Facebook Twitter
№ბს-218(კ-22) 5 აპრილი, 2023 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ ა...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ა...მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს, გასცეს დასტური შპს „ა...ს“ 2018 წლის 29 ოქტომბრის №.., №.. და №.. შეკვეთებზე, 2018 წლის 14 დეკემბრის №.., №.. და №.. შეკვეთებზე, ასევე, 2019 წლის 22 აპრილის №.., №.., №.. და №.. შეკვეთებზე, 2019 წლის 5 ივლისის №.., №.. და №... შეკვეთებზე, 2019 წლის 9 ივლისის №..., №.. და №.. შეკვეთებსა და 2019 წლის 12 ივლისის №.., №.. და №... შეკვეთებზე, შესაბამისად, ადგილობრივი ...სა და ...ის აქციზური მარკის გაცემის თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ა...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს შპს „ა...ს“ 2018 წლის 29 ოქტომბრის №.., №.. და №.. შეკვეთებზე; 2018 წლის 14 დეკემბრის №.., №.. და №.. შეკვეთებზე; ასევე, 2019 წლის 22 აპრილის №.., №.., №.. და №.. შეკვეთებზე, 2019 წლის 5 ივლისის №.., №.. და №... შეკვეთებზე, 2019 წლის 9 ივლისის №..., №.. და №.. შეკვეთებსა და 2019 წლის 12 ივლისის №.., №.. და №... შეკვეთებზე გასცეს დასტური, შესაბამისად, ადგილობრივი ...სა და ...ის აქციზური მარკის გაცემის თაობაზე; აქციზური ...ის რაოდენობის მიზანშეწონილობის საკითხი განსაზღვროს სსიპ შემოსავლების სამსახურმა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე; სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ნოემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

კასატორის მითითებით, შპს „ა...მ“ 2018 წლის 26 თებერვალს აღრიცხვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ...ის განკუთვნილი აქციზური მარკების გაცემა. 2018 წლის 3 სექტემბერსა და 18 ოქტომბერს ადგილობრივი და იმპორტული ...სათვის განკუთვნილ აქციზურ მარკებზე შპს „ა...ს“ მიერ დარეგისტრირდა №.., №.., №.. მოთხოვნები, რომლებიც გაუქმდა №.., №.. და №.. იდენტური შეკვეთების შექმნის გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელს ეცნობა წინასწარ, ტელეფონით, ასევე, 2018 წლის 9 ნოემბრის №139231/21-11 წერილით. შპს „ა...მ“ 2018 წლის 14 დეკემბერს დამატებით შექმნა 2018 წლის 29 ოქტომბრის იდენტური შეკვეთები №.., №.. და №... კომპანიის მიერ 2019 წლის აპრილსა და ივლისის თვეში კვლავ ატვირთა ანალოგიური მოთხოვნები. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 29 ივლისის წერილის თანახმად, გადამხდელის მიერ არ შესრულებულა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 80(2) მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება.

კასატორის განმარტებით, აქციზური მარკების გაცემისა და მარკირების წესს განსაზღვრავს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია, რომლის მე-80 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზური მარკების რეალიზაციას ახორციელებს სსიპ შემოსავლების სამსახური ცენტრალიზებული წესით, მეწარმე სუბიექტზე მარკების შეძენის შესახებ მათი განაცხადის საფუძველზე. ამავე ინსტრუქციის 79(3) მუხლის მიხედვით, ელექტრონული აღრიცხვის მონაცემთა ბაზა წარმოადგენს შემოსავლების სამსახურსა და შერჩეულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად შექმნილ ბაზას, სადაც ინახება ინფორმაცია აქციზური და არააქციზური საქონლისათვის განკუთვნილი მატერიალური და არამატერიალური მარკის მოთხოვნასა და გამოყენებაზე. დასახელებული ინსტრუქციის მე-80 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახური მატერიალური ფორმის აქციზური მარკების გაცემას ახორციელებს ეტაპობრივად, თითოეული პროდუქციის სახეობაზე არსებული აქციზური მარკების მარაგის ამოწურვის შესაბამისად. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მიმართულებით, სამოქალაქო ბრუნვაში არ შეიქმნას აქციზური მარკების დეფიციტური გარემო და საფრთხე არ შეექმნას ჯანსაღ კონკურენციას, სსიპ შემოსავლების სამსახური აქციზურ მარკებს გასცემს ეტაპობრივად, მარაგის ამოწურვის შესაბამისად. სწორედ კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურასთან შეუსაბამობის გამო, ვერ განხორცილდა სადავო მოთხოვნების დადასტურება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) სსიპ შემოსავლების სამსახურსა და შპს „ ს...ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ს...ა“ აწარმოებს აქციზური მარკების გაცემას (ტ.1, ს.ფ. 20-30); ბ) 2018 წლის 8 აგვისტოს შპს „ა...მ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე განათავსა შეკვეთა №.., რომლითაც მოითხოვა ადგილობრივი ...ოს აქციზური მარკები (2 700 000 მარკა). შეკვეთა უარყოფილი იქნა და შპს „ს...ას“ მიერ დამატებით მოთხოვნილ იქნა - პროგნოზი მოსათხოვი აქციზური მარკების რაოდენობასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ... ადგილობრივი ...ის დასახელებაზე, საცალო სარეალიზაციო ფასებზე და ...ის ფოტოილუსტრაციებზე. აღნიშნული ინფორმაცია გადამხდელთა მომსახურების დეპარტამენტს წარედგინა 2018 წლის 9 და 13 აგვისტოს (ტ.1, ს.ფ. 31-46); გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2018 წლის 24 აგვისტოს №324 ბრძანებით „2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის ... და ... ...ზე და ...და ... კოდებში მითითებულ საქონელზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 20 ნოემბრის №410 ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართის 306-ე სტრიქონის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის 307-ე-311-ე სტრიქონები: ... ; ... ; ... , ... ; ... , ... ; ... , ... , ადგილობრივი (ტ.1, ს.ფ. 47-48); დ) 2018 წლის 3 სექტემბერს შპს „ა...მ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ადგილობრივი ...ოს აქციზური მარკების (2 052 000 ცალი) მისაღებად განათავსა №... შეკვეთა. ამავე დღეს, ასევე, განათავსა №... შეკვეთა - ადგილობრივი ...ს ახალი, 750 000 აქციზური მარკის მისაღებად. №... და №... შეკვეთები უარყოფილ იქნა (ტ.1, ს.ფ. 49-52, 66-69); ე) 2018 წლის 24 სექტემბერს შპს „ა...მ“ სსიპ შემოსავლების სამსახურს მიაწოდა წერილობითი ინფორმაცია - ... იმპორტული ...ის პროგნოზი მოსათხოვი აქციზური მარკების რაოდენობასთან დაკავშირებით, დასახელებისა და საცალო სარეალიზაციო ფასების შესახებ, შესაძენი იმპორტული ...ის ფოტო-ილუსტრაციების დართვით (ტ.1, ს.ფ. 53-65); ვ) 2018 წლის 18 ოქტომბერს შპს „ა...მ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის ვებ- გვერდზე იმპორტული ... ახალი ...ოს აქციზური მარკების (5 076 000 მარკა) მისაღებად განათავსა №... შეკვეთა, რომელიც უარყოფილ იქნა (ტ.1, ს.ფ. 70-73); ზ) 2018 წლის 29 ოქტომბერს შპს „ა...მ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე განათავსა სამი შეკვეთა: №... - 2 700 000 ადგილობრივი ...ს აქციზური მარკების მისაღებად; №... - 750 000 ადგილობრივი ...ს აქციზური მარკების მისაღებად; №... - 5 076 000 ცალი ...ის აქციზური მარკის მისაღებად (ტ.1, ს.ფ. 74-76, 82); თ) შპს „ა...მ“ 2018 წლის 8 და 29 ნოემბრის წერილებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია, თუ რა მიზეზით იქნა უარყოფილი შპს „ა...ს“ 2018 წლის 3 სექტემბრის №... და №.., 2018 წლის 18 ოქტომბრის №... შეკვეთები. ასევე, მოითხოვა ინფორმაცია, რატომ არ არის პასუხი გაცემული 2018 წლის 29 ოქტომბრის №.., №.. და №.. შეკვეთებზე (ტ.1, ს.ფ. 77-78, 80-81); ი) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 9 ნოემბრის №21-11/139231 წერილით შპს „ა...ს“ 2018 წლის 8 ნოემბრის წერილთან დაკავშირებით ეცნობა, რომ შპს „ა...ს“ მიერ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს ადგილობრივი ...სათვის განკუთვნილი აქციზური მარკების მოთხოვნაზე შექმნილი შეკვეთა №... გაუქმდა იმ მიზეზით, რომ კომპანიას არ ჰქონდა წარდგენილი ინფორმაცია ახალი დასახელების/ქვედასახელების ...ოს ნაწარმის შესახებ (ნაწარმის ბრენდული დასახელება, საცალო სარეკომენდაციო ფასი), რომლის წარმოება დაიგეგმა 2018 წლის პერიოდში (ტ.1, ს.ფ. 230); კ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2018 წლის 29 ნოემბრის №438 ბრძანებით 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ... კოდში მითითებულ ... ...ზე, ...ოს შემცველობით, ..., ... ...ზე ...ოს შემცველობით, ..., ... კოდში ასახულ ...ზე და მსგავსი სახის პროდუქტებზე, ...ოს შემცველობით, 20 ცალზე და ... კოდში მითითებულ ...ოს ნაწარმზე, ... გამოსაყენებელი, 20 ..., დადგინდა საცალო სარეალიზაციო ფასი თანდართული დანართის შესაბამისად (ტ.1, ს.ფ. 121-127); ლ) შპს „ა...მ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე განათავსა შემდეგი შეკვეთები: 1) 2018 წლის 14 დეკემბერს №.. - 2 700 000 ადგილობრივი ... ...ს და №.. - 750 000 ადგილობრივი ... ახალი ...ის აქციზური მარკების მისაღებად; №... - 5 076 000 ცალი იმპორტული ... ახალი ...ს აქციზური მარკების მისაღებად. 2) 2019 წლის 22 აპრილს №... - 540 000 და №... - 1 512 000 ადგილობრივი ...ოს აქციზური მარკების მისაღებად; №...- 1 080 000 ადგილობრივი ... ...; №.. - 3 024 000 ცალი ... იმპორტული ... ახალი ...ის აქციზური მარკის მისაღებად. 3) 2019 წლის 5 ივლისს №... - 5 076 000 ცალი ... იმპორტული ... ახალი ...ის აქციზური მარკის მისაღებად; №.. - 1 000 000 ადგილობრივი ... ახალი ...ისა და №..- 7 560 000 ადგილობრივი ... ... ...ის აქციზური მარკების მისაღებად. 4) 2019 წლის 9 ივლისს №... - 2 592 000 ადგილობრივი ... ...სა და №.. - 1 000 000 ადგილობრივი ... ახალი ...ის აქციზური მარკების მისაღებად; ასევე, №..- 4 968 000 ცალი ... იმპორტული ... ახალი ...ის აქციზური მარკების მისაღებად. 5) 2019 წლის 12 ივლისს №.. - 2 160 000 ადგილობრივი ... ... და №.. – 1 000 000 ადგილობრივი ... ახალი ...ის აქციზური მარკების მისაღებად; ასევე, №..- 4 536 000 ცალი ... იმპორტული ... ახალი ...ის აქციზური მარკის მისაღებად (ტ.1, ს.ფ. 168-170); მ) 2019 წლის 10 იანვარს შპს „ა...მ“ სსიპ შემოსავლების სამსახურს წარუდგინა ინფორმაცია დაგეგმილი ... და ... იმპორტული ...ის დასახელების, საცალო სარეალიზაციო ფასი და ფოტო ილუსტრაციების შესახებ, რომლის რეალიზაციასაც გეგმავდა 2019 წლის განმავლობაში. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 28 იანვრის №21-11/8707 წერილით შპს „ა...ს“ ეცნობა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურში დაწყებულია პროცესი იდენტური დასახელებებისა და საცალო სარეკომენდაციო ფასების დასადგენად. შპს „ა...ს“ განემარტა, რომ აღნიშნულის გამო სსიპ შემოსავლების სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, მოახდინოს რეაგირება მიწოდებულ ინფორმაციაზე (ტ.1, ს.ფ. 102-119, 120); ნ) 2019 წლის 4 თებერვალს შპს „ა...მ“ სსიპ შემოსავლების სამსახურს მიმართა №03/18 წერილით, რომლის მიხედვითაც, ...ოს ნაწარმზე საცალო ფასების დაუდგენლობის გამო, შპს „ა...“ მოკლებულია მუშაობის შესაძლებლობას და ადგება მნიშვნელოვანი ზარალი. მოცემული წერილით სსიპ შემოსავლების სამსახურს ეთხოვა ინფორმაცია ზუსტი თარიღის შესახებ, თუ როდის იქნება მომსახურების სააგენტოს მიერ დადგენილი საცალო სარეკომენდაციო ფასები შპს „ა...ს“ მიერ წარდგენილი ...ოს ნაწარმის დასახელებებზე. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 7 თებერვლის №21-11/13493 წერილით შპს „ა...ს“ ეცნობა, რომ შპს „ა...ს“ მიერ 2019 წლის 10 იანვარის წერილებით წარდგენილ ...ოს ნაწარმის იდენტურ დასახელებებზე განისაზღვრა შესაბამისი საცალო სარეკომენდაციო ფასები საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №24 და №25 ბრძანებებით „2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის ... და ... ...ზე და ... და ... კოდებში მითითებულ საქონელზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 29 ნოემბრის №438 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ტ.1, ს.ფ. 231, 234). ო) შპს „ა...ს“ 2019 წლის 19 აგვისტოს №04/18 წერილით სსიპ შემოსავლების სამსახურსა და შპს „ს...ას“, 2019 წლის 29 ივლისის მოთხოვნის შესაბამისად, ეცნობათ, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მათთან გადაიგზავნა ინფორმაცია: არამატერიალური ფორმის მარკების წლიური საპროგნოზო მოთხოვნის თაობაზე და ასევე, III - IV კვარტლის საპროგნოზო ინფორმაცია, სამივე თვეზე ცალ-ცალკე. ამასთან განემარტათ, რომ შპს „ა...“ ეცდებოდა, მოთხოვნილი ინფორმაცია ელექტრონულად შესაბამის საიტზეც - ams.rs.ge-ზეც აეტვირთა, მაგრამ საიტის ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ მოხერხდა, აღნიშნულის თაობაზე დაუყონებლივ ეცნობა როგორც კომპანია „ს...ა“, ასევე უშუალოდ შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა მომსახურების დეპარტამენტის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს უფროსს (ტ.1, ს.ფ. 267-285); პ) სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 15 თებერვლის №14864-21-11 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2018 წლის 3 სექტემბრის და 18 ოქტომბრის მოთხოვნები (№.., №.., №..) ადგილობრივი და იმპორტული ...სათვის განკუთვნილ აქციზური მარკებზე გაუქმებულ იქნა იდენტური შეკვეთების (№.., №.. და №..) შექმნის გამო, რაც განპირობებულია აღრიცხვის სისტემაში შეკვეთების მართვის ეფექტურობით. ზემოთ ხსენებულთან დაკავშირებით გადამხდელს ეცნობა წინასწარ ტელეფონით, ასევე, 2018 წლის 9 ნოემბრის №139231/21-11 წერილით. კომპანიამ 2018 წლის 14 დეკემბერს დამატებით შექმნა იდენტური შეკვეთები №.., №.. და №... აღრიცხვის სისტემაში სამსახურებრივი ბარათის შემქნის დღისათვის ასახული განსახილველი შეკვეთებია: 1) ადგილობრივი ...: 29.10.2018წ - შეკვეთა .. - რაოდენობა 2 700 000 ცალი; 29.10.2018წ - შეკვეთა .. - რაოდენობა 750 000 ცალი (... ); 14.12.2018წ - შეკვეთა .. - რაოდენობა 2 700 000 ცალი; 14.12.2018წ - შეკვეთა .. - რაოდენობა 750 000 ცალი (... ); 2) იმპორტული ...: 29.10.2018წ - შეკვეთა .. - რაოდენობა 5 076 000 ცალი; 14.12.2018წ - შეკვეთა .. - რაოდენობა 5 076 000 ცალი; ...ის განკუთვნილი აქციზური მარკების მომხმარებლად შპს „ა...“ აღრიცხვის სისტემაში დარეგისტრირდა 2018 წლის 26 თებერვალს. 2018 და 2019 წლების პერიოდზე აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის ... ...ზე საცალო სარეალიზაციო ფასის დასადგენად წარმოდგენილი დასახელებები და საცალო სარეკომენდაციო ფასები, გარდა 5 დასახელებისა, ედრება შპს „ო...“-ს მიერ წარდგენილს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ახალი მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, სისტემაში ასახული შეკვეთები მოითხოვს სათანადო შესწავლას (ტ.1, ს.ფ. 235-236); ჟ) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 29 ივლისის №90175-21-11 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „ა...მ“, მიუხედავად 2018 წლის შეტყობინებისა აღრიცხვის ერთიან სისტემაში იდენტური შეკვეთების ასახვის არაეფექტურობის შესახებ (მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 9 ნოემბრის წერილი №139231/21-11), 2019 წლის პერიოდშიც მოახდინა ანალოგიური/მსგავსი შეკვეთების სისტემაში შექმნა. კომპანიის მონაცემთა ბაზაში (აღრიცხვის ერთიანი სისტემა) არ არის ასახული მიმდინარე წელს მოსათხოვი აქციზური მარკების პროგნოზი, რაც ართულებს შერჩეული პირის მიერ შეკვეთების მართვას (ტ.1, ს.ფ. 237).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში. ამავე კოდექსის 183-ე მუხლის მიხედვით, აქციზით დაბეგვრის ობიექტია: (ა) დასაბეგრი ოპერაცია; (ბ) აქციზური საქონლის იმპორტი; (გ) აქციზური საქონლის ექსპორტი. დასახელებული კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ან/და საქონლის იმპორტის განხორციელებამდე, აგრეთვე ამ კოდექსის 1901 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ალკოჰოლიანი სასმელის რეალიზაციის შემთხვევისა) საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირისთვის გადაცემამდე აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ექვემდებარება ...ოს ნაწარმი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). საგადასახადო კოდექსის 192.31 მუხლის თანახმად, აქციზური მარკა შესაძლებელია იყოს მატერიალური ან არამატერიალური ფორმის. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდების მომსახურებას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 78.1 მუხლის თანახმად, აქციზური მარკა შესაძლებელია იყოს მატერიალური და არამატერიალური ფორმის. შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეულ პირს (შემდგომში – შერჩეული პირი) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდების მომსახურებას ახორციელებს შერჩეული პირი. ამავე ბრძანების 793.1 მუხლის თანახმად, ელექტრონული აღრიცხვის მონაცემთა ბაზა (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) წარმოადგენს შემოსავლების სამსახურსა და შერჩეულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად შექმნილ ბაზას, სადაც ინახება ინფორმაცია აქციზური და არააქციზური საქონლისათვის განკუთვნილი მატერიალური და არამატერიალური მარკის მოთხოვნასა და გამოყენებაზე. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მომხმარებელი აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განსახორციელებლად შეკვეთას/განაცხადს მარკების შეძენაზე წარადგენს მონაცემთა ბაზის საშუალებით.

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურსა და შპს „ს...ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ს...ა“ აწარმოებს აქციზური მარკების გაცემას. შესაბამისად, აქციზური მარკებით აქციზის გადასახადის გადამხდელების უზრუნველყოფას ახორციელებს სსიპ შემოსავლების სამსახურის კონტრაქტორი შპს „ს...ა“ მას შემდეგ, რაც სსიპ შემოსავლების სამსახური გასცემს დასტურს მოთხოვნილ აქციზურ მარკებზე. ამასთან, დადგენილია, რომ შპს „ა...მ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე განათავსა შესაბამისი შეკვეთები გარკვეული ოდენობის აქციზური მარკების მისაღებად. სადავო არ არის ის ფაქტი, რომ 08.08.2018წ., 03.09.2018წ. და 18.10.2018წ. შეკვეთები უარყოფილ იქნა, ხოლო დანარჩენ შეკვეთებზე სსიპ შემოსავლების სამსახურს მინიჭებული აქვს სტატუსი „შეკვეთა შექმნილია“ და სხვა მოქმედებები სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ხსენებული შეკვეთების მიმართ არ განხორციელებულა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს შპს „ა...ს“ მიერ გაკეთებულ შეკვეთებზე, ადგილობრივი ...სა და ...ის აქციზური მარკის გაცემის თაობაზე, დასტურის გაცემის დავალება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მე-80 მუხლის მიხედვით, აქციზური მარკების რეალიზაციას ახორციელებს შემოსავლების სამსახური ცენტრალიზებული წესით (1); მეწარმე სუბიექტის განაცხადი ელექტრონული ფორმით აქციზური მარკების მოთხოვნის შესახებ ამ მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად წარედგინება შემოსავლების სამსახურს (3); აქციზური მარკების შეძენის შესახებ წარდგენილ განაცხადში მიეთითება: ა) გადამხდელის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) აქციზური საქონლის დანიშნულება; გ) საქონლის დასახელება; დ) გამოყენებული ნაწარმის მოცულობა ან ღერების რაოდენობა და ზომის ერთეული (5); განაცხადს აქციზური მარკის შეძენაზე უნდა ერთოდეს სპეციფიკაცია მოთხოვნილი აქციზური მარკების თაობაზე №IV-03 დანართის შესაბამისად და აქციზური მარკების ნომინალური ღირებულების გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალების ასლი (6).

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქციის) 801 მუხლის თანახმად, აქციზური საქონლის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდების/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განსახორციელებლად მეწარმე სუბიექტი შერჩეულ პირს წარუდგენს ინფორმაციას აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განსახორციელებლად საჭირო მატერიალური ფორმის მარკების (შემდგომში – მატერიალური ფორმის მარკა) წლიური საპროგნოზო მოთხოვნის თაობაზე (1); საპროგონოზო ინფორმაციის წარდგენა ელექტრონულად უნდა განხორციელდეს ყოველ კვარტალურად იანვრის, აპრილის, ივლისის და ოქტომბრის თვის არა უგვიანეს მეშვიდე სამუშაო დღისა. ამასთან, საპროგნოზო ინფორმაცია წარედგინება როგორც კვარტალის სამივე თვეზე ცალ-ცალკე, ასევე მიმდინარე წლის მთლიანი ნუსხა. ყოველთვიური საპროგნოზო შეკვეთისას აუცილებელია ასევე მომდევნო 3 თვის განმავლობაში მოსათხოვი მატერიალური ფორმის მარკების ნუსხის დადასტურება ან კორექტირება. გარდა ამისა, ივლისის თვის ინფორმაციის მიწოდებისას მეწარმე სუბიექტი აზუსტებს მიმდინარე წლის საპროგნოზო შეკვეთას (2); მატერიალური ფორმის მარკების შეძენის შესახებ განაცხადი ელექტრონული ფორმით წარედგინება შერჩეულ პირს (3); მატერიალური ფორმის მარკების შეძენის შესახებ წარდგენილ შეკვეთაში-განაცხადში მიეთითება: ა) მომხმარებლის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) მატერიალური ფორმის მარკების დანიშნულება; გ) მატერიალური ფორმის მარკების მიწოდების სასურველი თარიღი; დ) საქონლის დასახელება; ე) გასაცემი მატერიალური ფორმის მარკების შეფუთვების რაოდენობა სახეობების მიხედვით (რულონი, ყუთი) (4); განმცხადებლის მიერ გაგზავნილი განაცხადი 2 სამუშაო დღის განმავლობაში დასტურდება შემოსავლების სამსახურის მიერ. დადასტურებიდან 1 სამუშაო დღეში შერჩეული პირი განმცხადებელს უგზავნის შეტყობინებას მატერიალური ფორმის მარკების მიწოდების თარიღის თაობაზე და ინვოისს გადასახდელი ნომინალური ღირებულების თანხისა და ანგარიშის რეკვიზიტების მითითებით. ინვოისით გათვალისწინებული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს 4 კალენდარულ დღეში. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ შერჩეული პირი უფლებამოსილია გააუქმოს განაცხადი და უარი თქვას მატერიალური ფორმის მარკების გაცემაზე (5); მატერიალური ფორმის მარკები გაიცემა შეფუთული სახით ინვოისში მითითებული გადასახდელი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ (6).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ აქციზური მარკების გაცემაზე შეკვეთების დადასტურებისათვის მნიშნელოვანია გადასახადის გადამხდელი დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში მომხმარებლად და აღნიშნული ბაზის მეშვეობით საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს განცხადება აქციზური მარკების შეძენის თაობაზე. განცხადება უნდა შეიცავდეს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით გათვალისწინებულ სავალდებულო ინფორმაციას. ამასთან, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინფორმაცია მატერიალური ფორმის მარკების წლიური საპროგნოზო მოთხოვნის თაობაზე. მითითებული ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურს აქვს ორი სამუშაო დღე შეკვეთის დასადასტურებლად. აღნიშნულთან მიმართებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ სადავო აქციზური მარკების შეკვეთებთან დაკავშირებით შპს „ა...მ“ სსიპ შემოსავლების სამსახურს წარუდგინა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით გათვალისწინებული ინფორმაცია სრულყოფილად.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ შპს „ა...ს“ მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია განცხადება აქციზური მარკების შეძენასთან დაკავშირებით კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, რაც სსიპ შემოსავლების სამსახურს ავალდებულებდა დაედასტურებინა აღნიშნული შეკვეთები. რაიმე დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარდგენა შპს „ა...სთვის“ ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუთხოვია. სსიპ შემოსავლების სამსახურმა ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და ვერ სააპელაციო სასამართლოში ვერ წარადგინა რაიმე არგუმენტი შეკვეთების დადასტურებაზე უარის თქმის წინაპირობის არსებობის თაობაზე.

რაც შეეხება აქციზური მარკების რაოდენობის საკითხს, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მე-80 მუხლის მე-15 პუნქტზე მითითებით (შემოსავლების სამსახური მატერიალური ფორმის აქციზური მარკების გაცემას ახორციელებს ეტაპობრივად, თითოეული პროდუქციის სახეობაზე არსებული აქციზური მარკების მარაგის ამოწურვის შესაბამისად) საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაცემი აქციზური მარკების რაოდენობის განსაზღვრა წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის დისკრეციულ უფლებამოსილებას, რის გამოც ადმინისტრაციულმა ორგანომ აქციზური მარკების რაოდენობის მიზანშეწონილობის საკითხი უნდა განსაზღვროს წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე: გ. მაკარიძე


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


თ. ოქროპირიძე