Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-684(3კ-3კს-უს-22) 16 აგვისტო, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ალექსანდრე წულაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი (მოპასუხე): სს „ს...“

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები): ლ.ქ-ა, ლუ. ქ-ა, მ.მ-ა, ვ.ჯ-ა, ლა.ქ-ა, თ.მ-ა, მ.ს-ა, მა.მ-ა, გ.გ-ა, ვ.(ვა) გ-ა, მ. გ-ა, გ.ს-ა, ა.კ-ა, მ.კ-ა, ზ.კ-ა

მოპასუხეები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აბაშის მუნიციპალიტეტის მერია

დავის საგანი - უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 30 ნოემბერს სარჩელით მიმართა ლ.ქ-ას, ლუ.ქ-ას, მ.მ-ას, ვ.ჯ-ას, ლა.ქ-ას, თ.მ-ას, მ.ს-ას, მა.მ-ას, გ.გ-ას, ვ.გ-ას, მ.გ-ას, ნ.ს-ას, მ.ფ-ას, ვ.ა-ას, ლ.მ-ას, გ.ს-ას, ს.ა-ას, ჟ.ს-ას, ზ.კ-ას, მ.კ-ას, ა.კ-ას, მე.კ-სა და გ.ს-ას წარმომადგენელმა, მოპასუხე სს ,,...ის", საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს: მოპასუხეებისათვის, მარჩენალდაკარგული არასრულწლოვანი მოსარჩელეების - ლ.ქ-ას, ლუ.ქ-ას და ა.კ-ას სასარგებლოდ, მამის გარდაცვალების გამო, ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურების დაკისრება, 2015 წლის 2 იანვრიდან, სრულწლოვანებამდე, თითოეულისათვის ყოველთვიურად 2000 - 2000 ლარის ოდენობით; მოპასუხეებისათვის, მ.მ-ას სასარგებლოდ - 3 000 ლარის, ვ.(ვა) გ-ას სასარგებლოდ 3000 ლარის, გ.გ-ას სასარგებლოდ - 3 000 ლარის, გ.ს-ას სასარგებლოდ - 3 000 ლარის, ვ.ჯ-ას სასარგებლოდ - 1 000 ლარის, ლ.მ-ას სასარგებლოდ - 1 000 ლარის, მ.ს-ას სასარგებლოდ - 1 000 ლარის, მა.მ-ას სასარგებლოდ - 500 ლარის, მ.გ-ას სასარგებლოდ - 500 ლარის, ნ.ს-ას სასარგებლოდ - 500 ლარის ოდენობით სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის გამო, ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება. მოპასუხე მხარისათვის, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით გამოწვეული შემთხვევის გამო, ადამიანის გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება, მოსარჩელეების - თ.მ-ას სასარგებლოდ - 1 000 ლარის, ლ.ქ-ას სასარგებლოდ - 1 000 ლარის, ლუ.ქ-ას სასარგებლოდ - 1 000 ლარის, მ.მ-ას სასარგებლოდ - 1 000 ლარის, ვ.ჯ-ას სასარგებლოდ - 1 000 ლარის, ლა.ქ-ას სასარგებლოდ - 1 000 ლარის, მ.ს-ას სასარგებლოდ - 500 ლარის, ნ.ს-ას სასარგებლოდ - 500 ლარის, ჟ.ს-ას (უფლებამონაცვლე გ.ს-ა) სასარგებლოდ - 500 ლარის, გ.ს-ას სასარგებლოდ - 500 ლარის, ა.კ-ას სასარგებლოდ - 1 000 ლარის, მ.კ-ას სასარგებლოდ - 1 000 ლარის, გ.ს-ას სასარგებლოდ - 1 000 ლარის ოდენობით, ზ.კ-ა სასარგებლოდ - 1 000 ლარის, მე.კ-ს უფლებამონაცვლეების მ.კ-ას და ზ.კ-ას სასარგებლოდ 1 000 ლარის ოდენობით. სს ,,ს...ს", საავტომობილო გზების დეპარტამენტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დასახიჩრების ან/და ჯანმრთელობის მოშლით მიყენებული მატერიალური ზიანის/მკურნალობისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება მ.მ-ას სასარგებლოდ 21 394,0 ლარის ოდენობით. მოპასუხეებისათვის გარდაცვლილი პირების, ლა.ქ-ას, ზ.კ-ას და ბ.ს-ას დაკრძალვისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება მ.მ-ას, ვ.ჯ-ას და ლა.ქ-ას სასარგებლოდ - 5 000 ლარის ოდენობით, გ.ს-ას, ზ.კ-ას და მე.კ-ს სასარგებლოდ - 5 000 ლარის ოდენობით; ჟ., გ., მ. და ნ. ს-ების სასარგებლოდ - 5 000 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ლ.ქ-ას, ლუ.ქ-ას, მ.მ-ას, ვ.ჯ-ას, ლა.ქ-ას, თ.მ-ას, მ.ს-ას, მა.მ-ას, გ.გ-ას, ვ.გ-ას, მ.გ-ას, გ.ს-ას, ზ.კ-ას, მ.კ-ას, ა.კ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს (სს „...ას“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას) სოლიდარულად დაევალათ მარჩენალდაკარგული არასრულწლოვანი მოსარჩელეების - ლ.ქ-ას, ლუ.ქ-ას და ა.კ-ას სასარგებლოდ, მამის გარდაცვალების გამო ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურება, 2015 წლის 2 იანვრიდან, სრულწლოვანებამდე, თითოეულისათვის ყოველთვიურად 600-600 ლარის ოდენობით; მოპასუხეებს - სს „...ას“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას, სოლიდარულად დაევალათ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის გამო, ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელეების - ლ.ქ-ას სასარგებლოდ - 5 000 ლარის, ლუ.ქ-ას სასარგებლოდ - 5 000 ლარის, მ.მ-ას სასარგებლოდ - 25 000 ლარის, ვ.ჯ-ას სასარგებლოდ - 7 000 ლარის, თ.მ-ას სასარგებლოდ - 7 000 ლარის, მ.ს-ას სასარგებლოდ - 3 000 ლარის, მა.მ-ას სასარგებლოდ - 5 000 ლარის, გ.გ-ას სასარგებლოდ - 7 000 ლარის, ვ.გ-ას სასარგებლოდ 7 000 ლარის, მ.გ-ას სასარგებლოდ - 7 000 ლარის, გ.ს-ას სასარგებლოდ - 7 000 ლარის ოდენობით; მოპასუხეებს - სს „...ას“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას, სოლიდარულად დაევალათ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის გამო, ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება მოსარჩელეების - ლ.ქ-ას სასარგებლოდ - 2 000 ლარის, ლუ.ქ-ას სასარგებლოდ - 2 000 ლარის, მ.მ-ას სასარგებლოდ - 25 000 ლარის, ვ.ჯ-ას სასარგებლოდ - 25 000 ლარის, თ.მ-ას სასარგებლოდ - 7 000 ლარის, მ.ს-ას სასარგებლოდ - 3 000 ლარის, მა.მ-ას სასარგებლოდ - 3 000 ლარის, გ. გ-ას სასარგებლოდ - 3 000 ლარის, ვ. გ-ას სასარგებლოდ 7 000 ლარის, მ. გ-ას სასარგებლოდ - 7 000 ლარის, გ.ს-ას სასარგებლოდ - 7 000 ლარის ოდენობით; მოპასუხეებს - სს „...ას“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას, სოლიდარულად დაევალათ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის გამო, გარდაცვლილი პირების დაკრძალვისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება მ.მ-ას, ვ.ჯ-ას და ლა.ქ-ას სასარგებლოდ - 10 000 ლარის, გ.ს-ას და ზ.კ-ას სასარგებლოდ - 10 000 ლარის და მ.ს-ას სასარგებლოდ - 10 000 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, მოსარჩელეებმა- ლ.ქ-ამ, ლუ.ქ-ამ, მ.მ-ამ, ვ.ჯ-ამ, ლა.ქ-ამ, თ.მ-ამ, მ.ს-ამ, მა.მ-ამ, გ.გ-ამ, ვ.(ვა) გ-ამ, მ.გ-ამ, გ.ს-ამ, ა.კ-ამ, მ.კ-ამ, ზ.კ-ამ და მოპასუხეებმა - სს ,,ს...მ" და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს „...ას“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელეთა სასარგებლოდ, სოლიდარულად დაევალათ სასამართლოს გარე ხარჯის სახით ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი 2000 ლარის ანაზღაურება, ასევე მინდობილობების, დავალების ხელშეკრულების ხარჯი - 157 ლარის ოდენობით; სარჩელის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას მოსარჩელეებისა და მისი წარმომადგენლების სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო ტრანსპორტირებაზე გაღებული ხარჯის - 100 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება; საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის - 212.45 ლარის; საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ორგანოში აღსრულების უზრუნველსაყოფად სააღსრულებო ხარჯის ანაზღაურება - 200 ლარის ოდენობით; სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურებისათვის გაწეული საექსპერტო მომსახურების ხარჯის 251 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დაკმაყოფილდა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 ოქტომბრის №3/8065-17 გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021

წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 თებერვლის საოქმო განჩინება გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განჩინებით, სს ,,...ის" და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივრები დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ოქტომბრის) გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით, ლ.ქ-ას, ლუ.ქ-ას, მ.მ-ას, ვ.ჯ-ას, ლა.ქ-ას, თ.მ-ას, მ.ს-ას, მა.მ-ას, გ.გ-ას, ვ.(ვა) გ-ას, მ.გ-ას, გ.ს-ას, ა.კ-ას, მ.კ-ას, ზ.კ-ას, სს ,,ს...ს“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ.ქ-ას, ლუ.ქ-ას, მ.მ-ას, ვ.ჯ-ას, ლა.ქ-ას, თ.მ-ას, მ.ს-ას, მა.მ-ას, გ.გ-ას, ვ.(ვა) გ-ას, მ. გ-ას, გ.ს-ას, ა.კ-ას, მ.კ-ას და ზ.კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს - სს ,,ს...ს", საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას სოლიდარულად დაევალათ მარჩენალდაკარგული არასრულწლოვანი მოსარჩელეების - ლ.ქ-ას, ლუ.ქ-ას და ა.კ-ას სასარგებლოდ, მამის გარდაცვალების გამო ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურება, 2015 წლის 2 იანვრიდან, სრულწლოვანებამდე, თითოეულისათვის ყოველთვიურად 2000 -2000 ლარის ოდენობით; მოპასუხეებს - სს ,,ს...ს", საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას, სოლიდარულად დაევალათ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის გამო, ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელეების მ.მ-ას სასარგებლოდ - 3 000 ლარის, ვ.(ვა) გ-ას სასარგებლოდ 3 000 ლარის, გ.გ-ას სასარგებლოდ - 3 000 ლარის, გ.ს-ას სასარგებლოდ - 3 000 ლარის, ვ.ჯ-ას სასარგებლოდ - 1 000 ლარის, მ.ს-ას სასარგებლოდ - 1 000 ლარის, მა.მ-ას სასარგებლოდ - 500 ლარის, მ. გ-ას სასარგებლოდ - 5 00 ლარის ოდენობით. მოპასუხეებს - სს ,,ს...ს", საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას, სოლიდარულად დაევალათ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით გამოწვეული შემთხვევის გამო ადამიანის გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელეების - თ.მ-ას სასარგებლოდ - 1 000 ლარის, ლ.ქ-ას სასარგებლოდ - 1 000 ლარის, ლუ.ქ-ას სასარგებლოდ - 1 000 ლარის, მ.მ-ას სასარგებლოდ - 1 000 ლარის, ვ.ჯ-ას სასარგებლოდ - 1 000 ლარის, ლა.ქ-ას სასარგებლოდ 1 000 ლარის, მ.ს-ას სასარგებლოდ - 500 ლარის, ა.კ-ას სარგებლოდ - 1 000 ლარის, მ.კ-ას სასარგებლოდ - 1 000 ლარის, გ.ს-ას სასარგებლოდ - 1 000 ლარის ოდენობით, ზ.კ-ა სასარგებლოდ - 1 000 ლარის, მე.კ-ს უფლებამონაცვლეების მ.კ-ას და ზ.კ-ას სასარგებლოდ 1 000 ლარის ოდენობით. მოპასუხეებს - სს ,,ს...ს", საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას სოლიდარულად დაევალათ დასახიჩრების ან/და ჯანმრთელობის მოშლით მიყენებული მატერიალური ზიანის/მკურნალობისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება მ.მ-ას სასარგებლოდ 21 394,0 ლარის ოდენობით. მოპასუხეებს - სს ,,ს...ს", საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას, სოლიდარულად დაევალათ გარდაცვლილი პირების დაკრძალვისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება მ.მ-ას, ვ.ჯ-ას და ლა.ქ-ას სასარგებლოდ - 5000 ლარის ოდენობით, გ.ს-ას, ზ.კ-ას და მე.კ-ს უფლებამონაცვლეების მ.კ-ას და ზ.კ-ას სასარგებლოდ - 5 000 ლარის ოდენობით, მ.ს-ას სასარგებლოდ - 5 000 ლარის ოდენობით. სს ,,ს...ს", საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელეთა სასარგებლოდ, სოლიდარულად დაევალათ სასამართლოს გარე ხარჯის სახით ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი 2000 ლარის ანაზღაურება, ასევე მინდობილობების, დავალების ხელშეკრულების ხარჯი - 157 ლარის ოდენობით; სარჩელის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას მოსარჩელეებისა და მისი წარმომადგენლების სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო ტრანსპორტირებაზე გაღებული ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურება; საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის - 212.45 ლარის ანაზღაურება; საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ორგანოში აღსრულების უზრუნველსაყოფად სააღსრულებო ხარჯის ანაზღაურება - 200 ლარის ოდენობით; სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურებისათვის გაწეული საექსპერტო მომსახურების ხარჯი 251 ლარის ოდენობით ანაზღაურება. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 თებერვლის საოქმო განჩინება.

2022 წლის 25 მაისს, აპელანტების ლ.ქ-ას, ლუ.ქ-ას, მ.მ-ას, ვ.ჯ-ას, ლა.ქ-ას, თ.მ-ას, მ.ს-ას, მა.მ-ას, გ.გ-ას, ვ.(ვა) გ-ას, მ.გ-ას, გ.ს-ას, ა.კ-ას, მ.კ-ას და ზ.კ-ას მიერ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა, რომლითაც მოითხოვეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის განჩინებით მოსარჩელეების შუამდგომლობა 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის №3ბ/2564-21 (N330310017002194319) გადაწყვეტილება;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტისა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინებები კერძო საჩივრებისა და საკასაციო საჩივრების მეშვეობით გაასაჩივრეს სს „...ამ“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...ის“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო და კერძო საჩივრები.

2022 წლის 15 აგვისტოს სს „...ის“ ფინანსურმა დირექტორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საკასაციო საჩივრის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერება დავის გადაწყვეტამდე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ის“ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მართლმსაჯულების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმებს, რომლებიც ემსახურება საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას.

კანონმდებლობა ითვალისწინებს უფლების ეფექტური დაცვის საშუალებებს, რომელიც არა მხოლოდ რეპრესიულ, არამედ პრევენციულ დაცვასაც გულისხმობს. რეპრესიული დაცვა უკვე დარღვეული უფლების აღდგენას ემსახურება, ხოლო პრევენციული დაცვა - მოსალოდნელი ნეგატიური, უფლების შემლახველი შედეგების თავიდან აცილებას. ამასთანავე, რეპრესიული დაცვის რეალური განხორციელება შესაძლოა შეუძლებელიც კი აღმოჩნდეს, უკეთუ გამოყენებული არ იქნება უფლების დაცვის პრევენციული საშუალებები, როგორიცაა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, სსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად (სსკ-ის 271-ე მუხ.), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის აღნიშნული თავი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხებს არეგულირებს, ამდენად, აღსრულების უზრუნველყოფა ხორციელდება სარჩელის უზრუნველყოფისთვის დადგენილი წესით. სსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოსთვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადებით მიმართვის უფლება და განსაზღვრულია ამ უფლების რეალიზაციის წესი, კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. (სუსგ ბს-485(უს-22))

განსახილველ შემთხვევაში, წარდგენილი განცხადებით სს ,,ს...“ ითხოვს 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერებას დავის გადაწყვეტამდე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; ამავე კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინება (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ) კერძო საჩივრის მეშვეობით გასაჩივრებულია როგორც განცხადების ავტორის- სს „...ის“ მიერ, ასევე, მოპასუხეების-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრების მოთხოვნას 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის განჩინების გაუქმება წარმოადგენს, შესაბამისად, კერძო საჩივრითა და განცხადებით მოთხოვნილი განსახილველი საკითხები იდენტურია.

უზენაესი სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით, ვინაიდან, აღნიშნულ კერძო საჩივრებთან დაკავშირებით სამართალწარმოება საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჯერ არ დასრულებულა, ხოლო სს „...ის“ მოთხოვნა არსებითად ემთხვევა კერძო საჩივრის მოთხოვნას, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის უზრუნველყოფის თაობაზე ღონისძიების გამოყენების წინაპირობა და საკითხი გადაწყვეტილ უნდა იქნეს წარმოდგენილი კერძო საჩივრების განხილვის ფარგლებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ უნდა დაკმაყოფილდეს სს „...ის“ მოთხოვნა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო

კოდექსის პირველი, მე-2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო

კოდექსის 191-ე, 194-ე, 198-ე, 285-ე, მუხლებით და

დაადგინა:

1. სს „...ის“ შუამდგლომლობა არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე