Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-575(4კ-22) 5 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ა/რ მთავრობისა და ტ. შ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (მოპასუხეები - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, კომპანია „t...“, მესამე პირები - ბ. ბ-ი, შპს „გ...“).

აღწერილობითი ნაწილი:

2015 წლის 24 აგვისტოს ტ. შ-მა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და კომპანია „t...“-ის მიმართ.

სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ, ტ. შ-მა მოითხოვა:

სოფელ ...ში მდებარე 31557 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 6 მარტის N01-13/76 მიმართვის ბათილად ცნობა, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში;

რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 12 მარტის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სოფელ ...ში მდებარე, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2009 წლის 15 სექტემბრის N82 განკარგულების ბათილად ცნობა, სოფელ ...ში მდებარე, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2009 წლის 22 სექტემბრის N140 განკარგულების ბათილად ცნობა, სოფელ ...ში მდებარე, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და კომპანია „t...“-ს შორის 2009 წლის 28 სექტემბრის შეთანხმების აქტის ბათილად ცნობა, სოფელ ...ში მდებარე, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში;

სოფელ ...ში მდებარე 31557 კვ.მ მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N10\1 განკარგულების ბათილად ცნობა, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში;

სოფელ ...ში მდებარე 31557 კვ.მ მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 15 ოქტომბრის N01-22/3586 მიმართვის ბათილად ცნობა, სოფელ ...ში მდებარე, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში;

რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 19 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სოფელ ...ში მდებარე, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში;

სოფელ ...ში მდებარე 31557 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაყოფისა და ოთხ ნაკვეთად რეგისტრაციის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 20 ოქტომბრის N01-22/3664 მიმართვის ბათილად ცნობა, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში;

უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 21 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სოფელ ...ში მდებარე, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2009 წლის 27 ოქტომბრის N156 ბრძანების ბათილად ცნობა, სოფელ ...ში მდებარე, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2009 წლის 27 ოქტომბრის N728 ბრძანების ბათილად ცნობა, სოფელ ...ში მდებარე, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია „t...“-ს შორის დადებული 2009 წლის 29 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სოფელ ...ში მდებარე, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში;

2009 წლის 29 ოქტომბერს კომპანია „t...“-ზე გაცემული N... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა, სოფელ ...ში მდებარე, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში;

რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 4 ნოემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სოფელ ...ში მდებარე, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში;

რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 3 მაისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში;

რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2019 წლის 20 ივნისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში.

სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისათვის მოსარჩელისა და მოპასუხეთა სარეგისტრაციო ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის დავალება.

დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებაში მოპასუხე მხარეებად დასახელდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, აჭარის ა/რ მთავრობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური და კომპანია „t...“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ივლისის საოქმო განჩინებით, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი.

საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ბ. ბ-ი. ამასთანავე, მოპასუხედ მიეთითა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ტ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სოფელ ...ში მდებარე 31557 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 6 მარტის N01-13/76 მიმართვა, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 12 მარტის N... გადაწყვეტილება, სოფელ ...ში მდებარე, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სოფელ ...ში მდებარე 31557 კვ.მ მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N10\1 განკარგულება, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სოფელ ...ში მდებარე 31557 კვ.მ მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 15 ოქტომბრის N01-22/3586 მიმართვა, სოფელ ...ში მდებარე, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 19 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება, სოფელ ...ში მდებარე, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სოფელ ...ში მდებარე 31557 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაყოფისა და ოთხ ნაკვეთად რეგისტრაციის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 20 ოქტომბრის N01-22/3664 მიმართვა, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 21 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება, სოფელ ...ში მდებარე, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2009 წლის 15 სექტემბრის N82 განკარგულება, სოფელ ...ში მდებარე, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2009 წლის 22 სექტემბრის N140 განკარგულება, სოფელ ...ში მდებარე, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და კომპანია „t...“-ს შორის 2009 წლის 28 სექტემბრის შეთანხმების აქტი, სოფელ ...ში მდებარე, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2009 წლის 27 ოქტომბრის N156 ბრძანება, სოფელ ...ში მდებარე, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2009 წლის 27 ოქტომბრის N728 ბრძანება, სოფელ ...ში მდებარე, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია „t...“-ს შორის დადებული 2009 წლის 29 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, სოფელ ...ში მდებარე, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 29 ოქტომბერს კომპანია „t...“-ზე გაცემული N... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, სოფელ ...ში მდებარე, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 4 ნოემბრის N... გადაწყვეტილება, სოფელ ...ში მდებარე, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 3 მაისის N... გადაწყვეტილება, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2019 წლის 20 ივნისის N... გადაწყვეტილება, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს დაევალა, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მოსარჩელისა და მოპასუხეთა სარეგისტრაციო ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის დავალება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა ოფისმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და მესამე პირმა - ბ. ბ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო შპს „გ...“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 3 მაისის N... და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2019 წლის 20 ივნისის N... გადაწყვეტილებები, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 2.16-2.17 პუნქტები). ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება - ტ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასაბუთება, გადაწყვეტილების 2.1.-2.1.15 პუნქტებში მითითებული ტ. შ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილების ნაწილში და მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დარღვეულია ტ. შ-ის საკუთრების უფლება. შელახულია მისი კანონიერი ინტერესი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო სამართალურთიერთობის დროს - 2009 წლის 6 მარტისთვის მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 2014 წლის 4 ივლისიდან) მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონებას განეკუთვნებოდა ქონება, რომელსაც თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემდა სახელმწიფო, ასევე ქონება, რომელსაც თვითმმართველი ერთეული შექმნიდა ან შეიძენდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ქონება იყოფოდა ძირითად (განუსხვისებელ) და დამატებით ქონებად, ხოლო კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ქონება იქმნებოდა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის საფუძველზე: ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემით; ბ) საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით; გ) იმ ხდომილებათა შედეგად, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობა უკავშირებს სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების წარმოშობას; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების შექმნით ან შეძენით. ამავე კანონის მეორე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, თვითმმართველ ერთეულს ამ კანონით საკუთრებაში გადაეცემოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე შემდეგი სახის ძირითადი ქონება: გზები, ხიდები, გვირაბები, ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს კანონში მითითებული ამ ჩამონათვალიდან რომელიმე სახეობას.

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე და საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 6 მარტის N01-13/76 მიმართვა არ წარმოადგენდა საკმარის დოკუმენტს, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის. ასეთი უფლების რეგისტრაციისათვის საჭირო იყო გარკვეული პროცედურის გავლა. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას, გარდა ამ კანონის მეორე მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილი ობიექტებისა, თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს თხოვნის საფუძველზე. ნებისმიერი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დასარეგისტრირებლად, რაც კანონის მეორე მუხლის მე-5 პუნქტით მიხედვით არ წარმოადგენდა თვითმმართველობის ქონებას, საჭირო იყო სახელმწიფო უწყების - ეკონომიკის სამინისტროსთვის მიმართვა და თანხმობის მოპოვება. მოცემულ შემთხვევაში, ასეთი თანხმობა არ არსებობდა. ამდენად, მუნიციპალიტეტის გამგეობას არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი 2009 წლის 6 მარტის N01-13/76 მიმართვის გამოსაცემად, ხოლო მარეგისტრირებელ ორგანოს, მხოლოდ აღნიშნული მიმართვის საფუძველზე არ გააჩნდა რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი. დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მოთხოვნა (ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, უფლებამოსილება კანონის საფუძველზე განახორციელოს).

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოხსენებული გარემოების გარდა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა გამოეკვლია, სადავო აქტის გამოცემამდე, ქონება ხომ არ იყო სხვა მესამე პირთა საკუთრებაში ან/და მართლზომიერ მფლობელობაში. დაუშვებელი იყო მისი მხრიდან იმ ქონების განკარგვა ან/და საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნა, რომელიც წარმოადგენდა სხვა პირთა ქონებას. ადმინისტრაციულ ორგანოს არც წარმოება ჩაუტარებია სადავო აქტის გამოცემამდე. დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-97-ე მუხლები, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ხელვაჩაურის საკრებულოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სადავო განკარგულებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა ადგილობრივი თვითმმართველობის ქონება. ბრძანების დასაბუთებაში მითითებულია, რომ ქონების გადაცემის მიზანია „მათი ეფექტურად განკარგვა და პრივატიზების პროცედურის ეფექტურად განხორციელება“. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ორგანოები თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ქონებრივ უფლებებს ახორციელებენ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, თვითმმართველობის კუთვნილი ქონება (რეალურად კერძო პირის საკუთრებად რეგისტრირებული მიწა) მთლიანად გადავიდა სხვა კერძო პირის საკუთრებაში. აღნიშნულით მოქალაქეთა ინტერესები არ დაკმაყოფილებულა, პირიქით, დაზიანდა მესაკუთრის უფლებები.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე და ამავე კანონის 2009 წელს მოქმედი რედაქციის 23-ე მუხლზე („სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები“), ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მარეგისტრირებელმა ორგანომ სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ მიწის ნაკვეთზე პირველადი რეგისტრაცია 2008 წლის 9 ივნისის მდგომარეობით უკვე განხორციელებული იყო კერძო პირის - ტ. შ-ზე სახელზე. ამდენად, რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებებით მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას დაცული არ იყო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოსთვის ცნობილი იყო საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაცია სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით (ჯერ კიდევ 2008 წლის 9 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში, ამავე თარიღით აღირიცხა ტ. შ-ის საკუთრების უფლება, ბათუმში, ...ს დასახლებაში (ყოფილი სოფელი ...) მდებარე 1520.2 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...).

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს სარეგისტრაციო მოთხოვნის იდენტურობა რეგისტრირებულ მონაცემებთან. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფოს სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობის საკითხი და შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია მასთან დაცულ დოკუმენტაციასთან, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ტ. შ-ის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო. ამასთანავე, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ განესაზღვრა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ითვლება, რომ ტ. შ-ს საკუთრებაში გააჩნია მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. ქონების სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი - ტ. შ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია ძალაშია და მოქმედებს. საქმეში არ მოიპოვება მოსარჩელის სახელზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, რომლის გაუქმება ხდება აქტისადმი დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, პირს გააჩნია საკუთრების უფლება, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახელმწიფოს სახელზე სადავო რეგისტრაციის განხორციელების დროს, შესაბამისი ფართის მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრის ჩანაწერის შესაბამისად, რეგისტრირებული იყო ტ. შ-ის საკუთრებად. საერთო წესის მიხედვით, ბოლო ჩანაწერი ძალას უკარგავს ადრინდელ ჩანაწერს. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული სადავო ჩანაწერით არ გაუქმებულა მოსარჩელის სახელზე არსებული ჩანაწერი, სახეზეა ერთი და იგივე ობიექტზე (1506 კვ.მ ფართზე) რამდენიმე ჩანაწერის კონკურენცია, რომლის პირობებშიც, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრეა რეგისტრირებული. წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამდენად, რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს, ვინაიდან არსებობდა სადავო ნაკვეთის მესაკუთრის დადგენის შესაძლებლობა.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ტ. შ-ის სასარჩელო მოთხოვნები, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 3 მაისის N... და 2019 წლის 20 ივნისის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე (ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში), არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როდესაც გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 3111 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რეგისტრირებული უფლების არსებობისა და კონკრეტული პირისადმი კუთვნილების თაობაზე (ასევე ვარაუდს, რომ უფლება, რომელიც გაუქმდა, აღარ არსებობს). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია „დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს“ ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის, სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს. რეგისტრაციის ეფექტიდან გამომდინარეობს „წინააღმდეგ მოქმედების პრინციპი“, რომლის თანახმად, უფრო ადრე წარმოშობილ საკუთრების უფლებას აქვს უპირატესობა მომდევნოსთან შედარებით. საჯაროობის მიზნიდან გამომდინარე, პირი რომელიც მიაღწევს ამ პრინციპს რეგისტრაციით, უპირატესობა ენიჭება მასთან შედარებით, ვინც არ დაარეგისტრირა უფლება. დროის მიხედვით, პირველად რეგისტრირებულ უფლებას აქვს უპირატესობა. უფლების რეგისტრაციის დრო დგინდება რეესტრის მონაცემების მიხედვით. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრეა რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს. მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ამავე ნორმის თანახმად, ისინი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამდენად, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც პირს საკუთრების უფლება მოპოვებული ჰქონდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლით და შესაბამისი უფლება აღრიცხული იყო საჯარო რეესტრში, იგი დაცული უნდა იყოს მარეგისტრირებელი ორგანოს შეცდომისაგან.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შესაბამისი მტკიცებულებების გათვალისწინებით, წინამდებარე გადაწყვეტილების 4.1.22-4.1.23 პუნქტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით უტყუარად დგინდება, რომ ბ. ბ-მა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონებები - 9575 კვ.მ (ს/კ ...), 722 კვ.მ (ს/კ ...) და 24703 კვ.მ (ს/კ ...) მიწის ნაკვეთები 2012 წლის 17 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა სს ,,t...”-ისაგან. ანუ, ბ. ბ-ის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა სამოქალაქო- სამართლებრივი გარიგება. გადაწყვეტილების 4.1.24-4.1.25 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით ასევე უტყუარად დგინდება, რომ 2012 წლის 26 აპრილს ბ. ბ-მა N... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ ...) დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 3 მაისის N... გადაწყვეტილებით განხორციელდა უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და N... უძრავი ნივთი, 19518 კვ.მ ფართით აღირიცხა ბ. ბ-ის საკუთრებად. ამასთანავე, რეგისტრაციის შესახებ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 7 ივნისის N... გადაწყვეტილებით განხორციელდა N... უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 20 ივნისის N... გადაწყვეტილებით 18595 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მდებარე ქ. ბათუმში, ...ის I ჩიხი, N18-ში) საჯარო რეესტრში აღირიცხა ბ. ბ-ის საკუთრებად (ს/კ ..., საფუძველი: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული 2012 წლის 17 აპრილს; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის N3/ბ-557-16 გადაწყვეტილება).

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის - ბ. ბ-ის მოსაზრება, იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის დაცული პირთა უფლებრივი ბალანსი, შელახულია მისი უფლებები. ბ. ბ-ი წარმოადგენს კეთილსინდსიერ შემძენს, კერძოსამართლებრივი გარიგების მხარეს. ამდენად, მისი უფლებრივი ინტერესი უპირატესი დაცვის ღირსია ადმინისტრაციულ დავაში. ბ. ბ-ს საკუთრების უფლება მოპოვებული აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, რომლის საფუძველზეც უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოქმედი კანონმდებლობა საკუთრების უფლების წარმოშობას სწორედ საჯარო რეესტრში შესაბამისი ჩანაწერით დადასტურებულ რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს. აღნიშნული ნორმებით დაცულია კეთილსინდისიერი შემძენი, რომელიც ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს და გამსხვისებელს მიიჩნევს მესაკუთრედ. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბ. ბ-ისათვის, როგორც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილისათვის, კომპანია „t...“-თან 2012 წლის 17 აპრილს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას (ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 24703 კვ.მ (ს/კ ...), 722 კვ.მ (ს/კ ...) და 9575 კვ.მ (ს/კ ...) მიწის ნაკვეთების შეძენისას) ცნობილი არ იყო უფლებრივი ნაკლის შესახებ, ვინაიდან ხელშეკრულების მხარე (გამყიდველი) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო უძრავი ნივთის მესაკუთრედ. ამდენად, მისთვის ცნობილი ვერ იქნებოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. სახეზეა სხვა პირის კერძოსამართლებრივი ნების გამოვლენა, რომელსაც იცავს საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფიცია. შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, დაიცვას პირთა ბალანსი, მით უფრო, იმ მოცემულობაში, როდესაც ბ. ბ-ის საკუთრების უფლება ლეგიტიმურია და სადავოდ არავის გაუხდია. მოცემულ შემთხევაში, საქალაქო სასამართლოს მიდგომა იყო ფორმალური, სასამართლომ არ გაითვალისიწინა საბოლოო ტრაზაქციის სამართლებრივი მნიშვნელობა. პირველი ინსტანციის სასამართლომ შეფასება არ მისცა იმას, რომ ბ. ბ-ი, როგორც კერძო ურთიერთობის მონაწილე სუბიექტი, მოქმედებდა საჯარო რეესტრის მონაცემის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმპციიდან გამომდინარე. მისთვის უცნობი იყო საკუთრების ობიექტთან დაკავშირებით რაიმე სახის უფლებრივი ნაკლი, შესაბამისად დაუშვებელია აღნიშნული ობიექტური ფაქტის სინამდვილის იმგვარი ინტერეპრეტირება, რაც მომავალ შემძენს იმაზე მეტ ვალდებულებებს დააკისრებს, ვიდრე ეს გათვალისწინებულია სამოქალქო მართლწესრიგით და სასამართლო პრაქტიკით.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი დაცულია ქონების არასწორად რეგისტრაციასთან დაკავშირებული რისკებისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე, 312-ე მუხლებიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრს, როგორც უძრავ ნივთებზე უფლებათა მარეგისტრირებელ ორგანოს, გააჩნია სანდოობის მაღალი ხარისხი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კანონისმიერების პრეზუმპცია სწორედ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული უფლების ჩანაწერის მიმართ არსებობს. ამასთანავე, საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობის პრეზუმპცია, ობიექტური რეალობის საწინააღმდეგოდ დაიშვება და მას გამართლება აქვს მესამე პირთა ინტერესების დასაცავად.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთი საფუძველია რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად ცნობა (26-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი). მოცემულ შემთხვევაში, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 3 მაისის N... და 2019 წლის 20 ივნისის N... გადაწყვეტილებებს საფუძვლად უდევს 2012 წლის 17 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლებიც ძალაშია და სადავოდ არ გამხდარა მხარეებს შორის. ამდენად, გამოირიცხება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესაძლებლობა. მითითებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ტ. შ-ის N... მიწის ნაკვეთთან ზედდებაში არსებული, ბ. ბ-ზე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 19518 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მდგომარეობით, რეგისტრირებულია საქმეში მესამე პირის სახით ჩართული შპს „გ...“-ის საკუთრებად. აღნიშნულთან მიმართებაში ტ. შ-ს შედავება არ წარმოუდგენია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, აჭარის ა/რ მთავრობამ და ტ. შ-მა.

კასატორი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები. გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ სადავო ნაკვეთებთან დაკავშირებით არსებობს ახალი გარემოებები, რის გამოც, სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება. ამდენად, არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.

კასატორი თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

კასატორის მოსაზრებით, სადავო (ერთმანეთთან ზედდებაში არსებულ) მიწის ნაკვეთებთან (ს/კ ..., ...) დაკავშირებით, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული 2009 წლის 12 მარტის N..., 2009 წლის 19 ოქტომბრის N..., 2009 წლის 21 ოქტომბრის N... და 2009 წლის 4 ნოემბრის N... გადაწყვეტილებები კანონიერია, რამდენადაც კანონიერ ძალაშია აღნიშნული რეგისტრაციების საფუძვლად არსებული დოკუმენტაცია. გასათვალისწინებელია, რომ ტ. შ-ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით (ს/კ ...). ამასთან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, უფლებამოსილნი არიან, მუნიციპალიტეტის, სახელმწიფო ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად დაარეგისტრირონ მუნიციპალური, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ქონება. ამდენად, ის გარემოება, წარმოადგენდა თუ არა სადავო ნაკვეთი სხვა პირის უფლების ობიექტს, უნდა გამოეკვლია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ვინაიდან სადავო ტერიტორია თავის დროზე სწორედ მათი მხრიდან განიკარგა (ს/კ ...). აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოების კვლევის საგანს წარმოადგენდა გარემოება - ჰქონდა თუ არა შესაბამისი ტერიტორიის განკარგვის უფლება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების დროს ვერ დგინდება სხვა უძრავ ნივთთან ზედდების არსებობა. შესაბამისად, N... უძრავ ნივთთან დაკავშირებით მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების დროისათვის, დამაბრკოლებლი გარემოება არ არსებობდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არასრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორი შეფასება მისცა მთელ რიგ მტკიცებულებებს. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ქონების გადაცემამდე, ადმინისტრაციულ ორგანოებს არ ჩაუტარებიათ ადმინისტრაციული წარმოება, არ გამოუკვლევიათ ყველა მტკიცებულება და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე არ მიუღიათ გადაწყვეტილება. რეალურად, სარეგისტრაციო სამსახურმა შეასრულა მისთვის კანონით მინიჭებული ყველა ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, განხორციელებულია არაერთი ცვლილების რეგისტრაცია, მათ შორის, აღნიშნული უძრავი ნივთი არაერთგზის დაიყო/გაერთიანდა და გასხვისდა სხვა პირებზე, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები (სადავო ნაკვეთთან ზედდების ნაწილში) სასამართლოს არ შეუფასებია და არ გაუუქმებია, რაც თავისთავად შეუძლებელს ხდის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულებას.

კასატორი მიუთითებს, რომ არსებული მდგომარეობით, ტ. შ-ის მიერ, N... მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტების მიზნით, სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთთან მიმართებაში (2013 წლის 26 თებერვლის N... განცხადება, შეწყვეტილი წარმოება), დაფიქსირდა შემდეგი მიწის ნაკვეთების ზედდება: 1) N... (მესაკუთრე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ... საკადასტრო კოდით (თავდაპირველი კოდი) რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დანაყოფ მიწის ნაკვეთს); 2) ... (მესაკუთრე - შპს „გ...“, აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ... საკადასტრო კოდით (თავდაპირველი კოდი) რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დანაყოფ მიწის ნაკვეთს); 3) ... (ყოფილი მესაკუთრე - შპს „გ...“, ახალი მესაკუთრე - დ. ბ-ე (რეგისტრაციის შესახებ 2022 წლის 17 იანვრის N... გადაწყვეტილება). უძრავ ნივთზე ასევე რეგისტრირებულია სს „...ი ბანკის“ იპოთეკის უფლება.

რეგისტრაციის შესახებ 2021 წლის 26 ივლისის N... გადაწყვეტილებით, N... მიწის ნაკვეთი (18595 კვ.მ), ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 22 ივლისის N14-1421203185 მიმართვის საფუძველზე, დაიყო ორ საკადასტრო ერთეულად: ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 17979.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად (ახალი საკადასტრო კოდი - ..., ნაკვეთის წინა საკადასტრო კოდი - ...) და ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 600.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად (ახალი საკადასტრო კოდი - ..., ნაკვეთის წინა საკადასტრო კოდი - ...).

რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N...- გადაწყვეტილებით, 2021 წლის 17 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...; ნაკვეთის წინა საკადასტრო კოდი ...) დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად. თავის მხრივ, ... საკადატრო კოდზე რეგისტრირებული 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი გაერთიანდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (რეგისტრაციის შესახებ 2021 წლის 19 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად დარეგისტრირდა 71574.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი - ...).

რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 20 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით 18595 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაიყო ორ საკადასტრო ერთეულად: 1) ბათუმში ...ს დასახლებაში მდებარე 70855.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად (ახალი საკადასტრო კოდი - ...; ნაკვეთის წინა საკადასტრო კოდი - ...) და 2) ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 719.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად (ახალი საკადასტრო კოდი - ...; ნაკვეთის წინა საკადასტრო კოდი - ...).

რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 4 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით, 2021 წლის 3 ნოემბრის N15 ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე, 719 კვ.მ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა შპს „გ...“-ის საკუთრებად (ს/კ ...).

კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რეგისტრაციის შესახებ 2021 წლის პირველი დეკემბრის N... გადაწყვეტილებით გაერთიანდა N..., N..., N..., N..., N... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ნაკვეთები (ახალი საკადასტრო კოდი - ...), ხოლო რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 9 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით 20469 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაიყო 36 (ოცდათექვსმეტ) საკადასტრო ერთეულად.

რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 27 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით, 2021 წლის 24 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 945 კვ.მ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა გ. თ-ის საკუთრებად (ს/კ ...). ასევე, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 17 იანვრის N... გადაწყვეტილებით, 2022 წლის 11 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 944 კვ.მ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა დ. ბ-ის საკუთრებად (ს/კ ...).

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გადაუმოწმებია: ხომ არ მომხდარა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (რომელთანაც ზედდებაში იყო ტ. შ-ის 2013 წლის 26 თებერვლის N... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი) დაყოფა/გაერთიანება, ან დღეის მონაცემებით, სახეზე ხომ არ არიან სხვა მესაკუთრეები, რომლებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლო გადაწყვეტილება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია, ზიანი ხომ არ ადგებოდა სხვა პირების საკუთრებას, რომლებიც წარმოადგენენ კეთილსინდისიერ მესაკუთრეებს. სასამართლომ საფრთხე შეუქმნა მესამე პირების საკუთრებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება გამოიწვევს არსებული მესაკუთრეების საკუთრების უფლების შელახვას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსაჩელის უფლების რეალიზაცია მაინც ვერ მოხდება - სახეზე იქნება ზედდება მოსარჩელისა და N..., N..., N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებს შორის.

კასატორი მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N1/2/596 გადაწყვეტილებაზე (საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის Nბს-1294(2კ-19) გადაწყვეტილებაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე, 394-ე მუხლის „ე“, „ე1” ქვეპუნქტებზე და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევები. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული.

კასატორი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, შუამდგომლობს საქმეში დ. ბ-ის მესამე პირად ჩართვას. კასატორი მიუთითებს, რომ N... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით, ზედდება ფიქსირდება N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, რომლის მესაკუთრესაც წარმოადგენს დ. ბ-ე. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილება აუცილებლად შეეხება მის ინტერესებს. კასატორი ასევე შუამდგომლობს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში იპოთეკარის - სს „...ი ბანკის“ საქმეში მესამე პირად ჩაბმას. კასატორის განმარტებით, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (რომლის მესაკუთრესაც წარმოადგენს დ. ბ-ე), რეგისტრირებულია სს „...ი ბანკის“ იპოთეკის უფლება (2021 წლის 30 დეკემბრის N... განაცხადი). ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად შეეხება მის ინტერესებს.

კასატორის - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოსაზრებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული. სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა გააკეთა სხვაგვარი შეფასებები და მიუხედავად აღნიშნულისა, მიიჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სამინისტროს მოსაზრება, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 15 ოქტომბრის N01-22/3586 მიმართვა არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. უდავოა, რომ სამინისტროს მიმართვა ატარებს ინფორმაციულ ხასიათს - წარმოადგენს განცხადების ფორმას, რომლითაც წარდგენილია სადავო ქონების რეგისტრაციის საფუძვლები. მიუხედავად ამისა, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ფაქტობრად განცხადება ცნეს ბათილად, რომელიც არ ადგენს, არ ცვლის და არ აწესებს ქონების სამართლებრივ სტატუსს. ამდენად, შესაბამის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. ასევე დაუსაბუთებელია სამინისტროს ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის კანონიერი საფუძვლები, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომელი ნორმის საფუძველზეა უკანონო სადავო აქტები. უფრო მეტიც, სამინისტრო ამტკიცებს, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას და მისი განკარგვისას არ დარღვეულა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“. ორივე ინსტანციის სასამართლომ სამინისტროს მიერ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ გაითვალისწინა. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. არცერთი ინსტანციის სასამართლომ დავის საგნის გადასაწყვეტად არ გამოიყენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“, რომელიც სპეციალურ წესს ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის პროცესში. სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, თუმცა არასწორად განმარტა შესაბამისი ნორმები. არ შეაფასა, ეწინააღმდეგებოდა თუ არა სადავო აქტები აქტები „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონს ან არსებითად დარღვეული იყო თუ არა მისი მომზადების ან გამოცემისათვის დადგენილი მოთხოვნები.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება არ მიაქცია საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებას. სადავო მიწის ნაკვეთზე პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2008 წლის 2 ივნისს, ლ. ა-ის მიერ წარდგენილი 2007 წლის 19 დეკემბრის N... საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე. ლ. ა-მა აღნიშნული ნაკვეთი რეგისტრაციიდან 3 დღეში - 2008 წლის 5 ივნისს გაასხვისა ე. გ-ეზე, რომელმაც ასევე 4 დღეში - 2008 წლის 9 ივნისს ნაკვეთი გაასხვისა ტ. შ-ზე. აღსანიშნავია, რომ პირველადი რეგისტრაციის საფუძველი - 2007 წლის 19 დეკემბრის N... საკუთრების უფლების მოწმობა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 19 მაისის N03-06ჯ-176 წერილის მიხედვით, ლ. ა-ზე გაცემული არ არის. ამდენად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის უმოკლეს დროში ორჯერ გადაყიდვის ფაქტი, იმ პირობებში, როდესაც რეგისტრაციის საფუძველი - 2007 წლის 19 დეკემბრის N... საკუთრების უფლების მოწმობა უკანონოა, ე. გ-ისა და ტ. შ-ის, როგორც არაკეთილსინდისიერი შემძენის ბუნებრივ ეჭვს ბადებს, შესაბამისად საკუთრების უფლების რეგისტრაცია სადავოა. ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად გადაცემა განხორციელდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N10/1 განკარგულებით, რომლის საფუძველზეც, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 15 ოქტომბრის N01-22/3586 მიმართვით საჯარო რეესტრს ეთხოვა, N... მიწის ნაკვეთი დაერეგისტრირებინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად. აღნიშნული რეგისტრაცია მარეგისტრირებელმა ორგანომ განახორციელა „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე და სამინისტროსათვის არ დაუდგენია ზედდება მესამე პირზე რეგისტრირებულ ქონებასთან. ამდენად, საჯარო რეესტრში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სრულ უფლებას აძლევდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და სამინისტროს განეკარგა ქონება, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილი წესით. სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-97-ე მუხლების მოთხოვნები.

კასატრის მოსაზრებით, სადავო ქონების ამჟამინდელი მესაკუთრის მიმართ კეთილსინდისიერების პრინციპის დასაცავად, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიუთითა ზაკ-ის 67-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ გარემოებას ადგილი არ ჰქონია. სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზეც, რომ 2009 წლის 29 ოქტომბრის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია „t...“-ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისათვის არსებული სპეციალური კანონი („აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ ავტონომიური რესპუბლიკის კანონი). აღნიშნული კანონის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი ურთიერთობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას. კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, პრივატიზების გარიგებათა ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები, აგრეთვე პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მითითებული დანაწესიდან გამომდინარე, სამინისტროს სამართლებრივი პოზიციაა, სადავო ურთიერთობის დასარეგულირებლად გამოყენებულ იქნეს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილობის ზოგადი წესი და ხანდაზმულობის ვადები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. განსახილველი დავა, თავისი შინაარსით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ პრივატიზებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხს მოიცავს - დავა შეეხება 2009 წლის 29 ოქტომბრის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და კომპანია „t...“-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას. ამდენად, მოთხოვნა ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის თანახმად, შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე. მოცემულ შემთხვევაში, ქონების მესაკუთრე კეთილსინდისიერი შემძენია და მის უფლებებს იცავს კანონი.

კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დავის გადასაწყვეტად არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, არ გამოიყენა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონი; „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი. ამასთანავე, მართალია, გამოიყენა, კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა დავის გადასაწყვეტად, მაგრამ არასწორად განმარტა იგი (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, მე-5, მე-8, 52-ე და 180-ე მუხლები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის მე-5 ნაწილი, 22-ე მუხლის მე-3 ნაწილი). სააპელაციო პალატა, ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების გარეშე, უკანონოდ მივიდა არასწორ დასკვნამდე და მიიჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე. სამინისტრო ასაბუთებდა, რომ საქმეზე წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 15 ოქტომბრის N01-22/3586 მიმართვის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს ეცნობა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N10/1 განკარგულებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერში შესაბამისი ცვლილების შეტანა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად სოფელ ...ში მდებარე 31557 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება. (სარეგისტრაციო N...). ამდენად, სამინისტროს მიმართვა არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი ბათილად ცნობის შესახებ მსჯელობა მოკლებულია საფუძველს.

ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ შეაფასეს, საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ეწინააღმდეგებოდა თუ არა სამინისტროს მოქმედება, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონს, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონსა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონს. სამინისტროს არ დაურღვევია სადავო ურთიერთობებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ქვედა ინსტანციის სასამართლოები კონკრეტულად სამინისტროს ნაწილში ვერ მიუთითებენ, რომელი ნორმაა დარღვეული სადავო ქონების განკარგვისას. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტები და აღნიშნული აქტების საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება კანონიერია. სადავო ქონების ამჟამინდელი მესაკუთრე კეთილსინდისიერი შემძენია, რომლის ინტერესებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლით აღიარებული და დაცულია. უფრო მეტიც, სასამართლოში საქმის განხილვისას, მხარეებმა განაცხადეს, რომ ამჟამინდელ მესაკუთრესა და მოსარჩელეს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, სადავო მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ შესაბამისი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით. სასამართლოს შეკითხვაზე, მოსარჩელემ დაადასტურა მოლაპარაკების მიმდინარეობის საკითხი, თუმცა მის ინტერესს მაინც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორი აჭარის ა/რ მთავრობა ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც ტ. შ-ის სარჩელი სრულად არ დაკმაყოფილდება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული შემაჯამებელი დასკვნები და მოსაზრებები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რაც გადაწყვეტილების იურიდიულად დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.

კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 6 მარტის N01-13/76 მიმართვა არ წარმოადგენდა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის საჭირო სარეგისტრაციო დოკუმენტს. კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გამოიყენეს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ, კერძოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სადავო მიმართვის გამოცემის დროს მოქმედი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლი (თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების კატეგორიათა ჩამონათვალი). სასამართლომ არ შეაფასა, რატომ არ იყო სახეზე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ამავე პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისების გათვალისწინებით. ამდენად, სადავო აქტების გამოცემის დროისათვის არ არსებობდა არცერთი გარემოება, რაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებას გამორიცხავდა. კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მიუთითეს „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლზე და დაასკვნეს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ განეკუთვნება კანონის ნორმაში ჩამოთვლილ რომელიმე კატეგორიას. კასატორის მოსაზრებით, არასწორია, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების ვიწროდ, მხოლოდ მითითებულ ნორმაზე დაყრდნობით განსაზღვრა. ქონება არ შემოიფარგლება კანონის 2.5 პუნქტით განსაზღვრული სახეობებით. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ მითითებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. შესაბამისად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ამ ორგანული კანონით.

კასატორი აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 6 მარტის N01-13/76 წერილით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. შესაბამისად, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არსებობდა სარეგისტრაციო სამსახურისათვის მიმართვისა და მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებამოსილება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემის დროს მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით მართოს და განკარგოს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონება. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შექმნის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემა. მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, ...ს დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი იყო, განეკარგა ქონება და გადაეცა იგი საკუთრებაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის. კანონიერია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლები.

კასატორის მოსაზრებით, არ არსებობს მოსარჩელის ნაწილში გასაჩივრებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გამოცემული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები. სადავო ქონება, მისი გადაცემის დროს იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია სხვის საკუთრებაზე შესაბამისი აქტების გამოცემას და ხელშეკრულების გაფორმებას.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა ქონების განკარგვის კანონიერების შეფასების დროს. კერძოდ, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ კანონს და სწორედ მის საფუძველზე განხორციელდა ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით განკარგვა. მითითებული კანონის თანახმად, ქონების განკარგვის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს პირდაპირი მიყიდვა, რომელიც ხორციელდება მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, ქონება წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას. შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს გააჩნდა ქონების განკარგვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოს სარეგისტრაციო წარმოების დროს არ დაუდგენია ზედდება და ამ საფუძვლით წარმოება არ შეუჩერებია. არ არსებობდა დამაბრკოლებელი გარემოება იმისათვის, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს გამოეყენებინა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და განეკარგა აჭარის ავტონომური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონება.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ განხორციელებულა გადაწყვეტილების ცნობა. კასატორის განმარტებით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება შესრულდა ნებაყოფლობით და ამის უფლებამოსილება, ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის მხარისათვის არსებობდა. მითითებული კანონით დადგენილი წესი მოქმედებს იძულებით აღსრულების შემთხვევაში. შესაბამისად, ნებაყოფლობით შესრულებისას გადაწყვეტილების ცნობა სავალდებულო არ არის.

ამდენად, კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები, ასევე, შეთანხმების აქტი შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მათი კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევის საფუძველები არ არსებობს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არსებობს მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

კასატორი - ტ. შ-ი ითხოვს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 3 მაისს N... და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2019 წლის 20 ივნისის N... გადაწყეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში.

კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და თვლის, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს სადავო რეგისტრაციების განხორციელებისას შეფასება უნდა მიეცა 2008 წლიდან N... მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის წინა N...) პირველადი რეგისტრაციების უკვე არსებობას (მიწის ნაკვეთი აღრიცხული იყო კერძო პირებზე, მათ შორის - ტ. შ-ზე). ამასთან, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 19 მარტის N... გადაწყვეტილებით უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ყადაღა. მითითებული დროიდან 2013 წლის აგვისტომდე მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული ყადაღის მიუხედავად, არაერთგზის აღირიცხა სხვადასხვა სუბიექტის უფლება N... ქონებაზე.

კასატორი მიუთითებს, რომ 2015 წლის 15 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ბ. ბ-მა, ტ. შ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 2008 წლის 9 ივნისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. ბ-ის სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია (საქმეს ერთვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინება, N2/ბ-737 საქმეზე), რაც იმას ნიშნავს, რომ ბ. ბ-მა ვერ დაამტკიცა ტ. შ-ის, როგორც მიწის ნაკვეთის შემძენის არაკეთილსინდისიერება და თავისი საკუთრების უფლების ლეგიტიმურობა (როგორც შემძენმა-კეთილსინდისიერება).

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მოსარჩელის ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერებაზე, იმ პირობებში, როდესაც ტ. შ-ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია და კანონიერ ძალაშია. ბ. ბ-ი აღიარებს ტ. შ-ის კეთილსინდისიერების ფაქტს. მოწინააღმდეგე მხარეები არ მიუთითებენ სადავო ქონების სხვა ადგილმდებარეობაზე. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთი რკინა-ბეტონის საძირკველზე განთავსებული ღობით გამიჯნულია სხვა მიწის ნაკვეთებისაგან. სასამართლოს არ შეუფასებია რეგისტრაციებისა და მათი საფუძვლების კანონიერება, შესაბამისად, არ დაუდგენია ამ მიმართებით ფაქტობრივი გარემოებები. ბ. ბ-ი მიჩნეულია კეთილსინდისიერ შემძენად, ხოლო ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილებები -კანონიერად. საქმის მასალები არ არის გაანალიზებული, გასაჩივრებული გადაწყვეტილება საკმარისად არ არის დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 54-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ქონების განკავრგვაზე უფლებამოსილ სუბიექტად კანონი მიიჩნევს ქონების ნამდვილ მესაკუთრეს. სამოქალაქო ბრუნვის თავისებურებების გათვალისწინებით, მხარეები ხელშეკრულებებს დებენ მას შემდეგ, რაც მის ყველა პირობაზე შეთანხმდებიან. კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 53-ე მუხლებზე და თვლის, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილებები დაფუძნებულია სარეგისტრაციო წარმოების დროს არასრულყოფილად შესწავლილ გარემოებებზე, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველია. მარეგისტრირებელ ორგანოს შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ 2008 წლის 9 ივნისის მდგომარეობით მიწის ნაკვეთზე პირველადი რეგისტრაცია უკვე განხორციელებული იყო კერძო პირზე - ტ. შ-ზე.

კასატორის მოსაზრებით, წინააღმდეგობრივია სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გაკეთებული დასკვნები. გაურკვეველია, რატომ ვერ უნდა დადგინდეს ტ. შ-ის საკუთრების უფლების ლეგიტიმურობა, თუ შესაძლებელია ბ. ბ-ის უფლების ლეგიტიმურობის დადგენა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ტ. შ-ის უფლების პირველადი აღრიცხვა განხორციელდა 2008 წლის 9 ივნისს და საერთო წესის მიხედვით, ჩანაწერის კონკურენციის პირობებში, უპირატესობა უნდა მინიჭებოდა იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრეა რეგისტრირებული.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საკასაციო სასამართლოს მითითებები და განმარტებები Nბს-5-5(2კ-15) საქმეზე, ასევე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება N3/-557-16 საქმეზე, რომლებიც ტ. შ-ის დავის იდენტურია (სოფელ ...ში მდებარე მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის - მ. ც-ის სარჩელი ადმინისტრაციული ორგანოებისა და ბ. ბ-ის წინააღმდეგ). მსგავს საქმეზე (Nბს-80-75(კ-13), 02.07.2013წ.) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების უფლება, რომელმაც სამოქალაქო ურთიერთობებში დადასტურება ვერ ჰპოვა, ლოგიკურად, რეალიზებული ვერ იქნება ადმინისტრაციული წარმოებისა და სამართალწარმოების მეშვეობით. საქართველოსსამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, პრეიუდიციული ძალა ენიჭება არა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, არამედ ფაქტებს, რომლებიც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული, სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით. ბ. ბ-ი თავად არის მოპასუხე და მისთვის ხელსაყრელი ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილ მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპზე დაყრდნობით, სწორედ მას ეკისრება და არა სასამართლოს.

კასატორი მიუთითებს, რომ მართალია, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 3 მაისის N... და 2019 წლის 20 ივნისის N... გადაწყვეტილებებს საფუძვლად უდევს 2012 წლის 17 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლებიც ძალაშია, თუმცა როგორც სარეგისტრაციო ჩანაწერები, ისე ნასყიდობის ხელშეკრულებები, არალეგიტიმურია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით, ბ. ბ-ის საკუთრებაში არსებული N... და N... მიწის ნაკვეთები, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის სახელზე პირველადი რეგისტრაციიდან - 2012 წლის 12 მარტიდან ზედდებაშია ტ. შ-ის საკუთრებაში არსებულ და მოსაზღვრედ მდებარე სხვა მიწის ნაკვეთებთან. 2008 წლის 9 ივლისს ზედდებაში არსებული მიწის ნაკვეთების ზოგიერთი მესაკუთრის მიმართ დაიწყო გამოძიება, ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე. 2009 წლის 19 მარტს ზედდებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ყადაღა. 2009 წლის 4 ნოემბერს ყადაღარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, სხვა მიწის ნაკვეთებთან ერთად, აღირიცხა კომპანია „t...“-ის საკუთრებად. 2012 წლის 17 აპრილს, დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას, ყადაღადადებული მიწის ნაკვეთი, სხვა მიწის ნაკვეთებთან ერთად, კომპანია „t...“-მა ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასცა ბ. ბ-ს, რაც შემდგომ აღირიცხა მის საკუთრებად. 2012 წლის 26 აპრილს ბ. ბ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და N..., N..., N... უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე, მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ბათუმში, ...ს დასახლებაში. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 2 მაისის N... გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთი აღირიცხა ერთ ნაკვეთად, N... საკადასტრო კოდით. 2012 წლის 26 აპრილს ბ. ბ-მა ორჯერ მიმართა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით და მოითხოვა გაერთიანებული N... მიწის ნაკვეთის დაყოფა ორ საკადასტრო ერთეულად. შესაბამისად, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 3 მაისის N... და 07 ივნისის N... გადაწყვეტილებებით, დაყოფის შედეგად დარეგისტრირდა ორი სხვადასხვა მიწის ნაკვეთი.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ბ-ისათვის, როგორც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილისათვის, კომპანია „t...“-თან 2012 წლის 17 აპრილს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ცნობილი არ იყო უძრავი ნივთის უფლებრივი ნაკლის შესახებ, რადგან ხელშეკრულების მხარე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ყოფილა უძრავი ნივთის მესაკუთრედ. ამდენად, მისთვის ცნობილი ვერ იქნებოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კასატორის მოსაზრებით, გაურკვეველია, თუ სასამართლომ დაადგინა ბ. ბ-ის უფლების ლეგიტიმურობა შესაბამისი კანონებით, რა ხელშემშლელი გარემოება არსებობს, რომ იმავე კანონებით ვერ დადგინდეს ტ. შ-ის საკუთრების უფლების ლეგიტიმურობა. ტ. შ-ის უფლების პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2008 წლის 9 ივნისს და საერთო წესის მიხედვით, ჩანაწერის კონკურენციის პირობებში, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრეა რეგისტრირებული. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის დასაბუთებული ბ. ბ-ის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის საფუძვლები. ამ მიმართებით ფაქტობრივი გარემოებები არ არის დადგენილი და საქმის მასალები გაანალიზებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის და 2022 წლის 7 ივნისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ა/რ მთავრობის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ტ. შ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

საქმეზე წარმოდგენილი, 2007 წლის 20 დეკემბერს გაცემული N... საკუთრების უფლების მოწმობით დგინდება, რომ ლ. ა-ს საკუთრებაში გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1520.2 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლების მოწმობას ერთვის 2007 წლის 19 დეკემბერს შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ტ.2, ს.ფ. 211).

ზემოაღნიშნული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 5 ივნისის N... გადაწყვეტილებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1520.2 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე აღირიცხა ლ. ა-ის საკუთრების უფლება (უძრავი ქონების სარეგისტრაციო N...). (ტ.2, ს.ფ. 214).

ლ. ა-სა და ე. გ-ეს შორის 2008 წლის 5 ივნისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 6 ივნისის N... გადაწყვეტილებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1520.2 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე აღირიცხა ე. გ-ის საკუთრების უფლება (უძრავი ქონების სარეგისტრაციო N...). (ტ.2, ს.ფ. 221)

2008 წლის 9 ივნისს ე. გ-ესა და ტ. შ-ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ტ. შ-მა შეიძინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1520.2 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების N... მიწის ნაკვეთი. (ტ.2, ს.ფ. 26-227).

ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 14 ივნისის N... გადაწყვეტილებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1520.2 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე აღირიცხა ტ. შ-ის საკუთრების უფლება (უძრავი ქონების სარეგისტრაციო N...). (ტ.2, ს.ფ. 228-230).

2012 წლის 12 დეკემბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, 2008 წლის 9 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1520.20 კვ.მ დაუზუსტებელი ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) რეგისტრირებულია ტ. შ-ის საკუთრების უფლება (ტ. 1, ს.ფ. 12).

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2009 წლის 6 მარტის N01-13/76 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს. გამგეობამ მოითხოვა წერილში მითითებულ, სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. წერილს თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. (ტ.1, ს.ფ. 16).

ზემოაღნიშნული მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 12 მარტის N... გადაწყვეტილებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 31 557 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში აღირიცხა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლება. (უძრავი ქონების სარეგისტრაციო N...). გაიცა შესაბამისი ამონაწერი და საკადასტრო გეგმა. (ტ.1, ს.ფ. 17-19).

„საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2007 წლის 14 დეკემბრის N13671/MS/JB/JEM გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2009 წლის 15 სექტემბრის N82 განკარგულების მიხედვით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებს მიზნით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, აჭარის ავტონომიურმა რესუბლიკამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს - ვ. ბ-ეს მიანიჭა უფლებამოსილება, ემოქმედა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით და გაეფორმებინა შეთანხმების აქტი კომპანია ,,t...“-თან, 1 433 915 აშშ დოლარის სანაცვლოდ, აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებული, სოფელ ...ში მდებარე 35 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით გადაცემაზე.

„საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2007 წლის 14 დეკემბრის N13671/MS/JB/JEM გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2009 წლის 22 სექტემბრის N140 განკარგულებით დგინდება, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს - ვ. ბ-ეს მიანიჭა უფლებამოსილება, ემოქმედა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით და გაეფორმებინა შეთანხმების აქტი კომპანია ,,t...-თან“ არსებული დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით. შეთანხმების აქტით გასათვალისწინებელი იყო, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა კომპანიას „t...“ 1 433 915 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთრების უფლებით გადასცემდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 35 000 კვ.მ მიწის ნაკვეთს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და კომპანია „t...“-ს შორის გაფორმებული 2009 წლის 28 სექტემბრის შეთანხმების აქტის მიხედვით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2007 წლის 14 დეკემბრის N13671/MS/JB/JEM გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას კომპანია „t...“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4 782 671 აშშ დოლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას დაეკისრა გადაუხდელ თანხაზე წლიური 10%-ის გადახდა, ვალდებულების წარმოშობის დღიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

შეთანხმების აქტის 1-3 პუნქტების მიხედვით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ერთი მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და მეორე მხრივ, კომპანია „t...“ შეთანხმდნენ შემდეგზე: 1) საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას კომპანია „t...“-ის მიმართ გააჩნია დავალიანება 6 854 559 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო კომპანიას „t...“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართ გააჩნია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ საარბიტრაჟო განხილვის დროს გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება 801 472 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, კომპანია ,,t...“-ის მიმართ გააჩნია დავალიანება 6 053 087 აშშ დოლარის ოდენობთ. 2) საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა კომპანიას „t...“ გადაუხდის გადაწყვეტილებით დაკისრებულ თანხას, გრაფიკის შესაბამისად (მითითებულია თანხები შესაბამისი გადახდის პერიოდებით). 3) დარჩენილი გადასახდელი 1 453 087 აშშ დოლარის სანაცვლოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა კომპანიას „t...“ საკუთრების უფლებით გადასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 35 000 კვ.მ მიწის ნაკვეთს.

ამავე შეთანხმების აქტით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს - ვ. ბ-ეს მიენიჭა უფლებამოსილება, ემოქმედა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით და გაეფორმებინა შეთანხმების აქტი კომპანიასთან „t...“ არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით. (ტ. 4, ს.ფ. 118-122).

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N10/1 განკარგულებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათ შორის, 31557 კვ.მ მიწის ნაკვეთი (უძრავი ქონების სარეგისტრაციო N...), საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. განკარგულებას საფუძვლად დაედო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 22 სექტემბრის N01-22/3210 წერილი, რომლითაც სამინისტრო ითხოვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემას, შემდგომში მათი ეფექტურად განკარგვის მიზნით. განკარგულების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულ იქნა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 47-ე მუხლის „ა“ პუნქტი. (ტ.1, ს.ფ. 69).

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 15 ოქტომბრის N01-22/3586 მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს ეცნობა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N10/1 განკარგულებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერში შესაბამისი ცვლილების შეტანა და სოფელ ...ში მდებარე 31 557 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (უძრავი ქონების სარეგისტრაციო N...). რეგისტრაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად. (ტ.1, ს.ფ. 20).

ზემოაღნიშნული მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 19 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 31 557 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლება (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - ...). გაიცა შესაბამისი ამონაწერი და საკადასტრო გეგმა. (ტ.1, ს.ფ. 21-23).

2009 წლის 20 ოქტომბრის N01-22/3664 მიმართვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს სთხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილების შეტანა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 31 557 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაცვლად (სარეგისტრაციო N...), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების ოთხ ნაკვეთად დარეგისტრირება: ა) ნაკვეთი N... კვ.მ; ბ) ნაკვეთი N... კვ.მ; გ) ნაკვეთი N... კვ.მ; დ) ნაკვეთი N... კვ.მ. ამასთანავე, მოთხოვნილ იქნა საკადასტრო გეგმების მომზადება. (ტომი 1, ს.ფ. 73).

უძრავი ნივთის დაყოფის დამადასტურებელი დოკუმენტისა და დაყოფის შედეგად წარმოშობილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზების საფუძველზე:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 21 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 660 კვ.მ დაზუსტებული ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი - ..., ნაკვეთის წინა N...) დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლება. გაიცა შესაბამისი ამონაწერი და საკადასტრო გეგმა. (ტ.1, ს.ფ. 75-77).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 21 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 24 703 კვ.მ დაზუსტებული ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი - ..., ნაკვეთის წინა N...) დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლება. გაიცა შესაბამისი ამონაწერი და საკადასტრო გეგმა. (ტ.1, ს.ფ. 24-26).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 21 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 857 კვ.მ დაზუსტებული ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი - ..., ნაკვეთის წინა N...) დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლება. გაიცა შესაბამისი ამონაწერი და საკადასტრო გეგმა. (ტ.1, ს.ფ. 83-85).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 21 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 5336 კვ.მ დაზუსტებული ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი - ..., ნაკვეთის წინა N...) დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლება. გაიცა შესაბამისი ამონაწერი და საკადასტრო გეგმა. (ტ.1, ს.ფ. 87-97).

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კომპანია t...“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2009 წლის 27 ოქტომბრის N156 ბრძანების მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 24 703 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 722 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 9575 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაეცა კომპანია „t...“-ს, შემდეგი პირობებით: ა) საპრივატიზაციო თანხად განისაზღვრა 1 443 915 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; ბ) მყიდველი ვალდებული იყო მიეღო უძრავი ქონება, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება, 2009 წლის 28 სექტემბრის შეთანხმების აქტის თანახმად. ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულ იქნა 2009 წლის 28 სექტემბრის შეთანხმების აქტი და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლი. (ტ.1, ს.ფ. 27).

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2009 წლის 27 ოქტომბრის N728 ბრძანებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 24 703 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), 722 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) და 9575 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ...) პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაეცა კომპანიას t...“. მყიდველმა უძრავი ქონება მიიღო, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება, 2009 წლის 28 სექტემბრის შეთანხმების აქტის თანახმად. ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2009 წლის 27 ოქტომბრის N156 ბრძანება და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლი. (ტ.3, ს.ფ. 124).

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2009 წლის 27 ოქტომბრის N156 ბრძანებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2009 წლის 27 ოქტომბრის N728 ბრძანების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანიას „t...“ შორის 2009 წლის 29 ოქტომბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც „t...“-მა შეიძინა სოფელ ...ში მდებარე, N..., N... და N... მიწის ნაკვეთები. (ს.ფ. 90-96).

ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე, 2009 წლის 29 ოქტომბერს კომპანია „t...“-ის სახელზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 24703 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასცა N... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. (ტ.1, ს.ფ. 28).

ამავე ბრძანების საფუძველზე, 2009 წლის 29 ოქტომბერს კომპანია „t...“-ის სახელზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 722 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასცა N... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო სამინისტროს მიერ ამავე თარიღით გაცემული N... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით დასტურდება კომპანია „t...“-ის საკუთრების უფლება, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 9575 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...). (ტ.1, ს.ფ. 105; ტ.3, ს.ფ. 142).

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 29 ოქტომბრის N... საკუთრების მოწმობის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 4 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 24 703 კვ.მ დაზუსტებული ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ..., ნაკვეთის წინა N...) დარეგისტრირდა კომპანია „t...“-ის საკუთრების უფლება. გაიცა შესაბამისი ამონაწერი და საკადასტრო გეგმა. (ტ.1, ს.ფ. 29-31).

2012 წლის 17 აპრილს კომპანია „t...“-სა და ბ. ბ-ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბ. ბ-მა შეიძინა ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 24 703 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), 722 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) და 9575 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთი (ს/კ ...). (ტ.1, ს.ფ.166-173).

ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 17 აპრილის N... გადაწყვეტილებით, ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 24 703 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთზე (ს/კ ..., ნაკვეთის წინა N...) დარეგისტრირდა ბ. ბ-ის საკუთრების უფლება (ტ.2, ს.ფ. 115-116).

საქმეზე წარმოდგენილი, 2012 წლის 17 აპრილს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული 2012 წლის 17 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 722 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთზე (ს/კ ..., ნაკვეთის წინა N...) და ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 9575 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთზე (ს/კ ..., ნაკვეთის წინა N...) ასევე დარეგისტრირდა ბ. ბ-ის საკუთრების უფლება (ტ.3, ს.ფ. 80-83).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 2 მაისის N... გადაწყვეტილებით, უძრავი ნივთების გაერთიანების შედეგად, ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 35 000 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთზე (ს/კ ..., ნაკვეთის წინა ნომრები: ..., ..., ...), 2012 წლის 17 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა ბ. ბ-ის საკუთრების უფლება (ტ. 2, ს.ფ. 121-122).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ. ბ-ის მოთხოვნის საფუძველზე, ზემოაღნიშნულ მისამართზე, მის სახელზე რეგისტრირებული N... მიწის ნაკვეთი კვლავ დაიყო ორ მიწის ნაკვეთად. დაყოფილ მიწის ნაკვეთებს მიენიჭათ N... და N... კოდები.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 3 მაისის N... გადაწყვეტილებით, N... უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე, ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 19518 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთზე (ს/კ ..., ნაკვეთის წინა ნომერი: ...), 2012 წლის 17 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა ბ. ბ-ის საკუთრების უფლება (ტ. 2, ს.ფ. 129-130).

საქმეში არსებული, 2012 წლის 3 მაისს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ N... უძრავი ნივთის დაყოფის შედეგად, ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 15482 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთზე (ს/კ ..., ნაკვეთის წინა ნომერი: ...) დარეგისტრირდა ბ. ბ-ის საკუთრების უფლება (ტ. 3, ს.ფ. 97).

2013 წლის 26 თებერვალს ტ. შ-მა N... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს. წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, განმცხადებელმა მოითხოვა ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. (ტ.2, ს.ფ. 231).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 4 მარტის N... გადაწყვეტილებით ტ. შ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავ ნივთთა საკადასტრო მონაცემებს შორის ინტრუქციით განსაზღვრული ზედდების დაფიქსირების გამო (სარეგისტრაციო უძრავი ნივთი ზედდებაში იყო ბ. ბ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ N... უძრავ ნივთთან). განმცხადებელს დაევალა საკადასტრო აზომვითი ნახაზის კორექტირებული ვერსიის წარდგენა. (ტ. 2, ს.ფ. 235).

სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 აპრილის N... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება ტ. შ-ის განცხადებაზე (ტ. 2, ს.ფ. 236).

2019 წლის 14 ივნისს ბ. ბ-მა N... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტის საფუძველზე, უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2019 წლის 20 ივნისის N... გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 2019 წლის 20 ივნისს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ბათუმში, ...ის I ჩიხი, N18-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 18596 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის მიწის ნაკვეთზე (ს/კ ..., ნაკვეთის წინა N...) დარეგისტრირდა ბ. ბ-ის საკუთრების უფლება. ამონაწერში საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია 2012 წლის 17 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის N3/ბ-557-16 წ გადაწყვეტილება (ტ. 4, ს.ფ. 246-247, 248, 249).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის ინტერესი, გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობასთან მიმართებაში, უკავშირდება საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე დაზუსტებული რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, მისი მხრიდან განცხადების წარდგენისას გამოვლენილ გარემოებას - სარეგისტრაციო უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდებას N... მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან. მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მან უფლება მოიპოვა ჯერ კიდევ 2008 წელს, როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2008 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, მესაკუთრედ აღირიცხა საჯარო რეესტრში, თუმცა დაზუსტებული რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი, მიწის ნაკვეთის მდგომარეობის ამსახველი ნახაზის მონაცემები წინააღმდეგობაშია N... უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებთან, ფიქსირდება გადაფარვა მის ინტერესში არსებული 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართის ნაწილში. მოსარჩელის განმარტებით, შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და რეგისტრაციები, რომლებიც წინ უსწრებდა N... სადავო უძრავ ნივთზე რეგისტრაციის განხორციელებას, გაცემულია მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების პირველადი აღრიცხვის შემდეგ. ამდენად, გაურკვეველია, როგორ მოახდინეს მოპასუხეებად დასახელებულმა პირებმა შესაბამისი უძრავი ნივთის გასხვისება იმ ნაწილში, რომელიც მის საკუთრებად უკვე აღრიცხული იყო საჯარო რეესტრში.

საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვის საფუძველს წარმოადგენს 2008 წლის 9 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთან, უდავოა, რომ სწორედ მითითებული ხელშეკრულებით მოსარჩელისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთი მოექცა შემდგომში მესამე პირების სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფარგლებში. მოსარჩელეს სწორედ იმ ტერიტორიის ფარგლებში გააჩნია პრეტენზია უძრავ ქონებაზე, რომელზეც ჯერ აღირიცხა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლება, ხოლო შემდგომში, თანმიმდევრობით - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, კომპანია „t...“-ისა და ბ. ბ-ის საკუთრების უფლება.

საკასაციო პალატა თავდაპირველად შეაფასებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების კანონიერებას მოსარჩელის ნაწილში გასაჩივრებულ იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან მიმართებაში, რომლებიც სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას დაედო საფუძვლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქონების რეგისტრაციის რეგულირების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. მოცემულ შემთხვევაში, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობასთან ერთად, მოსარჩელის ინტერესს ასევე წარმოადგენს იმ საფუძვლების გაბათილება, რომლებმაც შესაბამისი რეგისტრაციების განხორციელების წინაპირობა შექმნეს.

სადავო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 6 მარტის N01-13/76 მიმართვისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N10/1 განკარგულების გამოცემის დროს მოქმედებდა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, რომლითაც მხოლოდ თვითმმართველი ერთეული იყო უფლებამოსილი, მიეღო გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების მართვასა და განკარგვაზე (მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი). ამავე ორგანული კანონის მე-19 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო იყო საკრებულო, რომლის გადაწყვეტილებების შესრულებასაც უზრუნველყოფდა გამგეობა (მერია), ხოლო 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონებას განეკუთვნებოდა სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული ქონება, ხოლო 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში იყო თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა. შ.), გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა (მსგავსი შინაარსის შემცველია სადავო პერიოდში მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი, მე-5 პუნქტები, მე-4 მუხლის „ა“ პუნქტი).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მმართველობითი საქმიანობის მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფა. ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ კონკრეტულ საკითხზე აქტის გამოცემის ვალდებულებით.

დადგენილია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 6 მარტის N01-13/76 მიმართვით საჯარო რეესტრისათვის სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი 31 557 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფარგლებში არასწორად მოექცა მოსარჩელის საკუთრებად საჯარო რეესტრში უკვე აღრიცხული უძრავი ქონება (ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1520.20 კვ.მ მიწის ნაკვეთი). ამდენად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, სათანადო გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, მოითხოვა იმ ქონების საკუთრებად აღრიცხვა, რომელიც უკვე რეგისტრირებული იყო კერძო პირის საკუთრებად და საჯარო რეესტრს გაცემული ჰქონდა შესაბამისი ამონაწერი. ადმინისტრაციულ ორგანოს, მის საკუთრებად უძრავი ქონების აღრიცხვის თაობაზე სარეგისტრაციო სამსახურისადმი მიმართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ხელთ უნდა ჰქონოდა საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაცია ნაკვეთთან დაკავშირებით, მათ შორის ნაკვეთის დაუზუსტებელი რეგისტრაციის, დაუზუსტებელი რეგისტრაციის რეკვიზიტების შესახებ. იმ ფართობზე, რომელზეც მდებარეობს დაუზუსტებელი (თუმცა იდენტიფიცირებადი) მონაცემების მქონე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას ჰქონდა შესაძლებლობა, გაერკვია დაინტერესებული პირის ვინაობა, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. აღნიშნული შესაძლებელი იყო საჯარო რეესტრის მეშვეობით, რომლის მონაცემებიც საჯარო და ხელმისაწვდომია.

შესაბამისად, უკანონოა ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N10/1 განკარგულება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში. სადავო განკარგულებით საკრებულომ მოახდინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული იმ მიწის ნაკვეთის გადაცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის, რომელშიც მოქცეული იყო მოსარჩელის საკუთრების უფლება. საკრებულომ ნაწილობრივ გაასხვისა ის ქონება, რომელიც რეალურად მის საკუთრებას არ წარმოადგენდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-4 მუხლის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მოიცავდა ტერიტორიას ამ კანონის მიღების დღისათვის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში, ხოლო მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა. ამავე კონსტიტუციური კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო, ახორციელებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას, ხოლო მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, კანონმდებლობებით დადგენილი წესით, განკარგავდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას.

ამასთანავე, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო, აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების მეშვეობით (პირველი, მე-3 მუხლები). ამავე კანონის მე-8 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, მთავრობა ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვას, ხოლო მე-11 მუხლის მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით, მთავრობის თავმჯდომარე განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და მთავრობის თავმჯდომარის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

სადავო პერიოდში მოქმედი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქონების პრივატიზება ხორციელდებოდა საქართველოს კანონმდებლობით, ამ კანონით და მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ქონების მყიდველი შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ხოლო მე-4 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისაგან უფლებამოსილი ხელისუფლების ორგანო, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით ფლობდა, მართავდა და განკარგავდა ქონებას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხას სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებდა მთავრობა, ხოლო ქონების პრივატიზებას ახორციელებდა სამინისტრო.

მითითებული კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქონების პრივატიზების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენდა პირდაპირი მიყიდვა, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა და შესაბამის პირობებს ადგენდა მთავრობის თავმჯდომარე. კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონების პრივატიზებისას მყიდველსა და გამყიდველს შორის იდებოდა შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულება, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ქონების პრივატიზებისას მყიდველის მიერ საბოლოო თანხის სრულად გადახდის შემდეგ გაიცემოდა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნებს, რომლებიც მოსარჩელის ნაწილში სადავო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2009 წლის 15 სექტემბრის N82 და 2009 წლის 22 სექტემბრის N140 განკარგულებების, 2009 წლის 28 სექტემბრის შეთანხმების აქტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 15 ოქტომბრის N01-22/3586 და 2009 წლის 20 ოქტომბრის N01-22/3664 მიმართვების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2009 წლის 27 ოქტომბრის N156 ბრძანების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2009 წლის 27 ოქტომბრის N728 ბრძანების, 2009 წლის 29 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2009 წლის 29 ოქტომბერს გაცემული N... საკუთრების მოწმობის უკანონობას უკავშირდება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 15 ოქტომბრის N01-22/3586 და 2009 წლის 20 ოქტომბრის N01-22/3664 მიმართვები საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებებს, საჯარო რეესტრის ჩანაწერში შესაბამისი ცვლილების შეტანისა და სოფელ ...ში მდებარე 31 557 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ჯერ ერთ ნაკვეთად, ხოლო შემდგომ - ოთხ ნაკვეთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე. სადავო არ არის, რომ აღნიშნული მიმართვებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელზე სარეგისტრაციოდ მოაზრებული უძრავი ქონება მოიცავდა მოსარჩელის საკუთრებად საჯარო რეესტრში აღრიცხულ უძრავ ქონებასაც. ამდენად, მოსარჩელის ნაწილში 2009 წლის 15 ოქტომბრის N01-22/3586 და 2009 წლის 20 ოქტომბრის N01-22/3664 მიმართვები უკანონოა. ამასთანავე, 2009 წლის 15 სექტემბრის N82 და 2009 წლის 22 სექტემბრის N140 განკარგულებებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, შესაბამისი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მიანიჭა უფლებამოსილება, კომპანია ,,t...“-თან შეთანხმების აქტი გაეფორმებინა იმ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით გადაცემაზე, რომლის ნაწილიც მოიცავდა მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულ მიწის ნაკვეთს. მთავრობის მიერ შეთანხმების აქტის გაფორმების წინაპირობად მოაზრებულ უძრავ ქონებაზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას სრულად ვერ ექნებოდა განკარგვის უფლება, რამდენადაც, მისი ნაწილი საჯარო რეესტრში უკვე აღრიცხული იყო მოსარჩელის სახელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, უკანონოდ უნდა ჩაითვალოს როგორც მითითებული განკარგულებები, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და კომპანია „t...“-ს შორის გაფორმებული 2009 წლის 28 სექტემბრის შეთანხმების აქტი, რომლითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მხრიდან კომპანიისათვის გადასახდელი 1 453 087 აშშ დოლარის სანაცვლოდ, აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ კომპანიას „t...“ საკუთრების უფლებით გადასცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 35 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამავე მოტივაციით, უკანონოა მოსარჩელის ნაწილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2009 წლის 27 ოქტომბრის N156 ბრძანება, რომლითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 24 703 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 722 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 9575 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაეცა კომპანია „t...“-ს.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 15 ოქტომბრის N01-22/3586 მიმართვა ინფორმაციული ხასიათისაა და არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სადავო 2009 წლის 19 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო ზემოაღნიშნული მიმართვის საფუძველზე. 2009 წლის 15 ოქტომბრის N01-22/3586 მიმართვა, თავისი არსით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და იწვევს სამართლებრივ შედეგს.

როგორც აღინიშნა, სადავო პერიოდში მოქმედი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, ქონების პრივატიზებისას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისაგან უფლებამოსილი ხელისუფლების ორგანო, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით განკარგავდა ქონებას. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებებს, სადავო უძრავი ქონების ნაწილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების უკანონობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოსარჩელის ინტერესში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილში უკანონოდ მიენიჭა უფლებამოსილება, გაეფორმებინა შეთანხმება კომპანია ,,t...“-თან, მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე. შესაბამისად, მოსარჩელის ნაწილში უკანონოდ უნდა ჩაითვალოს ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2009 წლის 27 ოქტომბრის N728 ბრძანება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 24 703 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...), 722 კვ.მ მიწის ნაკვეთისა (ს/კ ...) და 9575 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ...) პირდაპირი მიყიდვის ფორმით კომპანია „t...“-თვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2009 წლის 27 ოქტომბრის N728 ბრძანების გამოცემის თანმდევ შედეგებს: 2009 წლის 29 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებას და ამავე თარიღით გაცემულ N... საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე ან მის გარეშე. ამასთანავე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება, გამოიწვევს ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობასაც. „..ადმინისტრაციული აქტის ბათილობა იწვევს მისი სამართლებრივი შედეგის ბათილობას, აქტის ბათილად გამოცხადებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი..“ (სუსგ N600-589 (4კ-12)). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის ნაწილში უკანონოდ არის მიჩნეული სადავო ხელშეკრულების დადების კანონიერი საფუძვლები (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2009 წლის 27 ოქტომბრის N156 ბრძანება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2009 წლის 27 ოქტომბრის N728 ბრძანება), წარმოიშვა სადავო ნაწილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანიას „t...“ შორის 2009 წლის 29 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველიც. თავის მხრივ, მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოსარჩელის ნაწილში უკანონოდ ცნობა წარმოადგენს ხელშეკრულების საფუძველზე, N... მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, 2009 წლის 29 ოქტომბერს კომპანია „t...“-ის სახელზე გაცემული N... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობის საფუძველს, მოსარჩელის ნაწილში.

რაც შეეხება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების კანონიერებას იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 12 მარტის N..., 2009 წლის 19 ოქტომბრის N..., 2009 წლის 21 ოქტომბრის N... და 2009 წლის 4 ნოემბრის N... გადაწყვეტილებების მოსარჩელის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო რეგისტრაციების განხორციელების დროს უკვე ამოქმედებული იყო 2008 წლის დეკემბრის კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ამავე ნორმის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო წარმოადგენს მასთან რეგისტრირებულ მონაცემთა უტყუარობისა და დაცვის გარანტს. მესაკუთრედ რეგისტრირებულ სუბიექტს უნდა გააჩნდეს იმის ნდობა, რომ მარეგისტრირებელი ორგანო არ დაუშვებს მისი უფლებების ხელყოფას სხვა პირთა სასარგებლოდ. მნიშვნელოვანია, რომ საკასაციო სასამართლომ არაერთგზის განმარტა სარეგისტრაციო საგანთან მიმართებაში დუბლირებისა და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში, უკეთესი სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრისა და რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობისათვის მნიშვნელობის მინიჭების საკითხი. „..უკეთუ სახეზეა ერთი და იგივე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენცია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრეა რეგისტრირებული..“ (სუს 28.02.2013წ. Nბს-367-363(კ-12), 21.11.2012წ. Nბს-593-588(კ-11) გადაწყვეტილებები და სხვ.). ამდენად, მართალია, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, თუმცა ერთ ობიექტზე ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობისას, როდესაც რეესტრის ჩანაწერები ერთმანეთს გამორიცხავენ, ჩანაწერთა სანდოობა ვერ იმოქმედებს. ასეთ პირობებში უპირატესობა უნდა მიეცეს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელემ ბევრად ადრე მოიპოვა საკუთრების უფლება. ტ. შ-სა და ე. გ-ეს შორის გაფორმებულმა ნასყიდობის ხელშეკრულებამ, როგორც საკუთრების უფლების დამადასტურებელმა დოკუმენტმა, წარმოშვა მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავი ნივთის აღრიცხვის საფუძველი. ამასთანავე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო რეგისტრაციების განხორციელების დროს მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებული იყო. საერთო წესიდან გამომდინარე, ბოლო ჩანაწერი ძალას უკარგავს ადრინდელ ჩანაწერს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, სადავო რეგისტრაციების განხორციელებით არ გაუქმებულა მოსარჩელის სახელზე არსებული ჩანაწერი. მოსარჩელის რეგისტრაცია ძალაშია და სადავო არ გამხდარა. ამდენად, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრეა რეგისტრირებული. მოსარჩელის უფლება არის დაცვის ღირსი, რამდენადაც, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დადგა ზიანის მომტანი შედეგი - სადავო რეგისტრაციების განხორციელებით მოსარჩელე აღარ ითვლება რეალურად მის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრედ.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო არ არის მოსარჩელის საკუთრების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ მისი საკუთრების უფლების აღრიცხვის დროს არ იყო გათვალისწინებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენა ელექტრონულ კოორდინატთა სისტემაში. როგორც საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, მიწა საკუთრებაში შეიძლება იყოს, როგორც დაზუსტებული, ისე დაუზუსტებელი მონაცემებით. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, როგორც საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, უნდა უზრუნველყოს როგორც დაზუსტებული, ისე დაუზუსტებელი რეგისტრაციის მქონე პირების ინტერესთა დაცვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. ამასთანავე, „..გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება არ უნდა იწვევდეს ფორმალური პროცედურების შესრულების შედეგად მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული საკუთრების უფლების გაუქმებას..“(სუს 28.02.2013წ. Nბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილება, 22.11.2018წ. Nბს-718-710(კ-15) განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, სადავო რეგისტრაციების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებამდე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება 2008 წლიდან უკვე აღრიცხული იყო საჯარო რეესტრში. ამასთანავე, როგორც აღინიშნა, მოსარჩელის სახელზე არსებული რეგისტრაცია ძალაშია. ამდენად, მარეგისტრირებელ ორგანოს, 2009 წლის 12 მარტის N..., 2009 წლის 19 ოქტომბრის N..., 2009 წლის 21 ოქტომბრის N... და 2009 წლის 4 ნოემბრის N... გადაწყვეტილებებით სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია შესაბამისი ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, რათა არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. „..გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ..“(სუს 2013 წლის 28 თებერვლის Nბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილება).

ამდენად, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური ვალდებული იყო, დაედგინა სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა. აღნიშნულის გადამოწმების გარეშე შესაბამისი რეგისტრაციების განხორციელებით მოსარჩელეს ფაქტობრივად წაერთვა საკუთრების უფლება სადავო ნაკვეთზე, მით უფრო, რომ სარეგისტრაციო სამსახური არ მიუთითებს მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ნაკვეთის რაიმე სხვა ადგილმდებარეობას. კანონმდებლობა არ გამორიცხავს დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობას, შესაბამისად, რეგისტრაციის არსებობის გადამოწმება მხოლოდ ელექტრონული ნახაზის მეშვეობით არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინა რეგისტრაციის უკანონობა თავისთავად არ იწვევს შემდგომი რეგისტრაციების ბათილობას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების კანონიერების გადასინჯვის გარეშე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ძალადაკარგულად, ბათილად ცნობა ან არარად აღიარება. ამდენად, დაუშვებელია რეგისტრაციის გაუქმება მისი საფუძვლის ძალაში ყოფნის პირობებში. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ გააკეთა განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ „..უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში.." (სუს 30.04.2015წ. Nბს-585-572(4კ-14) განჩინება, 02.07.2015წ. Nბს-30-30(2კ-15) გადაწყვეტილება და სხვ.)

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 3 მაისის N... გადაწყვეტილებით, N... უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე, ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 19518 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთზე (ს/კ ..., ნაკვეთის წინა ნომერი: ...), ბ. ბ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2012 წლის 17 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე ხელშეკრულებას და კანონიერ ძალაში შესულ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის N3/ბ-557-16 წ გადაწყვეტილებას ეფუძნება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2019 წლის 20 ივნისის N... გადაწყვეტილება, რომლითაც 18596 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის მიწის ნაკვეთზე (ს/კ ..., ნაკვეთის წინა N...) დარეგისტრირდა ბ. ბ-ის საკუთრების უფლება. მითითებული რეგისტრაციების განხორციელების საფუძვლები ძალაში არსებული დოკუმენტებია. სააპელაციო სასამართლომ სწორად იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ 2012 წლის 3 მაისისა და 2019 წლის 20 ივნისის რეგისტრაციების შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა გამოიწვევს უძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების შელახვას. დაუშვებელია მესამე პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე, იმ პირობებში, როდესაც მესამე პირის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი ძალაშია.

საგულისხმოა, რომ ტ. შ-ის N... მიწის ნაკვეთთან ზედდებაში არსებული, ბ. ბ-ზე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 19518 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მდგომარეობით, დარეგისტრირდა საქმეში მესამე პირის სახით ჩართული შპს „გ...“-ის საკუთრებად. აღნიშნულ პირზე შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების საფუძვლისა და თავად რეგისტრაციის კანონიერების შეფასება განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს. ამდენად, ბ. ბ-ის სახელზე N... უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 3 მაისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც, ძალაში დარჩება ახალი მესაკუთრის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია სადავო უძრავ ნივთზე, რომელსაც თავის მხრივ, საფუძვლად უდევს ძალაში არსებული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო ან ადმინისტრაციული აქტით ბათილად იქნება ცნობილი ან არარად იქნება აღიარებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრში დაუყოვნებლივ აღდგება ბათილად ცნობილი/არარად აღიარებული აქტით რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელისათვის ინტერესის მქონე მიწის ნაკვეთთან ზედდებაში არსებული N... მიწის ნაკვეთი წარმოადგენს იმ მთლიანი მიწის ნაკვეთის შემადგენელ ნაწილს, რომელიც კომპანია „t...“-საგან შეიძინა ბ. ბ-მა და შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღირიცხა მესაკუთრედ საჯარო რეესტრში. გასაჩივრებული 2012 წლის 3 მაისის N... გადაწყვეტილება შეეხება უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე, კონკრეტულად მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან ზედდებაში არსებულ N... მიწის ნაკვეთზე ბ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2012 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების მიღებამდე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 17 აპრილის N... გადაწყვეტილებით, N... მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის წინა N...) დარეგისტრირდა ბ. ბ-ის საკუთრების უფლება, ხოლო 2012 წლის 2 მაისის N... გადაწყვეტილებით, მითითებული უძრავი ნივთები გაერთიანდა და შედეგად, 35 000 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთზე (ს/კ ..., ნაკვეთის წინა ნომრები: ..., ..., ...) დარეგისტრირდა ბ. ბ-ის საკუთრების უფლება. 2012 წლის 17 აპრილისა და 2012 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია და განსახილველ საქმეზე დავის საგანს არ წარმოადგენს. ამდენად, გასაჩივრებული 2012 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის პირობებშიც, კვლავ ძალაში იქნება მესამე პირის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციები იმ უძრავ ნივთზე, რომელიც მოიცავს N... მიწის ნაკვეთსაც.

კასატორი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიუთითებს, რომ N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (რომელთანაც ზედდებაში იყო ტ. შ-ის ინტერესში არსებული მიწის ნაკვეთი) დაყოფა/გაერთიანების შემდეგ, დღეის მდგომარეობით, ტ. შ-ს ზედდება უფიქსირდება N... მიწის ნაკვეთთან (ყოფილი მესაკუთრე - შპს „გ...“; ახალი მესაკუთრე - დ. ბ-ე; რეგისტრაციის შესახებ 2022 წლის 17 იანვრის N... გადაწყვეტილება; რეგისტრაციის საფუძველი - 2022 წლის 11 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება). უძრავ ნივთზე ასევე რეგისტრირებულია სს „...ი ბანკის“ იპოთეკის უფლება (2021 წლის 30 დეკემბრის N... განაცხადი). ამდენად, მოცემულ საქმეზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად შეეხებათ აღნიშნულ პირებს. კასატორი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თვლის, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირების სახით უნდა ჩაერთონ დ. ბ-ე და სს „...ი ბანკი“.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში სავალდებულო მოწვევის მესამე პირთა საქმეში ჩართვის უმთავრესი მიზანი იმ პირთა ინტერესების დაცვაა, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები და მათთან მიმართებაში მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ასეთი პირები იმგვარად უნდა იყვნენ დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებულმა გადაწყვეტილებამ გავლენა მოახდინოს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.

მოცემულ შემთხვევაში, დ. ბ-ესთან მიმართებაში განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერების შეფასება არ წარმოადგენს განსახილველ დავის საგანს. ამასთანავე, ქვედა ინსტანციების სასამართლოები, სადავო საკითხის გადაწყვეტის პროცესში ვერ იმსჯელებდნენ მისაღები გადაწყვეტის გავლენის შესაძლებლობაზე, დ. ბ-ის ინტერესთან მიმართებაში, რამდენადაც, აღნიშნულმა პირმა სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მოიპოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველი დავის ფარგლების, საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგისა და საკასაციო საჩივრების დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, დ. ბ-ის საქმეში მესამე პირად ჩართვის აუცილებლობა.

ასევე არ არსებობს მოცემულ საქმეში სს „...ი ბანკის“ მესამე პირად ჩაბმის სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იპოთეკა სახელშეკრულებო ურთიერთობის ეტაპზეა ვალდებულებითი უფლება, ხოლო საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ის სანივთო უფლებად, მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო-სამართლებრივ საშუალებად განიხილება. ამდენად, იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრის შეცვლა გავლენას არ ახდენს ნივთის უფლებრივ ტვირთზე. იპოთეკის უფლების ფარგლები პირის ნივთთან და არა მის მესაკუთრესთან დამოკიდებულებაში ვლინდება. იპოთეკის უფლების რეალიზაციისათვის დაბრკოლებას არ ქმნის დატვირთული ნივთის მესაკუთრის შეცვლა. ამდენად, განსახილველი დავის ნებისმიერი შედეგით გადაწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იპოთეკარის კანონიერ ინტერესზე ზეგავლენას ვერ მოახდენდა. ამდენად, სს „...ი ბანკი“ არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულ სავალდებულო მოწვევის მესამე პირს. განსახილველ დავაზე მიღებული გადაწყვეტილება გავლენას ვერ მოახდენს მის უფლებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ა/რ მთავრობისა და ტ. შ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრების დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, N35247 საგადახდო მოთხოვნის საფუძველზე, 2022 წლის 3 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი. ასევე, ტ. შ-ს (პირადი N...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, N12440798563 საგადასახადო დავალების საფუძველზე, 2022 წლის 21 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ა/რ მთავრობისა და ტ. შ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, 2022 წლის 3 ივნისის N35247 საგადახდო მოთხოვნის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

4. ტ. შ-ს (პირადი N...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, 2022 წლის 21 იანვრის N12440798563 საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე