Facebook Twitter

№6581-13 18 მარტი, 2013 წელი

ო-ი მ., 6581-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ლ. ქ-ის

მსჯავრდებულ _ მ. ო-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ო-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 ივნისის განაჩენით მ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 10 წლით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 9 წლით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 12 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – 15 წლით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 19 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით მას მოსახდელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 13 დეკემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით მ. ო-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 3 იანვრის განჩინებით ზემოაღნიშნული განაჩენი შეიცვალა: „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მ. ო-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 4 წელი და სასჯელის საბოლოო ზომად დარჩა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. ო-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ო-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული მ. ო-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 28 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ო-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრით იგი ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებას ყველა მუხლზე – ცალ-ცალკე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ მ. ო-ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა და 187-ე მუხლით დანიშნული სასჯელების მოხდისგან გათავისუფლება კანონიერია.

რაც შეეხება მ. ო-ისთვის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელებს, პალატა აღნიშნავს, რომ მას „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით უნდა შემცირებოდა აღნიშნული მუხლებით დანიშნული სასჯელები და უნდა განსაზღვროდა: 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით - 5 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 14 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უნდა განსაზღვროდა 47 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ მოსახდელად უნდა დარჩენოდა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მას გასაჩივრებული განჩინებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 28 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საკასაციო პალატა ამ შემთხვევაში არ არის უფლებამოსილი, გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ო-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე