Facebook Twitter

საქმე №ბს-1418(კ-22) 3 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 17 ნოემბერს ს.ჟ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოსთხოვა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა. ს.ჟ-ი აღნიშნავს, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები სრულად შეესაბამებოდა "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით და "საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520-ე დადგენილების მოთხოვნებს, თუმცა სააგენტოს 22.10.2020წ. გადაწყვეტილებით მისი განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ წარდგენილი ჰქონდა დამსაქმებელი საწარმოს ბრუნვის თაობაზე ინფორმაცია, რომლითაც დასტურდებოდა, რომ საწარმოში დასაქმებულ უცხოელთა რაოდენობის გათვალისწინებით ბრუნვა არ არის 50 000 ლარზე ნაკლები. მოსარჩელეს ასევე წარდგენილი ჰქონდა ცნობა საგადასახადო ორგანოდან.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 22 ოქტომბრის №1000720716 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოხდება მოსარჩელის განცხადების განხილვა და შრომითი ბინადრობის ნებართვაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ს.ჟ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს.ჟ-მა, 2020 წლის 15 სექტემბერს, განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა.

დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 24 სექტემბრის №1000720716/7 გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ განცხადებაზე დადგენილ იქნა ხარვეზი დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის მიზნით, კერძოდ, წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ წარსადგენი იყო 1. სსიპ შემოსავლების სამსახურიდან დამსაქმებელი კომპანიის წლიური ბრუნვის შესახებ დოკუმენტაცია, ვინაიდან დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მიზნებისთვის არ უნდა იყოს 35 000 ლარზე ნაკლები შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითიულ უცხოელზე; ასევე როდესაც დამსაქმებელი/დაფუძნებული საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, ზემოთაღნიშნული სსიპ შემოსავლების მიერ გაცემული წლიური ბრუნვის შესახებ ცნობის ნაცვლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს კომპეტენტური ორგანოს/პირის მიერ გაცემული სათანადო ცნობა ან ცნობები. აღნიშნული ცნობით/ცნობებით უნდა დასტურდებოდეს, რომ: ა) მის საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები; ბ) უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად; გ) ცნობის გაცემის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის ბრუნვა შრომითი ბინადრობის გართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე არ არის 50 000 ლარზე ნაკლები, ხოლო უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო აწესებულების შემთხვევაში - 35 000 ლარზე ნაკლები. ასევე თუ ობიექტურად შეუძლებელია ამ საშეღავათო პირობით გათვალისწინებული ცნობების წარდგენა, მათ ნაცვლად უცხოელმა სააგენტოში შეიძლება, წარადგინოს სხვა ნებისმიერი ცნობა ან მტკიცებულება, რომელიც უდავოდ ადასტურებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შრომითი ბინადრობის ნებართვის პირობების არსებობას; 2. შესაბამისი კომპანიიდან ცნობის სახით გაცემული ინფორმაცია დამსაქმებელ კომპანიაში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის შესახებ; 3. სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 4 ივლისის №494/ს ბრძანებით დამტკიცებული განცხადების ფორმა. ზემოაღნიშნული დოკუმენტები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ს.ჟ-ს უნდა წარედგინა 2020 წლის 15 ოქტომბრამდე.

2020 წლის 13 ოქტომბერს, ს.ჟ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხარვეზის შევსების მიზნით და წარადგინა: 1. განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ; 2. შპს ,,ხ...ის‘’ მიერ გაცემული ცნობა კომპანიაში დასაქმებული ერთი უცხოელის - ს.ჟ-ის შესახებ; 3. ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომლის თანახმადაც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით (08.10.2020 მდგომარეობით) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შპს ,,ხ...ის" (ს/ნ ...) მიერ წარმოდგენილი დამატებითი ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, კომპანიის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან - 31.08.2020 წლიდან, მიღებული ბრუნვა შეადგენს 2666 ლარს.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 13 ოქტომბრის №1000720716/7 გადაწყვეტილებით საქართველოში ბინადრობის ნებართის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე‘’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, ს.ჟ-ს უნდა წარედგინა ხარვეზით დადგენილი შემდეგი დოკუმენტები: 1. დაზუსტებული განცხადება იმის თაობაზე, თუ რომელი კომპანიის საფუძლით სურს პირს ბინადრობის ნებართვის მიღება და აღნიშნული კომპანიის მიერ გაცემული დოკუმენტები სრულყოფილად, რადგან განცხადებით მიმართვის დროისათვის, პირის მიერ ბინადრობის ნებართვის საფუძვლად მითითებული იყო შპს ,,ხ...ი“, ხოლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად წარდგენილი იყო დოკუმენტები გაცემული შპს ,,ქ...ის’‘ მიერ. 2. კომპანიის მიერ გაცემული ცნობა შპს ,,ქ...ში’‘ დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის შესახებ; 3. სსიპ შემოსავლების სამსახურიდან დამსაქმებელი წლიური ბრუნვის შესახებ დოკუმენტაცია, ვინაიდან დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძენული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მიზნებისთვის არ უნდა იყოს 35 000 ლარზე ნაკლები შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითიულ უცხოელზე; ასევე როდესაც დამსაქმებელი/დაფუძნებული საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, ზემოთაღნიშნული სსიპ შემოსავლების მიერ გაცემული წლიური ბრუნვის შესახებ ცნობის ნაცვლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს კომპეტენტური ორგანოს/პირის მიერ გაცემული სათანადო ცნობა ან ცნობები. აღნიშნული ცნობით/ცნობებით უნდა დასტურდებოდეს, რომ: ა) მის საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები; ბ) უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად; გ) ცნობის გაცემის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის ბრუნვა შრომითი ბინადრობის გართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე არ არის 50 000 ლარზე ნაკლები, ხოლო უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო აწესებულების შემთხვევაში - 35 000 ლარზე ნაკლები. ასევე თუ ობიექტურად შეუძლებელია ამ საშეღავათო პირობით გათვალისწინებული ცნობების წარდგენა, მათ ნაცვლად უცხოელმა სააგენტოში შეიძლება, წარადგინოს სხვა ნებისმიერი ცნობა ან მტკიცებულება, რომელიც უდავოდ ადასტურებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შრომითი ბინადრობის ნებართვის პირობების არსებობას; 4. სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 4 ივლისის N494/ს ბრძანებით დამტკიცებული განცხადების ფორმა ფოტოსურათით ზომით 3/4. ს.ჟ-ს ხარვეზით დაგენილი დოკუმენტები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში უნდა წარედგინა 2020 წლის 22 ოქტომბრამდე.

2020 წლის 21 ოქტომბერს, ს.ჟ-მა ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და განაცხადა, რომ საქმის წარმოება სურს შპს ,,ხ...ის’‘ საფუძველზე. განცხადებას ერთვოდა შემდეგი დოკუმენტები: 1. ცნობა ბანკიდან ანგარიშების შესახებ; 2. შპს ,,ხ...ის’‘ დირექტორის კ.გ-ის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც კომპანიამ საქმიანობა დაიწყო 2018 წელს, ამჟამად მისი წლიური ბრუნვა აღემატება 100000 ლარს. კანონის შესაბამისად, მიმდინარე წლის სექტემბრიდან კომპანია გახდა დღგ-ს გადამხდელი ორგანიზაცია. აქედან გამომდინარე, წლიური ბრუნვა შემოსავლების სამსახურში არ ფიქსირდება; 3. შრომითი ხელშეკრულება; 4. განაცხადის ფორმა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.

სასამართლომ ყურადღება მიაქცია შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 20 ოქტომბრის N21-11/131850 წერილს, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით (20.10.2020 მდგომარეობით) შპს „ხ...ის“ (ს/ნ ...) მიერ საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, 01.07.2019-დან 30.09.2020-ის ჩათვლით პერიოდში დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 31185.3 ლარს. სასამართლომ მიუთითა შპს „ხ...ი“-ს (ს/ნ ...) სახელზე რეგისტრირებულ საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალურ მეხსიერებაზე, რომლის მიხედვით 01.07.2019 — 15.10.2020 საანგარიშო პერიოდში ჯამური ბრუნვის მაჩვენებელი შეადგენდა 9153,25 ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით (08.10.2020 მდგომარეობით) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლს პირველი ნაწილის შესაბამისად, შპს ,,ხ...ის‘’ (ს/ნ ...) მიერ წარმოდგენილი დამატებითი ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, კომპანიის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან 31.08.2020 წლიდან მიღებული ბრუნვა შეადგენდა 2666 ლარს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან ს.ჟ-მა ხარვეზის აღმოსაფხვრელად შეტანილ განცხადებაში მიუთითა, რომ საქმის წარმოების გაგრძელება სურდა შპს ,,ხ...ის“ საფუძვლით, ხოლო წარდგენილი ინფორმაციით შპს ,,ხ...ი“ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 31 აგვისტოს, რეგისტრაციის შემდეგ კომპანიის ბრუნვა შეადგენდა 2666 ლარს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზი მოსარჩელის მიერ არ იქნა შევსებული განსაზღვრულ ვადაში, რაც იძლეოდა ს.ჟ-ის განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს.ჟ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს.ჟ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ს.ჟ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 22 ოქტომბრის №1000720716 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ს.ჟ-ის განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე); მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოხდება ს.ჟ-ის განცხადების განხილვა და შრომითი ბინადრობის ნებართვაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სს „თ...ის“ მიერ 2020 წლის 21 ოქტომბერს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ შპს „ხ...ის“ ჯამური ბრუნვა ანგარიშებზე 2019 წლის 21 ოქტომბრიდან 2020 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით შეადგენდა 340 198.88 ლარს. აპელანტი მიუთითებდა, რომ შპს ხ...ი“ დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდა 2020 წლის სექტემბრიდან, ამიტომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა არასრულყოფილია და აღნიშნული საკითხი არ გამოუკვლევია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ შეუფასებია საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სრულყოფილ მონაცემებს ასახავდა შემოსავლების სამსახურიდან წარდგენილი ცნობა, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ხ...ი“ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული იყო 2020 წლის სექტემბრიდან, ასევე სს „თ...ის“ მიერ 2020 წლის 21 ოქტომბერს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ შპს „ხ...ის“ ჯამური ბრუნვა ანგარიშებზე 2019 წლის 21 ოქტომბრიდან 2020 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით შეადგენდა 340 198.88 ლარს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა მატერიალური სამართლის ნორმები.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-5 მუხლით განსაზღვრულია შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები. ზემოაღნიშნული მუხლის "დ1" ქვეპუნქტის თანახმად, წარდგენილ უნდა იქნეს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მისი დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებელი საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის, ხოლო საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში წლიური ბრუნვა არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე. ამავე მუხლით დადგენილია განსხვავებული წესი იმ შემთხვევისთვის, როდესაც დამსაქმებელი/დაფუძნებული საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად, ამ მუხლის პირველი პუნქტის "დ1" ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობის ნაცვლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს კომპეტენტური ორგანოს/პირის მიერ გაცემული სათანადო ცნობა ან ცნობები.

სწორედ ამიტომ, სააგენტოს 2020 წლის 13 ოქტომბრის ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებით ს.ჟ-ს განემარტა, რომ წარსადგენი იყო გადაწყვეტილებაში მითითებული დოკუმენტები 2020 წლის 22 ოქტომბრამდე. ამდენად, განცხადების განხილვისთვის კანონით დადგენილ ვადაში განსაზღვრული დოკუმენტების სრულად წარუდგენლობის გამო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83.5 მუხლის თანახმად, ს.ჟ-ის 2020 წლის 15 სექტემბრის განცხადება შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განუხილველად იქნა დატოვებული.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირი დასაქმებული იყო დღგ-ს გადამხდელ დაწესებულებაში - შპს "ხ...ში", რომელში მუშაობის საფუძველითაც მიმართა სააგენტოს შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღებისად. სააგენტოს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან წარდგენილი ცნობით დაედასტურებინა ის გარემოება, რომ შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე დამსაქმებელ საწარმოს წლიური ბრუნვა არ ჰქონდა 50 000 ლარზე ნაკლები. კასატორი მიიჩნევს, რომ იმ პერიოდიდან, როდესაც საწარმო ხდება დღგ-ს გადამხდელი, მის მიმართ შეუძლებელია გავრცელდეს კანონის ის დათქმა, რომელიც განკუთვნილია იმ საწარმოებისთვის, რომლებიც არ არიან დღგ-ს გადამხდელები. ამდენად, სააგენტო ვერ მიიღებდა ხარვეზის შევსების მიზნით მხარის მიერ სს "თ...დან" წარმოდგენილ ამონაწერს, რომელიც მოიცავდა საწარმოს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში არსებული ბრუნვის შესახებ ინფორმაციას. ამდენად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის შემოსავლების სამსახურიდან წარდგენილი ცნობა არ იყო საკმარისი მოსარჩელის მიმართ დადგენილი ხარვეზის შევსებულად მიჩნევისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელესთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, სააგენტოს მიერ დადგენილი ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის გამო, წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად უცხოელზე, რომელიც სააგენტოს წარუდგენს საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები, და რომლის დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისათვის არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე.

საქართველოში უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. №520 დადგენილებით დამტკიცებული “საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი”. აღნიშნული “წესის“ 3.1 მუხლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ამავე „წესის“ 3.8 მუხლის თანახმად კი, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა - ელექტრონული ფოსტა. ამავე „წესის“ მე-5 მუხლის თანახმად, შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) მუშაობისა და სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი); თუ აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დასტურდება უცხოელის ლეგალური შემოსავალი, შემოსავლად ასევე შეიძლება, ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა (მათ შორის, ბანკის მიერ გაცემული ცნობა), რომლის ოდენობაც, შრომითი ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები; დ1) ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები და სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მისი დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის, ხოლო საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში წლიური ბრუნვა არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე; ე) ფოტოსურათი, ზომით 3/4; ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს ს.ჟ-მა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა განცხადებით, რომლითაც საქართველოში შრომითი ნებართვის გაცემა მოითხოვა.

დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 24 სექტემბრის №1000720716/7 გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ განცხადებაზე დადგენილ იქნა ხარვეზი დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის მიზნით, კერძოდ, წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ წარსადგენი იყო 1. სსიპ შემოსავლების სამსახურიდან დამსაქმებელი კომპანიის წლიური ბრუნვის შესახებ დოკუმენტაცია, ვინაიდან დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძენული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მიზნებისთვის არ უნდა იყოს 35 000 ლარზე ნაკლები შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითიულ უცხოელზე; ასევე როდესაც დამსაქმებელი/დაფუძნებული საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, ზემოთაღნიშნული სსიპ შემოსავლების მიერ გაცემული წლიური ბრუნვის შესახებ ცნობის ნაცვლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს კომპეტენტური ორგანოს/პირის მიერ გაცემული სათანადო ცნობა ან ცნობები. აღნიშნული ცნობით/ცნობებით უნდა დასტურდებოდეს, რომ: ა) მის საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები; ბ) უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად; გ) ცნობის გაცემის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის ბრუნვა შრომითი ბინადრობის გართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე არ არის 50 000 ლარზე ნაკლები, ხოლო უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო აწესებულების შემთხვევაში - 35 000 ლარზე ნაკლები. ასევე თუ ობიექტურად შეუძლებელია ამ საშეღავათო პირობით გათვალისწინებული ცნობების წარდგენა, მათ ნაცვლად უცხოელმა სააგენტოში შეიძლება, წარადგინოს სხვა ნებისმიერი ცნობა ან მტკიცებულება, რომელიც უდავოდ ადასტურებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შრომითი ბინადრობის ნებართვის პირობების არსებობას; 2. შესაბამისი კომპანიიდან ცნობის სახით გაცმული ინფორმაცია დამსაქმებელ კომპანიაში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის შესახებ; 3. სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 4 ივლისის №494/ს ბრძანებით დამტკიცებული განცხადების ფორმა. მოსარჩელეს ხარვეზით დადგენილი დოკუმენტები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2020 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა წარედგინა.

2020 წლის 13 ოქტომბერს, ს.ჟ-მა ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და წარადგინა: 1. განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ; 2. შპს „ხ...ის“ მიერ გაცემული ცნობა კომპანიაში დასაქმებული ერთი უცხოელის -ს.ჟ-ის შესახებ; 3. ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომლის თანახმადაც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით (08.10.2020 მდგომარეობით) შპს ,,ხ...ის‘’ (ს/ნ ...) მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოდგენილი დამატებითი ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან - 31.08.2020 წლიდან მიღებული ბრუნვა შეადგენს 2666 ლარს.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 13 ოქტომბრის №1000720716/7 გადაწყვეტილებით საქართველოში ბინადრობის ნებართის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, ს.ჟ-ს უნდა წარედგინა ხარვეზით დაგენილი დოკუმენტები, კერძოდ: 1. დაზუსტებული განცხადება იმის თაობაზე, თუ რომელი კომპანიის საფუძლით სურს პირს ბინადრობის ნებართვის მიღება და აღნიშნული კომპანიის მიერ გაცემული დოკუმენტები სრულყოფილად, რადგან განცხადებით მიმართვის დროისათვის, პირის მიერ ბინადრობის ნებართვის საფუძვლად მითითებული იყო შპს ,,ხ...ი“, ხოლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად წარდგენილი იყო დოკუმენტები გაცემული შპს ,,ქ...ის“ მიერ. 2. კომპანიის მიერ გაცემული ცნობა შპს ,,ქ...ში“ დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის შესახებ; 3. სსიპ შემოსავლების სამსახურიდან დამსაქმებელი წლიური ბრუნვის შესახებ დოკუმენტაცია, ვინაიდან დამსაქმებელი საწარმოს/დამფუძვენელი საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძენული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მიზნებისთვის არ უნდა იყოს 35 000 ლარზე ნაკლები შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითიულ უცხოელზე; ასევე როდესაც დამსაქმებელი/დაფუძნებული საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, ზემოთაღნიშნული სსიპ შემოსავლების მიერ გაცემული წლიური ბრუნვის შესახებ ცნობის ნაცვლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს კომპეტენტური ორგანოს/პირის მიერ გაცემული სათანადო ცნობა ან ცნობები. აღნიშნული ცნობით/ცნობებით უნდა დასტურდებოდეს, რომ: ა) მის საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები; ბ) უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად; გ) ცნობის გაცემის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე არ არის 50 000 ლარზე ნაკლები, ხოლო უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში - 35 000 ლარზე ნაკლები. ასევე თუ ობიექტურად შეუძლებელია ამ საშეღავათო პირობით გათვალისწინებული ცნობების წარდგენა, მათ ნაცვლად უცხოელმა სააგენტოში შეიძლება, წარადგინოს სხვა ნებისმიერი ცნობა ან მტკიცებულება, რომელიც უდავოდ ადასტურებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შრომითი ბინადრობის ნებართვის პირობების არსებობას; 4. სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 4 ივლისის N494/ს ბრძანებით დამტკიცებული განცხადების ფორმა ფოტოსურათით ზომით 3/4. ს.ჟ-ს ხარვეზით დადგენილი დოკუმენტები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში უნდა წარედგინა 2020 წლის 22 ოქტომბრამდე.

2020 წლის 21 ოქტომბერს, ს.ჟ-მა ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და განაცხადა, რომ საქმის წარმოება სურს შპს ,,ხ...ის“ საფუძველზე. განცხადებას ერთვოდა: 1. ცნობა ბანკიდან ანგარიშების შესახებ; 2. შპს ,,ხ...ის“ დირექტორის კ.გ-ის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც კომპანიამ საქმიანობა დაიწყო 2018 წელს, ამჟამად მისი წლიური ბრუნვა აღემატება 100000 ლარს. კანონის შესაბამისად, მიმდინარე წლის სექტემბრიდან კომპანია გახდა დღგ-ს გადამხდელი ორგანიზაცია. აქედან გამომდინარე, წლიური ბრუნვა შემოსავლების სამსახურში არ ფიქსირდება; 3. შრომითი ხელშეკრულება; 4. განაცხადის ფორმა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისთვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, ხოლო მე-5 ნაწილით დადგენილია, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ზემოაღნიშნულ ნორმებზე მითითებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ვალდებულია გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა კანონქვემდებარე აქტით დადგენილ მოთხოვნებთან, საქმის გადაწყვეტისთვის აუცილებელი დოკუმენტების წარსადგენად განმცხადებელს განუსაზღვროს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, საპატიო მიზეზის არსებობისას - სათანადო შეფასება მისცეს ასეთი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას. თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს მისი საპროცესო უფლების რეალიზებას და დამატებითი მტკიცებულებისა თუ ინფორმაციის წარდგენას, მხოლოდ ამის შემდეგ აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადების განუხილველად დატოვების სზაკ-ის 83.5 მუხლით დადგენილი უფლება. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ს.ჟ-ს კონკრეტული დოკუმენტების წარსადგენად განესაზღვრა ვადა 2020 წლის 22 ოქტომბრამდე, განმცხადებელმა 2020 წლის 21 ოქტომბერს წარადგინა ხარვეზის აღმოსაფხვრელად განცხადება. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 22 ოქტომბრის N1000720716 გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ადმინისტრაციულმა ორგანომ განუხილველად დატოვა ს.ჟ-ის განცხადება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განცხადების განუხილველად დატოვება შინაარსობრივად გამომდინარეობს ს.ჟ-ის მიერ მისი დამსაქმებელი საწარმოს წლიური ბრუნვის თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობით. კასატორი აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ განცხადების განხილვისას შპს "ხ...ი" დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული იყო, საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. №520 დადგენილებით დამტკიცებული “საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” თანახმად სავალდებულო იყო სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ცნობის წარდგენა, რომელიც დაადასტურებდა ს.ჟ-ის დამსაქმებელი საწარმოს წლიური ბრუნვას არანაკლებ 50 000 ლარის ოდენობით, რაც განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა.

საქმეში დაცული შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 20 ოქტომბრის N21-11/131850 წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით (20.10.2020 მდგომარეობით) შპს „ხ...ის“ (ს/ნ ...) მიერ საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, 01.07.2019-დან 30.09.2020-ის ჩათვლით პერიოდში დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 31185.3 ლარს. შპს „ხ...ი“-ს (ს/ნ ...) სახელზე რეგისტრირებულ საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალურ მეხსიერების მიხედვით 01.07.2019 — 15.10.2020 საანგარიშო პერიოდში ჯამური ბრუნვის მაჩვენებელი შეადგენდა 9153,25 ლარს.

სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობაზე, რომლის მიხედვით გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით (08.10.2020 მდგომარეობით) შპს ,,ხ...ის‘’ (ს/ნ ...) მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლს პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოდგენილი დამატებითი ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან 31.08.2020 წლიდან მიღებული ბრუნვა შეადგენდა 2666 ლარს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ სს „თ...“ ...ის მიერ 2020 წლის 21 ოქტომბერს გაცემულ ცნობაზე, რომლითაც დასტურდება, რომ შპს „ხ...ის“ ჯამური ბრუნვა ანგარიშებზე 2019 წლის 21 ოქტომბრიდან 2020 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით შეადგენდა 340 198.88 ლარს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც შპს „ხ...ი“ დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდა 31.08.2020 წლიდან, წლიური ბრუნვის თაობაზე შემოსავლების სამსახურის მიერ 08.10.2020 მდგომარეობით გაცემული ინფორმაცია რამდენად სრულყოფილია სს „ თ...“ ...დან გაცემულ ცნობასთან მიმართებაში, უნდა შეაფასოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობის და სააგენტოსათვის ს.ჟ-ის მიერ შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარდგენილი განცხადების არსებითად განხილვის დავალების სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 12.12.2022წ. №66010 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.12.2022წ. №66010 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა