Facebook Twitter

№10461-13 3 აპრილი, 2013 წელი

ს-ე დ., 10461-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ თ. ჯ-ის

მსჯავრდებულ _ დ. ს-ის

ადვოკატ – ი. ს-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. ს-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განაჩენით დ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, 363-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით – 1 წლით, 143-ე მუხლის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) – 7 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით დ. ს-ეს განესაზღვრა 15 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 15 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 26 თებერვლიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით შეიცვალა: დ. ს-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე; განაჩენი მის მიმართ დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 28 დეკემბრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დ. ს-ეს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 14 წლითა და 7 თვით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 15 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დ. ს-ის მიმართ დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით დ. ს-ეს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 8 წელი, 11 თვე, 7 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 18 აპრილიდან.

2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ დ. ს-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ს-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ს-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 28 დეკემბრის განჩინებით დანიშნული საბოლოო სასჯელი და განესაზღვრა 6 წლით, 8 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენთა ერთობლიობით დ. ს-ეს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის, 2 თვისა და 12 დღის ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. ს-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. იგი ითხოვს განჩინების შეცვლას, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის სწორად გავრცელებას და სასჯელის ვადის ათვლის დაწყებას 2005 წლის 26 თებერვლიდან, შესაბამისად, სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ დ. ს-ისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის ამ განაჩენით 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა - კანონიერია.

რაც შეეხება მსჯავრდებულ დ. ს-ისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით, 363-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით, 143-ე მუხლის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა და 1996 წლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 152-ე და 240-ე მუხლებით დანიშნულ სასჯელებს, პალატა აღნიშნავს,რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ს-ეს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს 1996 წლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 152-ე და 240-ე მუხლებით დანიშნული სასჯელი -10 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს მოხდილად; ამავე კანონის ამავე მუხლის შესაბამისად, განზრახი დანაშაულებისთვის ნასამართლევ დ. ს-ეს ასევე ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელები და, ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, უნდა განესაზღვროს 10 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის 2011 წლის 18 აპრილისთვის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 10 თვე, 5 დღე - უნდა დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 1 წელსა და 6 თვეს და საბოლოოდ მსჯავრდებულ დ. ს-ეს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 6 წლით, 4 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას სასჯელის ათვლის თარიღთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ დ. ს-ეს სწორად აქვს ათვლილი სასჯელი ბოლო განაჩენის მიღების დღიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ს-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ს-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს 1996 წლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 152-ე და 240-ე მუხლებით დანიშნული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს მოხდილად.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ს-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე, 143-ე, 363-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, განესაზღვროს 10 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის 2011 წლის 18 აპრილისთვის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 10 თვე, 5 დღე - დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 1 წელსა და 6 თვეს და საბოლოოდ მსჯავრდებულ დ. ს-ეს სასჯელის სახით განესაზღვროს 6 წლით, 4 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე