Facebook Twitter

ას-1336-1458-04 28 ნოემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე (მომხსენებელი),

ლ. გოჩელაშვილი

აღწერილობითი ნაწილი:

შპს “ჰ.-ის” დირექტორმა დ. ბ.-მ სასამართლოს სარჩელით მიმართა მოპასუხეების ო. და გ. პ.-ების მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება და მის მიერ გადაცემული საქონლის უკან დაბრუნება.

ხულოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 მაისის განჩინებით მოპასუხე გ. პ.-ს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე 2003წ. 3 იანვრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე. შპს “ჰ.-ის” დირექტორი დ. ბ.-ის 2003წ. 5 თებერვლის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ხულოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 2002წ. 19 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და განახლდა სააღსრულებო წარმოება.

აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე გ. პ.-მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა სასამართლოს 2004წ. 4 მაისის განჩინების გაუქმება, საქმის არსებითი განხილვა და სარჩელზე უარის თქმა.

აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 სექტემბრის განჩინებით გ. პ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ხულოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 მაისის განჩინება გ.პ.-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, დ. ბ.-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში დარჩა უცვლელად, შეიცვალა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი აღსრულების განახლებისა და ბაჟის დაკისრების ნაწილში და იგი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს; საქმე განსახილველად დაუბრუნდა ხულოს რაიონულ სასამართლოს.

შპს „ჰ.-ის” წარმომადგენელმა დ. ბ.-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გ.პ.-ის საჩივარზე _ საქმის წარმოების განახლების შესახებ _ უარის თქმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 7 სექტემბრის განჩინებით შპს „ჰ.-ის” დირექტორი დ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;გაუქმდა მოცემულ საქმეზე აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 სექტემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც შეიცვალა ხულოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი აღსრულების განახლების თაობაზე და საქმე ხელახალი განხილვისათვის ამ ნაწილში დაუბრუნდა იმავე პალატას; დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატის განჩინება დარჩა უცვლელი; შპს „ჰ.-ის” დირექტორს დ.ბ.-ეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 1 979,80 აშშ დოლარისა და ოთხმოცი ცენტის ეკვივალენტი ლარის გადახდა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების სახაზინო კოდი _ 300033114 გადახდის დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის; მიმღები _ მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახდო შემოსულობების ანგარიშის ¹ 200122900 საქართველოს ეროვნული ბანკის კოდი _ 220101107 _ სასარგებლოდ.

2005წ. 6 ოქტომბერს შპს “ჰ.-ის” წარმომადგენელმა დ. ბ.-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას ამავე პალატის 2005წ. 7 სექტემბრის განჩინების განმარტების მოთხოვნით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო განცხადებისDშინაარსს და თვლის, რომ იგი დაუშვებლობის გამო განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად. ამასთან, განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ აღსრულებული არ არის და თუ არ გავიდა დრო, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელმა მოითხოვა საკასაციო სასამართლოს იმ განჩინების განმარტება, რომლითაც საქმეზე წარმოება არ დამთავრებულა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა სააპელაციო პალატას. საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებული ნორმა ადგენს მხოლოდ და მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილების (განჩინების) და იმ განჩინების განმარტების წესს, რომელიც უნდა აღსრულდეს და არ ითვალისწინებს ისეთი შუალედური განჩინების განმარტების შესაძლებლობას, რომლითაც საქმის წარმოება არ დამთავრებულა. ნორმის ამგვარი გაგებისათვის პალატა მიუთითებს 262-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებაზე, რომელიც გადაწყვეტილების განმარტებას უკავშირებს აღსრულებას და მისი მიზანია, მოხდეს გადაწყვეტილების ზუსტად იმ შინაარსით აღსრულება, რასაც სასამართლო გულისხმობდა გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანისას. ამდენად, საპროცესო ნორმის საფუძველზე იმ განჩინების განმარტება, რომელიც აღსრულებასთან არ არის დაკავშირებული და რომლითაც საქმის წარმოება არ დამთავრებულა, დაუშვებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებანი სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეებზე, 2003 წელი, ¹ 6 გვ. 1429-1430). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს “ჰ.-ის” წარმომადგენელი დ. ბ.-ის განცხადება საკასაციო პალატის განჩინების განმარტების შესახებ დაუშვებელია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 262-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ჰ.-ის” წარმომადგენელი დ. ბ.-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 7 სექტემბრის განჩინების განმარტების თაობაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.