Facebook Twitter

№8061-13 26 მარტი, 2013 წელი

დ-ე ი, 8061-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ მ. ქ-ის

მსჯავრდებულ _ ი. დ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. დ-ის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქედის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 აპრილის განაჩენით ი. დ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 17 ნოემბრიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 17 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი სააპელაციო პალატის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

ქედის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 მაისის განაჩენით ი. დ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 24-ე,182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 7 წლით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც გაუნახევრდა ,,ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წელი, 6 თვე, 10 დღე და საბოლოოდ მიესაჯა 18 წლითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 7 მაისიდან.

აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 ივლისის განაჩენით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ი.დ-ეს გაუნახევრდა სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წელი და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე გაუნახევრდა სსკ-ის 24-ე,182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 7 წელი და განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე გაუნახევრდა სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 4 წელი და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 1 წელი, 6 თვე - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 24-ე,182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბა და მსჯავრდებულს განესაზღვრა 6 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი, 6 თვე, 10 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით, 1 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 7 მაისიდან.

მსჯავრდებული საჩივარში აღნიშნავს, რომ იგი სსკ-ის 362-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს, რადგან ამ დანაშაულის ჩადენისას არ იყო ნასამართლევი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას მის სასიკეთოდ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება მძიმე კატეგორიას, რის გამოც მსჯავრდებულს ამ მუხლით დანიშნული სასჯელი სწორად შეუმცირდა ერთი მეოთხედით.

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ი. დ-ეს სწორად შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და ასევე სწორად განესაზღვრა საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის ზომა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინება ი. დ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი