№7881-13 22 მარტი, 2013 წელი
ჯ-ე დ, 7881-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის
პროკურორ - თ. ჯ-ს
მსჯავრდებულ - დ. ჯ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. ჯ-ს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 9 აგვისტოს განაჩენით დ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მეორე ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238–ე მუხლის მეოთხე ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152–ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეოთხე პუნქტებით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 154–ე მუხლის მეორე ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 212–ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის მე–40 მუხლის შესაბამისად, უდიდესმა სასჯელმა შთანთქა უმცირესი და საბოლოოდ მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 16 ივნისდს განაჩენით დ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 154–ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. საქართველოს სსკ–ის მე–40 მუხლის საფუძველზე აღნიშნული სასჯელი შთანთქა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კოლეგიის 1996 წლის 9 აგვისტოს განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა - 15 წლით თავისუფლების აღკვეთამ და დ. ჯ-ს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, 236–ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, 19,379–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, 19,109–ე მუხლის „გ“, „თ“, „ლ“ პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, ნაკლებად მკაცრი სასჯელი შთანთქა მკაცრმა სასჯელმა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით. დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 წელი, 10 თვე და 12 დღე და დ. ჯ-ს საბოლოოდ მოსახდელად დაენიშნა სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 16 წლის ვადით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 27 თებერვლის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ დ. ჯ-ს ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით.
მთაწმინდა–კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,379–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. მასვე დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 27 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, სსკ–ის მე–60 მუხლის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით დ. ჯ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლითა და 3 თვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 20 იანვრის განჩინებით უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 12 სექტემბრის დადგენილება შეიცვალა:
დ. ჯ-ს ქმედება 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ–ის 152–ე მუხლის მეორე ნაწილის 1–ლი და მეორე პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ პუნქტზე და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. დ. ჯ-ს ქმედება საქართველოს სსკ–ის 152–ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტიდან გადაკვალიფიცირდა 179–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ხოლო სხვა ნაწილში გასაჩივრებული დადგენილება დარჩა უცვლელად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 მარტის განაჩენით დ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 3782–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად დ. ჯ-ს დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 8 წელი, 9 თვე და 12 დღე და საბოლოოდ დ. ჯ-ს მოსახდელად დარჩა 10 წელი, 9 თვე და 12 დღე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის დადგენილებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 მარტის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი დაზუსტდა:
დ. ჯ-ს დანიშნულ სასჯელს– 2 წლით თავისუფლების აღკვეთას - მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 7 წლის, 9 თვისა და 12 დღის ვადით და დ. ჯ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის, 9 თვისა და 12 დღის ვადით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 დეკემბრის დადგენილებით დ. ჯ-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 მარტის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის, 3 თვისა და 12 დღის ვადით. სასჯელის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2007 წლის 21 მარტიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის დადგენილებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 დეკემბრის დადგენილება გასწორებულ იქნა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 მარტის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ჯ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის, 3 თვისა და 12 დღის ვადით. სასჯელის ათვლა დაეწყო 2007 წლის 21 მარტიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 1 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ჯ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 მარტის განაჩენი დ. ჯ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 მაისის განაჩენის თანახმად, დ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 3711–ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა 2010 წლის 28 აპრილის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 9 წლის, 3 თვისა და 12 დღის ვადით და საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით სრულად დაემატა წინა განაჩენით მოუხდელი - 6 წელი, 1თვე და 22დღე და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის, 1 თვისა და 22 დღის ვადით.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 მაისის დადგენილებით 2010 წლის 11 მაისის საქმეზე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად განაჩენთა ერთობლიობით დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის დადგენილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 წელი, 1 თვე და 22 დღე და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის, 1თვის და 22 დღის ვადით. მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: დ. ჯ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან – 2010 წლის 11 მაისიდან.
2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ დ. ჯ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ჯ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ დ. ჯ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 3711–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით.
მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის დადგენილებით განსაზღვრული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლის, 7 თვის და 9 დღის ვადით.
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ჯ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის, 4 თვის და 9 დღის ვადით. დ. ჯ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2010 წლის 11 მაისიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. ჯ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.
ამდენად, მსჯავრდებულ დ. ჯ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 9 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელები უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 1 წელსა და 6 თვეს, 238-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 წელს, 238–ე მუხლის მეოთხე ნაწილით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 6 წელსა და 9 თვეს, 152–ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეოთხე პუნქტებით დანიშნული სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 11 წელსა და 3 თვეს, 154–ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 წელსა და 9 თვეს, 212–ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 9 თვეს. ამ განაჩენით შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მსჯავრდებულ დ. ჯ-ს უნდა განესაზღვროს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ დ. ჯ-ს ბაღდათის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 16 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 154–ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 3 წელსა და 9 თვეს. შთანთქმის პრინციპის გამოყენებით დანიშნული სასჯელი შთანთქა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კოლეგიის 1996 წლის 9 აგვისტოს განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა - 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ და დ. ჯ-ს უნდა განესაზღვროს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას დანიშნული სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს 1995 წლის 17 სექტემბრიდან.
მსჯავრდებულ დ. ჯ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელები უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, კერძოდ:
საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც შეადგენს 2 წელსა და 3 თვეს, 236–ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც შეადგენს 3 წელსა და 9 თვეს, 19,379–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ პუნქტებით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რაც შეადგენს 4 წელსა და 6 თვეს, 19,109–ე მუხლის „გ“, „თ“, „ლ“ პუნქტებით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, რაც შეადგენს 10 წელსა და 6 თვეს. ამ განაჩენით შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მსჯავრდებულ დ. ჯ-ს უნდა განესაზღვროს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 4 თვე და 18 დღე და უნდა მიესაჯოს 13 წლით, 10 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2002 წლის 29 ოქტომბრიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 27 თებერვლის განჩინებით დანიშნულ სასჯელს - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - უნდა გამოაკლდეს 3 წელი, რაც შეადგენს 7 წელსა და 6 თვეს, რასაც უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან - 1 წელი და მსჯავრდებულ დ. ჯ-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2002 წლის 29 ოქტომბრიდან.
მსჯავრდებულ დ. ჯ-ს მთაწმინდა–კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 19,379–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 9 თვეს, რასაც უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 წელი და 4 თვე და ამ განაჩენით უნდა შეეფარდოს 8 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2003 წლის 25 დეკემბრიდან.
მსჯავრდებულ დ. ჯ-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 3782–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 1 წელსა და 6 თვეს, რასაც უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი, 1 თვე და 15 დღე და ამ განაჩენით უნდა შეეფარდოს 5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2007 წლის 21 მარტიდან.
მსჯავრდებულ დ. ჯ-ს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 3711–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 9 თვეს, რასაც უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 5 წელი, 7 თვე და 15 დღე და ამ განაჩენით უნდა შეეფარდოს 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საბოლოოდ მსჯავრდებულ დ. ჯ-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2007 წლის 21 მარტიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. ჯ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ჯ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 9 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელები შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 1 წელსა და 6 თვეს, 238-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 წელს, 238–ე მუხლის მეოთხე ნაწილით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 6 წელსა და 9 თვეს, 152–ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეოთხე პუნქტებით დანიშნული სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 11 წელსა და 3 თვეს, 154–ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 წელსა და 9 თვეს, 212–ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 9 თვეს. ამ განაჩენით შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მსჯავრდებულ დ. ჯ-ს განესაზღვროს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ დ. ჯ-ს ბაღდათის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 16 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 154–ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 3 წელსა და 9 თვეს. შთანთქმის პრინციპის გამოყენებით დანიშნული სასჯელი შთანთქოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს კოლეგიის 1996 წლის 9 აგვისტოს განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა - 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ და დ. ჯ-ს განესაზღვროს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყოს 1995 წლის 17 სექტემბრიდან.
მსჯავრდებულ დ. ჯ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელები შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, კერძოდ:
საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც შეადგენს 2 წელსა და 3 თვეს, 236–ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც შეადგენს 3 წელსა და 9 თვეს, 19,379–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ პუნქტებით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რაც შეადგენს 4 წელსა და 6 თვეს, 19,109–ე მუხლის „გ“, „თ“, „ლ“ პუნქტებით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, რაც შეადგენს 10 წელსა და 6 თვეს. ამ განაჩენით შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მსჯავრდებულ დ. ჯ-ს განესაზღვროს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 4 თვე და 18 დღე და მიესაჯოს 13 წლით, 10 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2002 წლის 29 ოქტომბრიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 27 თებერვლის განჩინებით დანიშნულ სასჯელს - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - გამოაკლდეს 3 წელი, რაც შეადგენს 7 წელსა და 6 თვეს, რასაც დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან - 1 წელი და მსჯავრდებულ დ. ჯ-ს მოსახდელად განესაზღვროს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2002 წლის 29 ოქტომბრიდან.
მსჯავრდებულ დ. ჯ-ს მთაწმინდა–კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 19,379–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 9 თვეს, რასაც დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 წელი და 4 თვე და ამ განაჩენით შეეფარდოს 8 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2003 წლის 25 დეკემბრიდან.
მსჯავრდებულ დ. ჯ-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 3782–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 1 წელსა და 6 თვეს, რასაც დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი, 1 თვე და 15 დღე და ამ განაჩენით შეეფარდოს 5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2007 წლის 21 მარტიდან.
მსჯავრდებულ დ. ჯ-ს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 3711–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 9 თვეს, რასაც დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 5 წელი, 7 თვე და 15 დღე და ამ განაჩენით შეეფარდოს 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საბოლოოდ მსჯავრდებულ დ. ჯ-ს მოსახდელად განესაზღვროს 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2007 წლის 21 მარტიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
პ. ქათამაძე