერილი ბიუჯეტში. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოხელისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებისაგან პასუხისმგებლობის აცილებას იმ საფუძვლით, რომ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დასაფარად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ არის გამოყოფილი, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. აღნიშნული ეწინააღმდეგება სამართლის ზოგად პრინციპებს – სამართალურთიერთობის სტაბილურობას, კეთილსინდისიერებას და კანონიერებას. გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანოს ამგვარი ქმედება, მოსარჩელის უფლების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიდგომას, პრიორიტეტულად დაიცვას ადამიანის უფლებები, მათ შორის, შრომითი უფლებები და შრომის სამართლიანი ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის №1/816-18 განაჩენით გ.ო-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, გ.ო-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და გ.ო-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან; ბ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის №1/ბ-324-2019 განაჩენით ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ.ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განაჩენი გ.ო-ის მიმართ დარჩა უცვლელი, გ.ო-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გ.ო-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია; გ) 2019 წლის 31 მარტს გ.ო-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა კონტრაქტი კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ; დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის 2019 წლის 6 ნოემბრის №MOD3 19 01138943 ცნობის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის ... საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ... ოცეულის მეოთხე ... ათეულის მეორე გათვლის მეთაურ უმცროს სერჟანტ გ.ო-ეს სამსახურებრივი ურთიერთობა შეუჩერდა 2018 წლის პირველი აგვისტოდან, ხოლო თანამდებობაზე დაინიშნა და აღუდგა სამსახურებრივი ურთიერთობა 2019 წლის 24 აპრილიდან (ურთიერთობის შეჩერების პერიოდი 8 თვე და 23 დღე); ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის 2019 წლის 6 ნოემბრის №MOD 1 19 01138897 ცნობის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის ... საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ... ოცეულის მეოთხე ... ათეულის მეორე გათვლის მეთაური, უმცროსი სერჟანტი გ.ო-ე ნამდვილად მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში 2005 წლის 31 მარტიდან; ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ... ქვეითი ბრიგადის 2019 წლის 6 ნოემბრის №MOD 1 19 01141154 ცნობის შესაბამისად, ... ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურის გ.ო-ის დარიცხული ხელფასი 2018 წლის ივლისის თვეში შეადგენდა 1222.5 ლარს; ზ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის მეთაურმა 2019 წლის 29 მაისს №MOD 6 19 005 36 378 პატაკით მიმართა მე-... ქვეითი ბრიგადის მეთაურს, სადაც აღნიშნულია შემდეგი: მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის ... საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ... ოცეულის მეოთხე ... ათეულის მეორე გათვლის მეთაურის უმცროსი სერჟანტი გ.ო-ის მიმართ მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის №041290718004 საქმეზე, უმცროსი სერჟანტი გ.ო-ის მხრიდან განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც დაკავებულ და მოთავსებულ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში 2018 წლის 29 ივლისს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის №10/ა-225 განჩინების (ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე) საფუძველზე უმცროს სერჟანტ გ.ო-ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, გირაოს თანხად განესაზღვრა 4000 ლარი, ხოლო გირაოს სრული მოცულობით გადახდამდე 30 დღე შეეფარდა პატიმრობა. აქედან გამომდინარე, გ.ო-ეს თავდაცვის ძალების მეთაურის 2018 წლის 10 აგვისტოს №4760 ბრძანებით შეჩერებული ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა 2018 წლის პირველი აგვისტოდან 2019 წლის 24 აპრილის ჩათვლით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის საქმე №1/816-18 განაჩენით უმცროსი სერჟანტი გ.ო-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეჩერებულ იქნა, უმცროსი სერჟანტი გ.ო-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 24 აპრილის №1877 ბრძანებით გ.ო-ეს აღუდგა სამსახურებრივი ურთიერთობა და მსახურობს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში. უმცროს სერჟანტ გ.ო-ეზე არ გაიცემოდა შრომითი ანაზღაურება სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში; თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის მეთაურმა 2019 წლის 29 მაისს №MOD 6 19 005 36 378 პატაკით ითხოვა შუამდგომლობა ზემდგომ ხელმძღვანელთან, რათა შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში გ.ო-ეზე გაცემულიყო შრომითი ანაზღაურება 2018 წლის პირველი აგვისტოდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ასევე აღინიშნა, რომ გ.ო-ეზე გაცემულია შრომითი ანაზღაურება 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით; ი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის 31 მაისის №MOD 9 19 00546127 წერილში აღნიშნულია, რომ გ.ო-ის წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების ასანაზღაურებელი ხარჯები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული, შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს აღნიშნული მოთხოვნა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე და 331 მუხლებზე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტზე, მე-3 და მე-4 პუნქტებზე (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია), 57-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების” მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე და მე-5 პუნქტზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეს, იგი არის საჯარო მოხელე და შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია.
სააპელაციო პალატის განმარტებით, კანონმდებლობა ითვალისწინებს განაცდური შრომის გასამრჯელოს ანაზღაურების ვალდებულებას იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი ურთიერთობა შეუჩერდა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძველზე, ხოლო შემდგომ იგი გამართლდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ სისხლისსამართლებრივი საქმის მიმდინარეობა და მის ფარგლებში გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გახდა მოსარჩელისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძველი და მითითებულის გამო არის მოთხოვნილი სამინისტროსთვის თანხის დაკისრება. ამასთანავე, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტებით დადგენილია რა ზოგადი წესი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ვალდებულებისა, აღნიშნულია, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე. თავის მხრივ, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები, კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებლის ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ გ.ო-ეზე გაცემულია შრომითი ანაზღაურება 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ნაწილობრივ აუნაზღაურა მოსარჩელე გ.ო-ეს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში არსებული თანამდებობრივი სარგო. მართალია, რაიმე წერილობითი გადაწყვეტილება თანამდებობრივი სარგოს და საკლასო დანამატის შენარჩუნების საკითხის შესახებ საქმეში წარმოდგენილი არ არის, მაგრამ ის გარემოება რომ მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ აანაზღაურა 2019 წლის შრომითი გასამრჯელო ადასტურებს, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება გ.ო-ისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში არსებული თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნების შესახებ, რაც წარმოშობს ვალდებულებას მისი სრულად ანაზღაურების თაობაზე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორის მითითებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 10 აგვისტოს №4760 ბრძანებით გ.ო-ეს შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა 2018 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 24 აპრილის №1877 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის №4760 ბრძანება. შესაბამისად, აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებამდე არსებული ურთიერთობა დარჩა უცვლელი და ამ პერიოდში მოსარჩელეს სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერებული ჰქონდა. ამასთან, მოსარჩელის მხრიდან სადავოდ არ გამხდარა თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 24 აპრილის №1877 ბრძანება. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძველი იყო აღკვეთის ღონისძიების სახით მოსარჩელის მიმართ შეფარდებული პატიმრობა. შესაბამისად, მისთვის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება მოხდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სამინისტროსაგან დამოუკიდებელი მიზეზით. სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება წარმოადგენს საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას და თავდაცვის სამინისტრო არ იყო უფლებამოსილი სისხლის სამართლის საქმისწარმოების დაწყებაზე, მიმდინარეობასა თუ დასრულებაზე მოეხდინა რაიმე გავლენა. ამასთანავე, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება წარმოადგენდა თავდაცვის სამინისტროს მოვალეობას და არა უფლებას. სამინისტრო მოქმედებდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლით და მის მოქმედებაში უკანონობა არ იკვეთება. შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში წარმოშობილი ზიანისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივარი არსებითად განხილული იქნებოდა მათი დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განაჩენით გ.ო-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, გ.ო-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან (ს.ფ. 24-33); ბ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განაჩენით ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განაჩენი გ.ო-ის მიმართ დარჩა უცვლელად, გ.ო-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ს.ფ. 34-42); გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის მეთაურმა 2019 წლის 29 მაისს №MOD 6 19 00536378 პატაკით მიმართა მე-... ქვეითი ბრიგადის მეთაურს და ითხოვა შუამდგომლობა ზემდგომ ხელმძღვანელობასთან, რათა შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, გ.ო-ეზე გაცემულიყო შრომითი ანაზღაურება 2018 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. პატაკში აღნიშნულია შემდეგი: მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის ... საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ... ოცეულის ... ათეულის ... გათვლის მეთაური უმცროსი სერჟანტი გ.ო-ის მიმართ მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უმცროს სერჟანტ გ.ო-ის მხრიდან განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რომელიც დაკავებულ და მოთავსებულ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში 2018 წლის 29 ივლისს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინების საფუძველზე უმცროს სერჟანტ გ.ო-ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, გირაოს თანხად განესაზღვრა 4000 ლარი, ხოლო გირაოს სრული მოცულობით გადახდამდე 30 დღე შეეფარდა პატიმრობა. აქედან გამომდინარე, გ.ო-ეს თავდაცვის ძალების მეთაურის 2018 წლის 10 აგვისტოს №4760 ბრძანებით შეჩერებული ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა 2018 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 24 აპრილის ჩათვლით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განაჩენით გ.ო-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გ.ო-ე გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 24 აპრილის №1877 ბრძანებით გ.ო-ეს აღუდგა სამსახურებრივი ურთიერთობა და მსახურობს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში. უმცროს სერჟანტ გ.ო-ეზე არ გაიცემოდა შრომითი ანაზღაურება სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების მთელ პერიოდში. გ.ო-ეზე გაცემულია შრომითი ანაზღაურება 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით (ს.ფ 20-21); დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსთა მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 31 მაისის №MOD 9 19 00546127 წერილით მე-... ქვეითი ბრიგადის მეთაურს ეცნობა, რომ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების ასანაზღაურებელი ხარჯები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული, შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა გ.ო-ის შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით (ს.ფ. 22); ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის 2019 წლის 6 ნოემბრის №MOD 3 19 01138943 ცნობის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის ... საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ... ოცეულის ... ... ათეულის ... გათვლის მეთაურს უმცროს სერჟანტ გ.ო-ეს სამსახურებრივი ურთიერთობა შეუჩერდა 2018 წლის პირველი აგვისტოდან, ხოლო თანამდებობაზე დაინიშნა და აღუდგა სამსახურებრივი ურთიერთობა 2019 წლის 24 აპრილიდან (ურთიერთობის შეჩერების პერიოდი 8 თვე და 23 დღე) (ს.ფ 13); ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის 2019 წლის 6 ნოემბრის №MOD 1 19 01138897 ცნობის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის ... საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის ... ოცეულის ... ... ათეულის ... გათვლის მეთაური, უმცროსი სერჟანტი გ.ო-ე ნამდვილად მსახურობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში 2005 წლის 31 მარტიდან (ს.ფ 19); ზ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ... ქვეითი ბრიგადის 2019 წლის 6 ნოემბრის №MOD 1 19 01141154 ცნობის შესაბამისად, მე-... ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურის გ.ო-ის დარიცხული ხელფასი 2018 წლის ივლისის თვეში შეადგენდა 1222 ლარსა და 50 თეთრს (ს.ფ 23).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გ.ო-ის სასარჩელო მოთხოვნა არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდის (2018 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) შრომითი ანაზღაურება 4890 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 10 აგვისტოს №MOD 0 18 00004760 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 4 სექტემბრის №MOD 9 17 00000737 ბრძანების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის ... მსუბუქი ქვეითი ასეულის ... მსუბუქი ქვეითი ოცეულის ... მსუბუქი ქვეითი ათეულის ... საცეცხლე ჯგუფის მეთაურს (საშტატო კატეგორია „კაპრალი“, შტატი №8/1185-01), უმცროს სერჟანტ გ.ო-ეს შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა 2018 წლის 1 აგვისტოდან. ბრძანების საფუძვლად მითითებულია: სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2018 წლის 6 აგვისტოს №MOD 2 18 00778575 წერილი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინება საქმეზე №10/ა-225 (ს.ფ. 65).
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 24 აპრილის №MOD 7 19 00001877 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 10 აგვისტოს №MOD 0 18 00004760 ბრძანება. აღნიშნული ბრძანების საფუძვლად მითითებულია: თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2019 წლის 17 აპრილის №MOD 2 19 00384706 წერილი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განაჩენი საქმეზე №1/816-18 (ს.ფ. 64).
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესზე“, რომელიც განსაზღვრავდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში და სახმელეთო ჯარებში მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. სამსახურის გავლა მოიცავდა სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს (1-ლი მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები).
ზემოაღნიშნული წესის მე-18 მუხლი შეეხება სამსახურებრივი ურთიერთობების დროებით შეჩერების საკითხს. აღნიშნული მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 პუნქტის თანახმად, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარდა, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების საფუძვლებია: ა) სისხლის სამართლის დევნისას მოსამსახურის მიმართ საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება; ბ) მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების შემთხვევაში, სისხლის სამართლის დევნისას მოსამსახურის მიმართ არასაპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება; გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენისათვის გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა; დ) მოსამსახურის ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნა; ე) მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის სამსახურიდან ჩამოშორება; ვ) ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენა, რომელთან დაკავშირებით შესაბამისი მასალები გადაეგზავნა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მოსამსახურის უღირსი საქციელის მოტივით სამსახურიდან შესაძლო დათხოვნა/გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
როგორც ზემოთ აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 10 აგვისტოს №MOD 0 18 00004760 ბრძანებას, რომლითაც გ.ო-ეს შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა, საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი - სისხლის სამართლის დევნისას მოსამსახურის მიმართ საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნული წესის მე-18 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედ მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), მოსამსახურეს არ უნარჩუნდება თანამდებობრივი/წოდებრივი სარგო და დანამატები.
სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილება ჩერდება: ა) მოხელის შვებულების დროს; ბ) მოხელის დროებითი შრომისუუნარობის დროს, რაც დასტურდება შესაბამისი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე.
შესაბამისად, წესის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევა არ ვრცელდებოდა გ.ო-ის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაზე, რადგან მოცემულ შემთხვევაში სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძველი გახდა არა მოსარჩელის შვებულება ან დროებითი შრომისუუნარობა, არამედ გ.ო-ის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის დევნისას მოსამსახურის მიმართ საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მოხელეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული და მოხელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ვრცელდებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ იყო დადგენილი. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესით“ განსაზღვრული სპეციალური მოწესრიგება, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულირება ვერ გავრცელდებოდა გ.ო-ის მიმართ.
ზემოაღნიშნული წესის მე-18 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი მე-5 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამსახურის მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, განაცდური პერიოდი მოსამსახურეს ჩაეთვლება შრომის სტაჟში და მიეცემა შრომის გასამრჯელო (შრომის ანაზღაურება) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ზიანი თავის თავში მოიაზრებს გამართლებული პირისთვის არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისის, არამედ უკანონო ბრალდებისა და პატიმრობის შედეგად მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესაძლებლობასაც. მნიშვნელოვანია, რომ 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის, დამდგარი ზიანის, მართლწინააღმდეგობისა და მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან ერთად, სახეზე უნდა იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განმარტებიდან გამომდინარე, „..პირის რეაბილიტაციის უმთავრესი იურიდიული საფუძველი გამამართლებელი განაჩენია, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს“.. (სუს 2019 წლის 7 თებერვლის Nბს-432-429(2კ-17) გადაწყვეტილება და სხვ.). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ზიანი ანაზღაურდება სისხლის სამართლის საქმეების მწარმოებელ ცალკეულ თანამდებობის პირთა ბრალეულობის დადგენის გარეშე. ამ მუხლის მიზნებისათვის, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისია პირის მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობა და შესაბამისი ქმედების უკანონობის დადგენა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლიანობასთან ერთად შესაფასებელი იყო/არის ზიანის მიყენებაზე (სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდის სარგოს მიუღებლობაზე) პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო.
დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 10 აგვისტოს №MOD 0 18 00004760 ბრძანებას, რომლითაც გ.ო-ეს შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა, საფუძვლად დაედო მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის დევნისას საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება. ასევე დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განაჩენით გ.ო-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, გ.ო-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გ.ო-ესთან სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერებისას მოქმედებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ ფარგლებში და სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შესახებ ბრძანების კანონიერება სადავოდ არ არის გამხდარი, საქართველოს გენერალური პროკურატურაა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაზე ვალდებული სუბიექტი და არა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის შეფასებული მოპასუხის სათანადოობა, რაზეც, ჯერ კიდევ, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში აპელირებდა მოპასუხე (ს.ფ. 56). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარის უფლება დაასახელოს მოპასუხე არ გულისხმობს აღნიშნული უფლების მართებულად განხორციელების გადამოწმების შეუძლებლობას სასამართლოს მიერ. სამოქალაქო პროცესში მოქმედი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები არ გულისხმობს მოსარჩელის მიერ დასახელებული მოპასუხის შეუცვლელობას. თუ მოსარჩელის მიერ არასწორად იქნა მითითებული სარჩელზე პასუხისმგებელი პირი, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას მოსარჩელეს შესთავაზოს არასათანადო მოპასუხის შეცვლა სათანადო მოპასუხით, კერძოდ, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე (სსკ-ის 85-ე მუხ.)... სსკ-ის 85-ე მუხლით გათვალისწინებული არასათანადო მოპასუხის შეცვლის ვალდებულება მიზნად ისახავს აგრეთვე არასათანადო მოპასუხის დაცვას, რათა დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს არავალდებულ პირს (სუს 2020 წლის 24 სექტემბრის №ბს-833(კ-19) განჩინება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, საქმეზე საჭიროა სათანადო მოპასუხით შეცვლის შეთავაზება მოსარჩელისთვის, სათანადო მოპასუხის საქმეში შესაბამისი სტატუსით ჩაბმის შემთხვევაში დავის გადაჭრისათვის საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, მათი სამართლებრივი ანალიზისა და მიღებული დასკვნების საფუძველზე დავის გადაწყვეტა. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის თავისებურებათა გათვალისწინებით საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას არასათანადო მოპასუხე შეცვალოს სათანადო მოპასუხით, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის შესაძლებლობას. ამდენად, სარჩელზე სათანადო მოპასუხის ჩაბმა საკასაციო ინსტანციაში არ არის შესაძლებელი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით დადგენილი გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, რაც სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველს ქმნის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე