№5841-13 20 მარტი, 2013 წელი
ჭ-ა ლ, 5841-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ზ. შ-ის
მსჯავრდებულ _ ლ. ჭ-ას
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. ჭ-ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 ივლისის განაჩენით ლ. ჭ-ა, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 3 წელი - ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2012 წლის 24 ივლისიდან.
ამავე სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულს ერთი მეოთხედით შეუმცირდა რეალური სასჯელი, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა, რის გამოც 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 2 წელი და 3 თვე - ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; ლ. ჭ-ას სასჯელის ათვლა დაეწყო 2012 წლის 24 ივლისიდან.
მსჯავრდებული საჩივრით ითხოვს სასჯელის უფრო მეტად შემცირების იმ მოტივით, რომ დანაშაული პირველად ჩაიდინა, ითანამშრომლა გამოძებასთან და აანაზღაურა ზარალი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიერ სრულწლოვან ასაკში ჩადენილია მძიმე დანაშაული, რის გამოც დანიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს მხოლოდ ერთი მეოთხედით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ლ. ჭ-ას მიმართ ამნისტია გამოყენებულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის უფრო მეტად შემცირების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის სამართლიანობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. ჭ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 თებერვლის განჩინება ლ. ჭ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე