Facebook Twitter

№5791-13 19 მარტი, 2013 წელი

ქ-ე ა 5791-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - თ. ჭ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ქ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 იანვრის განაჩენით ა. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 273-ე მუხლით (2009 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, მას გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ ა. ქ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 6000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ა. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 12 სექტემბრიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 აპრილის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ა. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე დაინიშნა ამ სასჯელის ნახევარი და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 3 თვის ვადით, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე დაინიშნა ამ სასჯელის ნახევარი და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 273-ე მუხლით (2009 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, მას გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე დაინიშნა ამ სასჯელის ნახევარი და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ ა. ქ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 6000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ა. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 12 სექტემბრიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ა. ქ-ს ქმედება საბოლოოდ დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. ქ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ქ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებული ა. ქ-ე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან.

მსჯავრდებულ ა. ქ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 10 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლით, 8 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით, 6 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა. ა. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 12 სექტემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ქ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მეორე პუნქტით, რომლის თანახმადაც, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან ა. ქ-ე არის ადრე ნასამართლევი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 14 ივლისის განაჩებით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ქ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

თ. თოდრია