Facebook Twitter

ას-1182-1426-05 28 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი (მომხსენებელი),

ლ. ლაზარაშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს ,,მ-ეს” წარმომადგენელ მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 ივნისის გადაწყვეტილებაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს ,,მ-ეს” წარმომადგენლის მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 7 ოქტომბრის, განჩინებით კასატორს ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განესაზღვრა ვადა _ 14 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან. შპს ,,მ-ეს” წარმომადგენელს მ. ჩ-ეს 2005წ. 7 ნოემბერს ჩაბარდა განჩინების ასლი. ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა კი ამოიწურა 2005წ. 21 ნოემბერს, მაგრამ კასატორმა სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო მის მიერ შემოტანილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების, გადადების განაწილვადებისა და შემცირების საფუძველი არ არსებობს.

პალატა თვლის, რომ სსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება და დარჩება განუხილველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს ,,მ-ეს” წარმომადგენლის მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.